You are on page 1of 6

5.

დავალება

დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის


დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და
ხარჯზე;

ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, თუმცა საფუძველია წერილობითი


მინდობილობა;

დავალების ხელ-ბა ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს ,


რომელსაც არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზით უშუალოდ განახორციელოს მისი უფლებები და
მოვალეობები, თავის რწმუნებულს მიანდოს მათი შესრულება.

დავალების საგანი არ შეიძლება იყოს მოქმედებები, რომლებიც მათი პირადი ხასიათის ან


კანონის მოთხოვნის გამო პირმა პირადად უნდა შეასრულოს (ქორწინებ ა)

დავალების ხელშეკრულების სპეციალური ფორმა არ არსებობს , მაგრამ დავალების


ხელშეკრულების გარდა, აუცილებელია მინდობილობა რწმუნებულსა და მარწმუნებელს
შორის მესამე პირებთან ურთიერთობისათვის ანუ მარტო დავალების ხელ -ბით
რწმუნებული ვერ იმოქმედებს.

შეიძლება იყოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით დადებული . დავალების


ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს მის საფუძველზე გაცემული მინდობილობის ვადაზე
ნაკლები, რადგან ამ შემთხვევაში მინდობილობის ნამდვილობის საფუძველი აღარ
იარსებებს.

რწმუნებული სასურველი შედეგის მიღწევის სრულ გარანტიას კი არ იძლევა , არამედ


ჰპირდება ყველა აუცილებელი ზომის მიღებას შედეგის დასადგომად .

დავალების გადანდობა მესამე პირისათვის რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა


შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე
პირისათვის ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო . დაშვებულია
დამხმარე პირთა ჩართვა;

თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს


აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის
შერჩევაში;

მარწმუნებელს უფლება აქვს გადაანდოს მესამე პირს დავალება სრულად ან


ნაწილობრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია
მხარეთა შეთანხმებით დავალების ხელ-ში. გადანდობა წარმოადგენს დავალების ხელ-ში
რწმუნებულის შეცვლის განსაკუთრებულ შემთხვევას, რადგან ამისთვის საჭიროა
მარწმუნებლის სპეციალური ნებართვა, ან კიდევ გარკვეულ გარემოებათა გამო
რწმუნებული იძულებული უნდა იყოს შეიცვალოს სხვა პირით მარწმუნებლის ინტერესების
დასაცავად.

რწმუნებულის მოვალეობები
რწმუნებული ვალდებულია თავისი ინიციატივით (და არ უნდა დაელოდოს მარწმუნებლის
მოთხოვნას) უზრუნველყოს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. თუ რა შეიძლება იყოს
აუცილებელი ინფორმაცია, ყოველი კონკრეტული შემთხვევით ფასდება.

დავალების შესასრულებლად გადაცემულის უკან დაბრუნების მოვალეობა

ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი , რაც მან


მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად;

ზიანი

რწმუნებული მინდობილ საქმიანობას ახორციელებს საკუთარი რისკის ფარგლებში ,


მაგრამ თუ დავალების ხელ-ბის მიმდინარეობის პერიოდში რწმუნებულს მიადგა რაიმე
ზიანი და ეს ზიანი გამოწვეული იყო მარწმუნებლის მითითებების შესრულების შედეგად ,
მარწმუნებელს ეკისრება ასეთი ზიანის ანაზღაურება.

მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც , რომელიც


წარმოეშვა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებისას , თუ ზიანი დადგა
დავალებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის
შედეგად მარწმუნებლის მითითების გამო.

თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებებს , იგი პასუხს


აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის

დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა

დავალების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს ;

რწმუნებულის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტისას მან უნდა აანაზღაუროს


შეწყვეტით გამოწვეული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მნიშვნელოვანი საფუძველი
ჰქონდა;

მარწმუნებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტისას მან უნდა აანაზღაუროს


რწმუნებულის მიერ გაღებული ყველა ხარჯი და გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს
კვალობაზე;

საბანკო გარანტია

საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო


ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით
ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის
კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ -ერთ


საშუალებას.

