You are on page 1of 63

სასჯელის მიზნები

1) სასჯელის მიზნების შესახებ რა და რა თეორიები არსებობს?

შეფარდებითი, აბსოლუტური (კანტის და ჰეგელის), შემაერთებელი

2) აღწერეთ კანტის თეორია სასჯელის მიზნების თაობაზე.

სასჯელი შეეფარდება ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული . კანტის
მოძღვრება სამართლის დარგში უარჰყოფს სარგებლობათა რაიმე კრიტერიების
გამოყენებას. პრაქტიკული მოსაზრებები უცხოა მისთვის. სასჯელის შეფარდებისას
სახელმწიფო არ უნდა ხელმძღვანელობდეს უტილიტარული მოსაზრებებით . ადამიანი
თვითმიზანია - ვერ იქნება გამოყენებული რაიმე პრაქტიკული მიზნის
განსახორციელებლად. სასჯელი ვერ გამოიყენება რაიმე სიკეთის მისაღწევად (ადამიანის
რაიმე მიზნით გამოყენების დაუშვებლობა). ადამიანს სანივთო საგნის აღრევისგან იცავს
მისი პიროვნება (შესაძლო მოქალაქეობის დაკარგვითაც კი).

ადამიანი ისჯება მხოლოდ დანაშაულის ჩადენისთვის - ზნეობრივი კანონის


დარღვევისთვის.

კანტის შურისძიების თეორია ასახელებს 3 პუნქტს:

1. დამნაშავე ისჯება მისი ქმედებისთვის/ბოროტებისთვის (2) და 3) სასჯელის ზომა და სახე


დანაშაულის სიმძიმისა და სახის იდენტური უნდა იყოს.

3) აღწერეთ ჰეგელის თეორია სასჯელის მიზნების თაობაზე.

ჰეგელის თეორია სასჯელს უყურებს, როგორც დამნაშავის უფლებას - ჩვენ რომ


განვიხილავთ სასჯელს, როგორც დამნაშავის საკუთარ უფლებას, პატივს ვცემთ , როგორც
გონიერ არსებას. უპატივცემულობაა როცა თვით დანაშაულიდან არ ვიღებთ სასჯელის
ცნებას და საზომს. ნაკლებ პატივისცემაა როცა მას მხეცად აღვიქვამთ , რომელიც
საჭიროებს უვნებელყოფას ანდა როცა ვსჯით დაშინება - გამოსწორების მიზნით .

ანუ ეს თეორია სასჯელს ამყარებს მეტაფიზიკური სამართლიანობის მოთხოვნაზე ,


უარყოფს პრაქტიკულ მიზნებს, რადგან უტილიტარული მიზნით გამოყენება ამცირებს
ადამიანის გონიერ არსებას.

4) რას ნიშნავს ინდივიდუალური და კოლექტიური ნებისყოფის შეპირისპირება


ჰეგელის მიხედვით

ჰეგელის აზრით, სამართალი საერთო ნებისყოფაა რომელიც აღადგენს დარღვეულ


სამართალს. დანაშაული ინდივიდუალური ნებაა რაც არღვევს სამართალს . დანაშაულის
უარყოფაა სასჯელი - ეს უარყოფა კი სამართლის აღმდგენი საშუალებაა .

5) რას ნიშნავს სასჯელი, როგორც დამნაშავის უფლება, ჰეგელის მიხედვით

(კითხვა 3-ის მსგავსად) მესამეს პასუხი

6) რას ქადაგებენ სასჯელის მიზნების შესახებ შეფარდებითი თეორიები .


ეს თეორიები სასჯელს პრაქტიკულ მიზნებს უსახავენ - სასჯელი უნდა იძლეოდეს
საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის სასარგებლო შედეგებს. [უტილიტარული ]
თეორიები სასჯელს იყენებენ როგორც დანაშაულის ჩადენის საფუძვლით, ისე იმ მოტივით
რომ მისი გამოყენება სოციალურად სასარგებლო შედეგებს მოიტანს. აღიარებენ
მიზანშეწონილობის საწყისს.

7) რას ფიქრობდნენ პლატონი და სენეკა სასჯელის მიზნების თაობაზე .

პლატონი - სასჯელი არამხოლოდ დანაშაულისთვის არამედ იმისთვის უნდა გამოიყენონ


რომ არც ამ პირმა და არც სხვებმა არ ჩაიდინონ მსგავსი რამ მომავალში . სასჯელის
მიზანი დამნაშავის გამოსწორება, დაშინება, გამოუსწორებელ ბოროტმოქმედთა
უვნებელყოფაა.

პლატონის მსგავსად, სენეკა ამბობს: „გონიერი სჯის არა იმიტომ რომ ჩადენილია
დანაშაული, არამედ იმტომ რომ მომავალში არ ჩაიდნონ იგი“, „წარსულის წაშლა ხომ არ
შეუძლიათ, მომავალს კრძალავენო“.

8) რაზე უნდა იყოს დამოკიდებული სასჯელის სიმკაცრე ბეკარიას მიხედვით , რა არის


დანაშაულის ნამდვილი საზომი, რა ტერმინით მოიხსენიებდა ის სასჯელებს .

დაბრკოლება, რომელიც აკავებს ადამიანს დანაშაულის ჩადენისგან, მით უფრო ძლიერი


უნდა იყოს, რაც უფრო მნიშვნელოვანია დარღვეული სიკეთე და რაც უფრო ძლიერია
სტიმული დანაშაულის ჩადენისგან - უნდა არსებობდეს თანაზომიერება დანაშაულსა და
სასჯელს შორის. სასჯელებს ის „პოლიტიკურ დაბრკოლებებად“ მოიხსენიებს.
დანაშაულის ნამდვილი საზომი ის ვნებაა, რომელსაც ისინი ერს აყენებენ და არა ჩამდენი
პირის განზრახვა. ზოგჯერ დაბალი სურვილით სარგებელი მოაქვთ, ზოგჯერ საუკეთესო
განზრახვით ავნებენ საზოგადოებას.

9) რას ქადაგებს ბენტამის მოძღვრება სასჯელის თაობაზე.

სასჯელის მთავარი მიზანი დანაშაულის წინასწარი აცდენაა. სასჯელის ძალა , უნდა იყოს
იმაზე არა ნაკლები, რომ გადაწონოს დანაშაულისგან მისაღები სარგებლობის
ღირებულება. თუ ეს ძალა ნაკლებია, დანაშაული მაინც ჩადენილ იქნება და სასჯელს აზრი
ეკარგება.

დანაშაულისგან მოსალოდნელი სარგებლობა მოტივია, რომელიც იძლევა სტიმულს


დანაშაულის ჩასადენად. სასჯელის მოლოდინი კი შემაკავებელი მოტივია , რომელიც
თავისთავად ან სხვებთან ერთად ეწინააღმდეგება დანაშაულის მოტივს - აიძულებს პირს
რომ დანაშაული არ ჩაიდინოს.

10) რა არის სასჯელის მიზნები ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით


(იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მუხ. 39)

1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება


და დამნაშავის რესოციალიზაცია.
2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით,
რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე
პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და
საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით.
3. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების
დამცირება.

11) რა სახის სასჯელები არსებობს ქართული სისხლის სამართლის კოდექსის


მიხედვით (მუხ. 40)

1. სასჯელის სახეებია:
ა) ჯარიმა;
ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
დ) გამასწორებელი სამუშაო;
ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;
ვ1) შინაპატიმრობა;
ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა;
ი) ქონების ჩამორთმევა;
კ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
2. იურიდიული პირის სასჯელის სახეები განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი
ნორმებით.

რაში გამოიხატება თითოეული სასჯელი?

უფლებათა შეზღუდვაში

1) რომელია ძირითადი სასჯელი, რომელი დამატებითი, რომელია ძირითადიც და


დამატებითიც
ძირითადი: ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთა, გამასწორებელი
სამუშაოები, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა
დამატებითი: ქონების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვა
დამატებითი + ძირითადი: ჯარიმა, საქმიანობის აკრძალვა, საზოგადოებისთვის
სასარგებლო საქმიანობა, შინაპატიმრობა
2) რა არის თითოეული სასჯელის მინიმუმი ან მაქსიმუმი.
ჯარიმა: მინ - 500/2000
საქმიანობის აკრძალვა - 1-დან 5 წლამდე
საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა - 40-დან 800 საათამდე
გამასწორებელი სამუშაოები - ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით. ხელფასის
დაქვითვა ხუთიდან 20 პროცენტამდე
სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა: 3 თვიდან 2 წლამდე
შინაპატიმრობა: 6 თვიდან 2 წლამდე
ვადიანი თავისუფლების აღკვეთა - 6 თვიდან 20 წლამდე
იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვა: 1- დან 5 წლამდე
3) რომელ უფლებას ზღუდავს თითოეული სასჯელი
ქონებრივი: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი
შეზღუდვა, ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვა.
საქმიანობის მზღუდავი: საქმიანობის შეზღუდვა
თავისუფლება: ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთა, შინაპატიმრობა,
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა
4) ვის მიმართ არ შეიძლება იყოს გამოყენებული ცალკეული სასჯელები
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე
ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი,
საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
2. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური
დანაშაულის ჩამდენ პირს.
3. უვადო თავისუფლების აღკვეთა 60 წელს ზემოთ პირს არ ენიშნება.
5) რა შემთხვევაში ინიშნება სასჯელის უფრო მკაცრი სახე (მუხ. 53.1)
...სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც
ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის
განხორციელებას.

6) რას ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას (მუხ. 53.3)


სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ,
დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო
ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების
სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას,
პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით –
მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

7) რომელი გარემოებები ამძიმებს პასუხისმგებლობას (მუხ. 531)

1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის,


გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან
სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით
გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით,
განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით,
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი
გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
8) რომელი გარემოება ამსუბუქებს პასუხისმგებლობას (მუხ. 54)
თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით,
აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი
გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო
ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე
მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

9) რა შემთხვევაში შეიძლება მინიმუმზე დაბალი სასჯელის დანიშვნა? (მუხ. 55)


სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული
სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი
სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

10) რას ითვალისწინებს სასამართლო დაუმთავრებელი დანაშაულისთვის სასჯელის


დანიშვნისას (მუხ. 56) შეიძლება თუ არა ამ დროს დაინიშნოს უვადო თავისუფლების
აღკვეთა.

1. დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში


მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
4. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის
მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.

11) რას ითვალისწინებს სასამართლო თანამონაწილეობის დროს (მუხ. 57)

1. დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის


სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის
ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად,
მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
2. შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი
თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ
ამ თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დროს.

12) რა შემთხვევაში შეიძლება პირობითი მსჯავრის დანიშვნა და რა შემთხვევაში არ


შეიძლება (მუხ. 63)

1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო


უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
აღნიშნული წესი არ გამოიყენება ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
11. თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანის მიმართ ჩაიდინა ამ კოდექსის 137-ე
(გაუპატიურება), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) 139-ე (პირის
სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების
იძულება), 141-ე (გარყვნილი ქმედება) და 253-ე (პროსტიტუციაში ჩაბმა), 254-ე
(პროსტიტუციის ხელშეწყობა) 255-ე (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის
უკანონოდ დამზადება ან გასაღება) 2551 (არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული
ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და
გასაღებაში) 2552 (არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური
მიზნებისთვის) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, დანიშნული სასჯელის
სრულად პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.
2. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული,
დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.
3. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი
დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან,
სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს
პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით
მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი
დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

13) რა არის გამოსაცდელი ვადა და რა მოვალეობები შეიძლება დააკისროს სასამართლომ


მსჯავრდებულს გამოსაცდელ ვადაში (მუხ. 64-65)

მუხლი 64. გამოსაცდელი ვადა


1. ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის
დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის
მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული
(მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან
ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს
გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით
მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი
მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო
ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.) და 63-ე
მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს
გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი
დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა
თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს
არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას –
არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან
განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის
დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
2. ამ კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობისას (პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა
ან შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან,
თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული
სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს
ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე
გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის
საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება
მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.)
სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლისა.

მუხლი 65. მოვალეობის დაკისრება


პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია
მსჯავრდებულს დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის
გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა
იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს
განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის,
ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ
მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − აგრეთვე ძალადობრივი
დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების
კურსი. სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს სხვა მოვალეობაც, რომელიც
ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

სისხლის სამართლის კანონის მოქმედება სივრცეში, პირთა წრის მიმართ

1) რა სივრცეზე (ტერიტორიაზე) ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის


კანონი
კონტინენტური შელფი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სახმელეთო და
საზღვაო ტერიტორიები, საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი საჰაერო/საზღვაო
ხომალდი, საქართველოს საელჩოები საზღვრებს ფარგლებს გარეთ.
2) როდის ჩაითვლება დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად.
თუ ის დაიწყო, გაგრძელდა, შეწყდა ან დასრულდა საქართველოში - მაგალითად
საქართველოში დაწყებული დანაშაული სომხეთში რომ დასრულებულიყო და
პირიქით.
3) რა არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის ჩადენის ადგილი
ადგილი სადაც პირს უნდა ემოქმედა, ასევე სადაც უმოქმედობის შედეგი დადგა ან
პირის წარმოდგენით უნდა დამდგარიყო.
4) რა ჩაითვლება თანამონაწილის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილად
თანამონაწილისთვის დანაშაულის ადგილია ის როგორც ამსრულებლისთვის
დანაშაულის ჩადენის და შედეგის ადგილი, აგრეთვე იქ სადაც თანამონაწილეს
უნდა ემოქმედა უმოქმედობის შემთხვევაში ან მოქმედებდა. ასევე, იქ სადაც მისი
წარმოდგენით დანაშაული უნდა ჩადენილიყო. მაგალითად - უცხოეთში
ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე საქართველოში თუ ჩაიდენს დანაშაულს,
დაისჯება საქართველოს სისხლის სამართლით - მაშინაც თუ ქმედება
დანაშაულის ჩადენის ადგილას არაა დასჯადი.
5) როგორ წყდება უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლის
პასუხისმგებლობის საკითხი
ასეთ შემთხვევაში საქართველოს იურისდიქცია იმოქმედებს მაშინ, თუ პირს
მოხსნილი აქვს დიპლომატიური იმუნიტეტი ანდაც საერთაშორისო სისხლის
სამართლით.
6) რას გულისხმობს: აქტიური პერსონალობის პრინციპი.
იურისდიქცია ვრცელდება იმ დასჯადი ქმედების მიმართ, რომელიც ჩადენილია
საქართველოში, ქვეყნის მოქალაქის, ან საქართველოში მოქალაქეობის არ მქონე
პირის მიერ უცხოეთში (მისი დაბრუნების შემთხვევეაში არ მოხდება მისი
ექსტრადირება სსკ, 6 და კონსტიტუციის მე-13 მუხლებიდან გამომდინარე,
შესაბამისად თვითონ საქართველოში აღსრულდება სამართლებრივი
პროცედურები). ანუ სადაც არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული საქართველოს
მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე
პირმა, ის გასამართლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
7) დაცვის პრინციპი.
თუ კი დანაშაული (მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე) ჩადენილ იქნა საქართველოს
მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე
პირის მიმართ ანდაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ვრცელდება სისხლის
სამართლის ქართული იურისდიქცია.
8) უნივერსალობის პრინციპი.
აქ მოაზრებულია საერთაშორისო სამართლის დანაშაული - მნიშვნელობა არ აქვს
დანაშაულის ჩადენის ადგილს და ჩამდენის მოქალაქეობას. თუ საქართველოს
მოქალაქემ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ქართულ
სისხლის სამართალთან ერთად გასამართლდება საერთაშორისო
ხელშეკრულებითაც (თუ კი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია
საერთაშორისო ხელშეკრულებით). მაგალითად ომის დანაშაული.
9) მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი
ამ პრინციპის მიხედვით დანაშაულის ჩამდენი პირი სხვა სახელმწიფოს არ
გადაეცემა თუ:
იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის;
პირმა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არ ისჯება ქართული სამართლით;
თუ სხვა სახელმწიფო ამ დანაშაულისთვის სიკვდილით სჯის.
10) მოქმედებს თუ არა ორჯერ გასამართლების აკრძალვის პრინციპი
სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.
კი, სახელმწიფოთშორის მოქმედებს სპეც. შეთანხმებები: რომის სტატუტის მე-20
მუხლი, ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის - ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი. ევროკავშირის სამართლით კი
შენგენის შეთანხმების 54-ე მუხლი (ერთი და იგივე დანაშაულზე პირი ვერ
გასამართლდება ამ შეთანხმების წევრ სახელმწიფოში თუ მეორე სახელმწიფომ
პირი უკვე გაასამართლა კანონიერი განაჩენით, აღსრულდა ის, აღსრულების
პროცესშია ან განაჩენით აღსრულებას არ ექვემდებარება)

სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში, კანონის უკუძალა.

1) რომელი კანონით განისაზღვრება ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა (სსკ.


მუხ. 2)
იმ კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს
2) რა არის დანაშაულის ჩადენის დრო (სსკ. მუხ. 2) განგრძობადი დანაშაულის ჩადენის
დრო რა არის?
დანაშაულის ჩადენის დრო არის ის დრო, როცა მოქმედებდა ამსრულებელი ან
თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვს.
3) თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს, ქმედებისათვის რის გამოც დამნაშავე მას
იხდის, მოქმედებს თუ არა კანონის უკუძალა (სსკ. მუხ. 3)
ასეთ შემთხვევაში - სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის
სანქციის ფარგლებში.
4) რა შემთხვევაში აქვს უკუძალა სისხლის სამართლის კანონს (სსკ. მუხ. 3)
თუ სისხლის სამართლის კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან
ამსუბუქებს სასჯელს.
5) თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა,
რომელი კანონი გამოიყენება (მუხ. 3)
ყველაზე მსუბუქი
6) კონკრეტულ დანაშაულზე პირობითი მსჯავრის გაუქმებას თუ ექნება უკუძალა.
თუ კი პირმა ახალ კანონამდე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც პირობით მსჯავრს
გულისხმობდა, ახალი კანონით კი ასეთი მსჯავრი ამ ტიპის დანაშაულზე გაუქმდა,
მაშინ ამ პირის მიმართ არ იმოქმედებს პირობითი მსჯავრის გაუქმების უკუძალა.
7) რა ვადის გასვლის შემდეგ თავისუფლდება პირი სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან (მიუთითეთ მინიმუმი და მაქსიმუმი ვადები) (სსკ. მუხ. 71);
საიდან სადამდე იანგარიშება ხანდაზმულობის ვადა; რა შემთხვევაში შეჩერდება
ხანდაზმულობის ვადა (მუხ. 71)

მუხლი 71. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება


ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
1. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის
მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება
ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ1) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
გ2) ოცი წელი ამ კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
დ) ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
2. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.
3. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან
სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის
დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

8) რა პერიოდის განმავლობაში ითვლება პირი ნასამართლევად (სსკ. მუხ. 79.1)


რა ვადებში შეიძლება გაქარწყლდეს ნასამართლობა ნაკლებად მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის (სსკ. მუხ. 79.3 )
ვის შეუძლია მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა და რა შემთხვევაში (სსკ.
მუხ. 79.5)

მუხლი 79. ნასამართლობა


1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ
ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის,
დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების
საკითხის გადაწყვეტისას.
3. ნასამართლობა გაქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის
მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა –
სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის
მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
5. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი
თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის
გაქარწყლების ვადის გასვლამდე.

