You are on page 1of 32

ადამიანის სიცოცხლისა

ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა

საგანი: სისხლის სამართალი


საფრთხის შემქმნელი დელიქტები
 დაცული სამართლებრივი სიკეთე - ადამიანის სიცოცხლე და
ჯანმრთელობა

 შედეგის დადგომის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი


სცილდება საფრთხის შემქმნელი დელიქტების ფარგლებს.

 ამ შემთხვევაში, სისხლის სამართალი სამართლებრივ


სიკეთეთა დაცვას იწყებს საფრთხის შექმნის ეტაპიდანვე
(დამთავრებული დანაშაულის სახით) და ცალკე აღებული
საფრთხის არსებობა საკმარისია დასჯადობისათვის
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (მ.
127)
ქმედების ობიექტური შემადგენლობა

 ქმედების ობიექტი - სხვა ადამიანის სიცოცხლე.


 ქმედება - სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება,
ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად
(მაგალითად, მცირეწლოვანი, მოხუცი, ავადმყოფი, პირმა, რომელმაც
არ იცის ცურვა და ა.შ.).
 მოქმედება - ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის რეალურ და
კონკრეტულ საფრთხეს.
 დამთავრებიულია იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის სიცოცხლე
საფრთხეში აღმოჩნდება ანუ შედეგის განხორციელება საჭირო არ
არის. იგი ფორმალური დანაშაულია.
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (მ.
127)

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი ან


არაპირდაპირი განზრახვა.
 განზრახვა მოიცავს საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების
ცოდნასა და სურვილს და არა შედეგის (სიკვდილის)
დადგომის ცოდნასა და სურვილს.
 თუ დამნაშავეს სურს სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში ჩაყენებით ხელყოს დაზარალებულის
სიცოცხლე ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც
სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (მ.
127)
 სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მაგალითები:

 დედის მიერ ჩვილის მიტოვება, რითაც საფრთხეში აყენებს


ბავშვის სიცოცხლეს;
 მშობელი ბავშვთან ერთად ადიდებულ მდინარეში შევიდა
და საფრთხეში ჩააგდო ბავშვის სიცოცხლე;
 მთასვლელმა შეაგულიანა გამოუცდელი ტურისტი სახიფათო
კლდეზე ასასვლელად და საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა
მისი სიცოცხლე და სხვა.
განსაცდელში მიტოვება (მ. 128)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების სუბიექტი - პირი, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია ანუ


პირი, ვინც ვალდებულია იზრუნოს განსაცდელში მყოფ ადამიანზე და თავიდან
ააცილოს ხიფათი.

 ქმედების ობიექტი - იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ


მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის
დასაცავად, მაგალითად, ავადმყოფობის გამო.


განსაცდელში მიტოვება (მ. 128)
 ქმედება - მხოლოდ უმოქმედობა, რომელიც გულისხმობს
შემდეგი პირობების არსებობას:
 პირი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და
შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად;
 მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და
შეუძლია მისი დახმარება, რაც შეიძლება
გამომდინარეობდეს კანონიდან, პროფესიიდან,
სამსახურებრივი მდგომარეობიდან, წინარე ქმედებიდან.
განსაცდელში მიტოვება (მ. 128)

 დამნაშავე არ ეხმარება იმას, ვინც უკვე იმყოფება


სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.
 სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას
დამნაშავის ნებისაგან დამოუკიდებლად ანდა დამნაშავის
მოქმედებით, თუმცა მისი განზრახვის გარეშე.
 პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც პირს აქვს რეალური შესაძლებლობა მიიღოს
ზომები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
განსაცდელში მიტოვება (მ. 128)

 განსაცდელში მიტოვება - ფორმალური შემადგენლობის მქონე


საფრთხის შემცველი დელიქტია. იგი დამთავრებულია იმ
მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის
ვალდებულება და ეს მან არ შეასრულა.

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა.

 თუ პირს სურს სხვისი სიკვდილი და ამიტომ არ ეხმარება მას,


დაზარალებულის გადარჩენისას, ქმედება უმოქმედობით ჩადენილ
მკვლელობის მცდელობად, ხოლო მსხვერპლის დაღუპვისას -
უმოქმედობით ჩადენილ მკვლელობად დაკვალიფიცირდება.
დაუხმარებლობა (მ.129)
 აღნიშნული ნორმით გასაჭირში მყოფი პირის დახმარების ზოგადი
მოქალაქეობრივი მდგომარეობა სამართლებრივ ვალდებულებად
არის აღიარებული. ამ შემთხვევაში, დამნაშავე არ არის
სამართლებრივი გარანტი საფრთხეში მყოფის მიმართ.

