You are on page 1of 16

კაზუსი:

გიგა მეუღლე თამარს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხოფას. მათ შორის გარკვეული


პერიოდულობით ფიზიკურსაც. ერთერთი ასეთი შეურაცხოფის დროს თამარმა ვეღარ გაუძლო,
გამწარებული გადმოხტა მე-4 სართულიდან და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ყველაფერს
შეესწრო გიგას მეზობელი ემზარი და გიგას მამა დავითი. დავითმა იფიქრა, რომ ემზარი
აუცილებლად აცნობებდა მომხდარის შესახებ პოლიციას და გიგას დაიჭერდნენ, რის გამოც აიღო
იქვე არსებული ბლაგვი საგანი და თავის არეში ერთი დარტყმის შედეგად მოკლა ეს უკანასკნელი.

გთხოვთ კაზუსი ამოხსნათ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის შესაბამისად და შეაფასოთ გიგას და


მამამისი დავითის ქმედებები.

თავი XX
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კოდექსით და


სხვა კანონებით.

ჯანმრთელობის დაზიანებად ჩაითვლება ნებისმიერი ხელყოფა სხვა პირზე, რომელმაც მისი


ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული მატერიალურია (ე.ი.
ამ დანაშაულის დამთავრბულად ცნობისთვის აუცილებელია შესაბამის ნორმაში გათვალისწინებული
შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის შექმნა).

ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ ჯგუფად:


ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის
საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა (სასამართლო სამედიცონო ექსპერტიზა).

მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება


 
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც
სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების
ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის
შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება,
რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის
მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი
მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას;
დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
ე) ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში
მყოფის მიმართ;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
დ1) გენდერის ნიშნით; 
ე) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
გ) ანგარებით ან შეკვეთით;
დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა
სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული
მკვლელობებისა);
ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით
გათვალისწინებული მკვლელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სიცოცხლის სახიფათო დაზიანება ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის


მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ასეთი სახის დაზიანებებად შეიძლება
მივიჩნიოთ - შემავალი ჭრილობა თავის ქალაში, გულმკერდში, მუცლის ღრუში, ხერხემლის არეში;
დახურული დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ტვინში სისხლჩაქცევა, ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვის,
ღვიძლის, თირკმლის, საშვილოსნოს გაგლეჯა. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სხვა.

დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი


ფუნქციის დაკარგვა: ასეთი სახის დაზიანებებად შეიძლება მივიჩნიოთ სხეულის რომელიმე ორგანოს
დაკარგვა, მაგ: დაზიანების შედეგად თვალი ამოვარდნილია ბუდიდან, ყური მოკვეთილია და სხვა.

შესაძლებელია, რომ ორგანო ფიზიკურად არ იყოს დაკარგული, მაგრამ არ ფუნქციონირებდეს, მაგ:


თვალი დაბრმავებულია, ყურში სმენა დაკარგულია.

რაც შეეხება მხედველობის დაკარგვას აქიგულისხმება, როგორც სრული დაბრმავება, ისე მხედველობის
იმგვარი დაზიანება, როცა პირი ვერ არჩევს ახლო მდებარე საგნების კონტურებს. ცალი თვალით
დაბრმავება ითვლება ჯამრთელობის მძიმე დაზიანებად. სმენის დაკარგვად ითვლება ისეთი
განუკურნებელი მდგომარეობა, როცა პირს არ შეუძლია გაიგოს ყურის ნიჟარიდან 3-5 სანტიმეტრის
დაშორებით ხმამაღალი საუბარი. ცალ ყურში სმენის დაკარგვა არ იწვევს ჯამრთელობის მძიმე დაზიანებას-
იგი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. მეტყველების დაკარგვად ჩაითვლება ისეთი მდგომარეობა,
როცა პირს არ შეუძლია თავისი აზრი გასაგებად გადმოსცეს.

