Professional Documents
Culture Documents
სამართალი 6
სამართალი 6
თემა N6
ვალდებულებითი სამართლის
ზოგადი ნაწილი
ვალდებულების არსიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე
მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად,
მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.
შინაარსი
ვალდებულების ცნება
ვალდებულების შეწყვეტა
ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა
იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის ), უსაფუძვლო
გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულებების წარმოშობის ყველაზე გავრცელებულ საფუძვლად
ხელშეკრულება მოიაზრება. სახელშეკრულებო ურთიერთობა არის ორ ან მეტ პირს შორის თავისუფალი ნების
საფუძველზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც იწვევს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ,
მხარეთა მიმართ წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს. ხელშეკრულება მიიჩნევა ცალმხრივად, როდესაც
ერთ მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები და მეორეს - ვალდებულებები (ან უფლებები და
ვალდებულებები ერთად), ხოლო ორმხრივი არის ხელშეკრულება, როდესაც უფლებები და მოვალეობები
წარმოეშობა ორივე მხარეს.
ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე), ისევე როგორც ხელშეკრულების
მოშლა (შეწყვეტა) გულისხმობს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის
დასრულებას. ამ ორ იურიდიულ ტერმინს შორის განსხვავება გამოიხატება ხელშეკრულების
მოქმედების დასრულების საფუძვლებში და მათი გამოყენების სამართლებრივ შედეგებში .
ხელშეკრულებიდან გასვლის, ანუ ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევაში, სამართლებრივ
ურთიერთობაში მონაწილე მხარეებს წარმოეშობათ მიღებული სარგებლის უკან
დაბრუნების (ნატურით დაბრუნება) ან შესაბამისი ანაზღაურების ვალდებულება .
ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე
ერთ-ერთი მხარის ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმ გარემოებ(ებ )ის არსებითი
ცვლილება, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების
მოშლის (შეწყვეტა) მხარეებს უნარჩუნდებათ სამართლებრივი ურთიერთობის პირობებში
მიღებული სარგებელი. ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს
განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ეს საფუძვლებია , ვალდებულების
შეწყვეტა: შესრულებით, ნოვაციით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ,
ვალის პატიებით, კონფუზიით, მონაწილის გარდაცვალების ან იურიდიული პირის
ლიკვიდაციის გამო.
ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის
სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შეწყვეტა
დეპონირებით
თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე
უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი
ქაღალდი შეიტანოს
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე
ვალდებულებისაგან. 47 შენახვა ხდება კრედიტორის ხარჯით. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი უარს
განაცხადებს მიღებაზე, ან 3 წლის განმავლობაში არ მიიღებს შესრულებას, იგი უბრუნდება მოვალეს და მასვე
გადახდება დეპონირების საზღაური.
არასახელშეკრულებო საფუძვლები:
• დელიქტური ვალდებულებები;
• კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები:
საზიარო უფლებები;
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება;
უსაფუძვლო გამდიდრება
• სხვა საფუძვლები
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი
ვალდებულების შეწყვეტა
• შესრულება;
• ნოვაცია - ალტერნატიული შესრულება;
• ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
• ვალის პატიება;
• კონფუზია - ; ვალდებულების შეწყვეტა
• მოვალის გარდაცვალება / მოვალე იურ. პირის ლიკვიდაცია