9) დაასახელეთ ე.წ. მოჩვენებითი დეკრიმინალიზაციის შემთხვევები (ტურავა) (როცა


ძველი ნორმა გაუქმდა, მაგრამ სინამდვილეში დეკრიმინალიზაცია არ მომხდარა)
მაგალითად, მუხლი ცილისწამების შესახებ, ან ქალის მოტაცება ქორწინების მიზნით
(დღევანდელობაში განიხილება როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა)
10) მოქმედებს თუ არა კანონის უკუძალა პირობითი მსჯავრის გაუქმების,
ნასამართლობის გაქარწყლების და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის
ხანდაზმულობის ვადის გაზრდის, პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადების
გაზრდის შემთხვევაში (ტურავა).
პირობით მსჯავრზე - მეექვსე კითხვის პასუხი მიკარნახე. და მერე ეს გააგრძელე
თუ კი გაჩნდა ნასამართლობის გაქარწყლების და სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ახალი ვადები ან ახალი წესი, ახალ კანონს
ექნება უკუძალა. მნიშვნელობა არ აქვს აუმჯობესებს თუ არა ის პირის მდგომარეობას.
ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს - მათ შორის
საკონსტიტუციოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (N1/1/428,447,459) - თუ
პირის მდგომარეობის გაუარესება ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მაშინ კანონს
უკუძალა არ აქვს. თუ ვადებში მოხდა - მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება.
პირობათ ვადამდე გათავისუფლებაზე - უკუძალა მხოლოდ მაშინ იქნება როცა კანონი
აუმჯობესებს პირის მდგომარეობას.
11) თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ კანონი შემსუბუქდა, მაგრამ პირისთვის
შეფარდებული სანქცია მინიმუმის და მაქსიმუმის ფარგლებშია, როგორ გადაწყდება
საკითხი.
ასეთ დროს სასჯელის საკითხი შეიძლება არ გადაისინჯოს, რადგან უკვე მოქმედებს
კანონის სანქციათა ახალ ფარგლებში.
12) რა შემთხვევაში შეიძლება სისხლ. სამ. კანონის ანალოგიის გამოყენება.
თუკი ის მოქმედებს პირის სასარგებლოდ - მაგალითად სისხლის სამართლის
კოდექსში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონიერი გარემოებების (32-ე
მუხლი) და ბრალის გამომრიცხველი ზეკანონიერი გარემოებების (38) შემოღება.

13) მოიყვანეთ პირის საზიანოდ ანალოგიის დაუშვებელი გამოყენების მაგალითი


ქურდობა (სსკ, 177) - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ელექტროენერგია არაა სხეულებრივი
საგანი, ანუ ნივთი - მისი მოპარვა კი არაა ქურდობა 177-ე მუხლის გაგებით. ამიტომ
პირი დენის მოპარვაზე ვერ გასამართლდება იმ არგუმენტით, რომ თითქოს ნივთის
მოპარვის ანალოგიური ქმედება მომხდარიყოს - ამიტომ აქ ანალოგია არ გამოიყენება.

დანაშაულის სისტემა

1) რა არის ქმედების შემადგენლობა


პირის მიერ ჩადენილი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის
შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან შესაბამისობა. ის არაა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთადერთი საფუძველი,
განსხვავებით ქართულ სამართალში არსებული ძველი მოდელისგან (სადაც ყველა
სუბიექტური და ობიექტური ნიშანი იყო შესული კონსტრუქციაში).
2) რა არის მართლწინააღმდეგობა
პირის მიერ ჩადენილი ქმედების წინააღმდეგობა კულტურის ნორმებისადმი და არა
ვიწროდ გაგებული სისხლისსამართლებრივი მართლწინააღმდეგობა
3) რა არის ბრალი
მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ - სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ
ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის და არა პირის ფსიქიკური
დამოკიდებულება ქმედებასა და დამდგარი შედეგისადმი, როგორც ეს ბრალის
ფსიქოლოგიური თეორიიდან გამომდინარე, გაბატონებული იყო ადრე ევროპულ და
საბჭოთა სისხლის სამართლის დოქტრინაში.
4) რა არის სისხლის სამართლებრივი უმართლობა
დანაშაულის სისტემაში მართლწინააღმდეგობისა და დანაშაულის ქმედების
ერთობლიობა.
5) სისხლის სამართლებრივ უმართლობას თუ გააჩნია ხარისხები
მართლწინააღმდეგობისგან განსხვავებით.
მისი მეტობა - ნაკლებობა შეიძლება განისაზღვროს სამართლებრივი სიკეთის,
ჩადენილი ქმედების ხასიათის, მიყენებული ზიანის და სხვა გარემოებათა მიხედვით -
ანუ სახეზეა ხარისხების არსებობა.
6) რატომ გამოირიცხება პასუხისმგებლობა ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო?
ქმედების მცირე მნიშვნელობის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება ხდება
ნორმით დაცულ სამართლებრივ სიკეეთეზე ორიენტირებული შეზღუდული
ინტერპრეტაციის გზით. არის თუ არა ასეთი ინტერპრეტაცია სისხლის სამართლის
კოდექსის კერძო ნაწილის შემადგენლობის კანონის სიტყვა - სიტყვით ტექსტთან
შესაბამისი, თუ იგი წარმოადგენს კანონის ტექსტის სიტყვა - სიტყვით მნიშვნელობის
„ტელეოლოგიურ რედუქციას“, არაა მნიშვნელოვანი, რადგან სისხლის სამართლის
კანონის საგარანტიო ფუნქცია არ გამორიცხავს ბრალდებულის სასარგებლოდ
„ტელეოლოგიური რედუქციის“ მეთოდის გამოყენებას.
7) რა შედის ქმედების ობიექტურ შემადგენლობაში
ა. ქმედების სუბიექტი (დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური/იურიდიული პირი)
ბ. ობიექტი (ქმედების შედეგად საფრთხე შეექმნა ან ზიანი მიადგა სისხლის
სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს)
გ. ქმედება და შედეგი
დ. მიზეზ - შედეგობრივი კავშირი (მიზეზობრიობის პირობათა თეორია)
ე. შედეგის ობიექტური შერაცხვა.
ვ. სხვა ობიექტური ელემენტები - დრო, ვითარება, საშუალება
8) რა შედის ქმედების სუბიექტურ შემადგენლობაში
ა. განზრახვა (ე.წ არაბოროტი განზრახვა) მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშე
(ფართო გაგებით). ეს ნიშნავს რომ განზრახ მოქმედების როგორც დანაშაულის
ჩამდენი ასევე ის ვინც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია. აქედან
გამომდინარე განზრახვა ბოროტად მას შემდეგ იქცევა თუ კი ბრალის ეტაპზე
დგინდება რომ პირს შეცნობილი ჰქონდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი
ფაქტობრივი გარემოებების არარსებობა სსკ, 36-ე მუხლის კანონის ანალოგიით.
ბ. სხვა სუბიექტური ელემენტები - მიზანი - (ქურდობის მაგალითი, სსკ, 177 - ნივთის
ფარული დაუფლება vs ნივთის დროებით სარგებლობისთვის დაუფლება - ეს არ
იძლევა ქურდობის / სხვა ხერხით გატაცების შემადგენლობას....)
გ. აქვე უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი ხასიათის შეცდომები
9) რა არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები
ა. აუცილებელი მოგერიება.
ბ. დამნაშავის შეპყრობა
გ. უკიდურესი აუცილებლობა
დ. მართლზომიერი რისკი
ე. სხვა გარემოებები - დაზარალებულის (სავარაუდო) თანხმობა, მოვალეობათა
კოლიზია.
10) რა არის ბრალის გამომრიცხავი გარემოებები
ა. ბრალუუნარობა (შეურაცხაობა) ასაკის (არ მისული 14 წლამდე) ან ფსიქიკური
მიზეზით (ფსიქიკის დროებითი მოშლილობა/ქრონიკული დაავადება)
ბ. შემცირებული შერაცხადობა - ბრალის შემამსუბუქებელი
გ. ბრძანების შესრულება
დ. სამართლებრივი შეცდომა/შეცდომა აკრძალვაში - როცა პირს ჩადენილი ქმედების
შემადგენლობა რაიმე გარემოებით შეიძლება გამართლებულად მიაჩნდეს.
ე. შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების ფაქტობრივ მხარეზე -
მაგალითად მოჩვენებითი მოგერიება.
ვ. სხვა გარემობები - ტრაგიკული კოლიზია, რომელიც შეიძლება საპატიებელ
მომენტად გამოხატული იყოს უკიდურეს აუცილებლობაში, მოვალეობათა
შესრულების შეუძლებლობაში..
11) რას ნიშნავს მძიმე, ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
ნაკლებად მძიმე - განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ხუთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთით. მაგალითად სსკ, 177 I და II ნაწილები
მძიმე - განზრახი დანაშაული 10 წლამდე ვადის აღკვეთით, ან გაუფრთხილებლობით
5+ წელი აღკვეთა. მაგალითად სსკ, 177 III და IV (ქურდობა მრავალგზის,
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და ასე
შემდეგ)
განსაკუთრებით მძიმე - განზრახი დანაშაული 10+ წლით ან უვადოდ თავისუფლების
აღკვეთა. მაგალითად სსკ, 108 (განზრახ მკვლელობა)
12) განმარტეთ თითოეული ქვემოთ მოყვანილი დანაშაულის სახე და მოიყვანეთ
მაგალითები:
1. შედეგგარეშე და შედეგიანი
შედეგგარეშე (ე.წ. ფორმალური) დამთავრებულად ითვლება აქტიური მოქმედების
ჩადენის (მაგალითად სსკ, 370 - ცრუ ჩვენების მიცემა) ან შესაძლო ქმედების
შეუსრულებლობის მომენტიდან (სსკ, 218 - გადასახადისგან თავის არიდება),
მიუხედავად შედეგის დადგომისა.
შედეგიანი (ე.წ. მატერიალური) - ობიექტური შედეგი დგება - მაგალითად
სამართლებრივი სიკეთის განადგურებით (სსკ, 108), ჯანმრთელობის დაზიანებით
(სსკ, 117 - ჯანმრთ. მძიმე დაზიანება) ან, სამართლებრივი სიკეთისთვის საფრთხის
შექმნით რომელსაც მძიმე შედეგი მოყვა (სსკ, 229.III - აფეთქება რომელმაც გამოიწვია
სხვისი სიცოცხლის მოსპობა/სხვა მძიმე შედეგი)
2. აბსტრაქტული და კონკრეტული საფრთხის დელიქტები,
კონკრეტული - როდესაც კანონი მოითხოვს კონკრეტული საფრთხის სიტუაციას (სსკ,
127 - სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება).
თუ კანონი სამართლებრივად არ ითხოვს კონკრეტული საფრთხის არსებობის
დადგენას, მაშინ ეს აბსტრაქტული დანაშაულია (სსკ, 280.I - ფრენის საერთაშორისო
წესის დარღვევა).
3. დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაული
დამთავრებული დანაშაული - დანაშაულის შემადგენლობის ყველა ობიექტური და
სუბიექტური ელემენტი სახეზეა - ასეთი ქმედება მომზადების და მცდელობის
სტადიებს გადის. (სსკ, 18.II დასჯადი მძიმე, ზოგი ნაკლებ მძიმე, განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულის მომზადება)
დაუმთავრებელი დანაშაული - შემადგენლობა მთლიანად არაა განხორციელებული -
მას არ აქვს დასჯადი სტადიები. კატეგორიის მიუხედავად განზრახი დანაშაულის
მცდელობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის ნორმით, კერძო
ნაწილის მუხლში სპეც. მითითების გარეშე (სსკ, 19.II).
4. წმინდა უმოქმედობითი და შერეული უმოქმედობითი
წმინდა უმოქმედობითი - დანაშაული მხოლოდ უმოქმედობით დგება (სსკ, 129 -
დაუხმარებლობა; 376 - დანაშაულის შეუტყობინებლობა).
შერეული უმოქმედობითი - შემადგენლობა კოდექსის კერძო ნაწილში
გათვალისწინებულია აქტიური მოქმედებით ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ
იმავე შემადგენლობით კვალიფიცირდება უმოქმედობაც. (სსკ, 109, „ე“ ქვეპუნქტი -
განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, არასრულწლოვანისა, შშმ
პირისა).
5. ძირითადი, კვალიფიციური და პრივილეგირებული შემადგენლობები.
ძირითადი - სისხლის სამართლებრივი უმართლობის ტიპიზირებული ფორმა (სსკ,
108)
კვალიფიციური - ამაღლებს უმართლობის ხარისხს (სსკ, 109 - განზრახ მკვლელობა
დამამძიმებელ გარემოებაში)
პრივილეგირებული - ამცირებს (სსკ, 110 - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით)
6. შეკვეცილი დელიქტები - კოდექსი ითვალისწინებს განზრახი დანაშაულის
შემადგენლობებს, რომლებიც მომზადების/მცდელობის სტადიაზე წარმოადგენს
სისხლის სამართლის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ დამთავრებულ
დანაშაულს. მაგალითად, სსკ, 404.I (აგრესიული აქტის/ომის დაგეგმვა/მომზადება),
224.I (ბანდიტური თავდასხმის მომზადება მყარი შეიარაღებული დაჯგუფების
(ბანდის) შექმნით, პირზე/ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით)
7. დენადი, განგრძობადი და არაერთგზისი დანაშაული.
დენადი (სსკ, 13) - დანაშაული იწყება მოქმედებით/უმოქმედობით და გრძელდება მის
აღკვეთამდე თვითონ დამნაშავის ან სხვა პირის (თუნდაც, სამართალდამცავი
ორგანოების) მიერ. მაგალითად სსკ, 143 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)
განგრძობადი (სსკ, 14) - შედგება ერთი/რამდენიმე დანაშაულებრივი აქტისგან
(ერთიანი მიზნით ან საერთო განზრახვით), რომელიც სისხლის სამართლის ერთი
მუხლის/მუხლის ნაწილით არის გათვალისწინებული. იგი დამთავრებულია
უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან და ყველა აქტი მიიღება ერთობლიობაში
ერთ დანაშაულად. მაგალითად სსკ, 177.IV.“ბ“ (ქურდობა ჩადენილი დიდი
ოდენობით - ღამღამობით თანხის ფარულად გატანის მაგალითი)
არაერთგზისი (სსკ, 15) - წინათ ერთ მუხლზე ნასამართლევი პირის მიერ (რომელსაც
ნასამართლობა ჯერ არ მოხსნია, ან არ გაქარწყლებია) იმავე მუხლით განმეორებით
დანაშაულის ჩადენა. თუ საქმე ეხება 2 ან მეტი მუხლით ჩადენილ დანაშაულს მაშინ
არაერთგზისობა დგება როცა ასეთი ჩანაწერი მითითებულია კერძო ნაწილის
რომელიმე მუხლში (სსკ, 177, შენიშვნა 2: „ამ კოდექსის 177-ე (ქურდობა), 178-ე
(ძარცვა), 179-ე (ყაჩაღობა), 180-ე (თაღლითობა), 181-ე (გამოძალვა), 182-ე (მითვისება
ან გაფლანგვა), 183-ე (განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული
ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით), 185-ე (ქონებრივი დაზიანება
მოტყუებით) და 186-ე (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული
ქონების შეძენა ან გასაღება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული
არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა
და ამ კოდექსის 224-ე (ბანდიტიზმი), 231-ე (ბირთვული მასალის, რადიოაქტიური
ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება), 237-ე
(იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან
გამოძალვა), 264-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის,
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის
ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა)
და 2861 (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა
ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით) მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაულის ჩადენა“.)
8. ზოგადი და სპეციალური დელიქტები
ა. სუბიექტის მიხედვით:
ზოგადი - დანაშაულის ჩადენა ნებისმიერი პირის მიერ შეიძლება.
სპეციალური - დამნაშავეთა წრე შეზღუდულია იმ რაიმე ნიშნით, თვისებით
რომლებითაც სხვა ადამიანებისგან განსხვავდებიან (მაგალითად სამოხელეო
დანაშაული).
ნამდვილი სპეციალური - სპეციალური თვისება აფუძნებს სისხლის სამართლებრივ
უმართლობას. მაგალითად სსკ, 332 (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება)
არანამდვილი (მოჩვენებითი) სპეციალური - აქ დანაშაულის ჩამდენს მისი
განხორციელება ძირითად ფორმაში შეუძლია. სპეც თვისება მხოლოდ დამამძიმებელი
გარემოებაა.
ბ. ქმედების მიხედვით, ზოგადსა და სპეციალურ დელიქტებს შორის უპირატესობა
სპეციალურს ენიჭება. მაგალითად სსკ, 276.V (ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა) სპეც ნორმაა სსკ, 116.I-თან (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით
მოსპობა) მიმართებით.

სისხლის სამართლის პრინციპები (შედარებითი მიმოხილვა, ძირითადი წყარო,


დოდონოვი, შედარებითი სისხლის სამართალი, 2009, რეზიუმირებული)
„პრინციპი“ ლათინური წარმოშობის ტერმინია და ნიშნავს პირველსაწყ ისას,
სახელმძღვანელო იდეას, ქცევის ძირითად წესს, რითაც ხელმძღვანელო ბენ პრაქტიკულ თუ
თეორიულ საქმიანობაში. ამგვარი საწყისები და მოსავალი იდეები: გამოხატულებას
პოულობენ საზოგადოების ნორმატიულ სისტემაშიც. ზნეობა, რელიგია, პოლიტიკა,
სამართალი (და ზოგიერთი სხვა გულისმობ: როგორც უზოგადეს, ისე თითოელისათვის
დამახასიათებელ სპეციფიკურ პრინცი პებს. აქედან ის დასკვნაც გამომდინარეობს, რომ
ამგვარ პრონციპებს ნორმატი ული ბუნება აქვთ და შესაბამისად სუბიექტს ავალდებულებენ,
მოიქცნენ მათი მოთხოვნის მიხედვით

თანამედროვე სამართლის თეორიაში სისხლის სამართლის პრინციპებად მოიაზრება


იდეოლოგიური, მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი საწყისები, რომლებიც
განსაზღვრავენ სამართლის ამა თუ იმ დარგის ან ქვედარგის ძირითად სტრუქტურას და
მიმართულებებს.

გასულ საუკუნეში სამართლის პრინციპები მხოლოდ სამართლის თეორიის ნაწილად


მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელდა მათი ფორმულირება
საკანონმდებლო აქტებში, როგორც კონსტიტუციურ ტექსტებში, ასევე სისხლის სამართლის
კოდექსებში. ზოგიერთი სისხლის სამართლის პრინციპი ასევე გამყარებულია ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი, 1998 წლის
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტი და სხვ.

სისხლის სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებია

1. კანონიერების პრინციპი
2. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი
3. ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი
4. არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის
პრინციპი.
5. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი
6. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი .
7. სამართლიანობის პრინციპი

დღეისათვის ქვეყნების შედარებით მცირე ნაწილის სისხლის სამართლის კოდექსებშია


ფორმულირებული სისხლის სამართლის პრინციპები, ეს ქვეყნებია (აზერბაიჯანი, სომხეთი,
ავღანეთი, კოლუმბია, ლიტვა, მოლდოვეთი, პარაგვაი, რუსეთი, სალვადორი, თურქეთი და
სხვ)

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კოდექსები, როგორიცაა მაგ.. აზერბაიჯანი, სომხეთი,


ბელორუსია, ყირგიზეთი, მოლდოვეთი, რუსეთი თურქმენეთი და უზბეკეთი ასახავენ ხუთ
ძირითად პრინციპს 1. კანონიერების პრინციპი 2. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, 3
ბრალუელი პასუხისმგებლობის პრინციპი 4. სამართლიანობის პრინციპი და 5. ჰუმანიზმის
პრინციპი.

