You are on page 1of 3

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების


შემდეგი შემთხვევები: 1) სს-პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ქმედითი
მონანიების გამო; 2)ვითარების შეცვლის გამო; 3)ბრალდებულის საგამოძიებო
ორგანოებთან თანამშრომლობის გამო; 4) ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სს-პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო. ქმედითი


მონანიების დროს სახეზე უნდა იყოს 5 პირობა კუმულატიურად: 1)დანაშაული
პირველად უნდა იყოს ჩადენილი; 2) მაქსიმალური სასჯელი არ უნდა იყოს 3 წელე
მეტი; 3) ნებაყოფლობით უნდა გამოცხადდეს ბრალის აღიარებით; 4) ხელი უნდა
შეუწყოს დანაშაულის გახსნას; 5)აანაზღაუროს ზიანი. აუცილებელია, ხუთივე
პირობა იყოს სახეზე. პირველად დანაშაულის ჩადენაში იგულისხმება
სამართლებრივად პირველი დანაშაული და არა ფაქტობრივად, ამიტომ
ნასამართ₾ობა გაქარწყლებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა ჩაითვლება პირველ
ჩადენად, თუმცა, შესაძლებელია ეს ნორმა სხვანაირადაც განიმარტოს და
ნასამართ₾ობის გაქარწყლების მიუხედავად, პირს არ ჩაეთვალოს პირველ ჩადენად
დანაშაულის. მაქსიმალური სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ანუ თუ
დანაშაულისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წელზე
მეტი ვადით, მაშნ პირი ვერ გათავისუფლდება. აქ იგულისხმება ისეთი
დანაშაულებიც, რომლებიც სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას ან
შინაპატიმრობას. ფაქტობრივად, საუბარია ნებისიერ სასჯელზე, საპატიმროს
შემთხვევაში - 3 წელზე ნაკლები. ნებაყოფლობით უნდა გამოცხადდეს ბრალის
აღიარებით - თუ დააკავა პოლიციამ, მაშინ ის ვერ გათავისუფლდება
პასუხისმგებლობისგან. თუ გამოცხადდა მუქარით ან იძულებით, არც ეს ჩაითვლება
ნებაყოფლობით გამოცხადებად. ნებაყოფლობითია გამომცხადება, როცა ეს ხდება
თავისუფალი ნების გამოხატვით. ხელი უნდა შეუწყოს დანაშაულის გახსნას -
დაეხმაროს გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებაში, მიაწოდოს ინფორმაცია და
სხვა. აანაზღაუროს ზიანი - თუ ობიექტურად არსებობს ზიანი. თუ ზიანი არ
არსებობს, მაშნ არ არის ეს პირობა სავალდებულო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია, რომ სს დევნა არ უნდა დაიწყოს,


ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს ქმედითი მონანიების გამო. მატერიალური
სისხლის სამართალი კი ამბობს, რომ შეიძლება გათავისუფლდეს. ასეთ დროს,
სავალდებულოა შეწყვეტა და პირის გათავისუფლება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია, რომ სასამართ₾ოს გამოაქვს


გამამტყუვნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისგან
გათავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათის პირმა განახორციელა
ქმედითი მონანიება. აქ არის ორი ხარვეი: განაჩენის გამოტანის მომენტისათვის პირი
ვერ განახორციელებს ქმედით მონანიებას, რადგან ქმედითი მონანიებისათვის
აუცილებელი მოქმედებები პირმა განაჩენის გამოტანამდე უნდა განახორციელოს,
პროცესის მიმდინარეობისას, და მეორე, თუ პირი განახორციელებს ქმედით
მონანიებას, მაშინ რა საჭიროა სასჯელის დანიშვნა. სასჯელისგან თავისუფლდება
მსჯავრდებული და პასუხისმგებლობისგან ბრალდებული (?). სასჯელისგან და
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება სხვადასხვა ცნებებია. სასჯელისგან
თავისუფლდება ის, ვისაც მიესაჯა სასჯელი და პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება ის, ვის მიმართაც ჯერ კიდევ განაჩენი არ არის გამოტანილი.ამიტომ,
არასწორია ,,სასჯელისგან გათავისუფლება’’. სწორია დევნის შეწყვეტა და
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

