You are on page 1of 4

პარაგრაფი 28

ქართული სამართლის ისტორიის წყაროები

თავდაპირველად ადრეკლასობრივი საზოგადოების დონეზე ხალხი იყენებდა წეს-


ჩვეულებებს, დღევანდელი გამოთქმით ჩვეულებითი სამართლის ნორმებს. ყოველ
გვარსა და ტომს ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული და მეტ-ნაკლებად
მსგავსი „წესი“ და „რიგი“ ახასიათებდა. ზოგი რამ ამ უძველესი წეს-ჩვეულებიდან
ფეოდალურ ხანაშიც გადმოვიდა.

ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლია ოპიზის სიგელი. ორი მონასტერი


დაობდა ადგილ-მამულის შესახებ. მათი დავა გაარჩია სასამართლომ მეფის
თავჯდომარეობით მაშინდელ სატახტო ქალაქ ქუთაისში. სასამართლოს მეფე ბაგრატ
მეოთხე თავმჯდომარეობდა. სასამართლოს მუშაობაში მონაწილეობდნენ
იურისკონსულტები - „მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი“. ოპიზის სიგლიდან ჩანს, რომ
თუ მეფე მონასტერს შესწირავდა ადგილ-მამულს, ასეთი შეწირულობა შემწირველი
მეფის გარდაცვალების შემდეგ ახალ მეფეს ხელახლა უნდა დაედასტურებინა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ მეფეს მისი გამოწირვაც შეეძლო. სამამულო დავების
დროს მთავარ მტკიცებულებად წერილობითი საბუთი ითვლებოდა. თუ
სასამართლო წერილობითი მტკიცებულებების ნამდვილობაში დარწმუნდებოდა, ის
ფიცს არ მიმართავდა. აუცილებელ შემთხვევაში ფიცი დაეკისრებოდა მოპასუხეს,
ჩვენს შემთხვევაში მიჯნაძორის მონასტერს.

მე-12 საუკუნის დასაწყისში მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.


ჩვენამდე მოაღწია ამ კრების „ძეგლისწერამ“. კრება მოწვეულ იქნა დავით
აღმაშენებლის ინიციატივით. ძეგლის მიხედვით სახელმწიფო უნდა ყოფილიყო
ძლიერი. აქ იგულისხმება სახელმწიფოს სუვერენობა. რუის-ურბნისის საეკლესიო
კრების დადგენილებით თანამდებობიდან გადააყენეს უღირსი მღვდელმთავრები.

დადგენილ იქნა, რომ ჯვრის წერა, გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში


უნდა შესრულებულიყო. აიკრძალა „კიდესკიდე და არაერთგან კურთხევა
გვირგვინთა“. ამ შემთხვევაში საქმრო და საცოლე ერთმანეთისგან დაშორებით
ქორწინდებოდნენ. ხდებოდა პირთა შეცვლა ქორწინების ცერემონიალში. როდესაც
საცოლეს უკურთხებდნენ გვირგვინს, აქ მისი საქმრო ნაცვლად გვირგვინის ქვეშ სხვა
მამაკაცი უნდა მდგარიყო, მაგრამ ჯვრისწერის დროს მისი სახელი კი არ
იხსენიებოდა, არამედ ნამდვილი საქმროსი - წარმომადგენლის.

1
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ქორწინება რელიგიური საიდუმლოების
დონეზე აიყვანა. ამავე დროს აიკრძალა „სიმონია“ - საეკლესიო თანამდებობის მიღება
ხელდასმისათვის ქრთამის გაღებით. იკრძალებოდა ქორწინება წარმართსა და
მართმადიდებელ ქრისტიანს შორის, სასტიკად იყო დაგმობილი „სოდომური ცოდვა“.

ქართული სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა დავით აღმაშენებლის


ანდერძი შიომღვიმის მონასტერისადმი. ანდერძიდან ჩანს, რომ დავით აღმაშენებელს
მხარს უჭერდა შიომღვიმის მონასტერი. მეფის სიძლიერეს ფეოდალიზმის ხანაში
მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა სასულიერო პირთა პოზიცია. მონასტერმა
მეფეს მხარი დაუჭირა მსხვილი ფეოდალის ძაგანის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის
შეპყრობაშიც დაეხმარა.

რაც შეეხება გიორგი მესამის 1170 წლის სიგელს, აღნიშნული სიგლით გიორგი
მესამე შიომღვიმის მონასტერს უმტკიცებს იმ მამულებს, რომელიც წინა მეფეებმა
შესწირეს მას. თავის მხრივ გიორგი მესამეც უბოძებს მონასტერს სოფლებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სიგლის ის ნაწილი, სადაც საუბარია
სამპარავთმძებლო დაწესებულებაზე. ქურდობა უკვე აღარ განიხილებოდა, როგორც
კერძო დანაშაული. სახელმწიფო დევნიდა ქურდებსა და მეკობრეებს, ასამართლებდა
და სჯიდა მათ. ქურდობისათვის დამნაშავეს სასტიკად სჯიდნენ. მრავალჯერ
პარვისათვის დამნაშავეს ან ჩამოახრჩობდნენ ან გაპატიჟებდნენ მეფის „ჩენილნი“.
გაპატიჟებაში უნდა იგულისხმებოდეს სასტიკი საჯარო სასჯელი.

