You are on page 1of 9

რამაზ კვარაცხელია სამართლის დოქტორი, პროფესორი

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა (სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე,


125-ე, 126-ე, 1261-ე მუხლები)

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ზოგადი დახასიათება

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები გათვალისწინებულია საქართველოს


სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე-1261-ე მუხლებით. ადრე მოქმედი სისხლის სამართლის
კოდექსით ამ ჯგუფის დანაშაულები სხეულის დაზიანებად იწოდებოდა. დღეს მოქმედი კოდექსით
კი ,,სხეულის დაზიანება“ შეიცვალა ,,ჯანმრთელობის დაზიანებით”, რაც გამართლებულად უნდა
ჩაითვალოს. საქმე ისაა, რომ ამ თავში მოცემული დანაშაულებრივი ქმედებებიდან ზოგიერთი
სრულებითაც არ აყენებს ზიანს ადამიანის სხეულს მისი პირდაპირი გაგებით. მაგალითად,
ფსიქიკური ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია დაშინებით, ან კიდევ ძალადობა, რომელიც
იწვევს დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას (სსკ 126-ე მუხლი).
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჯანმრთელობის დაზიანების
სიმძიმის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: 1. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; 2. ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება; 3. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. განსახილველი
დანაშაულებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სხვისი ჯანმრთელობა. საკუთარი
ჯანმრთელობის დაზიანება სისხლისსამართლებრივი წესით არ ისჯება. ჯანმრთელობა ადამიანის
კუთვნილი სიკეთეა და მას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მატერიალური შემადგენლობისაა, რაც
გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია შედეგის
დადგომა ან კონკრეტული საფრთხის შექმნა. თუ შედეგი არ დადგა, ადგილი ექნება ჯანმრთელობის
დაზიანების მცდელობას. ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე, უნდა დაინიშნოს სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს დაზარალებულის დაზიანების ხარისხს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სსკ 117-ე მუხლი)

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა
სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე
ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის
წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა

1
სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ
დაკარგვასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი
მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას;
დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის
მიმართ;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ე) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
გ) ანგარებით ან შეკვეთით;
დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად
გამოყენების მიზნით;
ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა);
ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით
გათვალისწინებული მკვლელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სახეები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: 1.


რომელიც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის და 2. რომელიც არაა სახიფათო ადამიანის
სიცოცხლისათვის, მაგრამ იწვევს კონკრეტულ მძიმე შედეგს, რაც მითითებულია სსკ 117–ე მუხლში.
სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება,
რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად,

