You are on page 1of 24

სასჯელები არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების კოდექსის
მიხედვით II ნაწილი

მორის შალიკაშვილი
მერვე ლექცია
19.05.2022
სახელმწიფოს რეაგირება
არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ
დანაშაულზე
განრიდება/ განრიდება-
სისხლისსამართლებრივი დევნა (14 მედიაცია
წლიდან) 14-დან 21 წლამდე

თავისუფლების ჯარიმა;
სისხლისსამართლებრივი
აღკვეთა შინაპატიმრობა; დევნის შეწყვეტა;
ან საქ. უფლების სისხლისსამართლებრივი
ჩამორთმევა; დევნის განახლება
პირობითი მსჯავრი საზ. სასარგებლო შრომა
რა უნდა ვიცოდეთ სასჯელის დანიშვნის დროს?

 არასრულწლოვანთა დანაშაულის ნორმალურობა


 არასრულწლოვანთა დანაშაულის ეპიზოდურობა
 ნეირობიოლოგიური კვლევის შედეგები:
 ერთისმხრივ სასჯელი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური,
როდესაც იგი სოციალური კონტროლის სისტემაში
თავშეკავებულ ადგილს იკავებს [სახელმწიფოს მხრიდან
თავშეკავებულად გამოიყენება],
 ხოლო მეორე მხრივ ხაზი უნდა გაესვას მოზარდისთვის
შესაძლებლობის მიცემას საკუთარი დადებითი საქციელით
აღიდგინოს იმიჯი საზოგადოებაში.
არასრულწლოვნის სასჯელის მიზანი, ამკ, მუხლი
65

 არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის


მიზანია:

არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია

 რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არის არასრულწლოვანში


პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების
პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება,
არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და
სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება
საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად (ამკ - 3 მუხლი, 18)

 შეადარე პატიმრობის კოდექსის 116 მუხლს


მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში
საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა
თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და
პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
არასრულწლოვნის სასჯელის სახეები, ამკ, მუხლი 66

 არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია:


 ა) ჯარიმა;
 ბ) შინაპატიმრობა;
 გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
 დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
 ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №949); თავისუფლების შეზღუდვა
 ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

 სასჯელის სახეების გამოყენების უზენაესი სასამართლოს 2020 წლის


სტატისტიკა
ამკ, მუხლი 68 - ჯარიმა
 1.
არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი
შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან.
 2.
არასრულწლოვნისთვის ჯარიმის დანიშვნისას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი
მინიმალური ოდენობა ნახევრდება.
 სსკ,
42,2 მუხლი: ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000
ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის
შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის
მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი
საქმიანობიდან
 ვიწრო გაგება
 მხოლოდ „დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან“

 ფართო გაგება
 დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან და/ან ჯიბის
ფული

ჯარიმის გამოყენების სტატისტიკა 2015-2019 წლები უზენაესი


სასამართლოს 2019 წლის სტატისტიკა
ჯარიმის განუსაზღვრელობა

 კანონის განსაზღვრულობის პრინციპი


 ბრალდებულს არ შეუძლია განჭვრიტოს
ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა
სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მე-5 პრიმა მუხლი

 თუ არასრულწლოვანი გადახდისუუნაროა, სასამართლო ჯარიმის


გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს და მზრუნველს

 სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი


 ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი
 Nulla poena sine culpa - არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე

 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება 2011 წლის 11.07.


#3/2/416

 სსკ 42-ე მე-5 პრიმა მუხლის ჩანაწერი შეცვლილ იქნა 2016 წელს ამკ-ს
ამოქმედების შემდეგ!
ამკ, მუხლი 69. შინაპატიმრობა

 1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის


განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის
ვალდებულების დაკისრებას.
 2. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე
ვადით.
 3. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად
მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
 4. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა
აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას
ან სწავლის პროცესს.
 5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული
ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პრობაციის ეროვნული სააგენტო.
შინაპატიმრობის სამი ფორმა
 მსუბუქი
- წინასწარ განსაზღვრულ დროის
მონაკვეთში სახლში ყოფნა
 ნაკლებადმძიმე - წინასწარ განსაზღვრულ დროის
მონაკვეთში სახლის დატოვება
 მძიმე - უფლება არა აქვს დატოვოს სახლი
 პიონერები
1964 წელი - შვიტცგებელი
1983 წელი - ლოვი
კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემები

 თავისუფალი განვითარების უფლება


 მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება .

 პირადიცხოვრების - საცხოვრებლის
ხელშეუხებლობის უფლება

 თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება


შინაპატიმრობის გამოყენების
სტატისტიკა (პრობლემები)

 2017-2020 წლის უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა


 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №146
(მუხლი 12)
საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

 არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების


ჩამორთმევა ენიშნება 1-დან 3 წლამდე ვადით.
ამკ, მუხლი 71. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

 1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება


40-დან 300 საათამდე ვადით.
 ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4
საათს.
 2. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
შეცვლის ან მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო
მეტი ვადითაც დაინიშნოს. დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.
 3. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ისე უნდა
დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი
სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.
საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომის აღსრულების პრობლემატიკა

 შრომის პატივისცემა
 კრიმინალური მენტალობა
 არასაკმარისი უნარ-ჩვევები - ხელვაჩაურის განაჩენი
 მსჯავრდებულის დასაქმების შიში (სტიგმატიზირება)
 არასაკმარისი სერვისები
 აღსასრულებელი საათების რაოდენობა
მერვე და მეცხრე ლექციის ლიტერატურა
 მორისშალიკაშვილი/გივი მიქანაძე,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. მეორე
გამოცემა. 2016 წელი. გვ. 128-170.

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like