You are on page 1of 7

პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია.

სხვა
უფლებები. პირადი არაქონებრივი უფლებები,
მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი.
ავტორი: ვახტანგ მაჭარაშვილი
პირადი არაქონებრივი უფლებები

არაქონებრივ უფლებებს მოიხსენიებენ პიროვნულ უფლებებადაც,5 რომელიც

ღირსების, პატივისცემისა და ინდივიდის განვითარების უფლებისგან

წარმოშობილ უფლებას წარმოადგენს და რომელიც თითოეულ პირს (მათ

შორის, სახელმწიფოსაც) პატივისცემის მოვალეობას აკისრებს


პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები

2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით


დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი
ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების


საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ
ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი
უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.
იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებები

● არაქონებრივი უფლებების უმეტესი კატეგორია ფიზიკურ პირს გააჩნია.


● იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებების შელახვის შემთხვევაში, უნდა
არსებობდეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის იმგვარი ფაქტი, რომ ეს
უკანასკნელი ვეღარ ახორციელებდეს თავის საქმიანობას.
● ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, მაგალითად,
თუ ვის მიმართ მოხდა განცხადების გაკეთება − იურიდიული პირის თუ მისი
დირექტორის.
არაქონებრივი უფლებების შელახვა
პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვად ჩაითვლება ისეთი განცხადების ან
ფაქტის გავრცელება, რომელიც მე-18 მუხლში ჩამოთვლილი არაქონებრივი
უფლებებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ერთად ხელმყოფია და რომელიც კანონის
ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას
შეიცავს.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება
❏ არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურება უშუალოდ
კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს.
❏ რაც, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, სპეციალური ნორმებითაც განისაზღვრება.
მაგალითად, „რეკლამის შესახებ“, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და სხვ.
❏ არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია,
თუ დამტკიცდა, ის, რომ შელახულია პირის პიროვნული უფლებები. ასეთი
ქმედება შეიძლება იყოს ცილისწამება და სხვ.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like