ცალკეული ქვეყნების კოდექსებში ასევე გვაქვს მოცემული პირადი პასუხისმგებლობის


პრინციპი და პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპი (მოლდოვეთი). ასევე
სხვადასხვა ქვეყნების კოდექსებში გვხვდება ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის
პრინციპი (კოლუმბია, ნიკარაგუა, პანამა, პუერტორიკო, სალვადორი), სასჯელის
პროპორციულობის პრინციპი (კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, პუერტო რიკო, სალვადორი),
საზოგადოებრივი ზიანის პრინციპი (ანუ იგულისხმება, რომ დანაშაული უნდა იყოს
სოციალური ზიანის გამომწვევი), (კოლუმბია, ნიკარაგუა, პერუ,, სალვადორი).

კანონიერების პრინციპი
კანონიერების პრინციპი სისხლის სამართალში პირველად აღიარებული იქნა მე-18
საუკუნის განმანათლებელთა ნაშრომებში. იგი ფორმულირებული იქნა წესის სახით “არ
არსებობს დანაშაული და სასჯელი კანონის გარეშე” . თავის ნაშრომში “დანაშაულებისა და
სასჯელების შესახებ” ჩეზარე ბეკარია წერდა, რომ მხოლოდ კანონმდებელს შეუძლია
დაადგინოს სასჯელი დანაშაულისათვის.
აშშ-ში საკანონმდებლო დონეზე კანონიერების პრინციპმა პირველად აღიარება პოვა
მერილენდის შტატის 1776 წლის კონსტიტუციაში. ევროპის კონტინენტზე კანონიერების
პრინციპი პირველად იქნება გამყარებული საფრანგეთის 1769 წლის ადამიანის და
მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში სადაც ჩაიწერა შემდეგი: “მხოლოდ კანონს შეუძლია
დააწესოს სასჯელი რომელიც უნდა იყოს მკაცრად აუცილებელი და არავინ არ შეიძლება
დაისაჯოს ისეთი სასჯელით რომელიც არ არის გაწერილი დანაშაულის ჩადენამდე
გამოცემული კანონით”.

აუცილებელია აღინიშნოს რომ საერთო სამართლის ქვეყნებში კანონიერების პრინციპი


მოქმედებდა მნიშვნელოვანი დათქმით: დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება იქნეს
გაწერილი არა მხოლოდ კანონით არამედ საერთო სამართლით, ანუ სასამართლო
პრაქტიკით. სწორედ ეს ფაქტი იქნა მხედველობაში მიღებული როდესაც კანონიერების
პრინციპი აღიარებულ იქნა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, და აქ კლასიკური
ფორმულა „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ შეიცვალა უფრო ფართო ფორმულით
“არ არსებობს დანაშაული სამართლის გარეშე”. მაგალითად ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი პირდაპირ ადგენს:

2. არავის არ შეიძლება მსჯავრი დაედოს დანაშაულისათვის რაიმე ისეთი მოქმედების


ჩადენის საფუძველზე, ანდა ისეთი უმოქმედობისათვის, რომლებიც ჩადენის დროს არ
შეადგენდა დანაშაულს ნაციონალური კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ
შეიძლება აგრეთვე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის, რომელიც შეიძლებოდა
გამოძენებული ყოფილიყო იმ დროს, როცა ჩადენილ იქნა დანაშაული.

კანონიერების პრინციპის თანამედროვე სამართლებრივი გაგება უშვებს პირის დასჯას


მოქმედებისათვის რომელიც მისი ჩადენის დროს არ ითვლებოდა დანაშაულად ეროვნული
კანონმდებლობით თუმცა ითვლებოდა დანაშაულად საერთაშორისო სამართლით. ასეთი
მიდგომა იძლევა შესაძლებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს
სამხედრო დამნაშავეებს რომლებიც იშველიებენ ეროვნულ კანონმდებლობას საკუთარი
ქმედებების გასასამართლებლად როგორც ეს მოხდა მაგალითად ნიურბერგის პროცესზე.

თანამედროვე სამართლებრივი დოქტრინა კანონიერების პრინციპში მოიაზრებს შემდეგ


ელემენტებს:
1. სისხლის სამართლის კანონის ანალოგიით გამოყენების აკრძალვა
2. სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობა
3. მკაცრი სასჯელის უკუქცევითი ძალის აკრძალვა
4. პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე

დღეისათვის კანონიერების პრინციპი გამყარებულია მრავალი ქვეყნის კონსტიტუციასა და


სისხლის სამართლის კოდექსით. ზოგი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ
მიუთითებს რომ პრინციპი nullum crimen sine lege გულისხმობს არა მხოლოდ ეროვნულ
არამედ ასევე საერთაშორისო სისხლის სამართალს. მაგალითად ასეთია ხორვატიის
სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლი. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა
პირდაპირ მიუთითებს რომ დანაშაული შეიძლება იქნეს განსაზღვრული მხოლოდ
ეროვნული კოდექსით. ასეთია მაგალითად სომხეთის ბრაზილიის უნგრეთის კუბისა და
რუსეთის კოდექსები.
ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი როგორიცაა მაგალითად ყოფილი
საბჭოთა კოდექსები ლატვიისა და მონღოლეთის კოდექსები მიუთითებენ რომ ქმედების
დანაშაულებრიობა და დასჯადობა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ამ კოდექსით (მათ
შორის საქართველოს სსკ. მე-7 მუხლი). შესაბამისად გამოირიცხება ქმედების
კრიმინალიზაცია რაიმე დამატებითი კანონმდებლობით. ამ კუთხით განსხვავებული
მიდგომა აქვს საფრანგეთსა სადაც წვრილმანი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა
შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ კანონით არამედ კანონქვემდებარე აქტებით, ეგრეთ
წოდებული რეგლამენტით. ასევე განსაკუთრებული მიდგომა აქვს საერთო სამართლის
ქვეყნები სადაც და შორის შეიძლება განსაზღვრული იყოს არა მხოლოდ კანონით არამედ
საერთო სამართლის ნორმებით. თუმცა საერთო სამართლის ზოგიერთი ქვეყანა უარს
ამბობს ამ მიდგომაზე და დანაშაულებრივ ქმედებებს მხოლოდ კანონით შემოფარგლავს.
მაგალითად, ასეთია კანადა ახალი ზელანდია, აშშ ფედერალური და ზოგიერთი შტატის
კანონმდებლობა. კერძო სამართლით განსაზღვრული დანაშაულები შემორჩენილია
ინგლისში სიერა-ლეონეში და ზოგიერთ ყოფილ კოლონიაში. თუმცა ასეთი დანაშაულების
ჩამონათვალი უკვე დახურულია. ჯერ კიდევ 1972 წელს ლორდთა პალატამ დაადგინა რომ
და მოსამართლეებს აღარ აქვთ უფლება პრეცედენტის მეშვეობით შექმნან ახალი
დანაშაული.
მიუხედავად იმისა რომ საერთო სამართლის ბევრ ქვეყანაში ოფიციალურად უარი იქნა
ნათქვამი საერთო სამართალზე როგორც სისხლის სამართის წყაროზე, საერთო სამართალი
კვლავ გამოიყენება სისხლის სამართლის კანონმდებლობის განმარტებისათვის და
კონკრეტულად თითოეული დანაშაულის ნიშნების, ან სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების დადგენისას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სისხლის სამართალში კანონიერების პრინციპის ერთ-ერთი
გამოვლენა არის სისხლისსამართლებრივი ნორმების ანალოგიით გამოყენების აკრძალვა.
კანონი ანალოგიით სისხლის სამართლის კანონის გამოყენების აკრძალვა მოცემულია
მთელი რიგი სისხლის სამართლის კოდექსებში როგორიცაა აზერბაიჯანი ანდორა
ბელორუსია გვატემალა კოსტა-რიკა მონღოლეთი პანამა პერუ პორტუგალია რუსეთი
თურქეთი უკრაინა და სხვები. პანამის სისხლის სამართლის კოდექსით ანალოგია დაიშვება
ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 32 და 38 მუხლები სადაც საუბარია
პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ზეკანონურ გარემოებებზე პირდაპირ უშვებენ ანალოგიის
გამოყენებას პირის სასარგებლოდ.
ისეთ ქვეყნებში როგორიც არის გერმანია იტალია საფრანგეთი იაპონია, ანალოგიის
გამოყენება განისაზღვრება დოქტრინით ან სასამართლო პრაქტიკით.

ანალოგიის გამოყენების აკრძალვა მოცემულია ასევე საერთაშორისო აქტებში როგორიც


არის მაგალითად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო სტატუტი1.

ბოლო პერიოდში კანონიერების პრინციპის ელემენტად მოიაზრება ასევე პროცესუალური


კანონიერების პრინციპი რაც გამოიხატება იმაში რომ არავინ შეიძლება იქნეს ცნობილი
დამნაშავედ და და იკისროს სასჯელი თუ არ იქნა გამოტანილი სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი.

კანონიერების პრინციპის კიდევ ერთი გამოვლინება არის სისხლის სამართლის კანონის


განსაზღვრული ხასიათი. ამ პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს რომ დანაშაულის
შემადგენლობა გადმოცემული უნდა იყოს საკმარისად მკაფიოდ, რაც გამორიცხავს სისხლის
სამართლის კანონის თვითნებურ გამოყენებას. დღეისათვის სისხლის სამართლის კანონის
განსაზღვრულობის პრინციპს ადგენს ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართის კოდექსი
როგორიცაა ავსტრია ვენესუელა გვატემალა კოლუმბია თურქეთი ურუგვაი შვეიცარია და
სხვა. მაგალითად ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსი პირველი მუხლი ადგენს რომ
სასჯელი ან იძულების სხვა ღონისძიება შეიძლება დაწესდეს მხოლოდ სისხლის
სამართლის მკაფიო ნორმით. პანამის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლი ამბობს
რომ კანონმა სისხლის სამართლის ქმედება უნდა განსაზღვროს არაორაზროვნად.
კოლუმბიის სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლი ამბობს რომ კანონმა არა 202
მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის დანაშაული სტრუქტურული
ელემენტები.

კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი


შემდგომი პრინციპი არის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რომელიც წარმოადგენს
ზოგად კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპს, რომელიც
გამყარებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის 26-ე მუხლით. ასევე
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლით და მისი პირდაპირი ასახვა
სისხლის სამართლის კოდექსებში როგორც წესი არ ხდება.
კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს აქვს მთელი რიგი გამონაკლისები რომელთა
შორის უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს არასრულწლოვნები რომლებიც სარგებლობენ
განსაკუთრებული რეჟიმით სისხლის სამართლის სისტემაში. როგორც წესი სისხლის
სამართლის კანონმდებლობა არასრულწლოვნებისთვის განსაზღვრავს მსუბუქ სასჯელს და
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დამატებით საფუძვლებს.
რიგ სისხლის სამართლის კოდექსებში განსაკუთრებული რეჟიმით სარგებლობენ ორსული
ქალები და მეძუძური დედები ასევე ხანდაზმული პირები.
კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან როგორც წესი წინააღმდეგობაში არ მოდის
მკაცრი სასჯელის დაწესება რეციდივისტებისთვის. თუმცა ამ პრინციპთან შეიძლება

1
წინააღმდეგობაში მოვიდეს მომეტებული სასჯელის დაწესება სხვა გარემოებების გამო
როგორიც არის მაგალითად ოჯახური სტატუსი. მაგალითად იაპონიის უზენაესმა
სასამართლომ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების ფარგლებში
არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლი რომელიც
ითვალისწინებს გაზრდილ სანქციას მშობლის მკვლელობისთვის.

ბოლო პერიოდში მრავალი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება


რომლითაც გაუპატიურება აღარ არის დამოკიდებული ქალსა და მამაკაცს შორის
ბიოლოგიურ განსხვავებაზე და განიმარტება როგორც სექსუალური ხასიათის შეღწევა.
თუმცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში გაუპატიურება კვლავ განიმარტება
ტრადიციულად როგორც სქესობრივი კავშირის დამყარება მამრობითი სქესის დამნაშავის
მიერ მდედრობითი სქესი დაზარალებულთან.

ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი

მნიშვნელოვან სისხლისსამართლებრივ პრინციპს წარმოადგენს ბრალეული


პასუხისმგებლობის პრინციპი რომელიც გულისხმობს იმას რომ ადამიანს პასუხისმგებლობა
შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ბრალეული ქმედებისთვის. ეს პრინციპი მხოლოდ
ცალკეულ კოდექსებში არის სპეციალურად ფორმულირებული მაგალითად ასეთია
ბოლივია კოლუმბია მექსიკა ნიკარაგუა პანამა პოლონეთი სალვადორი და სხვა. ზოგიერთი
ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსებში ეს პრინციპი გულისხმობს ობიექტური შერაცხვის
გამორიცხვას. მაგალითად ობიექტური შერაცხვა საგანგებოდ არის აკრძალული
აზერბაიჯანის სომხეთის ბელორუსის რუსეთის ასევე კოლუმბიის ნიკარაგუის სალვადორი
სისხლის სამართლის კოდექსებში.
ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს აქვს გამონაკლისი ზოგიერთი ქვეყნის სისხლის
სამართლის სისტემაში სადაც არსებობს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის ინსტიტუტი
ეგრეთ წოდებული strict liability. ასეთი ინსტიტუტი მოქმედებს უფრო ხშირად მსუბუქ
(რეგულაციურ) დანაშაულებზე, მაგ, გარემოს დაბინძურება, არასრულწლოვანზე
ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა, სადაც პროკურატურას აღარ უწევს სუბიექტური
ელემემენტის მტკიცება.

პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი


ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსებში ბრალეული პასუხისმგებლობის
პრინციპისგან ცალკე გამოიყოფა პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი. მაგალითად
როგორიცაა სომხეთისა და ნიკარაგუის სისხლის სამართლის კოდექსები. პირადი
პასუხისმგებლობის პრინციპი გამყარებულია იტალიის კონსტიტუციის 27-ე მუხლით.
დოქტრინის ნაწილი მიიჩნევს რომ ეს პრინციპი კრძალავს სხვისი ქმედებისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას, ასევე იურიდიული პირების სისხლის
სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კოლექტიური დასჯას.
პირადი პასუხ. პრინციპთან დაკშირებით უნდა აღინიშნოს რომ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონალურია. დანაშაულში თანამონაწილეობისას ადგილი
აქვს ბრალის განსაზღვრულ ერთიანობას ანუ თანაბრალეულობას., მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ დანაშაულსი თანამონაწილეობისთვის პასუხისმგებლობა სოლიდარული ან
კოლექტიურია. საქმე ისაა, რომ დანაშაულში თითოეული თანამონაწილე სხვასთან
თანაბრალეულობის მიუხედავად პასუხს აგებს საკუთარი ბრალის ხარისხის მიხედვით

სამართლიანობის პრინციპი

სამართლიანობა წარმოადგენს მორალურ სამართლებრივ კატეგორიას რომელიც სისხლის


სამართალში ორ ასპექტს მოიცავს: პირველი ეს არის სისხლის სამართლის კანონის
სამართლიანობა და მეორე არის სასჯელის სამართლიანობა რომელიც პირს ენიშნება
სასამართლო განაჩენით. სამართლიანობის პრინციპის საკანონმდებლო აღიარება გვხდება
პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითად აზერბაიჯანის ბელორუსის ტაჯიკეთის რუსეთის
ფედერაციის კოდექსებში.
ზოგიერთი ქვეყნის კოდექსში სამართლიანობის პრინციპს ეწოდება სამართლიანობის და
ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი. (მაგალითად სომხეთი).
ყველა იმ კოდექსში რომელიც სამართლიანობის პრინციპს საკანონმდებლო დონეზე
აღიარებს სამართლიანობაში მოიაზრება არა სისხლის სამართლის კანონის სამართლიანობა
არამედ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა. მთელ რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების
კოდექსებში, როგორიცაა მაგალითად აზერბაიჯანი, სომხეთი ბელორუსი უზბეკეთი,
ტაჯიკეთი, სამართლიანობა მოიცავს სამ ელემენტს, ეს არის 1. სისხლის სამართლის
სანქციის პროპორციულობა დანაშაულებრივი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასთან 2.
სანქციის პროპორციულობა დანაშაულის გარემოებებთან და დამნაშავის პიროვნებასთან (
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაცია) და 3 ერთი და იგივე
ქმედების ორჯერ დასჯადობის აკრძალვის პრინციპი.
რიგი ქვეყნების კანონმდებლობა როგორიცაა მაგალითად კოლუმბია პარაგვაი პერუ
თურქეთი აღიარებს სასჯელის პროპორციულობის პრინციპს.
თავის ისტორიულ გადაწყვეტილებაში Solem V. Helm 1989 აშშ უზენაესმა სასამართლომ
აღნიშნა რომ კონსტიტუციის მერვე შესწორებით გათვალისწინებული მკაცრი და უჩვეულო
სასჯელების გამოყენების აკრძალვა მოიაზრებს არა მხოლოდ ბარბაროსული სასჯელების
ასევე ისეთი სასჯელების აკრძალვას, რომლებიც ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია .
პროპორციულობის პრინციპი ასევე ასახულია ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების
ქარტიაში “ სადაც მას ეწოდება კანონიერებისა და სასჯელის პროპორციულობის პრინციპი”
რომლის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს, 3. The severity of penalties must not be
disproportionate to the criminal offence. (სასჯელის სიმკაცრე არ უნდა იყოს დანაშაულის
მიმართ არაპროპორციული).
სასჯელის სამართლიანობა ერთი მხრივ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, რომ
დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ
იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების
შემუშავებას.
ერთი და იგივე ქმედებისათვის ორჯერ დასჯადობის პრინციპის აკრძალვა განწესებულია
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-7 ოქმით , რომელიც ადგენს შემდეგს:
დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა
ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის,
რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გამართლებული ან მსჯავრდებული ამ
სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად. 2. წინა
პუნქტის დებულებები ვერ დააბრკოლებს საქმის წარმოების განახლებას მოცემული
სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად, თუკი არსებობს
ახალი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების მტკიცებულება, ან თუ საქმის წინარე
განხილვა მოხდა არსებითი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა
მოეხდინა საქმის შედეგზე. 3. დაუშვებელია ამ მუხლით ნაკისრი ვალდებულებებიდან
გადახვევა კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე.

სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი


სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა შეარჩიოს სასჯელი, რომელიც ყველაზე უფრო
ადეკვატურად გამოხატავს როგორც დანაშაულის ბუნებას, ისე მისი ჩადენის
გარემოებებს და ბრალეულის პიროვნებას. სსკ-ში როგორც წესი თავიდანაა
აცილებული აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციები, ხოლო მთელ რიგ
შემთხვევებში დაწესებულია სასჯელის მაქსიმუმი ამავე დანაშაულისთვის იქვე
მინიმალური ზომის განსაზღვრის გარეშე. სასჯელის ინდივიდუალიზაციის
პრინციპი პრაქტიკულად ვერ განხორციელდება ბრალეულთა პიროვნული
თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. მითუმეტეს რომ სასჯელის მიზანია
მსჯავრდებულის პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენა და არასრულწლოვანთა
შემთხვევაში აღზრდაც. დამნაშავის პიროვნება მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ
დაიყვანება. ამიტომ სასამართლო ვალდებულია ღრმად შეისწავლოს დამნაშავის
პიროვნება, მისი ცხოვრების თავისებურებები, მისი მისწრაფება ზიანის
ანაზღაურებისა და დაზარალებულთან შერიგებისა. სასჯელის ინდივიდუალიზაცია
განსაკუთრებით აქტუალურია თანამონაწილეობისას, სადაც აუცილებელია
დადგინდეს ამ ერთიან უმართლობაში თითოეული თანამონაწილის აგრეთვე
ამსრულებლის როლი, ამის შესაბამისად თითოეულის ბრალის ხარისხი. სასჯელის
ინდივიდუალიზაცია ეხება იურიდიულ პირსაც.

