You are on page 1of 2

დანართი

სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სოციალური საქმიანობის


რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები


1. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება)
ნებართვის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია ჰყავდეს სოციალურ სამუშაოზე
პასუხისმგებელი პირი - სოციალური მუშაკი (შემდგომში - სოციალური მუშაკი).
2. სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც სოციალურ მუშაობას ატარებს
დაწესებულების პაციენტთან და რომელსაც აქვს „სოციალური მუშაობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

მუხლი 2. დაწესებულებაში სოციალური საქმიანობის ძირითადი პრინციპები


სოციალური მუშაკი ვალდებულია უზრუნველყოს დაწესებულებაში სოციალური
მუშაობის ჩატარება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა) ადამიანის უფლებების პატივისცემა;
ბ) სოციალური სამართლიანობა;
გ) თანასწორობა;
დ) დარგობრივი კომპეტენცია;
ე) თანაზომიერება;
ვ) ინდივიდუალიზაცია;
ზ) კეთილსინდისიერება;
თ პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა.

მუხლი 3. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები


1. საჭიროებისას (კონფლიქტი, ძალადობა, გაცნობიერებული გადაწყვეტილების
მიღების უნარის არ ქონა, სოციალურად დაუცველის სტატუსი და სხვ.), პაციენტის
სოციალური ანამნეზის შეგროვება, საჭიროებების განსაზღვრა, სოციალური
მუშაობის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება პაციენტის/მხადამჭერის უშუალო
მონაწილეობით.
2. საჭიროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უფლებების შესახებ ინფორმაციის
მიწოდება.
3. საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტისთვის კონსულტაციისა და
საგანმანათლებლო დახმარების გაწევა, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის
მხარდაჭერის/წახალისების, მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების
მიზნით.
4. დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან და ადმინისტრაციასთან და ასევე,
საჭიროებისას სხვა სფეროს სოციალურ მუშაკებთან კოორდინირებული
თანამშრომლობა.

მუხლი 4. სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები


1. სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენა დაუშვებელია.
2. სოციალურ მუშაკს ეკისრება იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის
ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის
ჩატარებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პაციენტი ათავისუფლებს სოციალურ
მუშაკს ამ ვალდებულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს
პაციენტის საუკეთესო ინტერესებს.

მუხლი 5. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია

სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, თუ მას აქვს სოციალური მუშაობის


სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის
აკადემიური ხარისხი ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი.

You might also like