You are on page 1of 31

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და

თავისუფლებების წინააღმდეგ
მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა
მუხლი 142​1. რასობრივი დისკრიმინაცია
მუხლი 142​2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების
შეზღუდვა
მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა
მუხლი 144. მძევლად ხელში ჩაგდება

საგანი: სისხლის სამართალი


დანაშაული ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ
 აღნიშნული თავით გათვალისწინებული ნორმები მოქალაქეთა
პირადი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების
დაცვის სისხლისსამართლებრივ გარანტიას წარმოადგენენ.

 დაცვის ობიექტი - საქართველოს კონსტიტუციით


გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები.

 ქმედება - უმეტეს შემთხვევაში მოქმედება, ზოგჯერ როგორც


მოქმედება, ისე უმოქმედობა
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ
 დანაშაულთა ნაწილი მატერიალური შემადგენლობისაა ე.ი.
მათი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია
კანონით გათვალისწინებული შედეგის დადგომა.
 დანაშაულთა ნაწილი ფორმალური შემადგენლობისაა ე.ი.
ისინი დამთავრებულად ითვლებიან ქმედების ჩადენის
მომენტიდან და შედეგის დადგომას კვალიფიკაციისათვის
მნიშვნელობა არა აქვს.
 დანაშაულის ჩადენის ადგილს, დროს, ხერხსა და
საშუალებას უმეტეს შემთხვევაში განსახილველ
დანაშაულთა კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ
 ქმედების სუბიექტი - როგორც საერთო, ისე სპეციალური
(მაგალითად, განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება).

 სუბიექტური შემადგენლობა - უმეტეს შემთხვევაში


განზრახვა, ვხვდებით გაუფრთხილებლობასაც (შრომის
დაცვის წესის დარღვევა).

 მოტივსა და მიზანს უმეტეს შემთხვევაში ქმედების


დანაშაულად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა
აქვს
ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მ.
1 42)
ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების ობიექტი - ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა, რაც


განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და კონვენციებით.
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რაც გამოიხატება ადამიანთა
თანასწორუფლებიანობის დარღვევაში.
 უმოქმედობა - პირი სხვა რელიგიის წარმომადგენელს არ უწევს
საყოფაცხოვრებო მომსახურებას.
 მოქმედება - პირი დაბრკოლებების შექმნით სხვა რელიგიის
წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს
ტრანსპორტით.
ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მ.
1 42)

 ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას ადგილი აქვს


არა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, არამედ რაიმე ნიშნით
განსხვავებული პირის მიმართ.
 ეს ნიშნებია: ენა (მაგალითად, რუსულენოვანი), სქესი, ასაკი,
მოქალაქეობა, წარმოშობა, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი
ადგილი (მაგალითად, სოფლად ცხოვრების ნიშნით),
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, რელიგია ან რწმენა
(მაგალითად, მუსულმანი), სოციალური კუთვნილება, პროფესია,
ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა,
სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და
გამოხატვა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება ან სხვა ნიშანი.
ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მ.
1 42)
 შედეგი - ადამიანის უფლებების არსებითი ხელყოფა, ე.ი. მატერიალური
შემადგენლობა.
 არსებითი ხელყოფა - როგორც მატერიალური (ბაზრის მოვაჭრეები სხვა
ქვეყნის მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას გაყიდონ თავიანთი
საქონელი ამ ბაზარზე), ასევე მორალური (სხვა რელიგიის ან რწმენის
წარმომადგენლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ხელოვნებისა
თუ კულტურის მიღწევით) ზიანი.
 ხელყო თუ არა არსებითად ადამიანის უფლება თანასწორუფლებიანობის
დარღვევის ფაქტმა, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ მიყენებული
მატერიალური და მორალური ზიანის შეფასების შედეგად.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი და არაპირდაპირი
განზრახვა. მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ისინი ზეგავლენას
არ ახდენენ ქმედების კვალიფიკაციაზე
ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მ.
1 42)

 იგივე ქმედება:

 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - როგორც მოხელე ან


მასთან გათანაბრებული პირი, ასევე კერძო ორგანიზაციის
ხელმძღვანელი და როგითი მუშაკი (მაგალითად, სკოლის
დირექტორი, სტილისტი და სხვა);

 რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - შეიძლება გამოიხატოს კონფლიქტში,


საწარმოო პროცესის დიდი ხნით შეწყვეტაში, დიდ მატერიალურ
ზარალში, ტრანპორტის მოძრაობის გარკვეული დროით შეფერხებაში.
რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 დისკრიმინაცია - თანასწორუფლებიანობის დარღვევა, უფლებების შეზღუდვა.

 ქმედების ობიექტი - სხვადასხვა ერისა და რასის წარმომადგენელთა თავისუფლება


და თანასწორობა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო
სამართლის ნორმებით.