ფსიქიკური ავამდყოფობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა (ცემამ), ისე ფსიქოლოგიურმა


ზემოქმედებამ (დაშინება). ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ეს ავამდყოფობა მუდმივია თუ დროებითი.
შესაძლებელია პირი დაავადებული იყო ფსიქიკურად, მაგალითად შიზოფრენიით, მაგრამ სათანადო
მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუკი მიყენებულმა დაზიანებამ მას განუახლა
ძველი ავამდყოფობა (შიზოფრენია), ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 117-ე მუხლით.

ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია ჩატარდეს, როგორც სასამართლო სამედიცინო, ისე


ფსიქიატრიული ექსპერტიზები იმის დასადგენად ნამდვილად გამოიწვია, თუ არა ჯანმრთელობის
დაზიანებამ დაავადება.

(ვისაუბრო ექსპერტიზებზე და მათ პასუხებზე)

სხეულის დაზიანების შედეგად ორსულობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაა (მნიშვნელობა არ


აქვს თუ რამდენი კვირის ორსულობა შეწყდა). მოცემული დანაშაულის ამ კატეგორიაში გაყვანა განაპირობა
იმ გარემოებამ, რომ ორსულობის შეწყვეტა ძალადობით იწვევს ძლიერ სისხლდენას, რაც დაუყოვნებლივ
თუ არ შეწყდა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.გარდა ამისა, ორსულობის ამ სახით შეწყვეტამ შეიძლება
მომავალში გამოიწვიოს ქალის უშვილობა. ეს დანაშაული იმით განსხვავდება უკანონო აბორტისგან, რომ ამ
შემთხვევაში ექიმი დედის სურვილით ახდენს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას სათანადო სამედიცინო
ხერხების გამოყენებით, რის გამოც ქალის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე გაცილებით
ნაკლებია.

სახის წარუშლელი დამახინჯება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თავისებური სახეა. იგი არ


წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათოს, მაგრამ სახის წარუშლელი დამახინჯება ძლიერ მორალურ
ტანჯვას აყენებს დაზარალებულს, იწვევს დიდ შინაგან განცდებს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე
თან დაჰყვება.

სახის წარუშლელ დამახინჯებად მიიჩნევა დაზიანება მიყენებული უშუალოდ სახეზე და არა ყელის
ან კისრის მიდამოში. დაზიანება უნდა იყოს წარუშლელი, ანუ თერაპიული მკურნალობით შეუძლებელია
მისი გაქრობა (აუცილებელია ქირურგიული ჩარევა). დაზიანება უნდა ამახინჯებდეს სახეს (თვალების
სიმეტრიის დარღვევა სახე იწვევს ზიზღს ან სიბრალულს). აღნიშნული გარემოებების დასადგენად
აუცილებელია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და


დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან
წინასწარ შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ჯანმრთელობის
დაზიანების ეს სახე ორ ნიშანს მოიცავს - პირველი: იგი სახიფათო უნდა იყოს სიცოცხლისთვის; მეორე:
დაკავშირებულია შრომიისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან
დაკავშირებულია წინასწარ შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.

საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა სახეზეა მაშინ, როცა იგი დაკარგულია სამუდამოდ ან
მისი აღდგენა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. (120 დღეზე მეტი ხნის ვადით).
საერთო შრომისუნარიანობა გულისხმობს ზოგადად ფიზიკური და გონებრივი საქმიანობის შესრულების
უნარს. იგი ერთი მესამედით მაშინაა დაკარგული თუ 33%-ზე მეტადაა დაქვეითებული ჯანმრთელობის
მდგომარეობა. ამ გარემოებების დასადგენად აუცილებელია სპეციალური სამედიცინო ცოდნის
გამოყენება, რის გამოც ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

დამნაშავეს სრულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ სხეულს უზიანებს ამა თუ იმ პროფესიის
ადამიანს, მაგ: პიანისტს ან მევიოლინეს განზრახ უმტვრევენ ხელს ან თითებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს
იგივე ქმედებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აქ ნაგულისხმევია ისეთი შემთხვევა, როცა
ძირითადი შედეგი (ჯამრთელობის მძიმე დაზიანება) გამოწვეულია განზრახ, ხოლო თანამდევი შედეგი
(სიკვდილი) დადგა გაუფრთხილებლობით.