ჰუმანიზმის პრინციპი
ჰუმანიზმის პრინციპი სისხლის სამართალში უმეტესწილად მოიაზრებს არაადამიანური
ღირსების შემლახავი და სასტიკი სასჯელების აკრძალვას. ის აღიარებულია ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით, ასევე ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით და
ეროვნული კანონმდებლობით. ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართალში ჰუმანიზმის
პრინციპი ასევე მოიაზრებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიზანს დაიცვას
ადამიანი და საზოგადოება დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. ზოგ სისტემაში ჰუმანიზმის
პრინციპი ასევე მოიაზრებს სიკვდილის დასჯის გაუქმებას.
სხეულებრივი სასჯელები შემორჩენილია ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში სადაც
შარიათი არის სისხლის სამართლის წყარო. მაგალითად ლიბანი მავრიტანია პაკისტანი
საუდის არაბეთი და სხვა.

აუცილებელი ჩარევის პრინციპი


სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა მდგომარეობს იმაში რომ სახელმწიფო თავის
მოქმედებებში შეზღუდულია სამართლებრივი ნორმებით და პრინციპებით. სისხლის
სამართალში აუცილებლობის პრინციპი გულისხმობს იმას რომ სახელმწიფოს შეუძლია
შემოიღოს სისხლის სამართლებრივი ფორმები რომლებიც ზღუდავენ მოქალაქეთა
უფლებებს და თავისუფლებებს მხოლოდ იმ შემთხვევებში და იმ ზომით რაც აუცილებელია
საზოგადოებრივი ინტერესის ან სხვათა უფლებების და თავისუფლებების დასაცავად
აუცილებელი ჩარევის პრინციპი გამყარებულია მთელი რიგი ქვეყნების კონსტიტუციებში
სისხლის სამართლის კოდექსებში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში
მონტენეგროს კოდექსი სისხლის სამართლის პირველი მუხლი, რომლის სათაურია სისხლის
სამართლებრივი იძულების საფუძვლები და საზღვრები ადგენს, :რომ ადამიანისა და სხვა
ფუნდამენტური საზოგადოებრივი ღირებულებების დაცვა ქმნის სისხლისსამართლებრივი
ქმედებების კრიმინალიზაციის და პენალიზაციის საფუძველსა და ფარგლებს.
პანამის სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლი ამბობს რომ ამ კოდექსით
გათვალისწინებულია მხოლოდ ის ქმედებები რომელთა კრიმინალიზაცია არის
აუცილებელი საზოგადოების სამართლებრივი ინტერესების და სამართლებრივი
ღირებულებების დასაცავად, სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის
შესაბამისად. მე-3 მუხლში პანამის სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს
სისხლისსამართლებრივი რეპრესიის სუბსიდიარობის პრინციპს და მიუთითებს შემდეგს:
სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ
როდესაც არ არსებობს სოციალური კონტროლის განხორციელების სხვა შესაძლებლობა.
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო ხშირია საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმების
გამოყენება ამა თუ იმ ქმედების დასჯადობის გაუქმების მიზნით. მაგალითად 2003 წელს
საქმეში Lawrance v. Texas აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო
ჰომოსექსუალური ურთიერთობების აკრძალვა.
სხვა შემთხვევებში სახელმწიფო წარმატებით ამტკიცებს იმას რომ სისხლის
სამართლებრივი კანონი ნამდვილად გარდაუვალია და გამართლებულია დემოკრატიულ
საზოგადოებაში მაგალითად ლატვიის საკონსტუციო სასამართლო თავის 2005 წლის 26
იანვარს გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მე-2
მუხლი რომელიც კრძალავს ნარკოტიკული ნივთიერებების და ფსიქოტროპული
საშუალებების გამოყენებას ექიმის დანიშნულების გარეშე არ ეწინააღმდეგება ლატვის
კონსტიტუციის 96-ე მუხლს ( კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობა). მოცემულ საქმეში
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ ფუნდამენტური თავისუფლებების
შეზღუდვა არის სოციალურად აუცილებელი ვინაიდან ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობა
არის არა მხოლოდ ინდივიდუალური არამედ საზოგადოებრივ ღირებულება და რომ
ადამიანის უფლების შეზღუდვაის საჭიროება განპირობებულია სოციალური
აუცილებლობით კერძოდ ნარკომანიის შემცირების, მისი გავრცელების და მისი
საზოგადებრივას საშიში შედეგების აღმოფხვრის მიზნებით.

სისხლის სამართლის პრინციპები

1) რას ნიშნავს პრინციპი


„პრინციპი“ ლათინური წარმოშობის ტერმინია და ნიშნავს პირველსაწყისს,
სახელმძღვანელო იდეას, ქცევის ძირითად წესს, რითაც ხელმძღვანელობენ
პრაქტიკულ თუ თეორიულ საქმიანობაში.
2) რა პრინციპებია მატერიალურ სისხლის სამართალში
1. კანონიერების პრინციპი
2. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი
3. ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი
4. არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის
პრინციპი.
5. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი
6. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი .
7. სამართლიანობის პრინციპი
3) კანონიერების პრინციპი პირველად სად იქნა აღიარებული
მე-18 საუკუნის განმანათლებელთა ნაშრომებში.
1. საერთაშორისო აქტებში თუ არის გაწერილი
კი. მაგალითად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

2. თუ ქმედება საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული მაგრამ არ არის ეროვნულ


სამართალში ეს კანონიერების პრინციპზე როგორ აისახება
ასეთი მიდგომა იძლევა შესაძლებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
დაეკისროს სამხედრო დამნაშავეებს რომლებიც იშველიებენ ეროვნულ კანონმდებლობას
საკუთარი ქმედებების გასასამართლებლად როგორც ეს მოხდა მაგალითად ნიურნბერგის
პროცესზე.

3. რას მოიაზრებს კანონიერების პრინციპი.


ა. სისხლის სამართლის კანონის ანალოგიით გამოყენების აკრძალვა

ბ. სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობა

გ. მკაცრი სასჯელის უკუქცევითი ძალის აკრძალვა

დ. პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის


საფუძველზე

4. ყველა დანაშაული მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება თუ


არსებობს სხვა მიდგომებიც
ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი როგორიცაა მაგალითად ყოფილი
საბჭოთა კოდექსები ლატვიისა და მონღოლეთის კოდექსები მიუთითებენ რომ
ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ამ
კოდექსით (მათ შორის საქართველოს სსკ. მე-7 მუხლი). შესაბამისად გამოირიცხება
ქმედების კრიმინალიზაცია რაიმე დამატებითი კანონმდებლობით. ამ კუთხით
განსხვავებული მიდგომა აქვს საფრანგეთს, სადაც წვრილმანი დანაშაულებისთვის
პასუხისმგებლობა შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ კანონით არამედ
კანონქვემდებარე აქტებით, ეგრეთ წოდებული რეგლამენტით.
5. საერთო სამართლის ქვეყნებში რა თავისებურებებით გამოირჩევა?
განსაკუთრებული მიდგომა აქვს საერთო სამართლის ქვეყნებს, სადაც დანაშაული
შეიძლება განსაზღვრული იყოს არა მხოლოდ კანონით, არამედ საერთო სამართლის
ნორმებით. თუმცა საერთო სამართლის ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს ამ მიდგომაზე და
დანაშაულებრივ ქმედებებს მხოლოდ კანონით შემოფარგლავს. მაგალითად, ასეთია
კანადა, ახალი ზელანდია, აშშ-ს ფედერალური და ზოგიერთი შტატის კანონმდებლობა.
კერძო სამართლით განსაზღვრული დანაშაულები შემორჩენილია ინგლისში, სიერა-
ლეონეში და ზოგიერთ ყოფილ კოლონიაში. თუმცა ასეთი დანაშაულების ჩამონათვალი
უკვე დახურულია. ჯერ კიდევ 1972 წელს ლორდთა პალატამ დაადგინა რომ
მოსამართლეებს აღარ აქვთ უფლება პრეცედენტის მეშვეობით შექმნან ახალი
დანაშაული.

6. რა შემთხვევაში დაიშვება ანალოგია.


პანამის სისხლის სამართლის კოდექსით ანალოგია დაიშვება ბრალდებულის
სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე და 38-ე მუხლები, სადაც საუბარია


პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ზეკანონურ გარემოებებზე პირდაპირ უშვებენ
ანალოგიის გამოყენებას პირის სასარგებლოდ.

ისეთ ქვეყნებში როგორიც არის გერმანია იტალია საფრანგეთი იაპონია, ანალოგიის


გამოყენება განისაზღვრება დოქტრინით ან სასამართლო პრაქტიკით.
4) რას ნიშნავს თანასწორობის პრინციპი
წარმოადგენს ზოგად კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპს,
რომელიც გამყარებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის 26-ე
მუხლით. ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლით და მისი
პირდაპირი ასახვა სისხლის სამართლის კოდექსებში როგორც წესი არ ხდება.
1. ვის მიმართ მოქმედებს გამონაკლისები კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან
(მაგლა კითხვას ეკუთხვნის.)
კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს აქვს მთელი რიგი გამონაკლისები რომელთა
შორის უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს არასრულწლოვნები რომლებიც
სარგებლობენ განსაკუთრებული რეჟიმით სისხლის სამართლის სისტემაში. როგორც
წესი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არასრულწლოვნებისთვის განსაზღვრავს
მსუბუქ სასჯელს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების
დამატებით საფუძვლებს. რიგ სისხლის სამართლის კოდექსებში განსაკუთრებული
რეჟიმით სარგებლობენ ორსული ქალები და მეძუძური დედები ასევე ხანდაზმული
პირები.

5) რას ნიშნავს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი და თუ აქვს გამონაკლისები


გულისხმობს იმას რომ ადამიანს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ
ბრალეული ქმედებისთვის. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს აქვს
გამონაკლისი ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემაში სადაც არსებობს
ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის ინსტიტუტი ეგრეთ წოდებული strict liability.
ასეთი ინსტიტუტი მოქმედებს უფრო ხშირად მსუბუქ (რეგულაციურ)
დანაშაულებზე, მაგ, გარემოს დაბინძურება, არასრულწლოვანზე ალკოჰოლური
სასმლის მიყიდვა, სადაც პროკურატურას აღარ უწევს სუბიექტური ელემემენტის
მტკიცება.
6) რას მოიაზრებს სამართლიანობის პრინციპი
სამართლიანობა წარმოადგენს მორალურ სამართლებრივ კატეგორიას, რომელიც სისხლის
სამართალში ორ ასპექტს მოიცავს: პირველი ეს არის სისხლის სამართლის კანონის
სამართლიანობა და მეორე არის სასჯელის სამართლიანობა რომელიც პირს ენიშნება
სასამართლო განაჩენით. ყველა იმ კოდექსში რომელიც სამართლიანობის პრინციპს
საკანონმდებლო დონეზე აღიარებს სამართლიანობაში მოიაზრება არა სისხლის სამართლის
კანონის სამართლიანობა არამედ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა. მთელ რიგ
პოსტსაბჭოთა ქვეყნების კოდექსებში, როგორიცაა მაგალითად აზერბაიჯანი, სომხეთი
ბელორუსი უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამართლიანობა მოიცავს სამ ელემენტს, ეს არის 1.
სისხლის სამართლის სანქციის პროპორციულობა დანაშაულებრივი ქმედების
საზოგადოებრივ საშიშროებასთან 2. სანქციის პროპორციულობა დანაშაულის
გარემოებებთან და დამნაშავის პიროვნებასთან ( სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაცია) და 3 ერთი და იგივე ქმედების ორჯერ
დასჯადობის აკრძალვის პრინციპი.

7) რას მოიაზრებს ჰუმანიზმის პრინციპი


ჰუმანიზმის პრინციპი სისხლის სამართალში უმეტესწილად მოიაზრებს
არაადამიანური ღირსების შემლახავი და სასტიკი სასჯელების აკრძალვას.
8) რას ნიშნავს პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი
პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი გამყარებულია იტალიის კონსტიტუციის 27-ე
მუხლით. დოქტრინის ნაწილი მიიჩნევს რომ ეს პრინციპი კრძალავს სხვისი
ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე იურიდიული
პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კოლექტიურ დასჯას.
პირადი პასუხ. პრინციპთან დაკშირებით უნდა აღინიშნოს რომ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონალურია. დანაშაულში
თანამონაწილეობისას ადგილი აქვს ბრალის განსაზღვრულ ერთიანობას ანუ
თანაბრალეულობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულში
თანამონაწილეობისთვის პასუხისმგებლობა სოლიდარული ან კოლექტიურია. საქმე
ისაა, რომ დანაშაულში თითოეული თანამონაწილე სხვასთან თანაბრალეულობის
მიუხედავად პასუხს აგებს საკუთარი ბრალის ხარისხის მიხედვით
9) რას ნიშნავს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი.
სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა შეარჩიოს სასჯელი, რომელიც ყველაზე უფრო
ადეკვატურად გამოხატავს როგორც დანაშაულის ბუნებას, ისე მისი ჩადენის
გარემოებებს და ბრალეულის პიროვნებას.
10) რას ნიშნავს აუცილებელი ჩარევის ანუ სისხლის სამართლის სუბსიდიარობის
პრინციპი.
სისხლის სამართალში აუცილებლობის პრინციპი გულისხმობს იმას რომ
სახელმწიფოს შეუძლია შემოიღოს სისხლის სამართლებრივი ფორმები რომლებიც
ზღუდავენ მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს მხოლოდ იმ შემთხვევებში და
იმ ზომით რაც აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესის ან სხვათა უფლებების და
თავისუფლებების დასაცავად.
ობიექტური შემადგენლობა, კვალიფიკაცია
1) რა არის დანაშაულის შემადგენლობის აღწერილობითი და შეფასებითი ნიშნები
აღწერილობითი ნიშნები - დანაშაულის ფაქტობრივ მხარეებს - დროსა და სივრცეში
არსებულსა და გრძნობათა მეშვეობით აღქმულს, აღწერენ. ეს ნიშნები მიზეზობრივად
არის ქმედებასთან დაკავშირებული.
შეფასებითი - ეს ნიშნები არ შეიძლება აღქმული იყოს გრძნობათა მეშვეობით, და
რომლის არსებობა დგინდება ნორმის შემფარდებლის შეფასებითი
მსჯელობით/აზრის გარკვეული ოპერაციის შედეგად/“გონების თვალით“.
2) რა არის დანაშაულის კვალიფიკაცია და რა ეტაპებისგან შედგება.
დანაშაულის კვალიფიკაცია - ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ნიშნებისა და
სისხლის სამართლის ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის
ნიშნის ზუსტი შესაბამისობის დადგენა.
შემადგენელი ეტაპები:
1. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზუსტი და ამომწურავი დადგენა.
2. მათი პროფესიულად ღრმა შესწავლა
3. იმ სავარაუდო ნორმათა დადგენა, რომელთა მოქმედების არეში ექცევა ჩადენილი
ქმედება.
4. სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლებში მითითებული დანაშაულის
ნიშნების შედარება ჩადენილი ქმედების ნიშნებთან.
5. მომიჯნავე დანაშაულთა შემადგენლობების ერთმანეთისგან განსხვავება.
6. სწორი დასკვნის გაკეთება და მისი ასახვა პროცესუალურ დოკუმენტში,
რომელშიც უნდა იქნეს მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლი, ამავე დოკუმენტში დადგენილი ფაქტობრივი გარეემოებების
საფუძველზე. საამისო პირობათა არსებობისას მიეთითება სისხლის სამართლის
ზოგადი ნაწილის მუხლზე.
3) რა არის დანაშაულის შედეგი, მოიყვანეთ მატერიალური და არამატერიალური
შედეგის მაგალითები,
დანაშაულის შედეგი - ცვლილება გარესამყაროში, რომელიც სპეციალურად
აღნიშნულია სისხლის სამართლის ნორმით დისპოზიციაში, როგორც დანაშაულის
შემადგენლობის ნიშანი.
მატერიალური - არის ქონებრივი (ქონების მიტაცება, განადგურება, დაზიანება..), და
ზიანის მიყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის/სიცოცხლისთვის.
არამატერიალურია საწარმო-დაწესებულებათა/საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა
(სამოხელეო/მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხულიგნობა..) და
მოქალაქის პატივის და ღირსების, მისი არაქონებრივი უფლებების ხელყოფა.
4) რა არის მატერიალური და ფორმალური შემადგენლობა
მატერიალური - როდესაც დამთავრებული დანაშაული გვაქვს სახეზე ან
ობიექტისთვის ზიანის მიყენება დაკავშირებულია დანაშაულის საგანზე
ზემოქმედებასთან, რაც შეიძლება აღქმული იყოს გრძნობების მეშვეობით.
ფორმალური შემადგენლობა გამოიყენება როცა:
ა) შედეგი გარდაუვლად ხორციელდება განსაზღვრული მოქმედების შესრულებასთან
ერთად და ამიტომ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია.
ბ) როდესაც განსაზღვრულმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა
დანაშაულებრივი შედეგები და ამიტომ მათი კანონში კონკრეტიზაცია დიდ
სიძნელეებს უკავშირდება.
გ) კანონით დასაცავი სიკეთე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი
შეუძლებლად თვლის დანაშაულის დამთავრება ნამდვილი ზიანის დადგენას
დაუკავშიროს.
5) რა არის ობიექტური მხარის სავალდებულო და ფაკულტატური ნიშნები
სავალდებულო ნიშნები - მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქმედება/უმოქმედობა)
ფააკულტატური - ადგილი (თუ კი ამის შესახებ არაა მითითებული სსკ-ის კერძო
ნაწილის ნორმის დისპოზიციაში, მაგრამ აუცლიებელია მისი დადგენა. მუხლი 300 -
თევზის ან სხვა ცოცხალ ორგანიზმთა უკანონო მოპოვება), ხერხი, იარაღი,
კაუზალურობა, ვითარება - ასეთი ტიპის (დამატებითი) ნიშნები სათვალავში მიიღება
სასჯელის ინდივიდუალიზაციის დროს, როცა არაა გათვალისწინებული კანონის
დისპოზიციაში. ასევე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებითი
მნიშვნელობითაა.
6) რა არის დანაშაულის ობიექტი
სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის შედეგად შეიძლება
მიადგეს /მიადგა ზიანი.
7) არის თუ არა აუცილებელი, რომ ობიექტს ზიანი მიადგეს?
არა. მთავარია განხორციელდეს ობიექტისადმი დანაშაულებრივი ხელყოფა.
8) არსებობს თუ არა დანაშაული ობიექტის გარეშე
არა. ობიექტი ქმედების ობიექტური შემადგენლობის აუცლიებელი ნიშანია - არ
არსებობს დანაშაული, რომლის დროსაც ხელყოფას არ ექნება ობიექტი.
9) რა მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ობიექტის დადგენას.
მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის კოდიფიკაციისთვის. მისი დადგენით
შესაძლებელი ხდება დანაშაულის გამიჯვნა სხვა სახის სამართალდარღვევებისგან თუ
ამორალური ქცევისგან.
10) რა არის ზოგადი ობიექტი, გვარეობითი ობიექტი, სახეობითი ობიექტი, უშუალო
ობიექტი (რომელი კარებისგან შედგება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო
ნაწილი და რომელი თავები შედის სისხლის სამართლის კოდექსის კარებში:
დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ეკონომიკური დანაშაული (იხ. ქვემოთ))
ზოგადი ობიექტი - იმ სიკეთეთა (ინტერესთა) ერთობლიობა, რომელსაც სისხლის
სამართლის კანონი იცავს დანაშაულებრივი ხელყოფისგან.
გვარეობითი (სპეციალური) ობიექტი - ზოგადი ობიექტის ნაწილი, ერთგვაროვან
სიკეთეთა (ინტერესთა) ერთობლიობა, რომელსაც ხელყოფს ერთგვაროვან
დანაშაულთა ჯგუფი. გვარეობითი ობიექტი საფუძველია სისხლის კოდექსის
კარებად დასაყოფად.
სახეობითი - ერთგვაროვანი სიკეთის (ინტერესის) ცალკეული მხარეები, რომელსაც
დამნაშავე დანაშაულის ჩადენისას ხელყოფს.
უშუალო ობიექტი - სიკეთე, რომელსაც ხელყოფს კონკრეტული დანაშაული. უშუალო
ობიექტის მიხედვით იმიჯნება ერთი დანაშაული მეორისგან.