 დამატებითი ობიექტი - პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 რასობრივი დისკრიმინაცია გამოიხატება:

 ისეთ ქმედებაში, რომელიც ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი


მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და
ღირსების დამცირების მიზნით;
 რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით
ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვაში;
 რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით
ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებაში.
რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების,


ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით ჩადენილი
ქმედებაში - რომელიმე ერის ღირსების საჯარო დისკრემინაცია, რაც
გამოიხატება რომელიმე ერის დამცირებაში მიუღებელი ფორმით.

 მაგალითად, პირი საჯაროდ აცხადებს, რომ ეს ერი გამოირჩევა


გონებრივი სიჩლუნგვით, ამა თუ იმ ერის სულიერი სიწმინდეების
შეურაცყოფა, ამათუ იმ ერის კულტურული დაწესებულების მუშაობის
შეფერხება, ამა თუ იმ ერის კუთვნილი სასაფლაოების წაბილწვა.
რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 ადამიანის უფლებების პირდაპირი შეზღუდვა - კანონი,


რომელიც რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური
კუთვნილების ნიშნის მიხედვით პირს უკრძალავს ეკავოს
თანამდებობა საჯარო სამსახურში.

 ადამიანის უფლებების არაპირდაპირი შეზღუდვა - როდესაც


პირი პირდაპირ და აშკარად არ იზღუდება, მაგრამ სხვა
გარემოებების გამო თავისი უფლებების განხორციელების
შესაძლებლობა არ ეძლევა. (სკოლებში არ იღებენ
რომელიმე ერის წარმომადგენლებს).
რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების


ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება -
შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ.

 რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების


ნიშნით პირთა დაწინაურება სამსახურში, პრემიის გაცემა,
პრესტიჟულ მივლინებაში გაგზავნა, ანაზღაურების გაზრდა,
პრესტიჟულ დასასვენებელ ან სამკურნალო
დაწესებულებაში მიღება და ა.შ.
რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 შედეგი - ადამიანის უფლებების არსებითი ხელყოფა, ე.ი.


მატერიალური შემადგენლობა.
 არსებითი ხელყოფა - უნდა შეაფასოს სასამართლომ
ინდივიდუალურად.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი
განზრახვა.
 კონკრეტული მიზანი - ეროვნული ან რასობრივი მტრობის
ან განხეთქილების ჩამოგდება, ეროვნული პატივისა და
ღირსების დამცირება.
რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში


ძალადობით (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
დაზარალებულის სიკვდილი) ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით (მოკვლის, ჯანმრთელობის
დაზიანების მუქარა, რაც შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად
იარაღის დემონსტრირებით და ა.შ.).

 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.


რასობრივი დისკრიმინაცია (მ. 142 1

)
 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედება:

 ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ;

 რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა


მძიმე შედეგი (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, შუღლისა
და კონფლიქტის ჩამოგდება, შეიარაღებული შეტაკება).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
უფლებების შეზღუდვა (მ. 142 ​2)

 ქმედების ობიექტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის


უფლებები, რაც განსაზღვრულია კანონით ან/და საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით. დამატებითი ობიექტია - პირის
ჯანმრთელობა.
 დაზარალებული - მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
 ქმედება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით
ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული
უფლების განხორციელებაზე უარის თქმა (უარს ეუბნებიან უფასო
მგზავრობაზე, უარს ეუბნებიან ურიგოდ მიიღოს სამედიცინო
მომსახურება და სხვა).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
უფლებების შეზღუდვა (მ. 142 ​2)

 შედეგი - რამაც არსებითად ხელყო შეზღუდული


შესაძლებლობის მონე პირის უფლება, ე.ი. დანაშაული
მატერიალური შემადგენლობისაა.
 შეზღუდული შესაძლებლობის მონე პირის უფლების
არსებითი ხელყოფა - სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის
მორალური თუ მატერიალური ზიანის შეფასების გზით.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი და არაპირდაპირი
განზრახვა.
 მოტივი - პირის შეზღუდული შესაძლებლობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების
შეზღუდვა (მ. 142 ​2)

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი არაერთგზის;
 ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
 ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით (აქ
იგულისმება ნებისმიერი მუქარა და ძალადობა იმის
მიუხედავად, არის თუ არა იგი საშიში სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის);
 რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
თავისუფლების უკანონა აღკვეთა (მ.143)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:


 ქმედების ობიექტი - ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი
თავისუფალი გადაადგილების უფლება, დამატებითი ობიექტი -
სხვა პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა (როდესაც პირს არ უღებს

კარს და არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების


შესაძლებლობას).
 მნიშვნელობა არა აქვს დანაშაული ჩადენილია ღია ცის ქვეშ (პირის

ხეზე მიბმა) თუ დახურულ სივრცეში (ბინაში დამწყვდევა).


 დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის

მომენტიდან - სახეზეა ფორმალური შემადგენლობა.


თავისუფლების უკანონა აღკვეთა (მ.143)

 შეიძლება განხორციელდეს ადამიანის მოტაცებით - პირის


იძულებითი გადაადგილებით ერთი ადგილიდან სხვა
მიმართულებით (ქალის მოტაცება ქორწინების მიზნით).