მაგ: ჩხუბში ერთმა მეორეს ფეხის არეში დანის დარტყმით ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა, რის გამოც
დაზარალებულს სისხლდენა დაეწყო. იგი წაიყვანეს საავამდყოფოში, სადაც ექიმმა თავისი დაბალი
პროფესიონალიზმის გამო ვერ შესძლო სისხლდენის შეჩერება და დაჭრილი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში
რასაკვირველია არსებობს მიზეზობრივი კავშირი ექიმის უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის,
თუმცა სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირშია ასევე დამჭრელიც - რომ არა დაზიანება, პირი
საავამდყოფოში არ მოხვდებოდა ოპერაცია არ დასჭირდებოდა და სისხლისგან არ დაიცლებოდა.

117 მუხლის გამოძიებისას ქმედების, დამდგარი შედეგის და მიზეზობრივი კავშირის დადგენასთან ერთად
უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, ანუ რამდენად სურდა დამნაშავეს
დაზარალებულისათვის მიეყენებინა უშუალოდ მძიმე და არა მსუბუქი, ნაკლებად მძიმე დაზიანება ან
საერთოდ მოკვლა. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია და სწორედ ამ
ინდივიდუალიზმით უნდა მივუდგეთ გამოძიებას. უდიდესი ყურადღება ეთმობა აგრეთვე ფაქტს, თუ
რამდენად შეეძლო დამნაშავეს დამატებითი დაზიანებების მიყენება, ან რამდენად საშიში დანაშაულის
იარაღით აყენებდა იგი დაზიანებას.

მაგალითად: ე.წ. „საქმის გარჩევისას“ გოგსაძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მუცლის არეში
ერთხელ ესროლა თალაკვაძეს. სროლის შემდეგ მან დაინახა თუ როგორ წამოუვიდა სისხლი. მიუხედავად
იმისა, რომ გოგსაძეს იარაღი ისევ ხელში ეჭირა, ტყვიების საბრძოლო მზად ყოფნაში ქონდა და ხელსაც
აღარავინ უშლიდა, მან ჩათვალა რა, რომ მიზანი (მძიმე დაზიანება) მიღწეული იყო და აღარ გაუგრძელებია
სროლა. ამ შემთხვევაში სახეზეა 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

შევცვალოთ მაგალითი. პირველი გასროლისა და სისხლის წამოსვლის შემდგომ გოგსაძე აღარ გაჩერდა
და გააგრძელა სროლა ვიდრე ტყვიის მარაგი არ ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მკვლელობასთან ან
მის მცდელობასთან (შედეგის მიხედვით).

კიდევ შევცვალოთ მაგალითი. გოგსაძეს სურდა თალაკვაძისათვის მხოლოდ მსუბუქი დაზიანება


მიეყენებინა და ამიტომ ხსენებული იარაღი ესროლა ფეხში. მიუხედავად ამისა თალაკვაძეს ტყვია მოხვდა
არტერიაში, რაც თავის მხრივ მძიმე დაზიანებაა და არა მსუბუქი. ამ შემთხვევაში საქმე უნდა
დაკვალიფიცირდეს შედეგის მიხედვით. ანუ თუ თალაკვაძე გადარჩა, მაშინ საქმე გვექნება მძიმე (და არა
განზრახვის მიხედვით მსუბუქ) დაზიანებასთან, ხოლო თუ თალაკვაძე გარდაიცვალა, სროლის
ლოკალიზაციისა და განლაგების გათვალისწინებით (ფეხში ესროლა), კვალიფიკაცია გვექნება მძიმე
დაზიანებასთან, რამაც გამოიწვია სიკვდილი (117 მუხ. მე-2 ნაწ).

