You are on page 1of 3

კაზუსი

პოლიციის ორ თანამშრომელს პოლიციის განყოფილებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში


გადაყავდათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული კანონიერად დაკავებული პირი,
რომელსაც ხელბორკილები ეკეთა.
უეცრად ბრალდებული პოლიციელებს ხელიდან დაუსხლტდა და გაიქცა. პოლიციელები მას
დაედევნნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ბრალდებულს ორი ტყვია ესროლა თავისი ცეცხლსასროლი
იარაღიდან, რის შედეგადაც ბრალდებული გარდაიცვალა.
პოლიციელი ამტკიცებს, რომ მისი ქმედება გამართლებული იყო, რადგან მან აღკვეთა კანონიერად
დაკავებული პირის გაქცევა.
გთხოვთ, შეაფასოთ პოლიციელის ქმედების მართლზომიერება.

თავისუფლების უფლებების ტესტი

• დაცული სფერო (იცავს თუ არა კონკრეტული უფლება იმ ქმედებას რომელიც


მოსარჩელეს შეეზღუდა?)

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი იცავს ადამიანის სიცოცხლის


უფლებას. – „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სახელმწიფოს ეკისრება როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური ვალდებულება
სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს სახელმწიფოზე
დაკისრებულ ვალდებულებას - თავად არ ჩაიდინოს ადამიანის სიცოცხლის
უფლების შეზღუდვა. მე-15 მუხლით მონიჭებული უფლება უკრძალავს
სახელმწიფოს ადამიანის მოკვლას.

• ჩარევა დაცულ სფეროში (ხდება თუ არა სახელმწიფოს ქმედებით უფლების


შეზღუდვა?)

ამ შემთხვევაში პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს. მან სამსახურეობრივი


მოვალეობის შესრულების დროს განახორციელა გასროლა. ასევე, კაზუსიდან ჩანს
რომ მას არ ამოძრავებდა პირადი მოტივები გარდაცვლილის მიმართ.
პოლიციელის ქმედება განპირობებული იყო ბრალდებული პირის
ქმედებით(გაქცევით). პოლიციელი წარმოადგენდა სახელმწიფოს და მისი
ქმედებით მოხდა სიცოცხლის უფლების შეზღუდვა.

• კანონით გათვალისწინებული (იყო თუ არა შეზღუდვა კანონით


გათვალისწინებული?)

პოლიციელის მიერ გათვალისწინებული ქმედება კანონით არის


გათვალისწინებული

• ხელმისაწვდომობა (არის თუ არა კანონი ხელმისაწვდომი?)

კანონი ხელმისაწვდომია

• განჭვრეტადობა (არის თუ არა კანონი ნათელი?)

კანონი განჭვრეტადია
• ლეგიტიმური საჯარო მიზანი (შეესაბამებოდა თუ არა ლეგიტიმურ საჯარო
მიზანს?)

კაზუსში, სიცოცხლის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს


ბრალდებული პირის გაქცევა/მიმალვის აღკვეთა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
მოსალოდნელი დანაშაული. ლეგიტიმურ საჯარო მიზანს წარმოადგენს
საზოგადოებრივი უსაფრთხოება. -ბრალდებულის (განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულში)გაქცეული პირის მიმალვა კავშირშია რისკთან, მის მიერ მომავალ
შესაძლო დანაშაულების ჩადენასთან. ეს თავისმხრივ, გამოიწვევს სხვა
ადამიანების ძირითადი უფლებების შეზღუდვას, რაც სახელმწიფოსთვის
მნიშვნელოვან სიკეთეს წარმოადგენს. ასევე, ლეგიტიმური საჯარო მიზანია
მართლსაჯულების აღსრულების შეფერხების თავიდან აცილება.

• გამოსადეგობა (მიიღწევა თუ არა მიზანი სახელმწიფოს ამ ქმედებით?)

ბრალდებულის მიმართ გატარებული ქმედებამ აღკვეთა მისი გაქცევა და


გამორიცხა მისი მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე. შესაბამისად, პოლიციელის
მიერ განხორციელებული ქმედებით მიიღწა არსებული მიზანი.

• აუცილებლობა(სახელმწიფოს ქმედება იყო თუ არა ყველაზე მსუბუქი საშუალება


მიზნის მისაღწევად?)

პოლიციელმა განახორციელა ორი გასროლა, რომელმაც გამოიწვია ბრალდებულის


გარდაცვალება. სახელმწიფოს ქმედება ვერ ჩაითვლება ყველაზე მსუბუქ
საშუალებად. პოლიციელს ჰქონდა შესაძლებლობა არ განეხორციელებინა ისეთი
ქმედება, რომელიც გამოიწვევდა ბრალდებულის გარდაცვალებას. პოლიციელს არ
უცდია სხვა ხერხებით- მგ. დევნის გაგრძელებით, ჯამრთელობის მსუბუქი ან
ნაკლებად მძიმე დაზიანებით შეეჩერებინა პირი. მან თავიდანვე გამოიყენა
ყველაზე მძიმე საშუალება.

გარდაცვლილი წარმოადგენდა ბრალდებულს. მისი დანაშაული არ ყოფილა


დამტკიცებული. მოლოდინი იმისა, რომ ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს
საზოგადოებისთვის(რადგან ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული)
არ არსებობს. შესაბამისად, ბრალდებულის გაქცევისას, მისი შეჩერება ნებისმიერი
საშუალებით არ წარმოადგენდა აუცილებლობას. მასზე შესაძლებელი იყო
გამოცხადებულიყო დევნა და არ გამოყენებულიყო ის საშუალებები, რომელიც მას
დააზიანებდა ან/და გამოიწვევდა მისი სიცოცხლის მოსპობას, მანამდე სანამ ის
თავად არ შეუქმნიდა პოლიციელებს ან/და მოქალაქეეებს საფრთხეს.

სიცოცხლის უფლების შეზღუდვისას სახელმწიფოს ქმედება დაყრდნობილი უნდა


იყოს აბსოლიტური აუცილებლობის კონცეფციაზე, რაც შეიძლება სახეზე იყოს
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა საშუალება ამოწურულია ან/და ყველა
მათი აშკარა არაეფექტურობა სახეზე იქნება. ეს პირველ რიგში
პროპორციულობით უნდა შეფასდეს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს
გადამეტებული ძალა, რომელიც მნიშვნელოვანი არ იყო იმ შედეგის
დადგომისთვის, რაც მიზნადაა დასახული. სიცოცხლის მოსპობა ვერ ჩაითვლება
აბსოლიტურ აუცილებლობად, თუ არ არის აშკარა საწინააღმდეგო საფრთხე.
ხოლო აშკარა საფრთხედ ვერ ჩაითვლება მოსალოდნელი დანაშაული/მომავალში
ჩადენილი დანაშაული, თუ საქმე არ ეხება წინასწარ დაგეგმილ დანაშაულს,
რომლის შესახებაც არსებობს ოპერატიული ინფორმაცია. ბრალდებულს ასევე
ეკეთა ხელბორკილები, რაც მიუთითებს მისი შეზღუდული მოსალოდნელი
ქმედებების არეალს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩადენილ ქმედებაში არ ჩანს
აბსოლიტური აუცილებლობა. პირი წარმოადგენდა ბრალდებულს. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცებელი იყო. მას არ უცდია პოლიციელებისთვის
ჯამრთელობის დაზიანება ან/და მოკვლა.

თანაზომიერება ვიწრო გაგებით (სახელმწიფოს მიერ დასახული მიზანი უფრო


მნიშვნელოვანია ვიდრე შეზღუდული უფლება?)

You might also like