11) მოიყვანეთ ძირითადი და დამატებითი ობიექტის მაგალითი


მაგალითად ყაჩაღობისას - ძირითადი ობიექტია საკუთრება (მის წინააღმდეგაა
მიმართული ყაჩაღობის ქმედება, საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის კარშია),
დამატებითი - ჯანმრთელობა/სიცოცხლე.

12) რა არის დანაშაულის საგანი, აქვს თუ არა საგანი ყველა დანაშაულს;


დანაშაულის საგანი - ზოგიერთი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი
ელემენტი. ასეთ შემთხვევაში გავლენას ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე. მაგალიად
ცეცხლასასროლი იარაღის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით (მუხლი 237) კვალიფიცირდება არა ქურდობად არამედ,
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ დანაშაულად. ზოგ
დანაშაულს (როგორიცაა ცილისწამება, გაუპატიურება, დეზერტირობა) არ აქვს
საგანი.
13) შეიძლება თუ არა დანაშაულის საგანმა დაამძიმოს პასუხისმგებლობა, მოიყვანეთ
მაგალითი.
კი. მაგალითად საბაჟო წესის დარღვევისას შხამიანი, მომწამლავი, რადიაქტიული
ნივთიერებების გადატანა/გადმოტანა (მუხლი 214.IV) კვალიფიციური
შემადგენლობაა.
14) ვინ არის დანაშაულის მსხვერპლი, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს მსხვერპლს,
შეიძლება თუ არა მსხვერპლის ასაკს ჰქონდეს მნიშვნელობა ქმედების
კვალიფიკაციისთვის, დაასახელეთ მაგალითი. მსხვერპლის მხრიდან პრივოკაციას თუ
აქვს რაიმე მნიშვნელობა.
დანაშაულის მსხვერპლი - როცა ზოგ დანაშაულზე პირი აყენებს ზიანს (მორალურს,
ფიზიკურს, ქონებრივს) პიროვნებას. ასაკს ქმედების კვალიფიკაციისას მნიშვნელობა
აქვს - მაგალითად 16 წელს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი
კონტაქტი დანაშაულია. არასრულწლოვნის მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებაა.
თუ მსხვერპლი პროვოკაციაზე მოდის, ასეთი ქმედება კვალიფიცირდება, როგორც
პრივილეგირებული (შემამსუბუქებელი) შემადგენლობა.
15) რით განსხვავდება დანაშაულის საგანი და დანაშაულის იარაღი.
დანაშაულის იარაღი ინსტრუმენტია, რომლითაც პირი ჩადის დანაშაულს და
მოქმედებს დანაშაულის საგანზე. მაგალითად ძალაყინით (იარაღი) მანქანის (საგანი)
გატეხა. ერთი და იგივე ნივთი იარაღად და საგნად - მკვლელობისას რევოლვერი
იარაღია, ქურდობისას საგანი.
16) როგორი უნდა იყოს ქმედება.
ქმედება არის ადამიანის მიზანდასახული და შეგნებული ქცევა. ნორმები ნორმის
შესაბამის ქცევას ითხოვს - თავისი ქცევა მართლწესრიგის მოთხოვნათა მიხედვით
წარმართონ. სისხლის სამართალი სწორედ შეგნებულობაზე და მისგან მომდინარე
ქმედებას უსვამს ხაზს.
სისხლისსამართლებრივი მოქმედება მართლსაწინააღმდეგო აქტიური ქცევაა.
17) რა გამორიცხავს ქმედებას
ქმედება (უმოქმედობაც ქმედებაა:) გამოირიცხება და არანებელობითია თუ პირს არ
შეეძლო რომ ემოქმედა.(დაუძლეველი ძალა), რეფლექტორულ მდგომარეობაშია...
18) მოიყვანეთ დროის, ადგილის, ვითარების მაგალითები.
დანაშაულის ადგილი - მაგალითად, სსკ, 300 (უკანონო თევზჭერა).
დანაშაულის ჩადენის დრო - სსკ, 163 (საარჩევნო/სარეფერენდუმო კომისიისთვის
ხელშეშლა არჩევნების პროცესში).
დანაშაულის ჩადენის ვითარება - სსკ, 410.I (დაქირავებულის მონაწილეობა
შეიარაღებულ კონფლიქტში/საომარ მოქმედებაში)

მიზეზობრივი კავშირი
1) რომელ დანაშაულებშია საჭირო მიზეზობრივი კავშირის დადგენა
მხოლოდ შედეგიან დანაშაულებში ან კონკრეტული საფრთხის დელიქტებში, როგორც
განზრახვის, ისე გაუფრთხილებლობის დროს
2) როგორ დგინდება მიზეზობრ. კავშირი მე-8 მუხლის მიხედვით
მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის
შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული
საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ
განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
3) რას ამბობენ მიზეზობრივი კავშირის ადეკვატური და ექვივალენტური თეორიები
ეკვივალენტური - ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისთვის
თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს, თუ კი დადგინდება რომ ამ პირობის გარეშე შედეგი
თავისი კონკრეტული შედეგით არ დადგებოდა. ამ თეორიით მიზეზობრივი კავშირის
დადგენა შედეგის ობიექტური შერაცხვის აუცილებელი წინაპირობაა.
ადეკვატური - მიზეზობრიობის პირობებიდან ხდება „აუცილებელი“, „უშუალო“ ან
„რელევანტური“ პირობების გამოყოფა. იგი მიზეზობრიობის ჯაჭვში პირობათა
უსასრულობაში სამართლებრივი შეფასებით დგინდება.
4) მიზეზობრივი კავშირის სახეები
1. ალტერნატიული - სახეზეა როცა შედეგი გამოიწვია ორმა/მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ
როცა ცალ-ცალკე აღებული თითო პირობა იმავე შედეგს გამოიწვევდა. აქ სახეზე გვაქვს
ობიექტური შერაცხვა.
2. კუმულაციური - არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა/მეტმა
ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ (ქმედებათა ჯამმა), მაგრამ თითოეული
ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით
საკმარისი იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის ქმედების
შესახებ. გაბატონებული შეხედულებით შედეგი ობიექტურად არ შეირაცხება.
3. ჰიპოტეტური მიზეზობრიობა - არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ გამოწვია
(დააჩქარა) შედეგი, რომელიც მოგვიანებით, სხვა მიზეზით, (მესამე პირის მიერ არ იყო
შექმნილი), მაინც დადგებოდა. შედეგი ობიექტურად შეერაცხება პირს ვინც თავისი
ქმედებით შედეგის დადგომა (დაჩქარება) განაპირობა.
4. გაწყვეტილი - ჩადენილი ქმედება აუცილებლად იწვევს შედეგს, ოღონდ მანამდე
ჩადენილია ქმედება რომელმაც შედეგი მანამდე უშუალოდ გამოიწვია.
5. გამსწრები ანუ მრავალსაფეხურიანი - მართალია უშუალო შედეგი ახალმა ქმედებამ
გამოწვია, მაგრამ თავდაპირველი მოქმედების გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა. ამ
შემთხვევაში შედეგი ობიექტურად შეირაცხება.
6. შეერაცხება თუ არა დამნაშავეს დამდგარი შედეგი თითოეული ამ შემთხვევის
შემთხვევაში?

ობიექტური შერაცხვა
1) რას გამორიცხავს ობიექტური შერაცხვის არ არსებობა.
გამოირიცხება შედეგიანი დელიქტის არსებობა მოქმედების და უმოქმედების დროსაც.
2) ობ. შერაცხვა დანაშაულის დაწერილი ნიშანია თუ დაუწერელი
დაუწერელი.
3) როდის უნდა დავადგინოთ შედეგის ობიექტური შერაცხვა
კაუზალობის დასაბუთების შემდეგ.
4) თუ მიზეზობრივი კავშირი ან ობიექტური შერაცხვა არ გვაქვს, მაშინ რა უნდა
გავარკვიოთ
ხომ არაა ჩადენილი დანაშაულის მცდელობა ან (მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და ზოგ
ნაკლებ მძიმე დანაშაულის დროს) მომზადება.
5) მოიყვანეთ მიზეზობრივი კავშირის არსებითი ან არაარსებითი გადახრის მაგალითი. რას
გამორიცხავს არსებითი გადახრა?
არაარსებითი გადახრის მაგალითი: ა-მ ბ გადააგდო ხიდიდან მდინარეში, დახრჩობის
მიზნით. (ბ-მ ცურვა არ იცის). სანამ ბ დაიხრჩობოდა, თავი დაარტყა რკინაბეტონს, რის
შემდგაც მოკვდა. ა-ს, მიუხედავად მიზეზობრივი კავშირის სხვაგვარი განვითარებისა, ვიდრე
მას წარმოედგინა, შედეგი ობიექტურად შეერაცხება. ამიტომ მან უნდა აგოს პასუხი
დამთავრებული მკვლელობისთვის.
არსებითი გადახრის მაგალითი: ა-მ ბ-ს მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღით
ჯანმრთელობა დაუზიანა. ზიანი არასასიკვდილოა. საავადმყოფოში მიყვანამდე ბ ავარიაში
დაიღუპა. ასეთ დროს იკვეთება 2 მომენტი: ტიპიური მიზეზობრიობა და ნორმის დაცვის
მიზნიდან გადახრა (სიცოცხლის უფლების დაცვა, ადამიანის მოკვლის აკრძალვა). საბოლოო
ჯამში მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ობიექტური შერაცხვა გამოირიცხება.

ობიექტური შერაცხვის თეორიები


1) რისკის თეორია, რაში გამოიხატება, რა მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას,
მოიყვანეთ მაგალითები.
დამდგარი შედეგი პირს მხოლოდ მაშინ შეერაცხება, თუ მან თავისი ქმედებით რომელიც
მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, სამართლებრივად დასაძრახი, აკრძალული რისკის
(საფრთხის) მდგომარეობა შექმნა (აამაღლა) რომელმაც ქმედების შემადგენლობით
გათვალისწინებული კონკრეტული შედეგი გამოიწვია. რისკის თეორიით ობიექტური
შერაცხვის ეტაპზე 3 მომენტი უნდა დადგინდეს:
1. პირმა შექმნა თუ არა ქმედებით რისკის მდგომარეობა
2. იყო თუ არა რისკი სამართლებრივად დასაძრახი
3. მოხდა თუ არა ამ რისკით კონკრეტული შედეგის გამოწვევა.
მაგალითი 1 - ა-ს მიერ ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით. ბ იღუპება
ავარიით, საავადმყოფოში მისვლამდე. მართალია ა-მ შექმნა დასაძრახი რისკის
მდგომარეობა, მაგრამ ეს რისკი კონკრეტულ შედეგში არ რეალიზდა.
მაგალითი 2 - თანამშრომლის (რომელიც სასტუმროს ნგრევით დაიღუპება) მივლინებით
გაგზავნა (ხსენებულ სასტუმროში). მიუხედავად მიზეზობრივი კავშირის არსებობისა,
გამგზავნს არ შეერაცხება შედეგი.
2) რისკის შემცირების თეორია რაში გამოიხატება, მოიყვანეთ ამ თეორიის გამოყენების
მაგალითები, ასევე მაგალითები, როცა ეს თეორია არ გამოიყენება.
პირმა მართალია თავისი ქმედებით შექმნა რისკი რომელმაც გამოწვია სამართლებრივი
სიკეთის ზიანი, მაგრამ ქმედებით აიცილა უფრო დიდი ზიანი.
მაგალითად ა-მ ბ-ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტისას მოუქნია ნაჯახი
(მოსაკლავად). ამ დროს მეზობელმა გ-მ თავისი ქმედებით ხელი შეუშალა ა-ს. ბ-ს ნაჯახი
მხარში მოხვდა, დადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
რისკის შემცირების თეორია არ გამოიყენება მაშინ, როცა საფრთხის ამცილებლის მიერ
ახალი, დამოუკიდებელი და, თავის მხრივ, სამართლებრივად დასაზღახი საფრთხე
შეიქმნება, რითაც უფრო ნაკლები ზიანი დადგება, ვიდრე თავდაპირველად, ასეთ დროს
უფრო დიდი საფრთხის აცილების მიუხედავად, პირს ობიექტურად შეერაცხება ზიანი.
მაგალითი: ა-მ ცეცხლმოკიდებული სახლის ფანჯრიდან გადააგდო საბანში გახვეული
ბავშვი, ვინაიდან მისი სიცოცხლის სხვაგვარად გადარჩენა არ შეეძლო. მან იცოდა, რომ
ბავშვს შეიძლება მიეღო დაზიანებები. მართლაც, ბავშვი გადარჩა, მაგრამ მიიღო
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3) რისკის ამაღლების თეორია, მოიყვანეთ მაგალითი.
საპირისპიროა რისკის შემცირების შემთხვევისა.
მაგალითი: ა-მ სატვირთო მანქანით გაუსწრო ველოსიპედით მიმავალ ბ-ს - არ დაიცვა
დისტანცია. ველოსიპედისტი ჩაუვარდა ავტომანქანას და ადგილზე გარდაიცვალა. ბ ისეთი
მთვრალი იყო რომ მძღოლის მიერ წინდახედულობის ნორმის დაცვის შემთხვევაშიც
ა~სავარაუდოდ მაინც ამ მანქანის ბორბლებქვეშ აღმოჩნდებოდა.
4) ნორმის დაცვის მიზნის თეორია
ობიექტურად არ შეირაცხება ისეთი ქცევის შედეგი, რომელიც მართალია წინდახედულობის
ნორმით გათვალისწინებულ მოვალეობათა დარღვევას წარმოადგენდა, მაგრამ ეს ნორმა სხვა
ქმედების შემადგენობის აღსაკვეთად იყო, ვიდრე რაც რეალურად დადგა იმ დანაშაულთა
ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი.
მაგალითი - ბნელ ღამეში სოფლის გზაზე ყველანაირი განათების გარეშე ორი
ველოსიპედისტი მიდიოდა. მანქანის მძღოლისთვის მათი შემჩნევა ძნელი იყო - ერთ-ერთს,
ბ-ს დაეჯახა. ბ გარდაიცვალა. გ-ს ველოსიპედს რაიმე განათება რომ ჰქონოდა მძღოლი
ავარიას აიცილებდა.
5) დაზარალებულის პირადი პასუხისმგებლობით გამოწვეული თვითსაფრთხე
დაზარალებულის მიერ პირადი პასუხისმგებლობით განხორციელებული ქმედებით
საკუთარი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, მიუხედავად სხვა პირის მიერ ჩადენილ
ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობისა, ამ უკანასკნელისათვის
ობიექტურ შერაცხვას გამორიცხავს.
მაგალითი 1: ა-მ და ბ-მ ბ-ს მიერ მიტანილი შპრიცით გაიკეთეს ა-ს მიერ შეძენილი
ნარკოტიკი. ორივე უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექიმებმა ა-ს გადარჩენა ვერ შეძლეს
(ბ-ს თან მიმართებით ობიექტური შერაცხვის საკითხი).
მაგალითი 2: პოლიციელმა უყურადღებოდ დატოვა იარაღი რომლის ტარებაც უფლება
ჰქონდა. ამ იარაღით თავი მოილა პოლიციელის მეგობარმა გოგონამ (სრულწლოვანმა და
ფსიქიკურად ჯანმრთელმა).
6) თვითმკვლელობაში აქტიური ან პასიური თანამონაწილეობა.
აქტიური - მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა არ განხორციელებულა თუ მსხვერპლმა
პირადი პასუხისმგებლობით იმოქმედა.
მაგალითი - პეტრიაშვილმა იცის მეგობრის გადაწყვეტილება თვითმკვლელობაზე. ამიტომ
მან მისცა იარაღი ან საწამლავი. ამ შინაარსით არ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ამიტომ არ ჰყავს ამსრულებელი. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე
(მისი დამოკიდებულება ამსრულებლის ქმედებასთან) დამხმარე არ დაისჯება
პასიური - სამართლებრივმა გარანტმა იპასიურა, არ იმოქმედა აქტიურად, რითაც
აღმოუჩენდა დახმარებას პირს, რომელმაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა. იმ დროს როცა
მსხვერპლი იმოქმედებდა გონებადაკარგული მდგომარეობით სამართლებრივი გარანტი არ
ახორციელებს მისი გადარჩენის ღონისძიებებს იმ მოსაზრებით, რომ პატივი სცეს
მსხვერპლის საკუთარი პასუხისმგებლობით მიღებულ თვითმკვლელობის
გადაწყვეტილებას.
უმოქმედობით ჩადენილი განზრახი მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა არ
განხორციელებულა თუ მაგალითად ექიმი/ოჯახის ახლობელი არაა სამართლებრივი
გარანტი მსხვერპლის გადასარჩენად, თუ მსხვერპლი საკუთარი პასუხისმგებლობით
ახორციელებს თვითმკვლელობას.
უმოქმედობა

1) რას ნიშნავს წმინდა და შერეული უმოქმედობა, მოიყვანეთ მაგალითები.

წმინდა უმოქმედობითი - პირს რაიმე ვალდებულების შესრულება ევალება


(მაგალითად, სსკ, 129 - დაუხმარებლობა; 376 - დანაშაულის შეუტყობინებლობა).
მაგალითად კარგი მოცურავე მშვიდად უყურებს თუ როგორ იხრჩობა პირი
მდინარეში და არაფერს აკეთებს. პირს მდინარიდან ან ამოიყვანენ ან ის დაიხრჩობა.
ამიტომ ორივე შემთხვევაში მოცურავე დაისჯება.
შერეული უმოქმედობა - პირმა უნდა დაიცვას რაიმე ან სხვა ადამიანის
სამართლებრივი სიკეთე თავისი ზედამხედველი პირისგან, ან მისი დაცვის
ქვეშმყოფის სიკეთე უნდა დაიცვას ყოველგვარი ზიანისგან.
მაგალითად ა-ს ცოლი იახტიდან წყალში ჩავარდა. ა-ს ცოლის მოშორება დიდი ხანი
ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ მაშველი ჟილეტი არ გადაუგდო (თუმცა შეეძლო).
2) მოიყვანეთ მაგალითები, როცა პირის ქმედება მოქმედებასაც გავს და უმოქმედობასაც.

ტყეში ცეცხლის დანთება და მისი უყურადღებოდ დატოვება.

3) დღეს რა თეორიით ხდება უმოქმედობა მოქმედების გამიჯვნა.

მოლოდინების თეორიით
4) რას ნიშნავს უმოქმედობა მოქმედებით.

ანუ როდესაც დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა აქტიური მოქმედებით


ხორციელდება. მაგალითად, დედა საკმარისად არ კვებავს შვილს, რითაც ბავშვს ან
ჯანმრთელობა უზიანდება ან ბავშვი იღუპება.

5) რა შემთხვევაში ჩაითვლება უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგო შედეგის


აუცილებელ პირობად (სსკ. მუხლი 8)

უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით


გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან
კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა
მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების
შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან
იქნებოდა აცილებული.

