You are on page 1of 3

მუხლი 993.

ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები

1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა


პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან
წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას,


რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
ქონებრივი ზიანის მომტანი ცნობების გახმაურება
სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები
ცნობების გავრცელება
ზიანის ფაქტი ცნობების გავრცელების გამო
გამავრცელებლის ბრალი

სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები


ინფორმაცია უნდა იყოს არასწორი, სინამდვილესთან შეუსაბამო
ინფორმაცია უნდა შეეხებოდეს ფაქტებს და არა მოსაზრებას
გავრცელებული ცნობები უნდა იყოს ზიანის მიმყენებელი
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პირადი არაქონებრივი უფლებების
დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ადამიანის ღირსება
ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებას იცავს კონსტიტუციის მე-17 მუხლი.
პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პირად არაქონებრივ უფლებებს. მე-18
მუხლი გამოიყენება 993-ე მუხლთან ერთობლიობაში.
მე-18 მუხლის ფარგლებში პირს ეკისრება პირადი არაქონებრივი უფლების
დარღვევის აღმოფხვრა, ხოლო დამრღვევის ბრალეულობის შემთხვევაში, 992-ე
და 993-ე მუხლით მას ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც, ე.წ. მკაცრი
პასუხისმგებლობა
არაქონებრივ უფლებებს მოიხსენიებენ პიროვნულ უფლებებადაც, რომელიც
ღირსების, პატივისცემისა და ინდივიდის განვითარების უფლებისგან
წარმოშობილ უფლებას წარმოადგენს და რომელიც თითოეულ პირს (მათ შორის,
სახელმწიფოსაც) პატივისცემის მოვალეობას აკისრებს.
სამართალი პირად არაქონებრივ უფლებებს ქონებრივი უფლებებისგან , პირველ
რიგში, მათი ბრუნვაუნარიანობის ხასიათიდან გამომდინარე განასხვავებს.
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით
დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება,
პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების
საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ
ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს
საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.

პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების


ობიექტური შეფასება საზოგადოების მიერ, რომელიც პიროვნების მიმართ
საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს და იძლევა ინდივიდის
სოციალურ დახასიათებას, წარმოადგენს სოციალურ შეფასებას. კერძოდ,
პატივის განმარტებაში უნდა მოვიაზროთ პირის სოციალური პრესტიჟი,
პატივისცემა, რენომე, იმიჯი, საზოგადოების მხრიდან მის მიერ შექმნილი
გარკვეული ფასეულობის აღიარება და სხვ.

ღირსება თავად პიროვნების მიერ მორალური თუ სხვა თვისებების შეფასებას


წარმოადგენს. ესაა პირის შეხედულება, თუ როგორ აღიქმება პიროვნება
საზოგადოების თვალში და ის, თუ როგორ შეაფასებს თავად პიროვნება
საკუთარ საზოგადოებრივ მნიშვნელობას. ღირსების უფლება არ
გამომდინარეობს იქიდან, დააფასა თუ არა საზოგადოებამ პირი. იგი
წარმოადგენს ადამიანის განუყოფელ არაქონებრივ უფლებას, რომელიც
აბსოლუტური ხასიათისაა.

საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის


პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, ხოლო მის შელახვას
პირის აღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს. საქმიანი
რეპუტაციის ასეთი დეფინიცია კერძო პირის საქმიანობის საკითხს ეხება.
სახელმწიფო პოლიტიკურ, ასევე, თანამდებობის პირების, მათი საქმიანობის
ფარგლებიდან გამომდინარე, უფლების განმარტების აღნიშნული საშუალება
განსხვავებულად უნდა განიმარტოს.

არაქონებრივი უფლებები შეიძლება შეილახოს ცილისწამებით, ხოლო პირადი


ცხოვრების საიდუმლოების სწორი ინფორმაციის გავრცელების გზითაც თუ პირს ამ
ინფორმაციის გავრცელების უფლება არ ჰქონდა.
ცილისწამება ისეთი სახის განცხადებაა, რომელიც არსებითად მცდარი ფაქტის
შემცველ და სახელის გამტეხ ინფორმაციას შეიცავს. „სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, განცხადება არის
ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გავრცელდა ან მესამე პირს გააცნო მისმა
გამავრცელებელმა.

ცილისწამება

კერძო პირს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც


არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციუ ლი ორგანო.
წინაპირობები:
ფაქტების სიმართლესთან შეუსაბამობა; 2. გამოხატვის თავისუფლების
ფარგლების (თანაზომიერების პრინციპის) განსაზღვრა; 3. მიყენებული
ზიანის დადასტურება

საჯარო პირია სპეციალური კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირი, ასევე,


ყველა, ვისი აზრიც ან გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
წინაპირობები:
1. გასაჯაროებული ფაქტის სიმართლესთან შეუსაბამობას; 2. ზიანის დადასტურებ;
4. ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ აშკარა
ან უხეში დაუდევრობით გაავრცელა იგი, რამაც მცდარი ფაქტის შემცველი განცხ
ადების გავრცელება გამოიწვი
ცილისწამების გამომრიცხველი გარემოებები
პოლიტიკური დებატები, სახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულება;
სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადება;
უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით გაკეთებული განცხადება;
ფაქტების უცოდინრობა;
კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის

აზრში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება


განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისგან და რომლის
მართებულობა პირად შეფასებაზეა დამოკიდებული.
აზრი არ ექვემდებარება სისწორისა თუ მცდარობის მტკიცებას.
აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

ფაქტი რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. იგი არ შეიძლება


შეფასებით მსჯელობას შეიცავდეს.
ფაქტში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა
მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია.
ფაქტი არ არის დაცული აბსოლუტური პრივილეგიით

You might also like