საბანკო გარანტიის ხელშეკრულება იდება ერთი მხრივ გარანტსა და მეორე მხრივ


პრინციპალს შორის, ბენეფიციარის სასარგებლოდ.
გარანტი არის საბანკო გარანტიის გამცემი სპეციალური სუბიექტი: ბანკი, საკრედიტო
დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია.

პრინციპალი არის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების მქონე პირი .


(მოვალე, მაგ: სესხის ხელშეკრულებისას მსესხებელი).

ბენეფიციარი არის პრინციპალის კრედიტორი, რომელსაც გააჩნია პრინციპალისგან


მოთხოვნის უფლება (მაგ: სესხის ხელშეკრულებისას გამსესხებელი).

გარანტი ვალდებულებას იღებს ბენეფიციარს გადაუხადოს ფულადი თანხა , ამ


უკანასკნელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მაგ: ლადომ ისესხა ნიკასგან 10.000 ლარი, ამავდროულად ლადომ სადაზღვეო კომპანია
„ალ-ინვესტთან“ დადო საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულება, რომლის
მიხედვითაც, ლადოს მიერ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში გარანტი ვალდებული
იყო გადაეხადა ნიკას მოთხოვნისთანავე, სესხის ძირითადი თანხა 10.000 ლარი .

ამდენად, საბანკო გარანტია წარმოადგენს ბენეფიციარის სასარგებლოდ დადებულ


ხელშეკრულებას, კერძოდ პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული
ხელშეკრულების უზრუნველყოფის ღონიძიებას, რომლის მიზანია ბენეფიციარის
ინტერესების დაცვა. მაგ: სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, გამსესხებლის
ინტერესების დაცვა.

როდიდან ითვლება საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დადებულად?

საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დადებულად ითვლება პრინციპალისა და გარანტის


მიერ შეთანხმების და საბანკო გარანტიის გაცემის მომენტიდან (ანუ იგი არ საჭიროებს
ბენეფიციარის მხრიდან ნების გამოვლენას). ამავდროულად საბანკო გარანტიაში
შეიძლება განისაზღვროს გარანტიის მოქმედების ვადის დაწყება და მისი დამთავრება .

საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე


მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე ,
რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი , როცა
გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ სესხის ხელშეკრულება შეწყდება, თუმცა ნიკა მაინც
მოითხოვს გარანტისაგან, საბანკო გარანტიით ვალდებულების შესრულებას , გარანტი
ვალდებული იქნება შეასრულოს ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ სესხის
ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფადაც დაიდო საბანკო გარანტიის
ხელშეკრულება, შეწყვეტილია.

აღნიშნული ნორმა წარმოადგენს იმპერატიულ დანაწესს და მისი შეცვლა მხარეებს არ


შეუძლიათ ხელშეკრულებით.

ბენეფიციარის მიერ გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის წარდგენის


ფორმა:

 ბენეფიციარმა უნდა წარუდგინოს გარანტს წერილობითი მოთხოვნა .


 დაურთოს გარანტიით გათვალისწინებული დოკუმენტები.
 მიუთითოს თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მხრიდან ვალდებულების
დარღვევა.
 ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული
იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს


გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად ,
შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს . მას
შეუძლია უარი უთხრას თანხის გადახდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ :

 მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს , ანდა


ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ .
გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
 ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა , რომ
საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში
მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია , მან
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს . გარანტის
მიერ ასეთი შეტყობინებიის შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა
ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება:

 იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;


 გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;
 ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და
მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.

თავდებობა

თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას , თავდებად


დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების
შესასრულებლად.

თავდებობის სუბიექტები:

თავდები – პირია, რომელიც კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას


მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც
კრედიტორს გააჩნია, მაგ. სესხის დროული და რეალური დაბრუნება .

კრედიტორი - პირია, რომელსაც როგორც ძირითად, ისე თავდებობის ვალდებულებაში


მოთხოვნის უფლება გააჩნია.

მოვალე - (მესამე პირი) - პირია, რონელსაც ძირითად ვალდებულებაში (სესხის


ხელშეკრულება) კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება ევალება.

თავდებობის ხელშეკრულება იდება თავდებსა და კრედიტორს შორის


თავდებობა აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იყოს გამოხატული. ამისათვის
საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა იკისროს
პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე და იმ პირის ვალდებულებისათვის , რომელიც
კრედიტორთან მოვალედ გამოდის. თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებლად
მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც
კისრულობს გარანტი პასუხისმგებლობას.