პარაგრაფი 29

ხელმწიფის კარის გარიგება

ხელმწიფის კარის გარიგება მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს


შედგენილი. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, მეფე სახელმწიფო მართავს
თანადგომითა და „ერთნებაობითა დიდებულთა“. მეფე არა მარტო საერო
ხელისუფლების მეთაური იყო, არამედ მას ხელი მიუწვდებოდა ეკლესიაზეც.

ჩვენამდე მოღწეულია ძეგლი - „კურთხევა მირონისა და განგება დარბაზობისა“,


რომელიც მეტ-ნაკლებად ავსებს ხელმწიფის კარის გარიგების ნაკლულ ადგილებს.
ჩანს, რომ ქართლის კათალიკოზს მეფის კურთხევის დროს მეფის შემდეგ ყველაზე
საპატიო ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. მეფის მარჯვნივ ჯდომა დიდი პატივი იყო.
ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესი „მამაა
მეფის“ და მეფის შემდეგ პირველი პირია სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის

2
სფეროში. ჭყონდიდელს ასევე ევალებოდა „სააჯო კარსა შიგან ჯდომა“ კვირაში ერთ
დღეს - ორშაბათს.

ხელმწიფის კარის გარიგებიდან ჩანს, რომ გაერთიანებულ ფეოდალურ


საქართველოში მართვა-გამგეობის სფეროში გარკვეული წესრიგი სუფევდა. როდესაც
კათალიკოზი და ჭყონდიდელი ეწვეოდნენ მეფეს, ისინი მეფეს ეთაყვანებოდნენ,
მაგრამ მეფეც თავის მხრივ პატივს მიაგებდა მათ.

პარაგრაფი 30

წესი და განგება მეფედ კურთხევისა (მე-14 ს.)

„ხელმწიფის კარის გარიგების“ მეტ-ნაკლებად შემავსებელი ძეგლია -


„წესი და განგება მეფედ კურთხევისა“. წესი და განგება აქ სამართლის მნიშვნელობით
იხმარება. „წესი“ უნდა იყოს სამართლის ცნების აღმნიშვნელი ერთ-ერთი უძველესი
ტერმინი. „განგება“-ში კი განწესება იგულისხმება.

მეფეთა კურთხევის წესში ჩანს იმ დროის გადმონაშთი, როდესაც მეფე


წინარექრისტიანულ ხანაში სასულიერო და საერო ძალაუფლებას აერთიანებდა.
მეფის კურთხევას მხოლოდ კათალიკოზი აწარმოებდა. „ხელმწიფის კარის
გარიგების“ თანახმად კი მეფის კურთხევა ქუთათელსაც შეეძლო. ხსენებული ძეგლის
მიხედვით, ქართლის კათალიკოზი ასრულებდა პირველ როლს მეფის კურთხევის
ცერემონიალში. მეფედ კურთხევის შემდეგ მეფეს პირველად თაყვანს სცემდა
დედოფალი, შემდეგ კათალოკოზი და ა.შ.

პარაგრაფი 31

ძეგლი ერისთავთა (1318-1400)

მე-14 საუკუნეში საქართველოში სეპარატისტული ძალები იმდენად


ძლიერდებოდნენ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების იდეოლოგიური
გამართლებისათვის ზრუნავენ და იქმნება ქსნის ერისთავთა საგვარეულო ისტორია,
მაგრამ არა ნამდვილი ისტორია, არამედ მიკერძოებული. „ძეგლი ერისთავთას“
ავტორს სურს დაასაბუთოს, რომ ქსნის ერისთავი დამოუკიდებელია ქართველთა
მეფისაგან.

3
პარაგრაფი 32

გიორგი მეხუთის „ძეგლის დადება“

გიორგი მეხუთის დიდ დამსახურებათა შორის უნდა აღინიშნოს


მთიულეთისათვის სამართლის წიგნის შედგენა. „ძეგლის დადება“ ძირითადად
სისხლის სამართლის ძეგლია . სამოქალაქო სამართალს მხოლოდ ოთხი მუხლი ეხება.
„ძეგლის დადებაში“ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ისეთი მძიმე დანაშაულის
დასჯადობას, როგორიცაა მკვლელობა. კანონმდებელი ყურადღებას აქცევს და
მკაცრად სჯის მეკობრეობას, თავდასხმას, ადამიანის დაჭრას და ა.შ.

You might also like