You are on page 1of 8

ღია კითხვები

(1)საკუთრების უფლების შეზღუდვა და ჩამორთმევა:


თუ კანონმდებელი კონკრეტული სუბიექტის საკუთრების მიმართ მოქმედებს
მიზანმიმართულად, ინდივიდუალურად და კონკრეტულად, ეს არის საკუთრების
ჩამორთმევა.
თუ კანონმდებელი ზოგადად და აბსტრაქულად ადგენს რაიმე უფლებებს ან
ვალდებულებებს, ეს არის საკუთრების შეზღუდვა.
საკუთრების უფლების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს :
1.მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ;
2.მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ;
3.მხოლოდ კაონით დადგენილი წესით.
საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს ყოველი კანონი, რომელიც
დაავიწროვებს საკუთრების ცნებას.
საკუთრების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს :
1.მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ;
2.მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში ;
3.მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ;
4.მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია :
მხოლოდ ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, თუმცა ამ
დროსაც ჩამორთმევა შესაძლებელია :
ა)მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის
ბ)მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით

(2)საკუთრების ჩამორთმევა გადაუდებელი აუცილებლობისას,ვინ იღებს


გადაწყვეტილებას ?
გადაუდებელ აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს საქართველოს სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.

(3)რა არის გდაუდებელი აუცილებლობა


გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან
საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების,
ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

(4)პოზიტიური და ნეგატორული ასპექტი საკუთრების უფლებასთან მიმართებით


საკუთრების უფლების პოზიტიური თვალსაზრისით დაცულია საკუთრებით
სარგებლობა, ნეგატიური თვალსაზრისით, კი – მესაკუთრის უფლება, არ ისარგებლობს
თავისი საკუთრებით.

(5) ექსპროპრიაცია-ვინ იღებს გადაწყვეტილებას და რის საფუძველზე


ექსპროპრიაცია – ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ
სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის
იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების
დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და
სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

(6)ვის ენიჭება ექსპროპრიაციის უფლების


ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე
და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

(7)გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევა-ვინ იღებს


გადაწყვეტილებას
მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს
ექსპროპრიაციის უფლება.

(8)გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს:
ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;
ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;
გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის,
დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და
პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა
და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები;
ე) სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ვ) ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;
ზ) ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;
თ) ქველმოქმედების უფლებას;
ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;
კ) თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის,
აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და
სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი
უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი
გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, ადმინისტრაციული ოგრანოს გარდა.
(9)განსხვავება აზრის და სიტყვის თავისუფლებას შორის
აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით
ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან
საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
ხოლო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის
ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი
წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ

-(10)რა არის ცილისწამება და რა პასუხისმგებლობას იწვევს


ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის
მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება,

(11)პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის


პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის
ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის
განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ
განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

(12)ვარაუდის წესი-აზრის თავისუფლება


ვარაუდის წესი - იმ შემთხვევებში, თუ საქმე საზოგადოების განსაკუთრებული
ინტერესის საგანს ეხება, წინასწარ უპირატესობა ენიჭება აზრის თავისუფლებას.
ეს არ ნიშნავს, რომ აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება.
შესაბამისად, ვარაუდის წესი არ მოქმედებს როგორც აბსოლუტური უპირატესობის წესი.
აქედან გამომდინარე, თუკი დადგინდება, რომ გამონათქვამით შეგნებულად გავრცელდა
ცრუ ფაქტები და უხამსი კრიტიკით დაირღვა სხვა პირის კანონიერი უფლებები, მაშინ
შედარების შედეგად ღირსების/ზოგადი პიროვნული უფლების დაცვას შეიძლება
მიენიჭოს უპირატესობა, ხოლო, როდესაც გამონათქვამი ეხება საჯარო პირს ან
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხს და ხელს უწყობს საჯარო აზრის
ჩამოყალიბების პროცესს, აქ შედარება მაინც საჭიროა, მაგრამ, იმავდროულად, ვარაუდი
წინასწარ აზრის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გამოითქვას. ასეთი საკითხი
შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე თანამდებობის პირზე გავრცელებული
ინფორმაცია და შემდეგ მასზე განვითარებული საჯარო დისკუსია.