2
მაშინვე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ,,წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის
განსაზღვრისათვის~ გვაძლევს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს. ასეთი
დაზიანებებია, მაგალითად, შემავალი (და არა ნაკვეთი) ჭრილობა თავის ქალაში, გულმკერდში,
მუცლის ღრუში, ხერხემლის არხში, დახურული დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ტვინში
სისხლჩაქცევა, ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლების, საშვილოსნოს გაგლეჯვა,
დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვა, რის გამოც სასწრაფოდ საჭირო გახდა სისხლის გადასხმა და
სხვა1.
დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს
ან მისი ფუნქციის დაკარგვა. აქ შეიძლება გამოიყოს ორი შემთხვევა: 1. როცა დაკარგულია სხეულის
რომელიმე ორგანო. მაგ. დაზიანების შედეგად თვალი ამოვარდნილია ბუდიდან, ყური მოკვეთილია
და ა.შ. 2. ორგანო ფიზიკურად არ არის დაკარგული, მაგრამ არ ფუნქციონირებს. მაგ. თვალი
დაბრმავებულია, ყურში სმენა დაკარგულია.
მხედველობის დაკარგვად ჩაითვლება როგორც სრული დაბრმავება, ისე მხედველობის
იმგვარი დაზიანება, როცა პირი ვერ ამჩნევს ახლო მდებარე საგნების კონტურებს.
სმენის დაკარგვად ითვლება ისეთი განუკურნებელი მდგომარეობა, როცა პირს არ შეუძლია
გაიგოს ყურის ნიჟარიდან 3–5 სმ–ის დაშორებით ხმამაღალი საუბარი.
მეტყველების დაკარგვად ჩაითვლება პირის ისეთი მდგომარეობა, როცა მას არ შეუძლია
თავისი აზრი გასაგებად გადმოსცეს. აქ მნიშვნელობა არა აქვს იმას, ამოჭრილია თუ არა
მეტყველების ორგანო (ენა).
სხვა რომელიმე ორგანოდ ჩაითვლება ხელი, ფეხი, მისი მტევნები და ა.შ.
ფსიქიკური ავადმყოფობა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანზე როგორც ფიზიკურმა (ცემა),
ასევე ფსიქიკურმა ზემოქმედებამ (დაშინება).
სხეულის დაზიანების შედეგად ორსულობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად
ითვლება. სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი ქალის ჯანმრთელობასთან ერთად არის
ემბრიონის სიცოცხლეც. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ჯანმრთელობას
უზიანებს ორსულ ქალს. ამასთან, პირის ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ორსულობის ხელოვნური
შეწყვეტა.
სახის წარუშლელი დამახინჯება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების სახეა. იმისათვის, რომ
სახეზე იყოს სახის წარუშლელი დამახინჯება 1. დაზიანება უნდა იყოს სახეზე. არ მოგცემს ამ
შემადგენლობას, თუ დაზიანებულია კისერი, ყელი ან სხეულის სხვა ორგანო. 2. დაზიანება უნდა
იყოს წარუშლელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თერაპიული მკურნალობით შეუძლებელია მისი გაქრობა. 3.
დაზიანება უნდა ამახინჯებდეს სახეს. სახე დამახინჯებულია, თუ იგი შესაზარია, იწვევს ზიზღს ან
სიბრალულს.
ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და
დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან
წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანების ეს სახე კუმულაციურად ორ ნიშანს მოიცავს: 1. იგი სახიფათო უნდა იყოს

1
იხ. წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის, თბილისი 1982.

3
სიცოცხლისათვის და 2. დაკავშირებულია შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით
დაკარგვასთან, ან დაკავშირებულია წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ
დაკარგვასთან. ორივე ნიშანი ერთდროულად უნდა არსებობდეს. საერთო შრომისუნარიანობის
მყარი დაკარგვა სახეზეა მაშინ, როცა იგი დაკარგულია სამუდამოდ ან მისი აღდგენა შეიძლება
მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (120 დღეზე მეტი ხნის შემდეგ). საერთო
შრომისუნარიანობა გულისხმობს ზოგადად ფიზიკური და გონებრივი საქმიანობის შესრულების
უნარს. იგი ერთი მესამედით მაშინაა დაკარგული, თუ 33%–ზე მეტადაა დაქვეითებული.
მაგლითად, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდს შრომისუნარიანობა ერთი მესამედზე მეტად
აქვს დაქვეითებული. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს შრომისუნარიანობის როგორც მყარი
დაკარგვა, ისე არანაკლებ ერთი მესამედით. ამ საკითხის გარკვევისათვის სპეციალური ცოდნაა
საჭირო და ამიტომაც აუცილებელია სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა. რაც შეეხება
პროფესიულ შრომისუნარიანობას, იგი მთლიანად უნდა იყოს დაკარგული და არა ნაწილობრივ.
ამასთანავე, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ სხეულს უზიანებს ამა თუ იმ პროფესიის
ადამიანს (მაგ. პიანისტს). ამ დროს ადამიანი თავისი პროფესიით ვეღარ იმუშავებს.
სასამართლოში პრობლემატურია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მკვლელობის მცდელობის გამიჯვნა. იმის
გასარკვევად, დამნაშავის განზრახვა მკვლელობისკენ იყო მიმართული, თუ ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანებისაკენ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ობიექტური მხარის ყველა
ნიშანი. კერძოდ, სხეულის რა ორგანოა დაზიანებული, რა იარაღია გამოყენებული და ა.შ.
მაგალითად, თუ პირმა იარაღი ესროლა მეორე ადამიანს გულის მიმართულებით, ან თავის
მიმართულებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ განზრახვა მიმართული იყო მკვლელობისკენ და არა
ჯანმრთელობის დაზიანებისკენ. ამ დროს თუ ადამიანი გადარჩა, ქმედების კვალიფიკაცია უნდა
მოხდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა და არა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ხოლო თუ
ადამიანი გარდაიცვალა, პირი პასუხს აგებს განზრახი მკვლელობისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილით
გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. როგორ უნდა განვასხვავოთ
ერთმანეთისგან, განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება სასიკვდილო
შედეგით. საკითხი ზემოაღნიშნულის ანალოგიურად უნდა გადაწყდეს. მაგალითად, თუ პირმა
იარაღი ესროლა მეორე პირს სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით (მაგალითად გულის
მიმართულებით) და ადამიანი გარდაიცვალა, სახეზეა განზრახ მკვლელობა. ხოლო თუ პირმა მეორე
ადამიანს იარაღი ესროლა არასასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით (მაგალითად ხელში) და
იგი გარდაიცვალა სისხლდენის შედეგად, ამ დროს ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს, როგორც
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობა (სსკ 117–ე მუხლის მე–2 ნაწილი). ამ მუხლით კვალიფიკაციისას განზრახვა (როგორც
პირდაპირი, ისე არაპირდაპირი) უნდა გამოირიცხოს და პირი სასიკვდილო შედეგის მიმართ
გაუფრთხილებლობით უნდა მოქმედებდეს.