6) რას ასაბუთებდა ლუდენის თეორია (თ. წერეთელი, ტ. 1. გვ. 265-266) (იხ. ბაზაში)

მიზეზობრივი ხასიათი აქვს არა თავად უმოქმედობას, არამედ მის თანმხლებ დადებით
მოქმედებას, რომელიც დამდგარი შედეგის ქმედითი მიზეზია.

7) რას ასაბუთებდა წინარე მოქმედების თეორია (თ. წერეთელი, ტ. 1. გვ. 266-267)

უმოქმედობის დროს წარმოშობილ განზრახვას უნდა მიეცეს უკუძალა, რაც შესაძლებელს


გახდის წინა დადებითი მოქმედება და შემდგომი უმოქმედობა გაერთიანდეს.

შემდგომ წარმოშობილი განზრახვის წინა მოქმედებაზე გადატანა ქმნის ბრალის


დაუსაბუთებელ პრეზუმფციას. მთავარი ისაა რომ შეუძლებელია ერთ მთლიანობად იყოს
განხილული დადებითი მოქმედება და შემდგომი უმოქმედობა, რომლებიც ერთმანეთისგან
სუბიექტური და ობიექტური მხარის სტრუქტურებით განსხვავდებიან და რომლებიც
შეიძლება ერთმანეთისგან შორს იყვნენ როგორც დროსა და სივრცეში ისე მთელი რიგი მათ
შორის მდებარე ქმედებებით.

8) რას ასაბუთებდა ინტერფერენციის თეორია (თ. წერეთელი, ტ. 1. გვ. 267-268)

უმოქმედობა მხოლოდ გარეგნულად გვეჩვენება უარყოფითად, სინამდვილეში იგი რაღაც


დადებითს შეიცავს. ეს დადებითი კი ადამიანის ფსიქიკურ სფეროში მოიძებნებოდა.
უმოქმედობა გულისხმობს შედეგის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ნებელობითი
იმპულსის ჩახშობას. ამ აზრით კაუზალურია გარეგანი შედეგისთვის. ნებას რომ არ
0ებრძანებინა კუნთებისთვის შეეჩერებინათ თავდაპირველად წარმოშობილი მოქმედების
სტიმული, მაშინ პირველი ნებელობითი იმპულსი შედეგის წარმოშობას წინ
გადაეღობებოდა.

9) რას ასაბუთებდა ხელშემწყობი და ხელშემშლელი პირობების თეორია (თ. წერეთელი, გვ.


269. 270)
„ხელშემშლელ“ პირობას შეიძლება ადგილი საერთოდ არ ჰქონდეს. მაგალითად, თუ მეისრე
მოეწყობა სამსახურში თავიდანვე იმ განზრახვით, რომ ხელი არ შეუშალოს მატარებლის
მარცხს, ასეთ შემთხვევაში „ხელშემშლელი“ პირობა არ გვექნება. ასე რომ თუ მეისრემ ისარი
არ გადასწია და მარცხი თავიდან არ აიცილა, უარყოფითი პირობის მოსპობას და მასთან
ერთად უმოქმედობის მიზეზობრიობას ადგილი არ ექნება.

10) საიდან შეიძლება გამომდინარეობდეს სპეციალური ვალდებულება

კანონიდან/ხელშეკრულებიდან/ნათესაური კავშირიდან...

11) მოიყვანეთ გარანტის ორი დიდი ჯგუფის მაგალითი (სხვა სიტყვებით მათ ეწოდებათ
„მზრუნველი გარანტი“ და „ზედამხედველი გარანტი“)

„ზედამხედველი გარანტი“ - დედის მიერ მცირეწლოვანი შვილისგან სამართლებრივი


სიკეთის დაცვა.

„მზრუნველი გარანტი“ - დედის მიერ მცირეწლოვანი შვილის საფრთხეებისგან დაცვა

12) მოიყვანეთ წინარე მოქმედებით წარმოშობილი ვალდებულების მაგალითი

მძოლი წესების დაცვით მოძრაობდა, უცბად ფეხით მოსიარულემ გადაირბინა და მძღოლი


დაეჯახა მას. ფეხით მოსიარულე დაშავდა და შემდეგ გარდაიცვალა. ამ დროს მძღოლს
სოლიდარული მოვალეობა ეკისრება და უნდა დაეხმაროს დაშავებულს (წინააღმდეგ
შემთხვევაში 129 - დაუხმარებლობით სამართლდება, მაშინაც კი თუ შიშის გამო შემთხვევის
ადგილს გაეცალა).

13) აქვთ თუ არა ურთიერთზრუნვის ვალდებულება რაიმე სოციალურ ჯგუფებს

კი ძირითადად ურთიერთთანხმობით შექმნილი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს


(მაგალითად, მთამსვლელები, პოლარული ექსპედიციის წევრები), რომლებიც ერთნაირი
საფრთხის წინაშე დგანან. ეს ეხება მხოლოდ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და
ვალდებულება სრულდება ჯგუფის დაშლისთანავე.

14) წარმოშობს თუ არა გარანტის ფუნქციას აუცილებელი მოგერიება, აგრესიული უკიდ.


აუცილებლობა.

არა

15) როგორ უნდა გადაწყდეს პასუხისმგებლობის საკითხი მოვალეობათა კოლიზიის დროს,

ამ დროს რადგანაც ალტერნატივასთან და არჩევანთან გვაქვს საქმე, პირს არ დაეკისრება


პასუხისმგებლობა მიუხედავად ბრალის არსებობისა და ასეთ შემთხვევევბში 38-ე მუხლით
მოხდება შეფასება და საპატიებელ გარემოებად ჩაეთვლება.

16) მოიყვანეთ მაგალითი როცა არ ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა


ობიექტური - ა პლაჟის რესტორანში იყო, როდესაც მისი ცოლი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო.

სუბიექტური - ა ცოლთან ერთად იახტაზეა, ცოლი გადავარდება ზღვაში და დაიხრჩობა. ა


ვერ გადახტება და ვერ გადაარჩენს, რადგან ცურვა არ იცის. მაშველსაც ვერ დაუკავშირდება,
რადგან ამის შესაძლებლობა არ აქვს.

17) ალბათობის რა ხარისხით უნდა იყოს შედეგი აცილებადი?

იმგვარი ხარისხით, რომ პირს შესაძლებლობა ჰქონდეს, სავალდებულო და შესასრულებელი


ქმედება განახორციელოს.

18) განზრახვა რაში უნდა გამოიხატებოდეს

უმოქმედობისას, განზრახვის არსებობისთვის პირმა უნდა იცოდეს, როგორც საფრთხის, ისე


გარანტის არსებობის შესახებ (ქმედების ობიექტური მხარის ნიშნები).

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

1) რას მოიცავს განზრახი დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა


სპეციალური მიზანი, სპეციალური ცოდნა და უმართლობის დამფუძნებელი სხვა
მოტივები.
2) ემოცია მოიაზრება თუ არა სუბიექტურ შემადგენლობაში
არა, ის ბრალთანაა მიბმული.
3) რა მნიშვნელობა აქვს განზრახვისა და გაუფრთხილებლობის ფორმების დადგენას
ბრალის ფორმა ნათელყოფს ქმედების საშიშროების ხარისხს და შესაძლებელი ხდება
გაიმიჯნოს დანაშაულებრივი და არადანაშაულებრივი ქმედებები. ასევე
მნიშვნელოვანია ეს გამიჯვნა სასჯელის ინდივიდუალიზაციის დროს.
4) უშედეგო დანაშაულებში განზრახვა რაზე უნდა ვრცელდებოდეს
ის უნდა ვრცელდებოდეს ქმედებაზე და კანონში მითითებულ მის თვისებებზე და
არა შედეგზე, რომელიც მას შეიძლება მოყვეს.
5) აქვს თუ არა სუბიექტური შემადგენლობა თვითიმედოვნებას ან დაუდევრობას
თვითიმედოვნებას - კი.
6) როდის დგინდება მართლწინააღმდეგობის შეგნება როგორც განზრახვის კომპონენტი
(მაგ. მოჩვენებითი მოგერიების დროს)

როცა უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი შეცდომა, მაგალუთად შეცდომა აკრძალვაში


(რომელიც ბრალის ცალკე კომპონენტია) და აქვე აუციელებელი მოგერიება
მოჩვენებითისგან.
7) განზრახვის და გაუფრთხილებლობის რა სახეები არსებობს, დაახასიათეთ
თითოეული მათგანი
1. პირველი და მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა - პირველი ხარისხის პირდაპირი
განზრახვისსას პირი მოქმედებს გამიზნულად. მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა
გვაქვს მაშინ როცა პირს გამიზნულად არ სურს, მაგრამ გარდაუვლად მიიჩნევს შედეგის
დადგომას, როცა შედეგი სხვა მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებაა.

2. ევენტ. განზრახვა - პირდაპირი განზრახვისგან განსხვავდება ცოდნისა და ნებელობის


ხარისხით. ევენტუალური განზრახვით მოქმედებს პირი, ვინც ქმედების შემადგენლობის
განხორციელებას შესაძლებლად მიიჩნევს და შეგნებულად უშვებს მას ან გულგრილად
ეკიდება.

3. თვითიმედოვნება - პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულობის ნორმის დარღვევა


თავისი ქმედებით, ასევე გაითვალსწინა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს აიცილებდა.

4. დაუდევრობა - პირს არ აქვს გაცნობიერებული წინდახედულობის ნორმით აკრძალული


ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინაააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას,
თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალბოდა და შეეძლო კიდეც.

8) თუ ევენტუალური განზრახვის დროს პირს დანაშაულებრივი მიზანიც ამოძრავებს როგორ


იქნება კვალიფიკაცია. მოიყვანეთ მაგალითი

მაგალითად, პირის მიერ ორსული ქალის მკვლელობისთვის, საკმარისია რომ პირმა იცოდეს
მოკლული ქალის ორსულობაზე (არაა უშუალოდ ორსულობასთან კავშირში).

პირის მიერ ხალხმრავალ ბაზრობაზე ბომბის აფეთქება - ამ დროს ერთი დაშავებული


ინდივიდუალურად კი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, არამედ განზრახვა ზოგადია -
ადამიანის მოკვლა.

ასევე მაგალითია ა-ს მიერ ბ-ს მოკვლის სურვილი - ა-მ ბ-ს ტყვია ესროლა, რომელიც აცდა და
მოხვდა გ.ს ა-ს ქმედება იქნება ბ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და გ-ს სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობა.

9) დაასახელეთ წინმსწრები და შემდგომ წარმოშობილი განზრახვის მაგალითები.

წინმსწრები: მაგალითად ა-მ გადაწყვიტა შურისძიების ნიადაგზე მისი მეზობლის მოკვლა


თოფით. მოგვიანებით მას ეს სურვილი გაუქრა, მაგრამ იარაღის წმენდის დროს, მისდამი
დაუდევარი მოპყრობით გაუვარდება და მოკლავს მეზობელს.

შემდგომი: მაგალითად, ა-მ ავტოვარიით გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ბ-ს.


მსხვერპლის ნახვის შემდეგ, ა კმაყოფილი დარჩა, რადგან ბ-ს სიკვდილით ა მემკვიდრეობას
იღებდა.

10) მოიყვანეთ მაგალითი როდესაც პირს შედეგის დადგომამდე მისი სურვილი გაუქრა

ა-მ ბ-ს ჩხუბის ნიადაგზე მოკვლის განზრახვით მიაყენა რამდენიმე დაზიანება,


დაზარალებული რეანიმაციაში მოათავსეს. ა-ს, რომელსაც სინანულის გრძნობა გაუჩნდა,
ყველა საშუალებით ცდილობდა და ფიქრობდა სასიკვდილო შედეგის თავიდან აცილებას.
თუმცა შედეგი მაინც დადგა - ა დაისჯება განზრახ დამთავრებული მკვლელობისთვის.

11) დამნაშავეს რა დოზით უნდა ჰქონდეს გააზრებული მიზეზობრივი კავშირის


განვითარება.

მოიაზრება არა დეტალური, არაედ ზოგადი ცოდნა. მაგალითად შეცდომა მიზეზობრივ


კავშირში არ გამორიცხავს განზრახვას - იგულისხმება რომ მიზეზობრივი კავშირის
განვითარებაში უმნიშვნელო გადახრაა.

12) შეიძლება თუ არა დანაშაულის მომზადება, მცდელობა, თანამონაწილეობა


გაუფრთხილებლობით

არა

13) რაზე ემყარება პირის იმედი თვითიმედოვნების დროს.

იმაზე რომ მისი ქმედების მიუხედავად, მოსალოდნელი შედეგი არ დადგება

14) საიდან გამომდინარეობენ წინდახედულების ნორმები წერილობითი ან დაუწერელი,


ცხოვრებისეულ პრაქტიკაში დამკვიდრებული წესებიდან.

15) დაუდევრობისგან როგორ განსხვავდება ზიანის არაბრალეულად მიყენება.

არაბრალელული ზიანის დროს ქმედების ჩამდენს არ შეეძლო შედეგის გათვალისწინება ან


არ უნდა გაეთვალისწინებინა ის. დაუდევრობის დროს პირს არ აქვს გაცნობიერებული
თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა ან არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
ქმედების შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ვალდებულია და შეუძლია მისი

გათვალისწინება.

16) გამიჯნეთ ერთმანეთისგან წინასწარ მოფიქრებული და უცებ წარმოშობილი განზრახვა,


მოიყვანეთ უცებ წარმოშობილი განზრახვის მაგალითი, შეიძლება თუ არა ასეთი განზრახვა
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი იყოს, მოიყვანეთ მაგალითი.

წინასწარ მოფიქრებული განზრახვა - არსებობს მაშინ, როცა პირი მეტი თუ ნაკლები


დროის განმავლობაში ფიქრობდა დანაშაულის შესახებ, ასევე წინასწარ ფიქრობდა
დანაშაუის განხორციელებაზე, ამუშავებდა დანაშაულის ჩადენის გეგმას , ხერხებს
(დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, იარაღი, საშუალება...). ამგვარი განზრახვა
წარმოშობისთანავე არ ხორციელდება. წინასწარ მოფიქრებული განზრახვა შეიძლება
მოწმობდეს პირის გაუბედაობას, სულიერ განცდებს.

უეცრად წარმოშობილი განზრახვა - პირი ყოველგვარი შეყოვნების გარეშე ,


მომენტალურად ჩადის დანაშაულს. მაგალითად, დაზარალებული დამნაშავეს არ აძლევს
სიგარეტს, საპასუხოდ დამნაშავე მას კლავს. შემთხვევა დაკვალიფიცირდება ხულიგნური
ქვენაგრძნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობად (სსკ, 109.“ვ“ ქვეპუნქტი).
შესაძლებელია ასეთი განზრახვა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი იყოს -
მაგალითად, უეცარი, ძლიერ სულიერი აღელვების მდგომარეობაში (ანუ აფექტში )
ჩადენილი მკვლელობა (სსკ, 111), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებ მძიმე
დაზიანება (სსკ, 121).

17) რას ნიშნავს ალტერნატიული, კუმულაციური განზრახვა, მოიყვანეთ კაზუსები და


დააკვალიფიცირეთ.

ალტერნატიული განზრახვა - ორი/მეტი სამართლებრივი სიკეთიდან პირს გადაწყვეტილი


აქვს ერთ-ერთის ხელყოფა, მაგრამ მისთვის სულერთია, მისი ქმედებით რომელი იქნება
ხელყოფილი.

მაგალითი: ა ტყვიას ისვრის ბ-ს ან გ-ს მოსაკლავად. ტყვია ხვდება ორივეს და კლავს. ერთის
მიმართ იქნება განზრახ მკვლელობა, მეორეს მიმართ - სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით.

კუმულაციური - პირს განზრახული აქვს ორი/მეტი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა.

მაგალითი: ა მოქმედებს, იმგვარად რომ ბ მოკვდეს და მისი მანქანაც განადგურდეს. ერთ-


ერთი სიკეთის გადარჩენის შემთხვევაში, გადარჩენილის მიმართ გვექნება განზრახი
დანაშაული, მეორის მიმართ - დამთავრებული განზრახი დანაშაული

18) მოიყვანეთ მაგალითი, როცა პირს განზრახვა ქმედებასა და შედეგს შორის გაუქრა.

ა-მ ბ-ს ჩხუბის დროს, განზრახ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბ მძიმე მდგომარეობით
მოათავსეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ა, სინანულის გრძნობით,
ცდილობდა რომ დაზარალებულის სიკვდილი არ დამდგარიყო. მიუხედავად მისი
მონდომება-სურვილისა, ბ გარდაიცვლება. ა დაისჯება განზრახ დაუმთავრებელი
მკვლელობისთვის.

19) რა ნიშნები უნდა ახასიათებდეს ბრალის ორი ფორმით ჩადენილ დანაშაულს.


დაასახელეთ ასეთი დანაშაულის მაგალითი (დვალიძე)

ა) ორი შედეგი ჩადენილი დანაშაულის შედეგად

ბ) ბრალის სხვადასხვა ფორმის არსებობაამ ორი შედეგის მიმართ

გ) ბრალის ორი ფორმა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ კვალიფიციური შემადგენლობის


მქონე დანაშაულის ჩადენისას

დ) გაუფრთხილებლობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მაკვალიფიცირებელი ნიშნების


მიმართ

ე) კანონმდებელი დანაშაულს ბრალის ორი ფორმით თვლის განზრახ დანაშაულად.


მაგალითად სასიკვდილოდ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ, 117)

20) რა არის მოტივი და მიზანი, რა შეკითხვას პასუხობს მოტივი, და მიზანი, დაასახელეთ


მოტივის და მიზნის მაგალითები.(დვალიძე)

მოტივი - გადაწყვეტის აქტს ყოველთვის წინ უსწრებს ყველა შესაძლებლობის აწონ-დაწონვა.


ის პასუხობს კითხვას - რატომ ჩაიდინა პირმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მაგალითად,
მკვლელობა შურისძიების ან ეჭვიანობის მოტივით.

მიზანი - საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს დანაშაულის ჩამდენი პირი. ის


პასუხოს კითხვაზე - რისკენ მიისწრაფვის დამნაშავე. მაგალითად, ქურდობა, ყაჩაღობა,
ძარცვა, თაღლითობა...

I. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები

1) რას ნიშნავს ფორმალური და მატერიალური მართლწინააღმდეგობა (ტურავა, გვ. 163-


4)
ფორმალური - დანაშაულის შემადგენლობა გაწერილია სისხლის სამართლის კერძო
ნაწილში აკრძალვებისა და ვალდებულებების სახით. მათი შესაბამისი ქმედება კი
ფორმალურ მართლწინააღმდეგობას ქმნის.
მატერიალური - ქმედება ვერ გამართლდება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი
ვერცერთი გარემოებით.
2) რა ეწოდებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებს მოქმედი
კოდექსის ამოქმედებამდე (ტურავა. გვ.163)
საზოგადოებრივი საშიშროებების გამომრიცხველი გარემოებები
3) თუ პირს სუბიექტურად შეცნობილი არ აქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი
გარემოების არსებობა როგორ უნდა მოხდეს კვალიფიკაცია (ტურავა გვ.168)
პირველი მოსაზრებით პირი დაისჯება დამთავრებული დანაშაულისთვის. მეორე
იდეა ამბობს რომ ობიექტურად არსებული მართლზომიერი ვითარების გამო უნდა
მოხდეს განზრახი დანაშაულის მცდელობის ანალოგიის გამოყენება.
4) რა არის სისხლის სამართლებრივი უმართლობა, რომელ შემადგენლობებს
აერთიანებს მაგ. მკვლელობის უმართლობა, რა მნიშვნელობა აქვს უმართლობის
დადგენას (ტურავა, გვ. 164)
ქმედების შემადგენლობა + მართლწინააღმდეგობა = სისხლის სამართლებრივი
უმართლობა. მკვლელობის უმართლობა აერთიანებს ძირითად, კვალიფიციურ და
პრივილეგიურ შემადგენლობებს (მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა მუხლებშია
განაწილებული). უმართლობის დადგენა მნიშვნელოვანია თანამონაწილის
დასჯადობისთვის - თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველი: თანამონაწილის
მიერ ამსრულებელთან ერთად ერთიანი სისხლისსამართლებრივი უმართლობის
შესრულება.
5) რა შემთხვევაშია ქმედება მართლსაწინააღმდეგო (ტურავა, გვ. 166)
თუ სახეზე არაა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
გამომრიცხველი გარემოებები: აუცილებელი მოგერიება (სსკ, 28), დამნაშავის
შეპყრობა (29), უკიდურესი აუცილებლობა (30), მართლზომიერი რისკი (31),
ზეკანონიერი გარემოებები (32).
6) რას ნიშნავს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი და ბრალის გამომრიცხავი
გარემოების არსებობა ქმედების ჩამდენისთვის, თანამონაწილისთვის,
დაზარალებულისთვის (ტურავა, გვ. 166).
მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა:
ა. ქმედების ჩამდენი - არ ეკისრება არც სასჯელი და არც სისხლისამართლებრივი
იძულებითი ღონისძიება, თუმცა არაა გამორიცხული სამოაქალქო სამართლებრივად
მას ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ბ. თანამონაწილე - არ დაისჯება, რადგან თანამონაწილეობა მხოლოდ განზრახ
მართლსაწინაღმდეგო ქმედებაშია დასჯადი.
გ. დაზარალებული - არ აქვს მართლზომიერი ქმედების მიმართ აუცილებელი
მოგერიების უფლება. დაზარალებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო იქნება თუ
იგი მართლზომიერი ქმედებისგან იცავს თავს და დააზიანებს სამართლებრივ
სიკეთეს.
ბრალის გამორიცხვა
ა. დანაშაულის ჩამდენი - მართლსაწინააღმდეგოდ, მაგრამ არა ბრალეული
ქმედებით ჩადენილი დანაშაულისთვის შეეფარდება იძულებითი ღონისძიება, რადგან მისი
მოქმედება არაა გამართლებული, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სასჯელის შეფარდება არ
შეიძლება
ბ. თანამონაწილე - შერაცხადი პირის არაბრალეული ქმედების ჩადენაში
თანამონაწილეობა ისჯება (თანამონაწილეობის ე.წ. ლიმიტირებული აქცესორულობა).
ამისთვის საჭიროა ქმედების შემადგენლობის შესაბამისი და მართლსაწინააღმდეგოდ ჩადენა
ამსრულებლის მიერ. თუ კი ეს ასე არაა, ორგანიზატორი/დამხმარე/წამქეზებელი არ
დაისჯებიან. ხოლო ამსრულებლის მიერ თუნდაც არაბრალეული ქმედებისას, მისი ყოველი
მონაწილე პასუხს აგებს საკუთარი ინდივიდუალური დანაშაულისთვის.
გ. დაზარალებული - არაბრალეულად მოქმედი პირის (მაგალითად სულით
ავადმყოფის) თავდასხმის მოგერიება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დასაშვებია.
საპატიებელი იძულებითი უკიდურესი აუცილებლობა, მართალია ბრალს გამორიცხავს (სსკ,
38) და არა მართლწინააღმდეგობას, მაგრამ აუცილებელი მოგერიების უფლება იზღუდება
იძულებით მოქმედი პირის არაბრალეული მოქმედების შემთხვევეაში.
7) მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებს ახასიათებს მხოლოდ ობიექტური,
თუ ასევე სუბიექტური ელემენტიც (ტურავა, გვ. 168)
მართლწინააღმდეგობა ობიექტური კატეგორიაა, რომელიც პირს სუბიექტურადაც
უნდა ჰქონდეს შეცნობილი - მაგალითად აუცილებელი მოგერიებისას თავდასხმა
უნდა იყოს ობიექტურად რეალურად საშიში და მომგერიებელს თავდაცვის მიზანი
სუბიექტურად უნდა გააჩნდეს. ობიექტური+სუბიექტური = მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხავ სხვა გარემოებათა შინაარსის განსაზღვრა.

II. აუცილებელი მოგერიება

1) აუცილებელი მოგერიება დაიშვება მხოლოდ ინდივიდუალური თუ ასევე


საყოველთაო სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის დროს (ტურავა,)
ორივე ტიპის სამართლებრივი სიკეთისთვის დასაშვებია მათი ხელყოფის
ასაცილებლად აუცილებელი მოგერიება.
2) რა არის აუცილებელი დახმარება (ტურავა.)
მოქმედება, რომლითაც ხელყოფის მომგერიებელი იცავს მესამე პირის სამართლებრივ
სიკეთეს. პროცესი არ უნდა ხორციელდებოდეს იმ სხვა პირის ნების წინააღმდეგ,
რომელსაც უშუალოდ შეეხება ხელყოფა.
3) საჭიროა თუ არა აუცილებელი დახმარების დროს დასაცავი პირის თანხმობა (ტურავა
გვ.179)
უნდა ივარაუდებოდეს თანხმობა, მაგრამ არაა აუცილებელი დახმარების სურვილი
სიტყვით/მოქმედებით იყოს გამოხატული.
4) როგორია აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა (ტურავა,)
შედგება 3 კომპონენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული
მოქმედება და თავდაცვის სურვილი. აქვე შეგვიძლია დავუმატოთ მეოთხე ელემენტი
- მდგომარეობს მოგერიების სოციალურ-ეთიკურ შეზღუდვაში (მაგალითად,
ხელყოფის მცირე მნიშვნელობის დრო
ს, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხეხილის ბაღში ვაშლის მოპარვისას).
5) რა კომპონენტებისგან შედგება უკიდურესი მდგომარეობა (ტურავა,)
1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა
2. ხელყოფის იმწუთიერობა
3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა - ხელყოფის რეალური (ობიექტური)
ხასიათით.
6) შეიძლება თუ არა აუცილებელი მოგერიება გაუფრთხილებელი ხელყოფის
წინააღმდეგ (ტურავა, გვ. 175)
დიახ.
7) შეიძლება თუ არა ხელყოფა უმოქმედობით, რა შემთხვევაში (ავტორთა კოლექტივი -
ნაჭყებია, დვალიძე, 2007, )
კი. მაგალითად, ქარხნის დირექტორი კარს არ უხსნის მუშებს, რომლებიც გაჟონილი
გაზის გამო შეიძლება დაიღუპონ. ასეთ შემთხვევეაში ერთ-ერთი მუშა დირექტორს
ჯანმრთელობას დაუზიანებს, რათა სხვები გადაარჩინოს.
8) რას გულისხმობს ბრალის გამომრიცხავი აუცილებელი მოგერიება (ავტორთა
კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007)
ეს არის მოჩვენებითი მოგერიება - ასეთ შემთხვევაში სახეზეა ფაქტობრივი შეცდომა,
გამოწვეული სუბიექტის მცდარი წარმოდგენებიდან.
9) როგორ დაკვალიფიცირდება მოჩვენებითი მოგერიება (ტურავა)
თუ სახეზეა ამგვარი შეცდომა და ის მისატევებელია, მაშინ გამოირიცხება ბრალი. თუ
მიუტევებელი - მაშინ პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის
10) თუ მოჩვენებითი მოგერიების დროს პირმა იცის რომ თავდასხმა არ არის რეალური
მისი ქმედება როგორ დაკვალიფიცირდება
თუ პირი შეცდომას არ უშვებს, მაგრამ ახორციელებს ქმედებას შეშინების/ხუმრობის
მიზნით და ესხმის პირს, იყენებს ამგვარ სიტუაციას თავის სასარგებლოდ,
კვალიფიკაცია იქნება განზრახვის მიმართულებით.
11) რას ნიშნავს ხელყოფის იმწუთიერება, როგორ დაკვალიფიცირდება ნაადრევი ან
"შემდგომი" მოგერიება ტურავა, )
ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ
კიდევ მიმდინარე. ხელყოფა ასევე წარმოადგენს იმწუთიერს მისი განგრძობადობის
დროს, თუ არსებობს დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების
საშიშროება.
შემდგომი ან ნაადრევი მოგერიება დაკვალიფიცირდება აუცილებელი მოგერიების
გადამეტებით, ჯანმრთელობის დაზიანება სიცოცხლის მოსპობით.
12) დაასახელეთ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შეწყვეტის სამი მიზეზი (ავტორთა
კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007,)
1. თავდამსხმელის უკანდახევა (უარი თქვა დანაშაულზე)
2. თავდამსხმელს სხვამ შეაწყვეტინა პროცესი
3. უშუალოდ სამართლებრივი სიკეთის დაზიანება - დამდგარი შედეგი. აუცილებელი
მოგერიება ამ დროს უკვე გაუმართლებელია.
13) შეიძლება თუ არა იურიდიულად დამთავრებული ზოგიერთი დანაშაულის (მაგ.
ყაჩაღობის) მოგერიება (ტურავა)
აქ უნდა შესრულდეს 2 პირობა:
1. თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ნივთის გადასვლისთანავე
2. თუ სამართლებრივი სიკეთის დაბრუნება დაუყოვნებლივ შეიძლებოდა -
ყაჩაღობისას ეს პროცესი შეიძლება 1 საათსაც გაგრძელდეს, მაგრამ თუ დამნაშავის
დაზიანება დროის დიდი მონაკვეთის შემდეგ ხდება, უკვე მოხდება აუცილებელი
მოგერიების ფარგლებს გასვლა.
14) როდემდე შეიძლება მოგერიება მაგ. მძევლად ხელში ჩაგდების დროს (ავტორთა
კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007)
მანამდე სანამ სახეზეა ფაქტობრივი ხელყოფა. მძევლად ხელში ჩაგდების მთელი
პერიოდი ფაქტობრივი ხელყოფაა, შესაბამისად ამ პერიოდში შესაძლებელია
აუცილებელი მოგერიება.
15) თუ თავდასხმა მომდინარეობს ცხოველისგან, ეს იქნება აუცილებელი მოგერიება
თუ უკიდურესი აუცილებლობა (ავტორთა კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007)
ერთი მხრივ, უკიდურესი აუცილებლობა - თუ უშუალოდ მისგან მოდის საფრთხე.
მეორე მხრივ, აუცილებელი მოგერიება - თუ კი ის მეორე ადამიანის იარაღად
გამოიყენება.

16) რა შემთხვევებში შეიძლება ხელმყოფის დაზიანება წართმეული ქონების


დასაბრუნებლად (სსკ. 28.3 მუხლი)
ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან
სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც,
თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ
მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

17) როგორი უნდა იყოს გამოყენებული დაცვითი საშუალება (ტურავა) (ავტორთა


კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007)
მომგერიებელმა უნდა გამოიყენოს ყველაზე რბილი (დანდობადი) და ეფექტური
იარაღი - საშუალება რომლითაც მაქსიმალურად ნაკლები ზიანი დადგება.

18) ევალება თუ არა მომგერიებელს გაქცევა ან საშველად სხვისი მოხმობა (ტურავა)


(სსკ. მუხ. 28.2)

აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა


მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

19) შეიძლება თუ არა აუცილებელი მოგერიება მიმართული იყოს მესამე პირის


წინააღმდეგ (ტურავა)
არა (გარდა იმ შემთხვევისა თუ ის საფრთხის უშუალო წყარო არაა).
20) რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება (სსკ. 28.4 მუხლი)
აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ
თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
21) რას უნდა მიექცეს ყურადღება ხელყოფისა და თავდაცვის შესაბამისობის
შეფასებისას (ავტორთა კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007, 251)
სამართლებრივი სიკეთის დასაცავად განხორციელებული ქმედება უნდა იყოს აშკარა
ხასიათის - კერძოდ, ყურადღება უნდა მიექცეს ხელმყოფისა და მომგერიებლის ასაკს,
ფიზიკურ სიძლიერეს, სქესს, მათ რაოდენობას და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მიექცეს ასევე მომგერიებლის პროფესიას.
22) შეიძლება თუ არა ფარგლებს გადაცილება პირდაპირი განზრახვით (ავტორთა
კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007, გვ.)
არა
23) შეიძლება თუ არა აუცილებელი მოგერიების დროს უფრო მაღალი სიკეთის
დაზიანება, ვიდრე გადარჩენილია - ავტორთა კოლექტივი -ნაჭყებია, დვალიძე, 2007,)
კი, თუ სახეზე არ გვაქვს აშკარა შეუსაბამობა სამართლებრივი სიკეთის დასაცავად
გატარებულ მოქმედებასა და ხელყოფის ხასიათს, საშიშროებას შორის.
24) დაასახელეთ მაგალითები, როცა თანაფარდობა დაზიანებულ და გადარჩენილ
სიკეთეებს შორის არ არის აშკარად შეუსაბამო (ტურავა)
მაგალითი 1: ა თავს ესხმის ბ-ს სხეულის მძიმედ დასაზიანებლად. ბ კლავს ა-ს
მაგალითი 2: ა თავს ესხმის გ-ს გაუპატიურების მიზნით. მას ან თვითონ ა კლავს, ან ა-
ს დასახმარებლად მისული ბ
მაგალითი 3: ა ბ-ს უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას. ბ მძიმე პირობებშია და
თავის დახსნის მიზნით კლავს ა-ს.
25) შეიძლება თუ არა ადამიანის მოკვლა ქონების გადასარჩენად (ტურავა)
ადამიანის უფლებათა კონვენცია კრძალავს მატერიალური სამართლებრივი სიკეთის
გადარჩენის მიზნით მკვლელობას.
გერმანული დოქტრინა შესაძლებლად მიიჩნევს ქონების გადარჩენის მიზნით სხვა
ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.
26) რას გულისხმობს აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტი (ტურავა)
აქ იგულისხმება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დამფუძნებელ
გარემოებათა ცოდნა და შესაბამისად პირის მიერ თავისი/სხვისი სამართლებრივი
დაცვის სურვილი.
27) აქვს თუ არა პოლიციელს უფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების
განხორციელებისას გამოიყენოს აუცილებელი მოგერიება, დაახასიათეთ წმინდა სისხ.
სამართლებრივი, წმიდა საჯარო სამართლებრივი და თვითდაცვის თეორიები
(ტურავა,)
პოლიციელთან დაკავშირებული საკითხი ყოველთვის საკამათოა - შეიძლება მისი
ქმედების მართლზომიერება შეფასდეს პოლიციის შესახებ საჯარო-სამართლებრივ
კანონმდებლობაში მოცემული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სპეციალური
გარემოებებით, რომლებიც ეფუძნება თანაზომიერების პრინციპს.
თეორიები:
1. ე.წ. წმინდა სისხლსამართლებრივი თეორია - საჯარო ხელისუფლების
წარმომადგენელს/პოლიციელს შეუძლია აუცილებელი მოგერიების უფლებით
ისარგებლოს. ის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მოგერიებისას
თავდამსხმელის მოგერიების მართლზომიერების პირობებით იმაზე მეტად არ
უნდა იყოს შეზღუდული, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.
2. ე.წ. წმინდა საჯაროსამართლებრივი თეორია - ყველა საჯარო-სამართლებრივ
იძულებით ღონისძიებას აქვს მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტი
სისხლისსამართლებრივ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზოგად
გარემოებებთან შედარებით. საჯარო სამსახურში მყოფ პირს სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესრულებისას არ შეუძლია იმოქმედოს აუცილებელი
მოგერიების ფარგლებში, ისე, როგორც კერძო ფიზიკურმა პირმა.
3. ე.წ. თვითდაცვის თეორია ასეთია: თავისი უფლებამოსილებების
განხორციელების დროს პოლიციელი მოქმედებს საჯარო-სამართლებრივი
კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, რომელიც ეფუძნება
თანაზომიერების პრინციპს. ერთადერთ გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევა
წარმოადგენს, როცა საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი აუცილებელი
მოგერიების უფლებას მართლზომიერად იყენებს საკუთარი სამართლებრივი
სიკეთის დაცვის მიზნით.
28) რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიების ინტენსიური ექცესი (ტურავა)
როცა მომგერიებელი ხელყოფისგან თავდასაცავად თანაბრად ეფექტური
საშუალებებიდან ირჩევს არა ყველაზე მსუბუქ, არამედ შეგნებულად საშიშ
საშუალებას. ასეთ დროს არაა არჩეული დაცვის საშუალების აუცილებლობა. სსკ, 28-ე
მუხლიდან გამომდინარე კი არ იქნება გამართლება.
29) დაასახელეთ შემთხვევათა ხუთი ჯგუფი, რომლებიც ასახავენ აუცილებელი
მოგერიების სოციალურ ეთიკურ შეზღუდვებს (ტურავა,)
1. უმნიშვნელო ხელყოფა - თავდაცვის/თავდასხმის ხასიათის საშიშროებისა და აშკარა
შეუსაბამობის მსგავსად, ზღუდავს ან გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების
უფლებას.
2. არაბრალუნარიანი, შერაცხადი პირის მხრიდან ხელყოფა
3. ხელყოფა ახალ სოციალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის მიერ - ოჯახურ და
ახლობლურ სფეროში, ადგილი აქვს მსუბუქ დაზიანებებს
4. აუცილებელი მოგერიების გამიზნული/შეგნებული პროვოკაცია
5. არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად დასაძრახი სხვაგვარი პროვოკაცია.
უკიდურესი აუცილებლობა

1) რა წინაპირობები ახასიათებს უკიდურეს აუცილებლობას სსკ 30-ე მუხლის


მიხედვით
1. საფრთხე
2. სხვა საშუალების არარსებობა
3. დაზიანებული სიკეთე ნაკლებია გადარჩენილზე
2) არის თუ არა აუცილებელი უკიდურესი აუცილებლობის დროს დადგინდეს
სამართლებრივ სიკეთეთა თანაზომიერება (ტურავა, 196)

კი

3) რა არის უკიდურესი აუცილებლობის ნიშნები (ტურავა, 196)


1. უკიდურესი მდგომარეობა

2. უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება

3. ინტერესთა ურთიერთშეჯერება
4. სუბიექტური ნება

4) როგორ გადაწყდება უკიდურესი აუცილებლობის პროვოცირების შემთხვევა (დვალიძე,


256) მოიყვანეთ მაგალითი.
პირი დაისჯება პროვოკაციული საქმიანობისთვის.

მაგალითი: ა-ს სურდა ბ-ს ძვირადღირებული ქურქის დაზიანება, ამიტომ ცეცხლს წაუკიდებს
შვილის აკვანს, რათა ამ ქურქით ჩააქროს შემდეგ.

5) თუ პირი გაუფრთხილებლობით გამოიწვევს საფრთხეს აქვს თუ არა მას უკიდურესი


აუცილებლობით მოქმედების უფლება (დვალიძე, 257) მოიყვანეთ მაგალითები როცა პირი
განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით წარმოშობს საფრთხეს

კი, მაგალითად ა-მ ბ განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააშავა და შემდეგ მისი დახმარების


სურვილიც ჰქონდა. ამიტომ მან შეიძლება მეპატრონის ნების წინააღმდეგ გამოიყენოს მანქანა
(ანუ როცა პირი გაუფრთხილებლობით სხვას ან საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს)

დაუდევრობა - ფილმ „ქვევრიდან“: ქვევრის შემკეთებლის გაუფრთხილებლობის გამო, მის


გადასარჩენად ქვევრის დაზიანება

6) წარმოშობს თუ არა განგრძობადი საფრთხე უკიდურეს აუცილებლობას (დვალიძე, 257-258)


კი, ესაა საპატიო უკიდურესი აუცილებლობა.