(13)პასუხისმგბლობა საჯარო პირის ცილისწამებისთვის


პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის
ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის
განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ
განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა
მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში
დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების
გავრცელება.
(14)კვალიფიციური პრივილეგია-აზრი თუ მოწოდება
აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით
ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან
საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;
მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს
გარკვეული ქმედების გამოწვევას.

(15)როდის არ იწვევს პასუხისმგებლობას ცილისწამება


ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია:
ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის
მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე,
პარლამენტის ან საკრებულოს, აგრეთვე მათი კომიტეტის სხდომაზე, პირის მიერ თავისი
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.

• პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან


არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა

(17)კვალიფიციური პრივილეგია და ცილისწამებისთვის


პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი
განცხადებისათვის, თუ:
ა) მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ
ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები
ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად;
ბ) იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და
დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს;
გ) მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით;
დ) მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ
განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს;
ე) მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ
მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი
ყურადღება.

-(18)მტკიცების ტვირთი ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას

-(19)განსხვავება აზრის გამოხატვას შორის 19 და 14 მუხლებს შორის

(20)აბსოლუტური და კვალიფიციური პრივილეგიები


აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება;
კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების
ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.
მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით.
-(21)პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა

(22)გამოხატვის თავისუფლების ამერიკული და გერმანული მოდელები


ამერიკული მიდგომა: აზრის გამოხატვას ენიჭება უპირატესობა სხვა უფლებებთან
კოლიზიის დროს - შეფასებითი გამონათქვამები ყოველთვის დასაშვებია,
მიუხედავად იმისა, შეურაცხმყოფელია ისინი თუ სხვა ძირითადი უფლებების
შემლახველი. დასაშვებია, ასევე, ფაქტები მათი სისწორის თუ მცდარობის
მიუხედავად. ერთადერთი გამონაკლისია, თუ მცდარი ფაქტები გადმოცემულია
შეგნებულად ან/და სიმართლე დაუდევრობის გამო არ დადგინდა.
შინაარსობრივი შემზღუდავი ფარგლების დადგენა დაუშვებელია.
გერმანული მიდგომა: უფლებების კოლიზიისას არცერთ სამართლებრივ სიკეთეს
წინასწარ დადგენილი უპირატესობა არ გააჩნია - სასამართო პრაქტიკის თანახმად
ყოველთვის გამოიყენება შედარების მეთოდი და თთოეული გადაწყვეტილება
ეფუნება გარემოებების შეფასებას. აზრის გამოხატვას არ გააჩნია განსაკუთებული
მდგომარეობა, ცალსახა უპირატესობა ძირითად უფლებებს შორის.
ნამდვილი ფაქტები: ნამდვილი ფაქტების შემთხვევში აზრის თავისუფლებას
თითქმის ყოველთვის ენიჭება უპირატესობა, მაგრამ გამონაკლისია, მაგ.:
ინტიმური სფერო, რომლის მიმართ, იგულისხმება, რომ არ არსებობს
საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი. შეხედულებები: აზრის გამოხატვის
თავისუფლებას უპირატესობა არ ენიჭება, როცა გამონათქვამით ილახება
ადამიანის ღირსება, როცა გამონათქვამი არის შეურაცხმყოფელი ან/და შეიცავს
უხამს კრიტიკას. დანარჩენ შემთხვევებში გამოიყენება შედარების მეთოდი.
(23)რწმენის დაცული სფერო რა ხარისხს უნდა აღწევდეს
იმისათვის, რომ ამა თუ იმ რწმენამ ევროპული კონვენციის საფუძველზე დაცვა
მოიპოვოს, იგი უნდა აღწევდეს დამაჯერებლობის, სერიოზულობის, სიმყარისა და
მნიშვნელობის განსაზღვრულ ხარისხს.

