You are on page 1of 13

ღია კითხვები

1 - რა არის უკანონო აბორტი? ვინ არის ამსრულებელი?

დანაშაულის ობიექტური მხარე მოქმედებას გულისხმობს,რაც გამოიხატება დედის


ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნაში,ორსულობის შეწყევტაში.

საქართველოში აბორტის კანონის გზით გაკეთება ნებადართულია. აბორტი უკანონოდ


ჩაითვლება ,როცა ის კეთდება კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების
საწინააღმდეგოდ.

აღსანიშნავია,რომ ორსულობის შეწყვეტის ხერხებს არ აქვს მნიშვნელობა იმისათვის,რომ


მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ. აბორტი შეიძლება გაკეთდეს ოპერაციის
გზით,ასევე მექანიკური ან ტოქსიკური ზემოქმედების ხერხით.

დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ანუ


დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნის-თანავე.

დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის ასაკს


მიღწეული ,ნებისმიერი ფიზიკური პირი,მათ შორის სამედიცინო პერსონალი,რომელიც
უკანონო აბორტს აკეთებს.

2 - თავისუფლების უკანონო აღკვეთა / მძევლად ხელში ჩაგდება.


(განსხვავება)

საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს,


რომ არავის არ აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეზღუდოს იგი პირის
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ობიექტური მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება გამოიხატოს როგორც


მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში (უფრო ხშირად იგი მოქმედებაში გამოიხატება).
უმოქმედობაში ჩადენილი ეს დანაშაული, როცა რომელიმე ბინაში ან დაწესებულებაში მყოფ
პირს არ უღებენ კარებს და არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას,რის
გამოც იგი იძულებულია დარჩეს ამ ბინაში თუ სადგომში. ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელობა არ აქვს დანაშაული ჩადენილი იქნება ღია ცის ქვეშ თუ დახურულ სივრცეში.
ამასთან დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის არაა საჭირო, ამ ქმედებას მოჰყვეს
რაიმე მძიმე შედეგი. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო
აღკვეთის მომენტიდან. ამდენად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა.

თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ


გარემოებებში.თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება მოხდეს ადამიანის მოტაცებით.
თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს
ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტლივ
მიედინება.ვინაიდან ეს დანაშაული დენადია , მისი დაწყებიდან ქმედების შეწყვეტის
მომენტამდე შესაძლებელია მასში როგორც თანაამსრულებლობა, ისე თანამონაწილეობა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს


მიღწეული პირი.

სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს


თუმცა აქვე უნდა გამოირიცხოს ის მიზანი, რაც ახასიათებს მძევლად ხელში ჩაგდებას.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს ანგარება,
ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა, შურისძიება და სხვა, რაც მხედველობაში იქნება
მიღებული სასჯელის დანიშვნისას.

ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერზოდ მისი ჩადენა ხდება


პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს
თავისუფლებას და სურს ეს.

მძევლად ხელში ჩაგდება - ამ დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის


ობიექტია ადამიანის პირადი თავისუფლება და უშიშროება. მსხვერპლი შეიძლება
იყოს ნებისმიერი პირი მიუხედავად ასაკისა. ობიექტურის მხრივ მძევლად ხელში
ჩაგდება ხორციელდება ადამიანის თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო
შეზღუდვით. იგი შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობით.
არის ფორმალური დანაშაული და იწყება ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების
მომენტიდან.
განსახილველი დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წელს
მიღწეული შერაცხადი პირი.
სუბიექტურ მხარეში იკვეთება განზრახვა, კერძოდ დანაშაულის ჩადენა ხდება
პირდაპირი განზრახვით. მძევლად ხელში ჩაგდება დამნაშავისათვის არის რაიმე
მიზნის მიღწევის საშუალება, სწორედ ამიტომ სუბიექტურ შემადგენლობაში შედის
სპეციალური მიზანიც.

