You are on page 1of 20

ადამიანის

თავისუფლებ

კონსტიტუციის მე-13
მუხლი
მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება
1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის
შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი
უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს
48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ
მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი
შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და
დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს
ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ
თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
ზოგადი ინფორმაცია
 კონსტიტუციის მე-13 მუხლი შედგება
თავისუფლებისა და საპროცესო (იუსტიციური)
უფლებებისაგან.
 კონსტიტუციის მე-13 მუხლი იცავს ადამიანის
თავისუფლებას მატერიალური და
პროცესუალური თვალსაზრისით.
 კონსტიტუციის მე-13 მუხლის ისტორიული
საფუძველია Habeas Corpus Act (1679 წ.).
 თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას
ასევე იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-5 მუხლი.
პერსონალური დაცული
სფერო
კონსტიტუციის მე-13 მუხლის
მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ
ფიზიკურ პირზე.
კონსტიტუციის მე-13 მუხლის
მოქმედება არ ვრცელდება
იურიდიულ პირზე.
საგნობრივი დაცული სფერო
 ადამიანის თავისუფლება (13.1)
 ადამიანის ფიზიკური თავისუფლება -
გადაადგილების თავისუფლება ვიწრო გაგებით.
 პირადი ხელშეუხებლობა (13.1) [Öcalan v. Turkey;
Nikolaishvili v. Georgia; Iskandarov v. Russia]
 უკავშირდება ფიზიკურ თავისუფლებას და შეეხება
თავისუფლების აღკვეთისას სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპის მოთხოვნების დაცვას -
განსაზღვრულობა, თანაზომიერება, თვითნებობის
აკრძალვა და ა. შ.
თავისუფლების აღკვეთის ან
პირადი თავისუფლების სხვაგვარი
შეზღუდვის წესი და პირობები

 სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე


თავისუფლების აღკვეთის ან
თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის
აკრძალვა (13.2);
 ადამიანის დაკავების აკრძალვა კანონიერი
საფუძვლის გარეშე და არაუფლებამოსილი
პირის მიერ (13.3).
 პირის უფლებები უშუალოდ დაკავების ან
დაპატიმრების შემდეგ
o დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლება
ინფორმაციაზე (13.4) წარმოიშობა პირის დაკავების ან
დაპატიმრებისთანავე და მოიცავს:
 უფლებების განმარტებას („მირანდას გაფრთხილება“) -
დუმილის უფლება, თვითინკრიმინაციისაგან დაცვის
უფლება, უფლება დამცველის დახმარებაზე;
 თავისუფლების შეზღუდვის ფაქტობრივი და
სამართლებრივი საფუძვლების განმარტებას.
o დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლება
ადვოკატის დახმარებაზე (13.4) წარმოიშობა პირის
დაკავების ან დაპატიმრებისთანავე და ექვემდებარება
აუცილებელ დაკმაყოფილებას.
 დაკავებული პირის უფლებები
 დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული
პირის წარდგენის ვალდებულება სასამართლოსათვის
განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა
(13.3) [საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის
#2/3/182,185,191 გადაწყვეტილება; Brogan a. O. v. UK];
 სასამართლოს ვალდებულება, პირის წარდგენიდან
24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება
მისი დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი
შეზღუდვის შესახებ (13.3);
 პირის დაუყოვნებელი გათავისუფლების
ვალდებულება, როდესაც სასამართლომ არ მიიღო
გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების ან
თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ (13.3).
 წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის უფლებები (13.5)
 უფლება წინაწარი პატიმრობის აქედვატურ ვადაზე (არა უმეტეს 9
თვისა), თავისუფლების პრეზუმფცია;
 უფლება წინასწარი პატიმრობის ვადის შემოწმებაზე [Toth v. Austria];
 შესაძლებლობის შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობიდან
გათავისუფლების უფლება.
 სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დააწესოს კანონით
მე-13 მუხლის დარღვევის დასჯადობა და განახორციელოს
ეფექტური გამოძიება (13.6) [Varnava a. O. v. Turkey].
 უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლება
კომპენსაციაზე - რეპარაციის ქმედითი უფლება (13.6) [Murray v.
UK]
 პირი უნდა იყოს უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული;
 უკანონოდ დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი უნდა დაადგინოს
სასამართლომ;
 უკანონო დაკავების ან დაპატიმრების შედეგად პირს უნდა მიადგეს
მატერიალური ან მორალური ზიანი.
ჩარევა დაცულ სფეროში
 ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობას არ
აქვს აბსოლუტური ხასიათი.
 განსხვავება თავისუფლების აღკვეთასა და
თავისუფლების შეზღუდვას შორის დგინდება
კონკრეტულ სიტუაციაში შემდეგი
კრიტერიუმებით [Amuur v. France; Guzzardi v. Italy]:
 ხელყოფის სახე;
 ხელყოფის ხაგრძლივობა;
 ხელყოფის ფორმა;
 ხელყოფის შედეგები.
 თავისუფლების შეზღუდვის სუბიექტური და ობიექტური
ელემენტები [Storck v. Germany]
 განსაზღვრულ, შეზღუდულ ადგილას დროის გარკვეულ
მონაკვეთში (ობიექტური ელემენტი) პირის თავისი ნების
საწინააღმდეგოდ ან ნების გარეშე (სუბიექტური ელემენტი)
შეკავება.
 დაცულ სფეროში ჩარევის მაგალითები:
 წინასწარი პატიმრობა;
 ადმინისტრაციული პატიმრობა;
 თავისუფლების აღკვეთა;
 შინაპატიმრობა;
 დახურულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება;
 დახურულ აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება;
 სპეციალური პოლიციური ზედამხედველობა
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.
ჩარევის კონსტიტუციურ-
სამართლებრივი გამართლება
 თავისუფლების აღკვეთის ან პირადი
თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-
სამართლებრივი გამართლების წინაპირობები:
 გამოყენების საფუძვლის არსებობა;
 გამოყენების შემთხვევებისა და პროცედურის
დადგენა კანონით (საკანონმდებლო საფუძველი);
 პროცედურის დაცვა;
 თვითნებობის აკრძალვა.
თავისუფლების აღკვეთის ან პირადი
თავისუფლების სხვაგვარად
შეზღუდვის საფუძველი
 მსჯავრდებული პირის დაპატიმრება [Ilascu and Others vs. Moldova
and Russia]
 აუცილებელია მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებასა და
დაპატიმრებას შორის;
 დაპატიმრება არ არის გამართლებული, თუ მსჯავრდება
წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უხეშად
უარის თქმას.
 დაკავება ან დაპატიმრება სასამართლო გადაწყვეტილების
შეუსრულებლობის ან კანონიერი ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფისათვის [Vasileva v. Denmark]
 თავისუფლების ამგვარ აღკვეთას არ შეიძლება ჰქონდეს
სასჯელის ხასიათი და უნდა იყოს თანაზომიერი.
 გამოძიებისა და პრევენციული პატიმრობა
 პირის დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი
სასამართლო ორგანოს წინაშე წარსადგენად, როდესაც
არსებობს მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის, მისი
ჩადენის შემდეგ მიმალვისა და მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის ხელის შეშლის დასაბუთებული
ვარაუდი;
 პირის დაკავება ან დაპატიმრება მის მიერ დანაშაულის
ჩადენის პრევენციისათვის, როცა დასაბუთებულად არის
მიჩნეული ამის აუცილებლობა [M. v. Germany; Al-Jedda v. UK].
 არასრულწლოვანის დაპატიმრება [Ichin a. O. v. Ukraine]
 მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის;
 უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე
წარსადგენად.
 პირის დაპატიმრება ინფექცური დაავადების
გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან სულით
ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და
მაწანწალის დაპატიმრება [Litwa v. Poland]
o ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ინტერესს;
o ემსახურება შესაბამისი პირის ინტერესს;
o ავადმყოფობის შემთხვევაში დაპატიმრების პირობები:
 სამედიცინო დასკვნა;
 სხვათაგან იზოლაციის აუცილებლობა;
 იზოლაციის ხანგრძლივობის დამოკიდებულება
ავადმყოფობის კვლავ არსებობაზე.
 დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში უნებართვო
შემოსვლის აღსაკვეთად, ასევე დეპორტაციის ან
ექსტრადიციის მიზნით [Riad and Idiab v. Belgium; Saadi v.
UK]
o ქვეყანაში უნებართვო შემოსვლის აღსაკვეთად
დაკავების ან დაპატიმრების წინაპირობები:
 მართლზომიერება;
 ქვეყანაში შემოსვლის აღკვეთის მიზანი;
 ქვეყანაში შემოსვლის ნებართვის არარსებობა.
o დეპორტაციის ან ექსტრადიციის მიზნით დაკავების
ან დაპატიმრების წინაპირობები:
 მართლზომიერება;
 პირის მიმართ დეპორტაციის ან ექსტრადიციის
პროცედურის მიმდინარეობა.
საკანონმდებლო საფუძველი
 თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებისა
და პროცედურების მარეგულირებელი
კანონის არსებობა, ხელმისაწვდომობა და
განსაზღვრულობა [Medvedyev and others v. France].

 თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებისა


და პროცედურების მარეგულირებელი
კანონის შინაარსობრივი, მატერიალური
შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
პროცედურის დაცვა
 სასამართლო დათქმის დაცვა;
 ძირითადი საპროცესო უფლებების დაცვა;
 კანონით გათვალისწინებული
პროცედურის დაცვა;
 სახეზე არ უნდა იყოს პროცედურის უხეში
და აშკარა ხელყოფა (მაგ.: დაპატიმრების
ბრძანების გამცემი სასამართლოს მიერ
უფლებამოსილების დარღვევა, დაცვის
მხარის იგნორირება, დაურეგისტრირებელი
პატიმრობა და ა. შ.) [Kurt v. Turkey].
თვითნებობის აკრძალვა
 თავისუფლების აღკვეთა ან პირადი
თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა
თვითნებურია თუ:
 სახეზეა საჯარო მოხელის მხრიდან მოტყუება და
არაკეთილსინდისიერება;
 მისი დანიშვნა და აღსრულება არ არის
შესაბამისობაში მისი გამოყენების მიზანთან და
საფუძველთან;
 არსებობს შეუსაბამობა მისი აღსრულების ადგილთან
და პირობებთან;
 ის არათანაზომიერია.
ლიტერატურა
 ირაკლი ბურდული, ევა გოცირიძე, თინათინ
ერქვანია, ბესარიონ ზოიძე და სხვები,
საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი.
თავი მეორე - საქართველოს მოქალაქეობა.
ადამიანის ძირითადი უფლებანი და
თავისუფლებანი, 2013, გვ. 128 – 153;
 კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი
უფლებები, 2019, გვ. 122- 136.

You might also like