You are on page 1of 8

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი),

წამება, წამების მუქარა,


დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა
(სსკ 143 პრიმა, 144 პრიმა მუხლები)

იოსებ ვარძელაშვილი

სამართლის დოქტორი,
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის
პროფესორი
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
(სსკ 143 პრიმა მუხლი)
ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო
გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით,
ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით,
შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო
მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით,
საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ
პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე
ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება,
გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება,
გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით.
არასრულწლოვნით ვაჭრობა
(ტრეფიკინგი)
(მუხლი 143 პრიმა 2)
არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის
მიმართ სხვა უკანონო გარიგების
განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება,
გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება,
ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა
მიღება ექსპლუატაციის მიზნით.
წამება
(სსკ 144 პრიმა მუხლი)

წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის


ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა,
რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან
ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ
ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და
რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების
ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან
იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის
მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი
ქმედებისათვის.
წამების მუქარა
(სსკ 144-ე პრიმა 2 მუხლი)
სისხლის სამართლის კოდექსის 144​
1
მუხლში აღნიშნული პირობების
შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა,
განხორციელებული იმავე მიზნით, თუ
ეს მუქარა არის რეალური და
იმწუთიერი.
დამამცირებელი ან არაადამიანური
მოყრობა
(სსკ 144 პრიმა 3 მუხლი)
პირის დამცირება ან იძულება,
არაადამიანურ, პატივისა და ღირსების
შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება,
რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ
ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
სასამართლო პრაქტიკა
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like