(ავხსნა რატომ ხდება ასე პრაქტიკაში)

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ყველა იმ დამამძიმებელ გარემოებას,


რომელიც გააჩნია ამავე კოდექსის 109-ე მუხლს (მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ისეთი
საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯამრთელობას და ასე შემდეგ).
მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
 
1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ
არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ
დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის
მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით
ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე
მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების
არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება იმით განსხვავდება მძიმე დაზიანებისაგან, რომ იგი არ არის
სიცოცხლისათვის სახიფათო და არც იმ შედეგებს იწვევს, რომელიც ჩამოთვლილია 117-ე მუხლში
(მხედველობის, სმენის, მეტყველების ან სხვა ორგანოს, ან მისი ფუნქციის დაკარგვა). ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, საერთო
შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა.

ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გულისხმობს რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლას 21 დღეზემეტი


ვადით. თუ ასეთი მდგომარეობა 21 დღემდე აღწევს, მაგრამ მას არ სცილდება ადგილი აქვს
ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას.

ნაკლებად მძიმე დაზიანებებს განეკუთვნება: ერთ ყურში სმენის დაკარგვა, ხელზე საჩვენებელი ან ცერა
თითის დაკარგვა. წვრილი ძვლების დახურული მოტეხილობა, ფეხის თითის დაკარგვა, და ასე შემდეგ.

118-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ შემთხვევაშიც პირი განზრახ აყენებს დაზარალებულს დაზიანებას,
ხოლო სიკვდილი დგება გაუფრთხილებლობით. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და საჭიროებს სათანადო მკურნალობას.
უარყოფით შემთხვევაში დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.
მაგ: მოჭრილია ხელის თითი. თუ დაჭრილს არ ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო დახმარება, შეიძლება
დადგეს სიკვდილი. ამდენად ასეთი სახის შემთხვევების არსებობისას პირის ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს 118-ე მუხლის მეორე ნაწილით.

რაც შეეხება ამ მუხლის სხვა დამამძიმებელ გარემოებებს, ისინი 109-ე მუხლის დამამძიმებელი
გარემოებების ანალოგიურია.

მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება


 
1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

როგორც დისპოზიციიდან ჩანს მოცემული დანაშაულისათვის აუცილებელია შემდეგი სახის შედეგი:


ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გულისხმობს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ისეთ


ავამდყოფურ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს 6 დღიდან 21 დღემდე ვადით მკურნალობას. თუ
მკურნალობა გრძელდება 6 დღეზე მცირე ხნით, ქმედება არ მიიჩნევა ჯანმრთელობის დაზიანებად. ასეთ
შემთხვევაში დანაშაული დაკვალიფიცირდება ძალადობით (126-ე მუხლი).

საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ნიშნავს შრომისუნარიანობის დაკარგვას


5-დან 10-თ პროცენტამდე. თუ შრომისუნარიანობა 5%-ზე ნაკლებადაა დაკარგული, დაზიანება არ
ჩაითვლება მსუბუქათ და ამ შემთხვევაშიც ადგილი ექნება ძალადობის კვალიფილაციას (126-ე მუხლი).

ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: სისხლნაჟღენთები, მხედველობის ან სმენის ისეთი


შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა; ცხვირისა და ყბის
გაბზარვა და ასე შემდეგ.

120 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებზე უკვე ნამსჯელი გვაქვს 109 მუხლის განხილვისას და
იდენტურად უნდა გავიგოთ.
მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში
 
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი
აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ
დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე
ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან
ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას
ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

როგორც 111-ე მუხლის განხილვისას (მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების


მდგომარეობაში), ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ერთგვარ შეზღუდულ შერაცხადობასთან.
დამნაშავე იმყოფება აფექტურ მდგომარეობაში და შესაბამისად ასეთი მდგომარეობა
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მდგომარეობაა. ამიტომაც ამგვარი ქმედების ჩამდენი
შედარებით მსუბუქი სანქციით დაისჯება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძლიერი სულიერი აღელვების დროს დასჯადია მხოლოდ
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და არა მსუბუქი დაზიანება. ეს კი გამოწვეულია იმ
გარემოებით, რომ ჯერ ერთი მსუბუქი დაზიანება არ ქმნის ჯანმრთელობის სერიოზულ
საფრთხეს, ქმედებას ახორციელებს ძლიერად აღელვებული პირი, რომელიც ამ მომენტში
ნაკლებად უწევს კონტროლს თავის ქმედებას და ასეთი ქმედება გამოწვეულია ობიექტის
არამართლზომიერი და ზღვარსგადასული ქმედებით.
დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული პირია, ხოლო სუბიექტური მხარე მხოლოდ
პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რამეთუ არაპირდაპირი განზრახვისას დამნაშავეს არ სურს
მაგრამ შეგნებულად უშვებს შედეგს ან გულგრილად ეკიდება მას. ასეთ შემთხვევაში კი ძლიერი
სულიერი აღელვებაც ფიზიკურად ვერ გვექნებოდა სახეზე. შესაბამისად როგორც აღინიშნა ამ
კატეგორიის დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების


