You are on page 1of 2

ფულადი ვალდებულებების შესრულება

მუხლი 383. ფულადი ვალდებულება გამოიხატება როვნულ ვალუტაში.მხარეებს


შეუძლიათ,ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით ეს არ
არის აკრძალული.ფულადია ისეთი ვალდებულება, რომლის საგანი არის ფულადი
თანხა. შესაბამისად, ნორმა აწესრიგებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც ფულის
გადახდას ეხება. ფულადი ვალდებულების დროს ვალდებულება შეიძლება ეხებოდეს
ფულადი ერთეულის გარკვეულ ოდენობას, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა
ფულის მსყიდველობაუნარიანობას აქვს.ულადი ვალდებულების ტრადიციული
დეფინიცია გარკვეული ოდენობის ფულის გადახდის თაობაზე ვალს გულისხმობს,
თუმცა ის, ფართო გაგებით, ყველა იმ ტრანსაქციას მოიცავს, რომელშიც ვალუტა
გამოიყენება.ვალუტა ამა თუ იმ ქვეყნის ფულადი ერთეულია, რომელიც საფუძვლად
უდევს ქვეყნის ფულად სისტემას. საქართველოში ასეთ ვალუტას წარმოადგენს ლარი .
უცხოური ვალუტა საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნებია , როგორებიცაა :
„დოლარი“, „მარკა“, „ევრო“, „ფრანკი“ და ა.შ.სამოქალაქო კოდექსი მხარეებს აძლევს
საშუალებას ფულადი ვალდებულება დააადგინონ უცხოურ ვალუტაშიც .ფულადი
ვალდებულების შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა
შესრულდეს კრედიტორის ადდგილსამყოფლის(საცხოვრებელი ან იურიდიული
მისამართი)მიხედვით.თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისთვის გამიზნული საბანკო
ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში,სადაც გადახდა უნდა მოხდეს , მაშინ მოვალეს
შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება ,გარდა
იმ შემთვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია. ფულადი ვალდებულება უნდა
შესრულდეს დათქმულ დროს.ამისთვის კი აუცილებელია დადგინდეს შესრულების
ადგილი,რათა მოვალე შესრულების ვადის გადამცილებლად არ იქნეს
მიჩნეული.ფულადი ვალდებულების კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით
შესრულების შემთხვევაში,ფულადი თანხა დათქმულ დროს, კრედიტორის
ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა იქნეს მიტანილი(მიტანის ვალდებულება ).თუ
ფულადი ვალდებულება „უნაღდო ანგარიშსწორების“ წესით უნდა
განხორციელდეს,ასეთ შემთხვევაში,ფულადი თანხა დათქმულ დროს კრედიტორის
ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს.ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა ან
შესრულების ვადის გადაციილება მოვალისთვის საფრთხისს შემცველია ,რადგან
ფულის მაღალი ბრუნვაუნარიანობის გამო,ვალდებულების დარღვევით მიყენებული
ზიანი მტკიცებას არ საჭიროებს და იგულისხმება,რომ ფულადი ვალდებულების
შესრულების დაყოვნება კრედიტორისთვის ყოველთვის ზიანის მომტანია .მინიმალური
ზიანი საანაბრე პროცენტია,რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას და მისი ოდენობა
წლიურად,საშუალოდ 6-7 პროცენტს შეადგენს. თუ ზიანი იმაზე მეტი მიადგა
კრედიტორს,ვიდრე საანაბრე პროცენტია,კრედიტორისთვის ვადაგადაცილების
შედეგად მიყენებული ზიანი მტკიცების საგანში შედის.მოვალეს,როოგორც
წესი,ფულადი ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების უფლება არ აქვს.ამ
შემთხვევაში,მოვალის უფლებას,ვადაზე ადრე შეასრულოს ვალდებულება
უპირისპირდება კრედიტორის ინტერესი,არ მიიღოს ვადაზე ადრე
შესრულება.ხელშეკრულების ვადაში შეთანხმებული პროცენტი ეკისრება მოვალეს
როგორც ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ვადაგადაცილებისთვის ,ასევე
ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ან ვადაზე ადრე შეწყვეტიდან თანხის სრულად
დაბრუნებამდე.ორივე შემთხვევაში ვადაგადაცილებისთვის პროცენტის დაკისრების
სამართლებრივი შედეგი ერთნაირია.მაგალითად,ვადაგადაცილების გამო
დაკისრებული პროცენტი იქნება არა ის ოდენობა,რომელზეც შეთანხმდნენ მხარეები
ხელშეკრულების მოქმედების ვადაში,არამედ სპეციალურად ვადაგადაცილებისთის
განსაზღვრული პროცენტი დაეკისრება.

თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებიდან


გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა , არ
არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება ,
რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს,
მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა . 2. თუ
მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა
შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე
მძიმეა. 3. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის,
რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი

You might also like