3 - თავისუფლების უკანონო აღკვეთა / განზრახ უკანონო დაკავება


(განსხვავება)

საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს,


რომ არავის არ აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეზღუდოს იგი პირის
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ობიექტური მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება გამოიხატოს როგორც


მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში (უფრო ხშირად იგი მოქმედებაში გამოიხატება).
უმოქმედობაში ჩადენილი ეს დანაშაული, როცა რომელიმე ბინაში ან დაწესებულებაში მყოფ
პირს არ უღებენ კარებს და არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას,რის
გამოც იგი იძულებულია დარჩეს ამ ბინაში თუ სადგომში. ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელობა არ აქვს დანაშაული ჩადენილი იქნება ღია ცის ქვეშ თუ დახურულ სივრცეში.
ამასთან დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის არაა საჭირო, ამ ქმედებას მოჰყვეს
რაიმე მძიმე შედეგი. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო
აღკვეთის მომენტიდან. ამდენად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა.

თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ


გარემოებებში.თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება მოხდეს ადამიანის მოტაცებით.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს
ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტლივ
მიედინება.ვინაიდან ეს დანაშაული დენადია , მისი დაწყებიდან ქმედების შეწყვეტის
მომენტამდე შესაძლებელია მასში როგორც თანაამსრულებლობა, ისე თანამონაწილეობა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს


მიღწეული პირი.

სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს


თუმცა აქვე უნდა გამოირიცხოს ის მიზანი, რაც ახასიათებს მძევლად ხელში ჩაგდებას.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს ანგარება,
ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა, შურისძიება და სხვა, რაც მხედველობაში იქნება
მიღებული სასჯელის დანიშვნისას.

ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერზოდ მისი ჩადენა ხდება


პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს
თავისუფლებას და სურს ეს.

განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება


დანაშაულის ობიექტია ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობა.
პირის დაკავება უკანონოდ ჩაითვლება როცა არ არსებობს სსკ-ის ნორმებით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, როცა დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე
შუამდგომლობა არ წარადგინეს სასამართლოში, ანდა როცა დაკავებიდან გასულია 72
საათი და მოსამართლეს არ მიუღია გადაწყვეტილება პირის დაპატიმრების შესახებ,
პირი კი ისევ დაკავებულია.
პირის დაპატიმრება უკანონოდ ჩაითვლება როგორც საქართველოს კონსტიტუციის
ისე სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების დარღვევით პირის პატიმრობაში
ყოფნის შემთხვევაში. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია
სპეციალური პირი.
სუბიექტურის მხრივ ეს დანაშაული არის განზრახი, კერძოდ კი დამნაშავე მოქმედებს
პირდაპირი განზრახვით.

4 - სპორტულ შეჯიბრში სპორტსმენის დაზიანება

სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს რისკზე წასვლას


ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ აქაც უნდა გამოირიცხოს მოწინააღმდეგის
პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობისთვის. თუმცა, უნდა მოხდეს დიფერენცირება
სპორტის სახეების მიხედვით: ისეთი შეჯიბრი, როგორიც არის, მაგალითად, კრივი ან
ფეხბურთი, ავტომატურად დაკავშირებულია სხეულებრივ კონტაქტთან და ამ შეჯიბრების
მონაწილეების წინასწარი თახმობიდან გამომდინარე საერთოდ გამოირიცხება ქმედების
შემადგენლობა. ხოლო, ისეთი სპორტის სახეობის შემთხვევაში, სადაც არ არის აუცილებელი
სხვის სხეულთან კონტაქტი, მაგრამ მაინც მოხდება ჯანმრთელობის დაზიანება,
პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. (მაგალითად: ჭადრაკი)

5 - პაციენტის თანხმობა სამედიცინო ჩარევის დროს ექიმის


დასჯადობაზე.

6 - რაში გამოიხატება ქორწინების იძულება? (თემაში წერია)

7 - სქესობრივი კავშირის დროს თუ ერთი პარტნიორი თანახმაა


ცემაზე,ვინადან ეს მას მოსწონს,დაისჯება თუ არა მეორე პარტნიორი ?

მსგავსი სექსუალური პრაქტიკა საზოგადროებრივი ცნობიერების შეცვლის შედეგად არ


წარმოადგენს გასაკვირ და გასაკიც ქმედებას,როგორც ეს ადრე იყო. შესაბამისად,ამ დროს
რთულია ვინმეს პასუხისგებაში მიცემა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის,რადგან
არც საზ. მორალს ეწინააღმდეგება და არც დაზიანების ხარისხია სესაბამისად მაღალი.
ნაკლებად მძიმე დაზიანების დროს შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი,
ვინაიდან ამ ხარისხის დაზიანება,ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან არის
დაკავშირებული. რაც შეეხება ცემას და ძალადობას, დაზარაებულის თანხმობა შეიძლება
გამოვიყენოთ,როგორც პასუხისმგებლობის გამორიცხველი გარემოება.