პასუხისმგებლობიგან გაავისუფლება ვითარების შეცვლის გამო არის


პრაქტიკულად მკვდარი ნორმა, რომელიც არ გამოიყენება პრაქტიკაში. კანონში
წერია, რომ თუ ვითარების შეცვლის გამო მიზანშეუწონელია პირის დასჯა, ის უნდა
გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, თუმცა რა იგულისხმება ამ ვითარების
შეცვლაში, კანონი არ აკონკრეტებს. ზოგადად, შეიძლება ასეთ შემთხვევად
ჩაითვალოს მაგალითად, რომ ომის დროს გარკვეული ქმედება იყოს აკრძალული,
მგ, ღამის 12 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა. შემდეგ დამთავრდეს ომი, გაიაროს
საშიშროებამ, შესაბამისად, შეიცვალოს გარემოება და ასეთი ქმედების ჩადენისთის,
მიუხედავად იმისა, რომ კოდექსით ქმედება არის დასჯადად გამოცხადებული,
ვთქვათ, რომ შეიცვალა ვითარება და ამის გამო მიზანშეუწონელია პირი დავსაჯოთ.
თუმცა, ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში არ გვქონია.

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება საგამოძიებო ორგანოებთან


თანამშრომლობის გამო. კანონმდებელი აქ მიუთითებს, რომ ბრალდებულის
საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის გამო, თუ მისი უშუალო ხელშეწყობით
მოხდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა,
სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს პირი
პასუხისმგებლობისგან, მათ შორის სამოქალაქო პასუხისმგებლობისგანაც. აქ
საუბარია დანაშაულის გახსნის ინტერესზე და პირის დასჯის ინტერესზე.
სახელმწიფოს ურჩევნია გახსნას სხვა დანაშაულები და გავიდეს სხვა კვალზე, ვიდრე
დასაჯოს პირი. მთავარია, პირმა მიაწოდოს განსაკუთრებული მნიშვნელობის
ინფორმაცია. (განსაკუთრებული თანამშრომლობა)

პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის


გამო. ხანდაზმულობის ვადა გამოინაგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან
ბრალის წაყენებამდე. მაგ, პირმა ჩაიდინა ქურდობა, სანამ ბრალს წაუყენებენ იქამდე
არის ხანდაზმულობის ვადა მნიშვნელოვანი. ბრალის წაყენების შემდეგ ეს ვადა აღარ
მოქმედებს. კოდექსით ხანდზმულობის ვადები გაწერილია შემდეგნაირად: ორი
წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომელიც ითვალისწინებს არაუმეტეს 2 წლით
თავისუფლების აღკვეთას. ანუ, როცა მუხლი ითვალისწინებს 2 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას, ამ დანაშაულის ჩადენიდან 2 წლის გასვლის შემდეგ პირი
უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან. ნაკლებად მძმე დანაშაულისათვის
ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. მძიმე დანაშაულზე - 10 წელი. სამოხელეო
დანაშაულებზე - 15 წელი. განსაკუთრებით მმე დანაშაულის შემთხვევაში - 30 წელი.
ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს ისეთ დანაშაულებზე, როგორც არის წამება,
წამების უქარა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. ეს გამოწვეულია
იმით, რომ ღირსების უფლება, რაც მოიცავს წამების აკრძალვას, არის აბსოლუტური
უფლება და მისი ხელყოფა დაუშვებელია.

კოდექსში არის ასეთი ანაწერი: საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობა


უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. აქ სახეზეა
საკანონმდებლო ხარვეზი, რადგან მსჯავრდებულის მიმართ ისედაც არ მოქმედებს
ხანდაზმულობის ვადა :დდ (ბრალის წაყენებამდე მიმდინარეობს ხანდაზულობის
ვადა). უნდა ეწეროს - საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა იმ
პირს, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული ითალისწინებს უვადო თავისუფლების
აღკვეთას, წყვეტს სასამართლო.

You might also like