You are on page 1of 2

397

მესამე პირები შეიძლება იყვნენ მოვალის კანონიერი წარმომადგენლები , დამხმარე


პირები ან მიმწოდებლები, რომელთაგანაც მოვალეს შესრულების საგანი უნდა მიეღო .1
ცალკეულ შემთხვევაში ეს პირები ერთდროულად შეიძლება იყვნენ როგორც შესრულების
ან შესრულებისთვის აუცილებელი მასალის მიმწოდებლები მოვალისთვის (397), ასევე
შემსრულებლები (396). გადამწყვეტია, თუ კონკრეტულ მომენტში რომელ ამპლუაში
მოქმედებდნენ ისინი. მაგ., მოვალემ შესრულების საგნის დასამზადებლად საჭირო
მასალა დაუკვეთა მესამე პირს. მას შემდეგ, რაც შესრულების საგანი დამზადდა , მოვალემ
ამავე პირს დაავალა შესრულების საგნის კრედიტორისათვის მიწოდება . პირველ
შემთხვევაში, მოვალეს მესამე პირის ქმედებები შეერაცხება 397-ე მუხლის საფუძველზე ,
ხოლო მეორე შემთხვევაში გამოიყენება 396-ე მუხლი.

400

ვადაგადაცილება მოვალის მიერ ვალდებულების დროული შეუსრულებლობის შედეგია .


შესაბამისად, ვადაგადაცილებული შეიძლება იყოს მხოლოდ ვადამოსული
ვალდებულება.8 365-ე მუხლის თანახმად, ვადამოსულობა შეიძლება გამომდინარეობდეს :
1) ხელშეკრულებიდან; 2) საქმის გარემოებებიდან ან 3) კანონიდან. ვადაგანსაზღვრული
ვალდებულება ვადამოსულია შესრულების ვადის დადგომის მომენტიდან . თუ
შესრულების ვადა არც ხელშეკრულებიდან და არც სხვა გარემოებებიდან ცალსახად არ
გამომდინარეობს, კრედიტორს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების
შესრულება (365). ასეთი ვალდებულება ვადამოსულია მოთხოვნის მომენტიდან.9

ვალდებულება, რომლის შესრულებაც შეუძლებელია, ქარწყლდება ან მისი მოქმედება


დროებით ჩერდება (დროებითი შეუძლებლობის შემთხვევაში). შესაბამისად , თუ მოვალე
ვალდებულებას ვერ ასრულებს იმის გამო, რომ შესრულება შეუძლებელია , მას ვადის
გადაცილება არ შეერაცხება თუმცა ეს არ გამორიცხავს მისთვის პასუხისმგებლობის
დაკისრებას სხვა საფუძვლით (თუკი შეუძლებლობა მისი ბრალითაა გამოწვეული ).

ვადაგანუსაზღვრელი ვალდებულებები ვადაგადაცილებული ხდება მხოლოდ


გაფრთხილების შემდგომ (400 „ბ“).11 ვადაგანუსაზღვრელი ეწოდება ვალდებულებას,
რომლის შესრულების კონკრეტული თარიღი ან ვადა ხელშეკრულებით დადგენილი არ
არის, ან ხელშეკრულებიდან ცალსახად არ გამომდინარეობს (მაგ.: „გადახდა საქონლის
მიწოდებისთანავე“; „საქონლის მიწოდება ყოველი თვის დასაწყისში“; „ნაგებობის
მშენებლობა უნდა დასრულდეს სათხილამურო სეზონის დაწყებამდე “).
ვადაგანუსაზღვრელი ვალდებულებები, როგორც წესი, ვადამოსულია მოთხოვნის
მომენტიდან. მაგალითად, თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ გადახდა უნდა მოხდეს
საქონლის მიწოდებისთანავე, გადახდის ვალდებულება ვადამოსულია საქონლის
მიწოდებისთანავე. მიუხედავად ვადამოსულობისა, მოვალე ამ მომენტში ჯერ კიდევ არ
არის ვადაგადაცილებაში. მოვალე ვადაგადაცილებაში აღმოჩნდება მხოლოდ მას
შემდეგ, რაც ვადამოსულობის შემდგომ კრედიტორი მას გააფრთხილებს
ვადაგადაცილების თაობაზე (400 „ბ“). გაფრთხილება გულისხმობს მოვალის
ინფორმირებას იმის შესახებ, რომ მისი ვალდებულება უკვე ვადამოსულია და მას ეს
ვალდებულება უნდა შეესრულებინა

404

პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ვადის


გადაცილებით გამოწვეული ზიანი და ის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც კრედიტორი
ითხოვს შესრულების ნაცვლად. მაგ., ა-მ ბ-სგან იქირავა დანადგარი, რომელიც
დროულად არ დააბრუნა. ბ-მ დაგვიანებული დანადგარის ნაცვლად იქირავა სხვა
დანადგარი. ქირის ღირებულება შეადგენს 100 ლარს. გარდა ამისა, სანამ იგი სხვა
დანადგარს იქირავებდა, საწარმო განაცდურის გამო ბ-ს მიადგა 200 ლარის ზიანი . ამ
მაგალითში 100 ლარის დანაკლისი არის ის ზიანი, რომელიც დადგა, როცა კრედიტორმა
შეთანხმებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულებით ისარგებლა, ანუ ეს ზიანი
ანაცვლებს შესრულებას და მისი ანაზღაურება მხოლოდ 394 II, III მუხლის წინაპირობათა
არსებობისას არის შესაძლებელი (შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურება ). 200
ლარის ზიანი არის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანი. ეს არის ის ზიანი , რომელიც
დადგა იმიტომ, რომ ვალდებულება დროულად არ შესრულდა (შესრულების გვერდით
ზიანის ანაზღაურება), ამიტომ ის 404-ე, მე-400 მუხლების საფუძველზე ანაზღაურდება

You might also like