(24)შინაგანი და გარეგანი განზომილება,რწმენის თავისუფლება


შინაგანი განზომილება (forum internum) - გულისხმობს შინაგან თავისუფლებას,
რომელიც ხორციელდება თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროში,
შესაბამისად, იგი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმაა და არ უნდა
იქნეს შეზღუდული სახელმწიფოს ჩარევით; აზრისა და სინდისის თავისუფლება
მთლიანად მიეკუთვნება შინაგანი თავისუფლების სფე-როს, ხოლო რწმენისა და
აღმსარებლობის თავისუფლება – ნაწილობრივ.
შინაგანი განზომილება ირღვევა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ სანქციის
გამოყენებით სახელმწიფო აიძულებს ინდივიდს, უარყოს ესა თუ ის აზრი,
ფილოსოფიური მრწამსი, სინდისის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება,
თავისი რელიგია ან სხვაგვარი რწმენა, ანდა გახდეს რაიმე სხვა რელიგიის ან
რწმენის მიმდევარი. ადამიანი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი ჰქონდეს ესა
თუ ის რწმენა, რჩებოდეს მისი ერთგული, ანდა შეცვალოს იგი თავისი ნება-
სურვილის შესაბამისად სახელმწიფოს აგრეთვე არა აქვს უფლება, უკარნახოს
ადამიანს, თუ რომელი რწმენა გააჩნდეს, ანდა მოსთხოვოს მას, გაამჟღავნოს მისი
შეხედულებები თუ რელიგიური კუთვნილება.
გარეგანი განზომილება (forum externum) - ეს არის გარეგანი თავისუფლების
სფერო და მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებასთან, მათ
გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას. ეს არის ადამიანის
თავისუფლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, განკერძოებით ან
საქვეყნოდ, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით,
ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით. შესაბამისად, სახელმწიფოს
შეუძლია დააწესოს შეზღუდვები თუ რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების ესა თუ
ის ფორმა ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამგვარად, შეზღუდვებს ექვემდებარება
მხოლოდ თავისუფლების გარეგანი გამოვლინება – forum externum.

(25)ნეგატიური ასპექტი პირის მიერ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების


რეალიზაციისას
ნეგატიური რელიგიის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის უფლებას, უარყოს
ყოველგვარი რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი რწმენა ან არაფერი თქვას
მის შესახებ და არავის გაანდოს თავისი რწმენა.სახელმწიფო უშვებს რწმენის და
აღმსარებლობის უფლების მშვიდობიან განხორციელებას და არ ერევა
თვითნებურად

(26)შედარების მეთოდი ხელოვნების თავისუფლებაში


ხელოვნების თავისუფლებასა და სხვა ძირითად უფლებას შორის კონფლიქტის
შემთხვევაში გამოიყენება შედარების პრინციპი, რომლის მიხედვით ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული გარემოებების მიხედვით აწონ-დაწონილი
და შეფასებული უნდა იქნეს, თუ რომელ უფლებას მიეცეს უპირატესობა.
როცა ხელოვანი კრიტიკულად წარმოსახავს გარკვეულ პირს გამოიყენება
შედარების შემდეგი პრინციპი:
1. არის თუ არა ეს პიროვნება ხელოვანის მიე იმდენად თავისებურად
წარმოსახული მნიშვნელოვნად გაუცხოებული, რომ მისი ინდივიდუალურ-
კონკრეტული სახე გამოსახვის ფონთან შედარებით უკანა პლანზე გადადის და არ
იგრძნობა - ამ შემთხვევაში, ძირითადად, ხელოვნების თავისუფლებას ენიჭება
უპირატესობა.
2. წარმოსახა თუ არა ხელოვანმა ეს პიროვნება მაქსიმალურად სინამდვილესთან
მიახლოებულად და ამით ინტენსიურად ჩაერია მის ზოგად პიროვნულ უფლებაში
- ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ძირითადად, პიროვნულ უფლებას მიენიჭება
უპირატესობა.
(27)ხელოვნების თავისუფლების უფლების რეალიზაცია და ხელოვნების ნიმუშის
შექმნის ხარისხი,უხარისხობა
ხელოვანების თავისუფლების უფლების რეალიზაციის თანაბარი დონე
ხელოვნების ნიმუშის შექმნის ხარისხზე/უხარისხობაზე არ არის დამოკიდებული,
რადგან არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ღირებული და მაღალხარისხიანია
შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი. ხელოვნების თავისუფლებით დაცულ
სფეროში ხვდება აღმაშფოთებელი და არაესთეტიკური ნაწარმოებებიც, მაგ.:
სატირა, კარიკატურა...

(28)

You might also like