You are on page 1of 2

ადამიანის ღირსება

ადამიანის ღირსება არის ფუნდამენტური ძირითადი უფლება.


სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და პატივი სცეს მას.
დაუშვებელია ადამიანის ღირსების დარღვევა (სახელმწიფოს მბოჭავი
ნორმა)
სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს ადამიანის ღირსების
დარღვევა. (სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი ამოცანა.)
დაცული სფერო- კონსტიტუციის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს
სახელმწიფო. ამავე მუხლის მეორე პუნქტით აკრძალულია ღირსების
შემლახველი ქმედებები, როგორიცაა ადამიანის წამება,
არაადამიანურად ან დამამცირებლად მობყრობა, არაადამიანური ან
დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ადამიანი არ უნდა იქცეს მიზნის მისაღწევ საშუალებად იგი ყოველთვის
მიზანი უნდა იყოს.
ღირსება აბსოლიტური უფლებაა და მოიცავს ყველა ადამიანს. თუმცა
საკონსტიტუციო სასამართლომ გარდაცვლილი პირი არ მიიჩნია
ღირსების დაცვის სუბიექტად.
ღირსება დაირღვევა მაშინ, როდესაც ადამიანს დევნის, დამცირების ,
უფლების აყრის გზით მოებყრობიან როგორც საგანს.
ღირსების ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება არის აბსოლიტური
და დაუშვებელია მისი შეზღუდვა.
ადამიანის სხეულის მთლიანობის, იგივე ფიზიკური ხელშეუხებლობის
დაცვა ღირსების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს ბირთვს
წარმოადგენს.
ღირსება არამხოლოდ დამცავი უფლებაა, არამედ მას პოზიტიური
სტატუსიც აქვს. იგი სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანის
სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას. ადამიანებს არ
შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი.
ღირსების უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანისთვის
ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური
პირობების შექმნას. ქვეყნის საზოგადოებრივი და სოციალური
სისტემები უნდა ფუნქციონირებდნენ ისე, რომ არ დაუშვან სოციალური
პრობლემების გამო ადამიანის ღირსების შელახვა.
კონსტიტუციის მე-12 მუხლის დებულება, ღირსების საფუძველზე და
მასთან კავშირში მოიცავს ადამიანის საქმიანობის ყველა სახესა და
ცხოვრების ყველა სფეროს, რომელიც

You might also like