ფარგლების გადაცილებით
 
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მსგავსად 113 მუხლისა (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით),
შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ერთერთი სახეა ჯანმრთელობის მძიმე ან
ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისას.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

სუბიექტურ მხრივ მოტივს არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო მიზანი მნიშვნელოვანია და ეს უნდა


იყოს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა
მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. კერძოდ მომგერიებელი აცნობიერებს,
რომ მოგერიებისას მის მიერ გამოყენებული საშუალება გადამეტებულია დაცვისათვის, მაგრამ
იგი შეგნებულად უშვებს მის გამოყენებას ან გულგრილად ეკიდება შედეგს. პირდაპირი
განზრახვის შემთხვევაში გვექნებოდა სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება და
არა 122-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოთგამოთქმული პოზიციიდან გამომდინარე ასეთ დანაშაულს ფიზიკურად ვერ ექნება


მცდელობაც, ვინაიდან განზრახვა არაპირდაპირია. ზოგადად პირი ვერ ეცდება გადააცილოს
მოგერიების ფარგლებს. იგი ცდილობს დაიცვას სიკეთე და ამ დგოს ცდება დაცვის ფარგლებს.
როგორც აღინიშნა მცდელობის შემთხვევაში გვექნებოდა ჩვეულებრივი სხეულის დაზიანება და
არა მოგერიების ფარგლების გადაცილებით მიყენებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დანაშაულის ამსრულებელი (სუბიექტი) 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.

როგორც 121 მუხლის შემთხვევაში, აქაც არ გახლავთ დასჯადი მოგერიების ფარგლების


გადაცილებისას მსუბუქი დაზიანების მიყენება. კერძოდ 1. მსუბუქი დაზიანება არ ქმნის
ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს და 2. მომგერიებელი მოქმედებს თავდამსხმელის
თავდასხმიდან გამომდინარე და მისი არამართლზომიერი ქმედების შედეგადაა ამ აუცილებელი
მოგერიების მდგომარეობაში.

მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის


აუცილებელი ზომის გადაცილებით
 
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის
აუცილებელი ზომის გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და


იგი შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ნაირსახეობაა.

დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.


დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, ანუ ჯანმრთელობის მძიმე ან
ნაკლებად მძიმე დაზიანებაში დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.
დამნაშავის შეპყრობისათვის ზომის გადაცილება ნიშნავს აშკარა შეუსაბამობას დამნაშავის
შესაპყრობად საჭირო მოქმედების. მაგალითად: დავითმა მაღაზიაში მობილური ტელეფონის
ქურდობის დროს წაასწრო გაგას. თავდაპირველად დავითმა სცადა ხელები გაეკავებინა
გაგასთვის, მაგრამ გაგამ გაუწია წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად დავითმა
ამოიღო დანა და 3-ჯერ დაარტყა იგი გაგას, რითაც მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება. დიდი
რაოდენობის სისხლის დაკარგვის გამო გაგამ შეწყვიტა წინააღმდეგობა და შესაძლებელი გახდა
მისი დაკავება. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ქურდობასა და სხეულის მძიმე
დაზიანებას შორის აშკარად შეუსაბამობაა. სამართლებრივი სიკეთის კუთხით ადამიანის
ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნივთის გატაცება და ამიტომ დავითი დაისჯება
123-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის.
შევცვალოთ მაგალითი: დავითმა გაგას წაასწრო ქიმიური იარაღის ქურდობის დროს. რა
დროსაც იმავე სიტუაციაში გაგას მიაყენა იგივე დაზიანება. მართალია, რომ ორივე სიტუაციაში
ადგილი აქვს ერთნაირად დასჯად ქმედებას - ქურდობას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ
ქიმიურ იარაღის გამოყენება გაგას მხოლოდდამხოლოდ დანიშნულების მიხედვით შეეძლო
გამოეყენებინა და შესაბამისად პოტენციურად ქიმიური იარაღი ბევრად დიდი საშიშროებისაა
მრავალი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, ვიდრე ერთი ადამიანის გაგას
ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში ზომის გადაცილებას არ ექნება ადგილი.