4
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (სსკ 118-ე მუხლი)

1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის


სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან
საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,-
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით
ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი სისხლის სამართლის
კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების
არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანება ან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება იმით განსხვავდება მძიმე დაზიანებისაგან, რომ


იგი არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არც იმ შედეგებს იწვევს, რომელიც ჩამოთვლილია სსკ
117–ე მუხლში (მხედველობის, სმენის, მეტყველების ან სხვა ორგანოს, ან მისი ფუნქციის დაკარგვა
და ა.შ). ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის დამახასიათებელია ა) ჯანმრთელობის
ხანგრძლივი მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა.
ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა სახეზეა, თუ ადამიანის რომელიმე ორგანოს
ავადმყოფური მდგომარეობა 21 დღეს სჭარბობს. განსხვავებით ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანებისაგან, აქ შრომისუნარიანობის დაკარგვა ხდება ერთ მესამედზე ნაკლებად (10 დან 33%–
მდე). ამ საკითხს განსაზღვრავს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა.
,,წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის~ ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე დაზიანებას მიაკუთვნებს: ერთ ყურში სმენის დაკარგვას, ხელში საჩვენებელი ან ცერა თითის
დაკარგვას, ხერხემლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხით დაზიანებას, თირკმლის ნაწილის ამოღებას
და ა.შ.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (სსკ 120-ე მუხლი)

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო


შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

5
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ორი სახისაა: 1. რომელიც იწვევს ჯანმრთელობის
მოშლას (ხანმოკლედ) და 2. რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ შედეგად მოჰყვება
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმის რომელიმე
ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის მკურნალობა გრძელდება 6 დღიდან 21 დღემდე, 6
დღეზე ნაკლები დროით აუცილებელი მკურნალობის საჭიროება საერთოდ არ ითვლება
ჯანმრთელობის დაზიანებად. ასეთ დროს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 125–ე მუხლით (ცემა).
საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ნიშნავს შრომისუნარიანობის
დაკარგვას 5 დან 10 %–მდე. თუ შრომისუნარიანობა 5 %–ზე ნაკლებადაა დაკარგული, დაზიანება არ
ჩაითვლება ჯანმრთელობისთვის მსუბუქ დაზიანებად. ამ შემთხვევაში პირის ქმედება
დაკვალიფიცირდება სსკ 125–ე მუხლით (ცემა).
ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები,
მხედველობისა და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან
არამყარი დაკარგვა, ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ა.შ.