 თავისუფლების უკანონო აღკვეთა - პირს ფაქტობრივად წართმეული


აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის
ხანგრძლივობას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს.

 იმ შემთხვევაში, თუ პირს ემუქრებიან არ გამოვიდეს სახლიდან,


წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავენ - უნდა შეფასდეს, როგორც
იძულება (სსკ-ის 150-ე მუხლი).
თავისუფლების უკანონა აღკვეთა (მ.143)

 თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია.

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა.

 თავისუფლების უკანონო აღკვეთად არ ჩაითვლება:


 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ქმედება, რომელიც კანონით
დადგენილი წესით აკავებს ან აპატიმრებს პირს;
 ცოლთან განქორწინებული მამის მიერ ბავშვის წაყვანა, თუნდაც მისი ნების
საწინააღმდეგოდ;
 მშობლის ან პედაგოგის ქმედება, როდესაც დროებით გამოკეტავს ბავშვს ოთახში
გაკვეთილების მომზადების მიზნით;
 მშობლის ქმედება, რომელიც დროებით გამოკეტავს სახლში შვილს ურჩობისათვის
და არ აძლევს მას ქუჩაში გასვლის საშუალებას..
თავისუფლების უკანონა აღკვეთა (მ.143)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით (დანაშავეს


თავისუფლებააღკვეთილი პირი საზღვარგარეთ გაჰყავს);
 უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო
სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ (უცხო ქვეყნის
ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელები, უცხო სახელმწიფოების
მეთაურები, სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები, აკრედიტირებული
დიპლომატები და სხვა).
 სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით
(როდესაც პირი მოწმეს აღუკვეთავს თავისუფლებას ან როდესაც პირი
სარდაფში გამოკეტავს ბინის მეპატრონეს).
თავისუფლების უკანონა აღკვეთა (მ.143)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (აუცილებელია, ორი პირი მაინც წინასწარი


შეთანხმებით აღასრულებდეს ამ დანაშაულს);
 არაერთგზის;
 ორი ან მეტი პირის მიმართ (პირი ერთიანი განზრახვით ერთდროულად ან დროის
მცირე ინტერვალის დაშორებით აღუკვეთს თავისუფლებას ორ ან მეტ პირს);
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან
უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
 სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (რომელმაც
შეიძლება გამოიწვიოს დაზარალებულის სიკვდილი) ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით (მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც
შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად იარაღის დემონსტრირებით და ა.შ.).
თავისუფლების უკანონა აღკვეთა (მ.143)

 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული


ქმედება:

 ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

 რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა


მძიმე შედეგი
მძევლად ხელში ჩაგდება (მ.144)

 ქმედების ობიექტი - ადამიანის პირადი თავისუფლება და


უშიშროება. დამატებითი ობიექტი - ადამიანის სიცოცხლე და
ჯანმრთელობა
 ქმედება - ადამიანის თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო
შეზღუდვა. შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური და
ფსიქიკური ძალადობით, რომელიც არაა საშიში სიცოცხლისა
და ჯანმრთელობისათვის (144-ე მუხლის პირველი ნაწილი)
ან რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
(144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი)
მძევლად ხელში ჩაგდება (მ.144)

 მძევლად ხელში ჩაგდება შესაძლებელია ძალადობის ან


მუქარის გარეშეც (პირის გამოკეტვა შენობაში, სადაც იგი
თავისი ნებით მივიდა).
 მძევლად ხელში ჩაგდება შესაძლებელია ფარულად ან
აშკარად (სხვების თანდასწრებით).
 მძევლის გათავისუფლება დამოკიდებულია იმაზე,
შეასრულებენ თუ არა მესამე პირები (ფიზიკური პირი,
საწარმო, ორგანიზაცია) დამნაშავის მოთხოვნას.
 მძევლად ხელში ჩაგდება თავისთავში მოიცავს
გამოძალვას და იძულებას.
მძევლად ხელში ჩაგდება (მ.144)

 ფორმალური დანაშაულია. დამთავრებულად ითვლება მევლად


ხელში ჩაგდების მომენტიდან.

 მძევლად ხელში ჩაგდება დენადი დანაშაულია.

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.

 სპეციალური მიზანი - მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ


ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის
მოქმედება.
მძევლად ხელში ჩაგდება (მ.144)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;


 არაერთგზის;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
 შვიდ დღეზე მეტი ხნით;
 ანგარებით (პირი ამ დანაშაულის ჩადენის ცდილობს მიიღოს
მატერიალური სარგებელი, თავი გაითავისუფლოს
მატერიალური ვალდებულებისაგან, ანდა სჩადის მას შეკვეთით).
მძევლად ხელში ჩაგდება (მ.144)
 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის,


არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
 უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო
სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
 სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით
ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
მძევლად ხელში ჩაგდება (მ.144)

 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით


გათვალისწინებული ქმედება:

 ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

 რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა


ან სხვა მძიმე შედეგი.

You might also like