აღნიშნული დანაშაული განეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას და მისთვის


შესაბამისად აუცილებელია შედეგი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

სუბიექტურ მხრივ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვითაა


შესაძლებელი, რამეთუ პირდაპირი განზრახვისას საქმე გვექნება განზრახ სხეულის
დაზიანებასთან და არა იმ მიზანთან, რომ სავარაუდო დამნაშავე წარადგინონ სამართალდამცავ
სტრუქტურაში. შესაბამისად ამ დანაშაულის მცდელობაც გამორიცხულია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გაუფრთხილებლობით ასეთი დანაშაულის ჩადენაც


გამორიცხულია და იგი არ დაისჯება. მაგალითად იოსებმა დამნაშავეს შეპყრობისას
ამოუტრიალა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მოტყდა ხელი და მიიღო ნაკლებად მძიმე
დაზიანება. ამ შემთხვევაში იოსები პასუხს არ აგებს, ვინაიდან მას სხეულის დაზიანების
განზრახვა არ ჰქონია.

მუხლი 124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით


ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

განსახილველი დანასაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ობიექტი ადამიანის ჯანმრთელობაა.


ობიექტური მხარე გამოიხატება 1. ქმედებაში (ნებისმიერი გაუფრთხილებელი ქმედება), 2. შედეგში
(ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება) და 3. მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს
შორის, ანუ დამნაშავემ რომ იმოქმედა გაუფრთხილებლობით, ზუსტად მაგ მიზეზით მიადგა
დაზარალებულს ჯანმრთელობის შესაბამისი ხარისხის დაზიანება.

124 მუხლით გათვალისწინებული ქმედება მატერიალურ (ანუ შედეგიან) დანაშაულთა კატეგორიას


განეკუთვნება. თუ არ გვაქვს შედეგი, არ გვაქვს განსახილველი დანაშაულიც.

მიყენებული სხეულის დაზიანების ხარისხის დასადგენად საჭიროა სპეც. ცოდნა. ეს ცოდნა კი გააჩნიათ
სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს, რომლებიც შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში ასახავენ იმას, თუ რა
სახის დაზიანება აქვს მიყენებული ამა თუ იმ პირს (მსუბუქია, ნაკლებად მძიმეა თუ მძიმეა). ასევე
როგორია მათი ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა ან განლაგება. შეესაბამება თუ არა გამოძიებით დადგენილ
ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითად დაზიანების დრო, დაზიანების მიყენების მექანიზმი, ნივთი,
რომლითაც დაზიანება მიადგა და სხვა).

სუბიექტურ მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია. იგი ხორციელდება თვითიმედოვნების ან


დაუდევრობის გზით.

მაგალითი: სანადიროდ წასული ძმებისგან ერთი ჩასაფრებაში დარჩა, ხოლო მეორე დადიოდა ნადირის
მოსაძებნად. ტოტების მტვრევისა და ფოთლის შრიალის ფონზე ჩასაფრებაში მყოფმა ძმამ იფიქრა, რომ
უახლოვდებოდა ნადირი, რის გამოც მოემზადა სასროლად. ისე, რომ ბოლომდე არ დარწმუნებულა რას
ესროდა, მან სასხლეტს გამოკრა ხელი. შედეგად ნადირის ნაცვლად ობიექტი აღმოჩნდა საკუთარი ძმა,
რომელმაც გასროლის შედეგად მიიღო მძიმე დაზიანება.