თავდების ვალდებულების საფუძველი

თავდების ძირითადი ვალდებულება წარმოიშობა მასა და მოვალის კრედიტორს შორის


დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თავდებობის ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულების


არსებობა.

საბანკო გარანტიისაგან განსხვავებით თავდებობას ავტონომია არ გააჩნია . იგი


ყოველთვის ძირითადი ვალდებულებითაა განპირობებული. ანუ თავდებობა აქცესორული
უფლებაა, აქედან გამომდინარე, თავდებობა მოქმედებს მოვალის მხოლოდ იმ
ვალდებულებებზე, რომელიც უკვე აისახა თავდებობის ხელშეკრულებაში .

თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ ,


როგორც სოლიდარული მოვალეები.

შესაძლებელია ძირითადი ვალდებულება არც იყოს შესრულებული, რომ მასში თავდების


სახით ჩაებას ახალი პირი, ასეთ შემთხვევაში ორ მომენტზე უნდა გავამახვილოთ
ყურადღება:

ჯერ ერთი – წინამორბედი თავდებები არ თავისუფლდებიან უკვე ნაკისრი


ვალდებულებისაგან და მეორეც – ახალი თავდები ისევე აგებს პასუხს წინამორბედ
თავდებებთან ერთად, როგორც ჩვეულებრივ – თავდები ძირითად მოვალესთან ერთად ,
ე.ი. მასზე ვრცელდება ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც თავდებობის
ხელშეკრულებითა და კანონითაა განსაზღვრული.

თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები

კერძოდ, თავდები პასუხს აგებს ხელშეკრულებაში აღნიშნული ზღვრული თანხის


ფარგლებში მხოლოდ მაშინ, თუ მხარეებს შორის არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება და
ასეთ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა შემოიფარგლება განსაზღვრული ჩარჩოებით .
ამასთან, მას ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯების
ანაზღაურების ვალდებუულება, რომელიც უნდა აენაზღაურებინა ძირითად მოვალეს ;

თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე

კრედიტორი, ჯერ ძირითადი მოვალისაგან ყველანაირად უნდა ეცადოს მიიღოს


შესრულება და მხოლოდ ამის შემდეგ დააყენოს თავდების პასუხისმგებლობის საკითხი .
ამიტომ თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე მანამ ,
ვიდრე კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ არ მიმართავს იძულებით აღსრულებას .
თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე , ვიდრე ძირითად
მოვალეს უფლება აქვს სადავო გახადოს ის გარიგება, რომელიც საფუძვლად უდევს მის
ვალდებულებას.

ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები

თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას,კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის


შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს
მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის


მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა
შეუსრულებლობა ზიანს.

ხელშეკრულების შეწყვეტა უვადო თავდებობის დროს (893 მუხლი)

თავდებობის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც . მხარეები თვითონ


წყვეტენ ამ საკითხს. ასევე მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული ხელშეკრულების
შეწყვეტაც. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელშეკრუელბის
შეწყვეტის მომენტის საკითხი.

ვადიანი ხელშეკრულების დროს, ცხადია ამ ვადის გასვლასთანაა დაკავშირებული


ხელშეკრულების შეწყვეტაც.

(1) თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის


სამთვიანი ვადა.

(2) ვადიანი თავდებობისას ხუთი წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება


შეწყდეს სამთვიანი ვადის დაცვით.

(3) ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს შეწყვეტამდე


ნაკისრი ვალდებულებანი.

თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები

პირს შეუძლია თავდებობის მოვალეობისაგან განთავისუფლება მოითხოვოს მხოლოდ


კანონით გათვალისწინებულ და არა ყველა შემთხვევაში.

 ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა;


 ძირითადი მოვალისაგან გადახდევინების არსებითად გაძნელება იმის გამო , რომ
შეიცვალა მისი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ;
 კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის
მქონე დოკუმენტი ;

თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები შეიძლება წარმოიშვას


არა მარტო მაშინ, როცა ძირითადი ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა , არამედ
მაშინაც, როცა ასეთი ვადა ჯერ არ დამდგარა.

You might also like