You are on page 1of 2

1.ვალდებულების დარღვევა.

ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების


დროს

ვალდებულების დარღვევის ცნება. ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი


შედეგები. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. უარი
გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებზე. მოვალის მიერ ვადის გადაცილება და
მისი სამართლებრივი შედეგები. ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების
დროს და მისი თავისებურებანი. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების
დარღვევისას. საპასუხო შესრულების მიღების უფლება. ზიანის ანაზღაურება
ხელშეკრულებიდან გასვლისას.

2. პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის . ზიანი და მისი


სახეები

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება და სახეები . სახელშეკრულებო


პასუხისმგებლობის ფორმები: ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრა .
პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. ხელშეკრულების დარღვევის სხვა
სამართლებრივი შედეგები. სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის საფუძვლები და
პირობები. მოვალის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლები .
დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში

3. მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების ცნება და ზოგადი დახასიათება . მოთხოვნის


უზრუნველყოფის ძირითადი და დამატებითი საშუალებების შედარებითი დახასიათება .
პირგასამტეხლოს ცნება, ხახეები. პირგასამტეხლოს ფორმა. პირგასამტეხლოს
გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნის დაუშვებლობა .
პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები . ბეს ცნება
და ფუნქციები (საგადამხდელო, ჩასათვლელი, უზრუნველმყოფი). განსხვავება ბესა და
ავანსს შორის. ბეს დარღვევის სამართლებრივი საფუძვლები. მოვალის გარანტიის ცნება ,
ფორმა, ნამდვილობის პირობები. მოვალის გარანტიის განსხვავება გირაოსა და
თავდებობისაგან.

4. ვალდებულების შეწყვეტა და მისი სამართლებრივი შედეგები

ვალდებულების შეწყვეტის ცნება. ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლების ზოგადი


დახასიათება. ვალდებულების შეწყვეტის ცალკეული საფუძვლები: ვალდებულების
შეწყვეტა შესრულებით; ნოვაცია; დეპონირება; ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ; ვალის
პატიება; ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები (მოვალის გარდაცვალება ,
კრედიტორის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია; როცა მოვალე და
კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება)

5. პირთა სიმრავლე ვალდებულებაში

ვალდებულებაში პირთა სიმრავლის ცნება, სახეები, წარმოშობის საფუძვლები ,


ვალდებულებები პირთა აქტიური სიმრავლით. ვალდებულებები პირთა პასიური
სიმრავლით. ვალდებულებები პირთა შერეული სიმრავლით. სოლიდარული
კრედიტორები. სოლიდარული მოვალეები. სოლიდარული, წილობრივი და
სუბსიდირებული პასუხისმგებლობის თავისებურებანი

ვალდებულების შესრულება

 ვალდებულების შესრულების ცნება- ვალდებულების შესრულება


გულისხმობს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების საგნის შესრულებას:
ქონების გადაცემას, განსაზღვრულ მოქმედებას ან მოქმედებისგან თავის
შეკავებას. ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
 ვალდებულების შესრულების სუბიექტები- ვალდებულების შესრულების
სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან
იღებენ შესრულებას.ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა თუ
ვალდებულების ბუნებიდან, ხელშეკრულებიდან, კანონიდან არ ირკვევა,
რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება. კრედიტორმა
უნდა მიიღოს მესამე პირისგან შემოთავაზებული შესრულება, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა მოვალე ამის წინააღმდეგია თუ კრედიტორი მიმართავს
იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე მაშინ ყველა ის პირი,
რომელსაც საფრთხე ექმნება, რომ იძულებით აღსრულებით შეიძლება
დაკარგოს უფლება ამ ნივთზე, უფლებამოსილია დაააკმაყოფილოს
კრედიტორის მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა გადადის ამ პირზე.
მოვალე ვალდებულებას უსრულებს კრედიტორს.ვალდებულების სხვა
პირისთვის შესრულება შესაძლებელია მაშინ, თუ ეს პირი კანონით ან
სასამართლოს გადაწყვეტილებიატ უფლებამოსილია მიიღოს შესრულება
ან კრედიტორმა მისცა თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
 ვალდებულების შესრულების საგანი-ვალდებულების შესრულების საგანს
წარმოადგენს მოვალის მიერ გადასაცემი ნივთი, შესასრულებელი
მოქმედება ან მოქმედებისგან თავის შეკავება. საგანი შეიძლება იყოს
ინდივიდუალური ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთი.

You might also like