შევცვალოთ მაგალითი: იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული მიიღებდა მსუბუქ დაზიანებას,


მსროლელი საერთოდ არ მიეცემოდა პასუხისგებაში, ვინაიდან დასჯადია მხოლოდ ნაკლებად მძიმე ან
მძიმე დაზიანება (როგორც აღინიშნა ამას საზღვრავს ექსპერტიზა).

კიდევ შევცვალოთ მაგალითი: იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი მიიღებდა მძიმე დაზიანებას, რომლის


შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვლებოდა, მაშინ სახეზე გვექნებოდა 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით.

მუხლი 125. (ამოღებულია)

მუხლი 126. ძალადობა


 
1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,
მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც
საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
11. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას
ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან
ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი
ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ი) არაერთგზის;
კ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ლ) ჯგუფურად;
მ) იარაღის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების
ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

დანაშაულის სუბიექტი ანუ ამსრულებელი 14 წელს მიღწეული პირია.

ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება 1. ქმედებაში (სისტემატიურ ცემაში ან სხვაგვარ


ძალადობაში) 2. დამდგარ შდეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და 3.
მიზეზობრივ კავშირში, მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად ძალადობა, ისევე როგორც
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშულები, მატერიალური შემადგენლობისაა.
ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ორი სახის ძალადობა - სისტემატიური ცემა და სხვაგვარი
ძალადობა.

სისტემატიურია ცემა, მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც ხანმოკლე ინტერვალის
დაშორებით. აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და
ფსიქიკური ტრამვა ჯერაც არგამქრალადა დაზარალებულის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე
შემდეგ. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად
აღმოცენებული განზრახვით.

სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა


თერმული საშუალებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს უმოქმედობითაც,
მაგალითად პირი ღამით სახლის კარებს არ უღებს ოჯახის წევრს, ტოვებს გარეთ და ამას ადგილი აქვს
სისტემატიურად. სხვარი ძლადობა შეიძლწება გამოიხატოს ფსიქიკურ ზემოქმედებაშიც, მაგალითად
მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების სისტემატური მუქარა, თუ კი მისი განხორციელების რეალობას
დაზარალებული აღიქვამს, როგორც საფუძვლიანს და მას სისტემატიური ხასიათი გააჩნია, რაც თავის
მხრივ იწვევს ფსიქიკურ ტანჯვას.

იმ შემთხვევაში თუ ძალადობას შედეგად მოჰყვა სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული


შედეგი, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ძალადობად ანუ 126-ე მუხლით. იგი შესაბამისად
დაკვალიფიცირდება მიყენებული დაზიანების ხარისხის მიხედვით.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული ჩანდეილი შეიძლება იყოს მხოლოდ განზრახ (პირდაპირით ან


არაპირდაპირით), ხოლო მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის.

126-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებები იდენტურია 117-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებების და


ისინი დეტალურად გავიარეთ ამ მუხლის განხილვის პროცესში.

რაც შეეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ძალდობის ჩადენას ისიც ამ მუხლის ერთ-
ერთი დამამძიმებელი გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ მასში არ მოიაზრება მოხელე არამედ მისი
ამსრულებელია სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, რომელიც თავისი
მდგომარეობის გამოყენებით ძალადობს ხელქვეითზე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი ძალადობა
ხორციელდება მოხელის მიერ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა მოცემული მიხლით არამედ,
სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება
ძალადობით).