8 - 146-ში ვინაა ამსრულებელი ?

სსკ-ის 146-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია.


კერძოდ ის, ვიცას კანონით უფლება აქვს მისცეს პირი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობაში. ეს არის პროკურორი,რომელიც ბოროტად იყენებს თავის
სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.

იმ შემთხვევაში,როცა მოსამართლე განზრახ უდანაშაულო პირს ცნობს ბრალეულად, მისი


ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა 146-ე ,არამედ 332-ე მუხლით.

9 - წამების მუქარა / წამებიც მცდელობა (განსხვავება)

10 - განსაცდელში მიტოვებისა და მკველობის მცდელობის


ურთიერთმიმართება.

განსაცდელში მიტოვება საფრთხის შემქმნელი დელიქტია და ითვალისწინებს


სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობას იმის
მიერ, ვისაც ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი სახმარება.

სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც


სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არა აქვს
მიიღოს ზომები ტავის დასაცავად. ეს მდგომარეობა შეიძლება განპირობებული იყოს
ავადმყოფობით, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და
პათოლოგიური პროცესებით, ადამიანის სხვადასხვაგვარი მოქმედებით და ა.შ.
მაშასადამე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის
ნებისგან დამოუკიდებლად ანდა დამნაშავის მოქმედებით, მაგრამ მისი განზრახვის
გარეშე. ამდენად განსაცდელში მიტოვების დროს დამნაშავე არ ეხმარება იმას, ვინც
უკვე იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში.

დანაშაულის სუბიექტური მხარე განზრახვას გულისხმობს. დამნაშავეს


გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ: ა) ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას თავი გადაირჩინოს. 2)
დაკისრებული აქვს მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ანუ
სამართლებრივი გარანტის ფუნქცია. 3) განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის
დახმარების გაწევა მისი შესაძლებლობების ფარგლებშია. დაუხმარებლობის მოტივი
სხვადასხვა შეიძლება იყოს, ამას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა აქვს.

სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტური შემადგენლობის


ფარგლებში განსაცდელში მყოფი ადამიანის სიკვდილის მიმართ პირდაპირი
განზრახვა გამორიცხულია. თუ პირს, რომელსაც ჰქონდა დახმარების სპეციალური
სამართლებრივი მოვალეობა, სურდა განსაცდელში მყოფის სიკვდილი ან
ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, მაშინ იგი
პასუხს აგებს მკვლელობის მცდელობისთვის.

განსაცდელში მიტოვებისათვის, რასაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში


მყოფი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისრება არა
128-ე მუხლით, არამედ სიცოცხლის განზრახ ან გაუფრთხილებლობით
მოსპობისათვის.

11 - რას ნიშნავს ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურეობაის


სარგებლობა?

აღნიშნული მუხლი მიმართულია იმ პირების დასჯადობისკენ, რომლებიც უშუალოდ არ


ახორციელებენ ადამიანთა ვაჭრობის შემადგენლობას, მაგრამ სარგებლობენ
დაზარალებულის ან მსხვერპლის მომსახურებით, დაზარალებულისა და მსხვერპლის
სტატუსები დგინდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლოის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე.

იმ შემთხვევაში როდესაც ამ მუხლის სუბიექტი სცდება მსხვერპლის მომსახურებით


სარგებლობის ფარგლებს და ექსპლუატატორი ხდება, მაშინ დამნაშავე ქმედების 143 3
მუხლით დაკვალიფიცირება მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება იქნებოდა ამ
დანაშაულისთვის დადგენილი ძალიან დაბალი სანქციის გამო, ამიტომ, მსგავსი ქმედება
ტეფიკინგად უნდა დაკვალიფიცირდეს. თუმცა, ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ ამ
ორი მუხლის ერთმანეთისგან გამიჯვნა არცთუ მარტივია. თუ მსხვერპლი გამოუვალ
მდგომარეობაშია და ის თუნდაც მცირე მომსახურებას უწევს მეორე პირს, რომელმაც წინარე
ტრეფიკინგის თაობაზე იცის, გამოდის რომ აღნიშნული გამოუვალი მდგომარეობით
სარგებლობს დამნაშავე და ისიც ექსპლუატაციას ეწევა. მომსახურებით მოსარგებლე პირი
სარგებლობს მსხვერპლის გამოუვალი მდგომარეობით და იღებს მისგან მომსახურებას,
ამიტომ მისი 143 3 მუხლით დასჯა არასამართლიანია. მსგავსი მუხლი ტრეფიკინგის მუხლის
შემადგენლობას უფრო შეესაბამება (იზულეის სხვა ფორმის გამოყენება, ძალაუფლების
ბოროტად გამოყენება) შესაბამისად სასაურველი კანონმდებლობის მიერ, სულ მცირე,
სანქციის გამკაცრება დაზარალებულის მომსახურების სარგებლობასთან მიმარვთებაში ან
საერთოდაც გაერთიანება ტრეფიკინგის მუხლთან.