 ნორმა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სიცოცხლისათვის საშიშ


მდგომარეობაში მყოფი პირისათვის აუცილებელი და აშკარად
გადაუდებელი დახმარების გაუწევლობისათვის, თუ დამნაშავეს
შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული
საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების
შესახებ სათანადო პისათვის შეუტყობინებლობა.
დაუხმარებლობა (მ.129)
ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების ობიექტი - ადამიანის სიცოცხლე.


 ქმედება - უმოქმედობა.
 სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას
სტიქიური უბედურებით, ავადმყოფობით, მშობიარობით,
ტექნიკური ავარიით, კატასტროფით და სხვა.
 საფრთხე უნდა იყოს უშუალო და რეალური.
დაუხმარებლობა (მ.129)

 დაუხმარებლობისას დამნაშავეს უნდა გააჩნდეს სიცოცხლისათვის


საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დახმარების შესაძლებლობა
თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე.
 დაუხმარებლობა გვაქვს იმ შემთხვევაშიც როდესაც პირი სათანადო
დაწესებულებას (სამაშველო, სამედიცინო საპოლიციო) ან პირს
(ნებისმიერი პირი, ვისაც შეუძლია დახმარება) არ ატყობინებს
საფრთხის შესახებ.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი და არაპირდაპირი
განზრახვა.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მ.130)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:


 ქმედების სუბიექტი - სპეციალურია, კერძოდ, მედიცინის

მუშაკი ანუ ვისაც სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე


სპეციალური ცოდნა გააჩნია (მაგალითად, ექიმი, ექთანი და
სხვა).
 ქმედების ობიექტი - ავადმყოფის სიცოცხლე.

 ქმედება - უმოქმედობა, კერძოდ სიცოცხლისათვის საშიშ

მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის


მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მ.130)

 გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - სამედიცინო


დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის
სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის
მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
 ექიმი მოვალეა აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო
დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ
გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან
პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
 მოვალეობა ექიმს ეკისრება როგორც სამუშაო ადგილზე, ისე
არასამუშაო ადგილზე შესაძლებლობის ფარგლებში.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მ.130)

 სს პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ მედიცინის


მუშაკი უარს აცხადებს დახმარების გაწევაზე არასაპატიო
მიზეზით.
 საპატიო მიზეზი - მოვალეობათა კოლიზია, სტიქიური უბედურება,
უტრანსპორტობა, სათანადო სამკურნალო საშუალებების
არქონა, ავადმყოფობა და სხვა გარემოებები, რომლებიც
შესაძლებლობას უსპობენ მედიცინის მუშაკს დაეხმაროს
ავადმყოფს.
 საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მედიცინის მუშაკი
ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია, თუ სად
შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მ.130)

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა.


 მედიცინის მუშაკს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ
ავადმყოფი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში
იმყოფება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
ესაჭიროება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საპატიო მიზეზის
გარეშე არ უწევს მას დახმარებას.
 განზრახვა უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ დახმარების
აღმოუჩენლობაზე და არა შედეგზე.
 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მ.130)

 დამამძიმებელი გარემოება - იგივე ქმედება, რამაც


ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 მიზეზობრივი კავშირი - დახმარების აღმოუჩენლობასა და
ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ან
სიცოცხლის მოსპობას შორის
 სუბიექტური შემადგენლობა ავადმყოფის ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის მიმართ -
მხოლოდ გაუფრთხილებლობა.
შიდსის შეყრა (მ.131)

 ქმედების ობიექტური შემადგენლობა:


 ქმედების სუბიექტი - აივ ვირუსით დაინფიცირებული ან სხვა
პირი
 ქმედების ობიექტი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა
 ქმედება - შიდსის შეყრის საფრთხის შექმნა (ფორმალური
შემადგენლობა);
 ქმედების შემადგენლობა შეიძლება გამოიხატოს სქესობრივ
კავშირში, სისხლის გადასხმაში, ნემსის გაკეთებაში და ა.შ.
შიდსის შეყრა (მ.131)

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა ამ


საფრთხის შექმნის მიმართ.
 პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ის შიდსით არის
დაავადებული.
 დამნაშავემ იცის, რომ ის ინფიცირებულია და სურს ან უშვებს
შესაძლებლობას ამ დაავადების სხვა პირისათვის გადადებისა.
შიდსის შეყრა (მ.131)

 სსკ-ის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს


პასუხისმგებლობას სხვისთვის შიდსის განზრახ
შეყრისათვის.
 ეს უკვე შედეგიანი დანაშაულია და შედეგის სახით

ითვალისწინებს შიდსის შეყრას (მატერიალური


შემადგენლობა).
 განსხვავდება მკვლელობისაგან იმით, რომ დამნაშავეს

არა აქვს სხვისი სიცოცხლის მოსპობის მიზანი.


