You are on page 1of 13

ბიზნეს სამართლის საფუძვლები

თემა N6

ვალდებულებითი სამართლის
ზოგადი ნაწილი
ვალდებულების არსიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე
მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად,
მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.

კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული


ხელშეკრულების გაფორმებას წინ წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული ხარჯების
გაწევა. ზემოაღნიშნული ნორმა იცავს მოლაპარაკების მონაწილის ფინანსურ ინტერესს, რომელსაც შეიძლება
ზიანი მიადგეს ხელშეკრულების გაუფორმებლობით, მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების გამო. ასეთ
შემთხვევაში, კეთილსინდისიერ მონაწილეს აქვს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გაწეული ხარჯის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რაც თავის მხრივ წარმოშობს ბრალეული მხარის მიერ ანაზღაურების
ვალდებულებას.

მაგ., მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების


დასადებად და მიღწეული იყო შეთანხმება ძირითადი ნაკვეთიდან განსაზღვრული ფართის გამიჯვნის
შემთხვევაში ქონების შეძენის თაობაზე. გამყიდველმა უზრუნველყო მიწის ნაკვეთის აზომვა და მისი ცალკე
უფლების ობიექტად რეგისტრაცია, რის შემდეგად მყიდველმა მოულოდნელად უარი განაცხადა შეძენაზე. ასეთ
შემთხვევაში გამყიდველს ექნება უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულების მომზადებისთვის გაწეული ხარჯების
ანაზღაურება

ვალდებულებების წარმოშობაზე რომ იყო საუბარი და მაგალითი გვქონდა,,,,


ანუ ამ შემთხვევაში როგორ ხდება ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა? ანუ ხო შეიძლება უარი განაცხადოს
მყიდველმა
8,12,20
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

შინაარსი
ვალდებულების ცნება

ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები


მოთხოვნის უზრუნველოფის საშუალებები
კრედიტორის აძლევს საშუალებას გააფორმოს ვალდებულებებით გაჯერებული ხელშეკრულებები , ისე, რომ
დააზღვიოს მოვალის მიერ ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობის და/ან მისგან გამომდინარე ზიანის
რისკები.

ვალდებულების შეწყვეტა
ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა
იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის ), უსაფუძვლო
გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულებების წარმოშობის ყველაზე გავრცელებულ საფუძვლად
ხელშეკრულება მოიაზრება. სახელშეკრულებო ურთიერთობა არის ორ ან მეტ პირს შორის თავისუფალი ნების
საფუძველზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც იწვევს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ,
მხარეთა მიმართ წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს. ხელშეკრულება მიიჩნევა ცალმხრივად, როდესაც
ერთ მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები და მეორეს - ვალდებულებები (ან უფლებები და
ვალდებულებები ერთად), ხოლო ორმხრივი არის ხელშეკრულება, როდესაც უფლებები და მოვალეობები
წარმოეშობა ორივე მხარეს.
ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე), ისევე როგორც ხელშეკრულების
მოშლა (შეწყვეტა) გულისხმობს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის
დასრულებას. ამ ორ იურიდიულ ტერმინს შორის განსხვავება გამოიხატება ხელშეკრულების
მოქმედების დასრულების საფუძვლებში და მათი გამოყენების სამართლებრივ შედეგებში .
ხელშეკრულებიდან გასვლის, ანუ ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევაში, სამართლებრივ
ურთიერთობაში მონაწილე მხარეებს წარმოეშობათ მიღებული სარგებლის უკან
დაბრუნების (ნატურით დაბრუნება) ან შესაბამისი ანაზღაურების ვალდებულება .
ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე
ერთ-ერთი მხარის ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმ გარემოებ(ებ )ის არსებითი
ცვლილება, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების
მოშლის (შეწყვეტა) მხარეებს უნარჩუნდებათ სამართლებრივი ურთიერთობის პირობებში
მიღებული სარგებელი. ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს
განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ეს საფუძვლებია , ვალდებულების
შეწყვეტა: შესრულებით, ნოვაციით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ,
ვალის პატიებით, კონფუზიით, მონაწილის გარდაცვალების ან იურიდიული პირის
ლიკვიდაციის გამო.
ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის
სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შეწყვეტა ნოვაციით ვალდებულებითი


ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით
გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას

ვალდებულების შეწყვეტა
დეპონირებით
თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე
უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი
ქაღალდი შეიტანოს
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე
ვალდებულებისაგან. 47 შენახვა ხდება კრედიტორის ხარჯით. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი უარს
განაცხადებს მიღებაზე, ან 3 წლის განმავლობაში არ მიიღებს შესრულებას, იგი უბრუნდება მოვალეს და მასვე
გადახდება დეპონირების საზღაური.

ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ორ პირს შორის


არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების
ვადა
ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით
იწვევს ვალდებულების შეწყვეტას
ვალდებულების შეწყვეტა კონფუზიით ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე
და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება

ვალდებულების შეწყვეტა მონაწილის გარდაცვალების გამო მოვალის გარდაცვალება


იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.
კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო
პირადად კრედიტორისათვის
ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის
გამო.
იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

• ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია


მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან
თავის შეკავებაშიც.
• თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით
ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს
მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია


მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის
მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან
კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ვალდებულების წარმოშობის სახელშეკრულებო და


არასახელშეკრულებო საფუძვლები, ასევე
წინასახელშეკრულებო ურთერთობა.
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

• ხელშეკრულების დადების მომენტი - შეთანხმება ყველა


არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
• არსებითი და სტანდარტული პირობები

• ხელშეკრულების ფორმა - ზეპირი და წერილობითი - მარტივი


და რთული (სანოტარო) - კერძო და საჯარო

• ელექტრონულად დადებული ხელშეკრულება

• მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები :


პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია.
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

არასახელშეკრულებო საფუძვლები:
• დელიქტური ვალდებულებები;
• კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები:
 საზიარო უფლებები;
 დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება;
 უსაფუძვლო გამდიდრება

• სხვა საფუძვლები
ბიზნეს სამართლის საფუძვლები
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

ვალდებულების შეწყვეტა
• შესრულება;
• ნოვაცია - ალტერნატიული შესრულება;

დეპონირება; ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდის და სხვა


ფასეულობის შესანახად გადაცემა საკრედიტო დაწესებულებისთვის .

• ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
• ვალის პატიება;
• კონფუზია - ; ვალდებულების შეწყვეტა
• მოვალის გარდაცვალება / მოვალე იურ. პირის ლიკვიდაცია

• ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე) და


ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა)
ბიზნეს სამართლის საფუძვლები

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის !

You might also like