გარდა ამისა, ნორმათა კონკურენციის საკითხი წარმოიშობა დანაშაულის


შეუტყობინებლობასთან. თუ ჩავთვლით, რომ 143(3)მუხლის სუბიექტი უშალოდ არ ჩადის
ტრეფიკინგს, არამედ ამას სხვა პირი ახორციელებს და მერე სიტუაციით სარგებლობს,
გამოდის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით მოსარგებლე პირი ამავდროულად
ახდენს დანაშაულის შეუტყობინებლობას (სსკ მუხ. 376) მიუხედავად ამისა, 143 (3) მუხლი
სპეციალურ შემადგენლობას ქმნის და დამატებითი კვალიფიკაცია 376-ე მუხლით არ არის
საჭირო.

თემები
1 - ქორწნების იძულება. სუბ და ობ მხარეები.

ობიექტური შემადგენლობა.

დაცული სამართლებრივი სიკეთეა ქორწინების თავისუფლება, რაც თავისთავად


ნების გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. დაქორწინებაზე უარის
თქმის იძულება სსკ-ის 150 პრიმა მუხლით არ ისჯება. ეს ცდება ნორმის შინაარს,
ამიტომაც აქაც 150-ე მუხლი გამოიყენება. არარეგისტრირებულ ქორწინებას რაც
შეეხება, მასში იგულისხმება ნებისმიერი ფაქტობრივი კავშირი, რომელიც მართალია,
ოფიციალურად, სახელმწიფოს მიერ შედგენილი წესების შესაბამისად კი არ
შემდგარა, მაგრამ თავისი არსით ქორწინება უდრის.

დანაშაულის ობიექტია ნებისმიერი პირი სქესის და ასაკის მიუხედავად. ქორწინების


იძულება უნდ აგაიმიჯნოს მაჭანკლობისგან. მაჭანკლობა არ გვაძლევს
სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. საბოლოო ჯამში ხო ქორწინება მაინც
ნებაყოფლობით ხდება.

კაზუსი: ქალბატონა ა-მ გაიგო, რომ ბატონმა ბ-მ ჩაიდინა საბანკო თაღლითობა და ამ
გზით დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. ა-ს დიდი ხანია სურდა ბ-ს შებმა, მაგრამ ბ-
ს ის არ მოსწონდა, ა-მ ისარგებლა სიტუაციით და ბ-ს დაემუქრა, თუ ჩემზე არ
დაქორწინდები, თაღლითობის შესახებ პოლიციას შევატყობინებო. ბ იძულებული
გახდა დათანხმებულიყო.

თუ პირიქით ხდება და პირს ვინმე პირდება, რომ ქორწინების შემთხვევაში მას


ბევრი ფულით, ქონებით ან სხვა არამატერიალური სიკეთით დააჯილდოვებს, არ
გვექნება იძულება.

ქორწინების იძულებისთვის გამოყენებული მუქარა უნდ აიყოს ისეთი ინტენსივობის,


რომ მსხვერპლის მხრიდან მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მისთვის ობიექტურად
თითქმის გამორიცხულია. რა თქმა უნდა იძულებაში ვერ მოვიაზრებთ უბრალოდ
ხშირ ტვინის ბურღვას დაქორწინების თაობაზე.