შიდსის შეყრა (მ.131)
 სსკ-ის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით
შეყრისათვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
 განსხვავდება სსკ-ის 131-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული შემადგენლობისაგან როგორც ამსრულებლით,
ისე სუბიექტური შემადგენლობით.
 სუბიექტი - მედიცინის მუშაკი - სხვადასხვა პროფილის ექიმი, ექთანი,
მედდა, ფარმაცევტი, სისხლის გადასხმის ცენტრის მუშაკი და სხვა.
(არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენება, დონორის
შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა და სხვა).
 სუბიექტური შემადგენლობა - მხოლოდ გაუფრთხილებლობა
თვითიმედოვნების ან დაუდევრობის სახით
შიდსის შეყრა (მ.131)
 სსკ-ის 131-ე მუხლის მე=4 ნაწილი ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3
ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან
არასრულწლოვნის მიმართ.
 პასუხისმგებლობა მძიმდება შიდსის გავრცელების
მასშტაბიდან (ორი ან მეტი პირი) და დაზარალებულის
პიროვნებიდან (ორსული ქალი, არასრულწლოვნი)
გამომდინარე.
განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების
შეყრა (მ. 132)
 სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური
დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა.
 სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური
დაავადების შეყრა.
 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან
არასრულწლოვნის მიმართ.
უკანონო აბორტი (მ. 133)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების ობიექტი - ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


 ქმედება - მოქმედება, კერძოდ დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნა,
ორსულობის შეწყვეტა.
 აბორტი ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო
დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ:
 თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას (გარდა
სამედიცინო და სოციალური ჩვენებისა);
 ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში წინასწარი გასაუბრება ნაყოფის
შენარჩუნების თვალსაზრისით და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია
სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა.
უკანონო აბორტი (მ. 133)
 უკანონოა აბორტი:
 თუ იგი წარმოებს არალიცენზირებულ საექიმო დაწესებულებაში
 თუ იგი წარმოებს საექიმო საქმიანობის უფლების
დამადასტურებელი ლიცენზიის გარეშე;
 ექიმის წინასწარი გასაუბრების გარეშე;
 სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით და სხვა.
 თუ ქალს უკუჩვენება აქვს ოპერაციის მიმართ, რაც
გამოწვეულია მისი ავადმყოფური მდგომარეობით (სასქესო
ორგანოს მწვავე ანთება, საშიში ინფექციური დაავადება და
სხვა).
უკანონო აბორტი (მ. 133)
 ორსულობის შეწყვეტის ხერხს - ოპერაციის გზით,
მექანიკური ან ტოქსიკური ზემოქმედებით - მნიშვნელობა
არა აქვს
 დანაშაული დამთავრებულია ორსულობის ხელოვნურად
შეწყვეტის, ანუ დედის ორგანიზმიდან ნაყოფის
გამოდევნის მომენტიდან, ე.ი. ფორმალური
შემოდგენლობისაა.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი და
არაპირდაპირი განზრახვა.
უკანონო აბორტი (მ. 133)
 უკანონო აბორტი, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის
მსჯავრდებულის მიერ (მხედველობაში არ მიიღება მოხსნილი ან
გაქარწყლებული ნასამართლობა), ან რამაც გამოიწვია
შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი
(ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ქრონიკული ავადმყოფობა
და ა.შ.).
 უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
 შვილოსნობის სამუდამო მოშლის, სხვა მძიმე შედეგის,
სიცოცხლის მოსპობის მიმართ შეიძლება მხოლოდ
გაუფრთხილებლობა თვითიმედოვნების ან დაუდევრობის
სახით.
სტერილიზაცია თანხმობის გარეშე (მ. 1331)

 წინასწარი თანხმობის გარეშე პირისთვის ისეთი ოპერაციის ან


მანიპულაციის ჩატარება, რომლის მიზანი ამ პირის
რეპროდუქციის უნარის მოშლაა.
 იგივე ქმედება, ჩადენილი:
 ჯგუფურად;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის,
უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 არაერთგზის.
 იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა
მძიმე შედეგი.
ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება (მ. 133 2)

 რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან


ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან
ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან
ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია.
 იგივე ქმედება, ჩადენილი:
 ჯგუფურად;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან
ორსული ქალის მიმართ;
 არაერთგზის.
 იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე
შედეგი.
ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების
იძულება (მ. 134)
 ქმედების ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა

 ქმედება - მხოლოდ მოქმედება - სამკურნალოდ, გადასანერგად,


ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად
ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების
იძულება

 იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით


ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად
დამოკიდებულის მიმართ.
სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა
(მ.135)

 ობიექტური შემადგენლობა - სისხლით ან სისხლის


კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა.

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.

 მოტივი ანგარება.
ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა (მ.135 1)
გენეტიკური მანიპულაცია (მ.136)

 ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.


 ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, ჩადენილი არაერთგზის,

 ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

 გენეტიკური მანიპულაცია, ესე იგი ადამიანის მსგავსი


არსების შექმნა.

You might also like