(მაგალითად მათე მოტორსის საქმე მოვუყვე. მართალია იქ წამება იყო მაგრამ შემადგენელი ერთია)
მუხლი 1261. ოჯახში ძალადობა
 
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური
შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც
არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ოჯახში ძალადობის მუხლი (1261) აერთიანებს ორ ქმედებას, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე იძლევა
დანაშაულის შემადგენლობას:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფიზიკური ძალადობა;

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

„ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა“, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,
გაგებულ უნდა იქნეს როგორც ფიზიკური ხასიათის თუნდაც ერთჯერადი ძალადობრივი ქმედება,
რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება.
ფსიქოლოგიური ძალადობა გამოხატული უნდა იყოს შეურაცხყოფაში, შანტაჟში ან/და დამცირებაში, რასაც
აუცილებლად უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება - ეს ქმედებები
შესაძლოა გვხვდებოდეს ცალ-ცალკე ან კუმულაციურად. სამივესთვის აუცილებელი მახასიათებელია
სისტემატურობა და შედეგი _ „ტანჯვა“, ანუ მორალური ზიანი. აღსანიშნავია, რომ სისტემატურობა (სსკ-ის
1261-ე მუხლის მიზნებისათვის) მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის მახასიათებელია.

თუ სახეზეა ერთჯერადი, მაგრამ მძიმე ხასიათის დამამცირებელი მოპყრობა, ქმედების შინაარსიდან და


შედეგის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია დანაშაული დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1443-ე მუხლით.

თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის სხეულის დაზიანების


ხარისხი იძლევა უფრო მძიმე მუხლის შემადგენლობას, მაგრამ ამავდროულად სახეზე გვაქვს
ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სსკ-ის 111, 1261-ე
მუხლით, ასევე ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მარეგულირებელი სხვა მუხლით.
რაც შეეხება ამ მუხლის დამამძიმებელ გარემოებებს ისინია:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის
მიმართ
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ
დ) პირთა ჯგუფუს მიერ
ე) არაერთგზის
ოჯახში ძალადობა არაერთგზისად ითვლება, როდესაც პირი ნასამართლევია უშუალოდ სსკ-ის 1261-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სსკ-ის 111-ე და 1261-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან:
1. ნათესაური კავშირის მქონე პირები: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი,
მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე,
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე.
2. აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
,,პირები რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“ არის სიახლე სისხლის სამართლის
კოდექსისათვის და გულისხმობს ორი პირის თანაცხოვრებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში,
როდესაც ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ანუ ცხოვრობდნენ, როგორც ერთი ოჯახი,
ინაწილებდნენ სახლის/მეურნეობის მოვლასთან დაკავშირებულ შრომას ან/და იყოფნდნენ ხარჯებს
საერთო მეურნეობის საწარმოებლად.
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან არარეგისტრირებული ქორწინებაში მყოფი პირები; ასევე პირები,
რომლებიც შეიძლება ვერ აკმაყოფილებენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის კრიტერიუმებს,
მაგრამ არიან პარტნიორები და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ
ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ შორის ერთსქესიანი წყვილებიც. აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს
ისეთ ნათესავებს, როგორიცაა მაზლი, მული, ქვისლი, მძახალი, თუმცა თუ ისინი აკმაყოფილებენ ისეთ
კატეგორიას, როგორიცაა „პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“, მაშინ
შეგვიძლია მივიჩნიოთ ოჯახის წევრებად.
ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სსკ-ის 111 მუხლში მოცემული რომელიმე მუხლით გამოძიების
დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ასევე 111 მუხლზე მითითება. მაგალითად
შვილმა მოკლა დედა თავში ნაჯახის ჩარტყმით. შვილის ქმედება დაკვალიფიცირდება 111 ,108-ე მუხლით.
დანაშაულის ამსრულებელი ანუ სუბიექტია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი.
დანაშაულის მსხვერპლიც გახლავთ ოჯახის წევრი. (სხვა პირის შემთხვევაში ჩვეულებრივი ძალადობა
იქნებოდა 126 მუხლით).
ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა), შედეგში (ტკივილი, ტანჯვა) და მიზეზობრივ
კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. შესაბამისად დანაშაულიც მატერიალური ანუ შედეგიანი
კატეგორიისაა.
სუბიექტური მხრივ მიზეზს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის
ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია (პირდაპირი და არაპირდაპირი).
(მაგ: გლდანის პოლ-ში მაკრატელი რომ გაუყარა ყელში)

You might also like