სსკ-ის 150 პრიმა მუხლი დამთავრებულია შედეგის დადგომის მომენტიდან-


ქორწინება ან არსებულ ქორწინებაში დარჩენა. ქორწინების იძულება სსკ-ის 150-ე
მუხლის სპეციალური შემთხვევაა, რითაც კანონმდებელმა მას სიმბოლური
დატვირთვა მიანიჭა და ცალკე იქნა გამოყოფილი. სანქცია სსკ-ის 150-ე მუხლთან
შედარებით მაღალია, რაც იმითაა განპირობებული, რომ ქორწინების იძულება
მსხვერპლისთვის ხანგრძლივ სამართლებრივ და პიროვნულ ვალდებულებებთან
არის დაკავშირებული და მისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა უფრო მეტია.

ქმედების განხორციელება შესაძლებელია იმ ფორმებით, რაზეც სსკ-ის 150-ე მუხლის


ფარგლებში უკვე ვისაუბრეთ. საინტერესოა ის რომ, სსკ-ის 151 პრიმა მუხლი
კრძალავს ქორწინების იძულებას და მასში არ ჩანს იქნებოდა თუ არა ამავე მუხლით
დასჯადი არსებული ქორწინების შენარჩუნების იძულება. ვინაიდან ქმედების
შემადგენლობაში საუბარია ქორწინების იძულებაზე და არა დაქორწინების
იძულებაზე, ეს გვაძლევს უფლებას, რომ აღნიშნული მუხლი განვმარტოთ უფრო
ფართოდ.

სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტურად ქმედების შემადგენლობისთვის ერთი მოსაზრებით საკმარისია


არაპირდაპირი განზრახვის არსებობა. დასჯადობისთვის მხოლოდ პირდაპირი
განზრახვის დადგენის აუცილებლობა პრაქტიკაში სირთულეებს შექმნიდა და
დაუსჯელი დაგვრჩებოდა შემდეგი კაზუსის მსგავსი შემთხვევები:

დედა აძალებს მის გოგოს ქორწინებას ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე და


ამავდროულად პირადად სულაც არ მოსწონს სასიძო. კერძოდ, მისთვის მთავარია
ოჯახის ინტერესების დაცვა და არა შვილის გათხოვების სურვილი.

პირდაპირი განზრახვის მომხრეები არაპირდაპირი განზრახვის არსებობას მხოლოდ


დანაშაულის განხორციელების საშუალებასთან მიმართებაში თვლიან საკმარისად,
შედეგთან მიმართებაში კი პირდაპირი განზრახვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

2 - წამების და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი


ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

3 - დანაშაულის პროვოკაცია

დანაშაულის პროვოკაცია სისხლის სამართლის კანონდმებლობაში ახალი ნორმაა.


მანამდე კი ასეთი ქმედების ჩამდენი პირი პასუხს აგებდა,როგორც დანაშაულის
წამქეზებელი. მაინც რითი განსხვავდება დანაშაულის პროვოკაცია და დანაშაულის
წაქეზება? ამ ორ ქმედებას აქვს როგორც საერთო ,ისე განმასხვავებელი ნიშნები.

საერთო არის ის რომ ორივე მათგანს შემთხვევაში პირი დაიყოლიებს სხვას


კონკრეტული დანაშაულის ჩასადენად. დაყოლიება შეიძლება მოხდეს
რჩევით,მოსყიდვით,მუქარით,აგიტაციით და ა.შ.

ხოლო განსხვავება არის ის ,რომ წამქეზებელს წამქეზებელს გამიზნული აქვს სხვა პირს
ცაადენინოს დანაშაული,მაგრამ არ სურს მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში
მიცემა. წამქეზებლის მოქმედება მიზ.კავშირშია დანაშაულებრივ შედეგთან, ხელყოფს იმავე
სიკეთეს ,რასაც ამსრულებელი. წამქეზებელი და ამსრულებელი მოქმედებენ საერთო
მიზნით. თანამონაწილეთა გაზრახვა მიმართულია დანაშაულებრივი შედეგის
განხორციელებაზე. პროვოკატორს კი არ სურს დანაშაულის ბოლომდ ემიყვანა,არ სურს
სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. მას სურს და მისი მიზანი ისაა ,რომ ამსრულებელი
ამხილოს დანაშაულის მომზადების ან მცდელობის სტადიაზე და მისცეს ის პასუხისგებაში.

პროვოკაციული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დანაშაულის


ჩასადენად. ამასთანავე,დანაშაულის ამსრულებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანაშაულის
სუბიექტის ყველა მოთხოვნას. (ასაკი,შერაცხადობა და ა.შ) . წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე
შუალობით ამსრულებლობასთან გექნება.