ცემა (სსკ 125-ე მუხლი)

1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,


მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც
საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ცემა ძალადობის ერთ–ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად


რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ისეთი მსუბუქი
დარტყმები, რომელსაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი, ცემად არ განიხილება2. ასევე არ
განიხილება ცემად ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი
ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვაგვარ ძალადობად. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება
ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის გარტყმა).
როგორც ცემის, ისე სხვაგვარი ძალადობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. თუ ასეთი შედეგი მოჰყვა, ქმედება დაკვალიფიცირდება
სსკ 120–ე მუხლით და არა სსკ 125–ე მუხლით. ხოლო, თუ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას მოჰყვა
უფრო მძიმე შედეგი, ქმედება დაკვალიფიცირდება შედეგისა და ბრალის მიხედვით (მაგ. სსკ
118–ე მუხლით). თუ ცემა ჩადენილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დამნაშავის მიზანი
იყო გამოეხატა თავისი აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისათვის და ამ ქმედებამ

2
იხ. სისხლის სამართლის კერძ ნაწილი, წიგნი პირველი 2011 წელი. გვ. 119.

6
საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
ხულიგნობით – სსკ 239–ე მუხლით. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ იგი ჩადენილია მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველ გარემოებებში. მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს.

ძალადობა (სსკ 126-ე მუხლი)

1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან


ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე
მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის
ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


ჯანმრთელობა. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: 1.
სისტემატიური ცემა და 2. სხვაგვარი ძალადობა. სისტემატიურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას არ
უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, მაგრამ შესაძლებელია მოჰყვეს
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ცემისაგან განსხვავებით. სისტემატიურმა ცემამ ან სხვაგვარმა
ძალადობამ უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. ფიზიკური ან
ფსიქიკური ტანჯვა გაგებული უნდა იქნეს, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ან
ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად.
ძალადობა ცემისაგან (სსკ 125–ე მუხლი) განსხვავდება რამდენიმე ნიშნით: 1) ძალადობის
დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას აქვს სისტემატიური ხასიათი, ცემის დროს კი – არა. 2. ცემა
იწვევს დაზარალებულის მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ძალადობა ფიზიკურ ან ფსიქიკურ
ტანჯვას. 3. ცემას არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო
ძალადობას შეიძლება მოჰყვეს ეს შედეგი.

7
ოჯახში ძალადობა (სსკ 1261-ე მუხლი)

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი,
დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის
117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე
ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი
პირის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია,
შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი
(დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი
მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლი ნოვაციაა საქართველოს


სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. კანონმდებელმა მოახდინა ოჯახში ძალადობის
კრიმინალიზაცია, რაც გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.
პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, ვინ არის ოჯახის წევრი. საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 111–ე მუხლის (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261–ე
მუხლის (ოჯახში ძალადობა) შენიშვნების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად
ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის
მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა,
მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან
ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობას აღნიშნული მუხლი განმარტავს, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ
მეორის მიმართ ძალადობას, ასევე სისტემატიურ შეურაცხყოფას. სისტემატიურ შეურაცხყოფას
ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანოკლე
ინტერვალის დაშორებით. ასევე ოჯახის ერთი წევრი მეორე წევრის მიმართ ახორციელებს შანტაჟს.
შანტაჟში იგულიხმება სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარა. ამასთანავე, არა აქვს
მნიშვნელობა ეს ცნობები მოგონილია თუ რეალური, მთვარია, იგი უნდა იყოს ისეთი, რომ სახელს
უბღალავდეს პიროვნებას საზოგადოების თვალში (მაგალითად, პირს ემუქრებიან, რომ
დააბრალებენ დანაშაულის ჩადენას, გაავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჰომოსექსუალისტია, ან

8
ეწევა გარყვნილ ცხოვრებას). ამასთან ოჯახის ერთი წევრი მეორის მიმართ ახორციელებს
დამცირებას. მაგალითად, სახეში შეფურთხება, ადამიანის გატიტვლება, თავზე ღვინის დასხმა,
პანღურის ამოკვრა, ტანსაცმლის შემოხევა და ა.შ. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა უნდა გამოიწვიოს
ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, მაგრამ არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან
მსუბუქი დაზიანებაც კი.

You might also like