პროვოკაციად არ ჩაითვლება პირის ქმედება,როცა იგი სპეციალურად დადგება იმ


მოქალაქის გვერდით,ვისი მხილებაც სურს და გახსნილი ჩანთიდან საფულეს გამოაჩენს ,რომ
ამ პირმა მოიპაროს. პროვოკაცია იქნება ის ,თუ იგი ეტყვის, "მიდი ისარგებლე
მომენტით,საფულე ამოიღე"

აღნიშნული დანაჩაული დამთავრებულია,მაშინ როცა დაყოლიებული პირი დაიწყებს


დანაშაულის მომზადებას ან მცდელობას. თუ პირი პროვოკატორს უბრალოდ დასთანხმდა
დანაშაულის ცადენაზე,მაგრამ არც მცდელობას და არც მომზადებას ადგილი არ
ჰქონია,ითვლება რომ პროვოკატორმა მიზანს ვერ მიაღწია და მისი პასუხისმგებლობაში
მიცება სწორი არ იქნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა. როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს


პროვოკატორის ქმედება,თუ პროვოცირებულმა მხილებამდე მოასწრო დანაშაულის
სისრულეში მოყვანა? ამ პრობლემის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ისე ,რომ არ დაირღვეს
თანამონაწილეობის ინსტიტუტის მთავარი პრინციპები.

ამსრუელბელი არის ნებისმიერუ 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით,პირს უნდა ამოძრავებდეს სპეციალური


მიზანი - პროვოცირებულის პასუხისმგებლობაში მიცემა

4 - გენოციდი

გენოციდის საზოგადოებრივი საშიშროება გამოიხატება გენოციდის დანაშაულის


შემადგენლობაში მითითებულ ქმედებათა შედეგად განსაზღვრული ეროვნული,ეთნიკური,
რასობრივი, რელიგიური ან რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან
ნაწილობრივ მოსპობაში ან მისი მოსპობის საფრთხის შექმნაში. საქართველოს სსკ-ის 407-ე
მუხლის თანახმად, გენოციდის დანაშაულის ობიექტია კაცობრიობის მშვიდობისა და
ადამიანურობის საფუძვლები, ანუ ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა რაიმე
ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის უსაფრთხოების საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფის
ინტერესი. აღნიშნული დანაშაულის არსიდან გამომდინარე, დაზარალებულად გამოდიან
არა ცალკეული პირები ან ჯგუფის წევრები, არამედ მთლიანად ის ჯგუფები, რომელთა
მოსასპობადაც არის მიმართული ეს დანაშაული. ობიექტური ნიშნის მიხედვით დანაშაული
ფორმულირებულია, როგორც შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად ჩადენილი
ქმედება, მიმართული სათანადო ჯგუფისა და შობადობის სტადიაზე მათი შთამომავლობის
მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობისკენ. დანაშაულის შემადგენლობა აგებულია, როგორც
ჯგუფის განადგურების საფრთხის შექმნისკენ მიმართული ქმედება. აქედან გამომდინარე,
აღნიშნული მიზნის ფაქტობრივი მიღწევა სავალდებულო არ არის. მძიმე შედეგის დადგომა
გენოციდის შემადგენლობაშია გათვალისწინებული და სანქციის ფარგლებში ამძიმებს
დამნაშვის პასუხისმგებლობას. სსკ-ის 407-ე მუხლი აკონკრეტებს ეროვნული, ეთნიკური,
რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მოსპობის
სხვადასხვა საშუალებას. ესენია: 1.ჯგუფის წევრთა მკვლელობა; 2.მათი ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება; 3.ჯგუფისათვის ცხოვრების მძიმე პირობების განზრახ შექმნა მათი
მოსპობის მიზნით; 4.შობადობის ძალით შემცირება, რომლის განხორციელების ხერხი
სხვადასხვა შეიძლება იყოს; 5.ბავშვის იძულებით გადაცემა ერთი ეთნიკური ჯგუფიდან
მეორეში, როდესაც მშობელს ეკარგება შესაძლებლობა აღზარდოს შვილი სათანადო ჯგუფის
ცხოვრებისა და ბინადრობის პირობებში. გენოციდი დამთავრებულია კანონით აკრძალული
მოქმედების ჩადენის მომენტიდან, თუნდაც მისი მიზანი ვერ განხორციელდეს. სსკ-ის 407-ე
მუხლში მითითებული სიტყვები ,,მთლიანად ან ნაწილობრივ“ მიუთითებენ რაოდენობრივ
ასპექტზე. მსხვერპლია ან პოტენციური მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ამ დანაშაულის სუბიექტური ნიშანი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დანაშაულის
შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მისი მიზანი: შეთანხმებული გეგმის
განსახორციელებლად გარკვეული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან
ნაწილობრივ მოსპობა. გენოციდის დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ყველა ფიზიკური
შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. სსკ-ის 408-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროება იმაშ მდგომარეობს, რომ მისი
განხორციელება უდიდეს და გაუმართლებელ ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას,
რომლებსაც ბრალი არ მიუძღვით ომის დანაშაულში. ამ დანაშაულის ობიექტია როგორც
მშვიდობიანობის, ისე ომის წარმოების ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო
მოსახლეობის უსაფრთხოება, მათი საყოვეთაოდ აღიარებული უფლებები. დანაშაულის
ობიექტური მხარე ნორმის დისპოზიციაში საკმაოდ დაწვრილებით არის ჩამოყალიბებული:
ნებისმიერი ქმედება ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი
ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა
მასობრივი განადგურებით, დეპორტაციითა და სხვა ქმედებით, რომელიც კოდსის მუხლშია
მითითებული, ასევე სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს
ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას. 408-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის
საკმარისია თავდასხმის ფართომასშტაბიანობის ან კიდევ სისტემატურობის დადგენა. ორივე
ამ ნიშნის არსებობა დანასაულის კვალიფიკაციისთვის სავალდებულო არ არის.
ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ

დანაშაულში ობიექტური მხარის ერთ-ერთ ნიშნად მითითებულია სამოქალაქო მოსახლების


დეპორტაცია. დეპორტაციაში იგულისხმება სამოქალაქო მოსახლეობის იძულებითი
განდევნა და გადაადგილება თავიანთი კანონიერი საცხოვრებელი ადგილიდან.
ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული დამთავრებულია ზემოაღნიშნულ
მოქმედებათა ჩადენის მომენტიდან. დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ყველა შერაცხადი ფიზიკური
პირი.

5 - იძულება / მუქარა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები

იძულება

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლიდება პირის ფიზიკურ და პირის


ფსიქიკურ იძულებაში.

პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა,ხელების გაკავება ან სხვა


საგნის გამოგლეჯა, ცემა ,ჯანმრთელობის მუსუბუქი დაზიანება. მაგალითად მუშაკმა
დირექტორს გამოგლიჯა კალამი და დახია დოკუმენტი,რომლითაც მის მიმართ
დისციპლინური ღონისძიება უნდა განეხორციელებინათ.

ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი


შინაარსის(მოკვლა,ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ). ასევე შესაძლებელია მუქარა
მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი,ვისგანაც ითხოვენ გარკვეული სახის
ქმედების შესრულებას,ასევე მისი ახლობლისადმიც. მაგალითად პირს ემუქრებიან,რომ თუ
რაიმე ქმედებას არ შეასრულებს,შვილს მოუკლავენ.

აუცილებელი არ არის ის ქმედება,რის ჩადენასაც პირს აიძულებენ იკრძალებოდეს,


სამართლის ან მორალის ნორმით. ამგვარად ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მიზანია
პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზასნ დამნაშავემ,კვალიფიკაციისთის
მნიშვნელობა აქ აქვს.

მუქარა (სსკ 151-ე მუხლი)

საზოგადოდ ცნობილია რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეაიძლება


დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა
გამოთქმული.აზრის, იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას.

განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის


გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული
ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა
გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი
კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუტს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის
მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლის დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური


ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში.


უმოქმედობით ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია. მუქარა შეიძლება განხორციელდეს
წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, ტელეგრაფით, იარაღის
დემონსტრირებით. ასევე დამნაშავემ მუქარა შეიძლება შეუთვალოს ადამიანს სხვა პირის
მეშვეობით. მუქარად ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როცა დამნაშავე პირის ახლობლებტან
იმუქრება, რომ გადაწყვეტილი აქვს ამ პირის მოკვლა.

6-განსაცდელში მიტოვება/მკველობის მცდელობა


. წარმატებები ♣☺

You might also like