7) რა შეიძლება იყოს საფრთხის წყარო უკიდ. აუცილებლობის დროს (დვალიძე, 256)


შეიძლება თუ არა ეს იყოს ადამიანის მართლზომიერი ქმედება, მოიყვანეთ მაგალითი.

ბუნება, ცხოველი, დაავადებები. ასევე ეს შეიძლება იყოს ადამიანის მათთლზომიერი


ქმედება. მაგალითად დედა საჭმელს აჭმევდა შვილს, რომელსაც ლუკმა გადასცდა. თუ სხვა
საშუალება არაა ბავშვის გადასარჩენად, გარდა მაღაზიის ვიტრინის ჩამტვრევისა, სადაც
წყალია და ამით იხსნის ბავშვს, მაშინ დედა მართლზომიერად მოქმედებს.
8) ჩაითვლება თუ არა უკიდურეს აუცილებლობად შემთხვევა, როცა სამართლებრივი
სიკეთის გადარჩენა შესაძლებელია სხვა სიკეთის დაზიანების გარეშეც, მოიყვანეთ მაგალითი
(დვალიძე, 257-258) (ასევე, სსკ. 30-ე მუხლი).

არა. მაგალითად, არ იქნება სწორი ცეცხლის ჩაქრობა ძვირად ღირებული ქურთუკით, თუ


იქვე ახლოს წყლის ონკანია.
9) რა არის დეფენზიური და აგრესიული უკიდურესი აუცილებლობა. მოიყვანეთ
მაგალითები. რა მნიშვნელობა აქვს მათ გამიჯვნას (ტურავა, 197-198)

დეფენზიური (თავდაცვითი) - პირი ზიანს აყენებს არა მესამე ძალას, არამედ თვითონ
ხელმყოფს. ამ დროს პირს არ ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივად ზიანის ანაზღაურება

მაგალითი: მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი მოშვებული დარჩა. ქვედა სართულზე


მცხოვრებ მეზობელს კარის შემტვრევა შეუძლია, თუ მას სხვა საშუალება არ აქვს საფრთხის
ასაცილებლად და ამავე დროს ზიანი ნაკლები უნდა იყოს გადარჩენილზე.

აგრესიული (თავდასხმითი) - პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ მდგომარეობაში


პირი აზიანებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე პირს, რომელსაც არანაირი წვლილი არ აქვს
საფრთხის შექმნაში.

მაგალითი: ტურისტულ ჯგუფს ტყეში გზა აებნა. შიმშილისგან ძალაგამოცლილებმა იპოვეს


სახლი, რომელშიც სასმელ-საჭმელი იყო. შეამტვრიეს კარი, დანაყრდნენ და თავი
გადაირჩინეს. ეს დაყოფა მნიშვნელოვანია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის
დროს.
10) არის თუ არა აუცილებელი საფრთხე იყოს იმწუთიერი (დვალიძე, 257).
არა, შესაძლოა გვქონდეს განგრობადი საფრთხეც.
11) რა შეიძლება იყოს უკიდურესი აუცილებლობის დროს დაცვის ობიექტი (ტურავა)
სამართლებრივი სიკეთე
12) ვის აქვს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის ვალდებულება (დვალიძე, 260)
სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიციელებს, ჯარისკაცებს...
13) შეიძლება თუ არა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამართლებული იქნას უკიდურესი
აუცილებლობით (ტურავა, 199-200)
არა
14) რისკენ უნდა იყოს მიმართული სუბიექტური ნება უკიდურესი აუცილებლობის დროს
(ტურავა, 200)

სამართლებრივი სიკეთის გადარჩენისკენ (დაცვისკენ)

დამნაშავის შეპყრობა

1) რით განსხვავდება ერთმანეთისგან დამნაშავის შეპყრობა და პირის დაკავება (ტურავა,


200)
დაკავება არის საპროცესო - სამართლებრივი მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოება. ამ პროცესის განხორციელება შეუძლია ძალოვან
სტრუქტურაში მომუშავე ადამიანს, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ ფუნქციებს,
იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, უფლებამოსილია გამოძიება ჩაატაროს.
დამნაშავის შეპყრობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
2) არის თუ არა აუცილებელი პირს რეალურად ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული
(ტურავა, 201)
დამნაშავის შეპყრობა, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება,
მოითხოვს, რომ პირის დაკავების მართლზომიერებისთვის ჩადენილი იყოს
დანაშაული.
3) თუ პირი ცდება დამნაშავის პიროვნებაში ან დანაშაულის ჩადენის ფაქტში, მისი
ქმედება როგორ დაკალიფიცირდება (ტურავა, 202)
შემთხვევა განიხილება ბრალის ეტაპზე. თუ შეცდომა მისატევებელია, მიყენებული
ზიანის მიხედვით, პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის.
4) რა ტიპის დაზიანების მიყენებაა დაშვებული დამნაშავის შეპყრობისას (ტურავა, 201).
სხეულებრივი დაზიანებები, რომლებიც ადამიანში არ ტოვებს წარუშლელ კვალს.
5) რა არის დამნაშავის შეპყრობის მართლზომიერების პირობები (ტურავა, 202)
1. იგი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დასჯადი ქმედების მიმართ,
რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის
დანაშაულის მომზადება-მცდელობისას. ამ შემთხვევაში საკმარისია, თუ საკმაო
საფუძველია ეჭვისთვის რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული
2. იგი უნდა განხორციელდეს პირის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის,
გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის აცილების მიზნით
3. შეპყრობისთვის ისეთი ზომა უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც საამისოდ
აუცილებელ ზღვარს არ სცდება
4. უნდა არსებობდეს გამართლების სუბიექტური ელემენტი, რაც მდგომარეობს
შეპყრობის გარემოებების ცოდნასა და ამ მიზნით თავისუფალი გადაადგილების
შეზღუდვის სურვილში.
6) რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს დამნაშავის შეპყრობა სსკ. 29-ე მუხლის მიხედვით.
პირის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის, გაქცევის დამალვის ან
მტკიცებულებათა მოსპობის აცილების მიზნებს

მართლზომიერი რისკი

1) როგორ განმარტავს მართლზომიერ რისკს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხ. 31)

პირმა იმოქმედა საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად სამართლებრივი


სიკეთის დაზიანებით.
2) რა არის მართლზომიერი რისკის სუბიექტური და ობიექტური პირობები (დვალიძე, 260-
261)
სუბიექტური - პირის საზოგადოებრივად სასარგებლო ინტერესებიდან მოქმედება

ობიექტური - მოქმედება რისკის გარეშე შეუძლებელია, რისკის გამწევმა ყველა ზომას


მიმართა სამართლებრივი სიკეთის დაცვისთვის, ასევე შესაძლო ზიანი უნდა ივარაუდოს
რისკის გამწევმა (გარდაუვლობისას ის განზრახი დანაშაულისთვის დაისჯება)
3) დაასახელეთ მართლზომიერი რისკის სანიმუშო შემთხვევები (დვალიძე, 261)
კოსმოსის ათვისება - სიკეთე არ ზიანდებოდა, მაგრამ უკეთესი პირობების ძიებამ მეცნიერები
სიცოცხლით რისკამდე მიიყვანა ან მაგალითი იმაზე რომ ექიმმა იცის პაციენტის
განუკურნებელ სენზე და მის მოსალოდნელ სიკვდილზე. ამიტომ შეიძლება მან გარისკოს და
ის პრეპარატი გაუკეთოს, რომლის სარგებლიანობაც საეჭვოა. თუ კი პაციენტი დაიღუპება,
ექიმი უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისან თუ მართლზომიერი რისკის სხვა
პირობებიც სრულდება

ზეკანონური გარემოებანი

1) რას გვეუბნება სსკ. 32-ე მუხლი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი ზეკანონური


გარემოებების შესახებ.
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას
ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით
არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების
პირობებს.
2) შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის კანონის ანალოგიით გამოყენება პიროვნების
სასარგებლოდ (დვალიძე, 263)

მხოლოდ მაშინ თუ პირის მდგომარეობის სასარგებლოდ მუშაობს.

დაზარალებულის თანხმობა

1) რა აუცილებელ წინაპირობებს ითხოვს დაზარალებულის თანხმობა (დვალიძე, 265-


266)
1. დაზარალებულის თანხმობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ მის „ხელთ
არსებული“ სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად (მესაკუთრის მითითებით
მუშებმა სახლი დაანგრიონ)
2. მნიშვნელოვანია დაცვის ობიექტი - კერძოა თუ საჯარო (თუ ადამიანი „ბრმა
იარაღია“ მესამე პირი, დაისჯება როგორც შუალობითი ამსრულებელი)
2) რა შემთხვევებშია ევთანაზია დაშვებული (დვალიძე, 269-270)
ქართული კოდექსით შეიძლება ვისაუბროთ პასიური ევთანაზიის დასაშვებობაზე,
თუ დაცულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი
3) თუ პირს მცდარი წარმოდგენა აქვს დაზარალებულის თანხმობაზე, როგორ
გადაწყდება საკითხი
ასეთ შემთხვევაში საკითხი უნდა გადაწყდეს შეცდომის გავლენით და არა
დაზარალებულის თანხმობის მიხედვით.
4) შეიძლება თუ არა დენად დანაშაულში დაზარალებულმა თანხმობაზე უარი
განაცხადოს, მოიყვანეთ მაგალითი (დვალიძე, 274).
კი. მაგალითად უარი სახალხოდ მოტაცებაზე (ქორწინების მიზნით).
5) დაიშვება თუ არა სიცოცხლის მოსპობა დაზარალებულის თანხმობით (ტურავა, 205)
არა.
6) შეიძლება თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება დაზარალებულის თანხმობით
(დვალიძე, 274)
არა

დანაშაულის განვითარების სტადიები

1) რა არის განზრახი დანაშაულის სტადიები


1. დანაშაულის ჩადენის განზრახვის წარმოშობა/ჩადენის გადაწყვეტა
2. განზრახვის გამომჟღავნება მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით
3. დანაშაულის მომზადება - დანაშაულის ჩასადენად პირობების შექმნა
4. დანაშაულის მცდელობა
2) რომელი დანაშაულები ითვლება დამთავრებულად მომზადების და მცდელობის
სტადიაზე
მკვლელობის მომზადება, მცდელობა და დასრულებული მკვლელობა. ბანდიტიზმი
(მომზადებისას) და ყაჩაღობა (მცდელობისას)
3) როდის არის დანაშაული ფორმალურად დამთავრებული და როდის
მატერიალურად
ფორმალური - როცა სსკ კერძო ნაწილის მუხლით გათვალისწინებული ყველა ნიშანი
სახეზეა.
მატერიალური - როდესაც სამართლებრივი სიკეთე დაზიანდა.
5) მოიყვანეთ მაგალითები, როცა მატერიალური და ფორმალური დამთავრება
ერთმანეთს ემთხვევა და როცა არ ემთხვევა.
როცა არ ემთხვევა - მაგალითად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა
როცა ემთხვევა - მკვლელობა (დანაშაულის ყველა ნიშანი სახეზეა - ფორმალური და
სამართლებრივი სიკეთეც დაზიანდა - მატერიალური).
6) როდის შეიძლება თანამონაწილეობა და აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია დანაშაულის ფორმალურად დამთავრების
შემდეგაც, იგივენაირადაა თანამონაწილეობის შემთხვევაშიც.
7) როგორ დაკვალიფიცირდება იმ პირის ქმედება, რომელიც ყაჩაღური თავდასხმის
შემდეგ შეუერთდა ამსრულებლის ქმედებას
ასეთ დროს, პირს, რომელსაც არ განუხორციელებია ყაჩაღობა, მხოლოდ ძარცვისთვის
გასამართლდება
8) მოიყვანეთ შედეგიანი და შედეგგარეშე, აბსტრაქტული და კონკრეტული საფრთხის
დელიქტების მაგალითი
შედეგიანი - მაგალითად, მკვლელობა (სსკ, 108) სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში ჩაყენება (სსკ, 127)
შედეგგარეშე - დაუხმარებლობა (სსკ, 129)
კონკრეტული საფრთხის - სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (სსკ, 127)
აბსტრაქტული საფრთხის - განსაცდელში მიტოვება (სსკ, 128), დაუხმარებლობა (სსკ,
129), ცრუ ჩვენება (სსკ, 370)
9) რას ითვალისწინებენ დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობის სუბიექტური და
ობიექტურ-ფორმალური, ასევე სუბიექტურ-ობიექტური თეორიები. ქართული
სამართალი რომელ თეორიას ეფუძნება.
სუბიექტური თეორიის მიხედვით პირის დასჯადობის საფუძველი პირის ბოროტი
ნებაა.
ფორმალურ-ობიექტური თეორიის მიხედვით პირის დასჯადობის საფუძველი მის
მიერ შექმნილი ობიექტური საფრთხეა.
სუბიექტურ-ობიექტური თეორიის თანახმად (ტურავა), „ჩვეულებრივი მცდელობის“
დასჯადობის საფუძველი ის კონკრეტული საფრთხეა, რომელიც პირმა თავისი
ქმედებით შექმნა. რელატიურად უვარგისი მცდელობისას კი პირი იმიტომ ისჯება,
რომ იგი თავის წარმოდგენაში სამართლებრივ სიკეთეს კონკრეტულ საფრთხეს
უქმნიდა. ახალ ობიექტურ თეორიაზე დაყრდნობით „ჩვეულებრივი მცდელობა“
მესამე პირის მიერ კონკრეტული საფრთხის გამო ისჯება, უვარგისი მცდელობა კი
მესამე პირის, ობიექტური დამკვირვებლის მიერ საფრთხის შეფასების მიხედვით
ისჯება. ამ 2 თეორიას (სუბიექტურ-ობიექტური და ახალი ობიექტური) მისდევს
ქართული სისხლის სამართალი.

დანაშაულის მომზადება

1) რა არის დანაშაულის მომზადება (იხ. სსკ. 18 მუხლი)?


დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების
განზრახ შექმნა.
2) ხელშეშლილი მომზადება თუ ისჯება
არა. მაგ. თუ პირმა დანაშაულის ჩასადენად იარაღი ვერ იყიდა, მას დანაშაული ჯერ
არ მოუმზადებია - ამიტომ ვერ დაისჯება
3) თუ პირმა იარაღი შეიძინა ყაჩაღობის ჩადენის მიზნით, ისე რომ მსხვერპლი არ ჰყავს
დაკონკრეტებული, ჩაითვლება თუ არა მომზადებად.
არა. შესაძლებელია მისი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვო შეძენისთვის
(სსკ. 236) დასჯა.
4) უნდა იქნას თუ არა დასჯადი სოციალურად ადეკვატური ქმედებები, რომლებიც
ჩადენილია დანაშაულის მოსამზადებლად
არა. სოციალური ცხოვრების დანაშაულის მომზადება მხოლოდ მაშინ უნდა
დაისაჯოს, როცა ის მცდელობასთან ახლოს დგას.
5) შეიძლება თუ არა დანაშაულის მომზადება ევენტუალური განზრახვით.
ევენტუალურად მომზადება დოგმატიკურად გამორიცხულია, რადგან შეუძლებელია
პირს დანაშაულის განხორციელება არ სურდეს.
6) რას ნიშნავს დამთავრებული და დაუმთავრებელი მომზადება
დაუმთავრებელი - დანაშაულის ჩასადენად რამდენიმე პირობის შექმნაა საჭირო,
მაშინ როცა პირმა მხოლოდ ერთი შექმნა.
დამთავრებული - როდესაც პირმა დანაშაულის ჩასადენად ყველა პირობა შექმნა

დანაშაულის მცდელობა
1) როგორ განიმარტება მცდელობა (იხ. სსკ. 19 მუხლი)?
დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა
უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე
არ იქნა მიყვანილი.
2) როგორია დანაშაულის მცდელობის ობიექტური და სუბიექტური გააზრება (გვ. 277)
სუბიექტური გააზრება - აქ გადამწყვეტია პირის შეხედულება იმის შესახებ, რომ მან
დანაშაულის განხორციელება დაიწყო.
ობიექტური - დანაშაულის მცდელობა იწყება მაშინ, როდესაც პირმა თავისი ქმედება
უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის
დადგომის (სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე)
შესაძლებლობა შექმნა.
3) რა ჩაითვლება მცდელობად სივრცისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით?
აქ ითვლება ქმედება, რომელიც დროსა და სივრცეში მჭიდროდ უკავშირდება
ქმედების შემადგენლობის განხორციელებას და ამგვარად სამართლებრივ სიკეთეს
კონკრეტულ საფრთხეს უქმნის.
4) როგორ განიმარტება აბსოლუტურად უვარგისი მცდელობა (მოიყვანეთ მაგალითები).
აბსოლუტურად უვარგისია მცდელობა, რომელიც უვარგისი საგნით ხორციელდება -
პირის მიერ გამოყენებულ იარაღს დანაშაულებრივი შედეგის გამოწვევა არა მხოლოდ
მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში, არამედ არასოდეს შეუძლია. მაგალითად, შავი
ღვინით, მაგარი ჩაით ადამიანის მკლვლელობის მცდელობა. საფანტიანი თოფით
რეაქტიული თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა.
5) მოიყვანეთ უვარგისი სუბიექტის მიერ ჩადენილი მცდელობის მაგალითი, დაისჯება
თუ არა ?
მაგალითად, სასამართლოს ტექნიკურ თანამშრომელს ჰგონია, რომ იგი მოხელე ან
მასთან გათანაბრებული პირია და ქრთამს იღებს. ამ შემთხვევაში პირი მექრთამეობის
უვარგისი მცდელობისთვის არ დაისჯება.
6) მოიყვანეთ უვარგის ობიექტზე, უვარგისი საშუალებით, ადგილზე არ მყოფ ობიექტზე
მცდელობის მაგალითები (გვ. 279)
მცდელობა უვარგის ობიექტზე - გვამის (პირს ადამიანი ცოცხალი ჰგონია) მოკვლის
მცდელობა
უვარგისი საშუალებით - მაგარი ჩაით ადამიანის მკვლელობის მცდელობა.
ადგილზე არ მყოფ ობიექტზე - პირი ტახტზე მიგდებულ ქურქს ესვრის, რომელიც
ჰგონია ცოცხალი ადამიანი.
7) როგორ საბუთდება უვარგისი მცდელობის დასჯადობა ახალი ობიექტური თეორიით.
მოიყვანეთ პუტატური დანაშაულის მაგალითი
ახალი ობიექტური თეორიით რელატიურად უვარგისი მცდელობის დასჯადობის
საფუძველია ის კონკრეტული საფრთხე, რომელიც ამსრულებლის ცოდნით
აღჭურვილი ობიექტური დამკვირვებლის შეხედულებით, ქმედების
განხორციელებისას არსებობას.
პუტატიური დანაშაულის მაგალითი: პირი მავანს შეურაცხყოფას აყენებს და ჰგონია
რომ დანაშაულს ჩადის. ქართული სისხლის სამართლით შეურაცხყოფა აღარაა
დასჯადი - მხოლოდ პირის წარმოსახვითაა ეს მდგომარეობა მოცემული.
8) რომელი დანაშაულების მცდელობა არის შეუძლებელი
ყაჩაღობა (მცდელობის ეტაპზევე უკვე დამთავრებული დანაშაულია), დანაშაულები
წმინდა უმოქმედობით, ცრუ დასმენა (სსკ. 373), შეუძლებელია ასევე
გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩადენის მცდელობა, სხვადასხვა მსჯელობაა
ევენტუალური განზრახვით დანაშაულის ჩადენის მცდელობასთან დაკავშირებით.

ნებაყოფლობით ხელის აღება

1) რომელი თეორიებით საბუთდება, დაახასიათეთ თითოეული.


1. კრიმინალპოლიტიკური თეორია („ოქროს ხიდის“ თეორია) - სახელმწიფო
მცდელობის განმახორციელებელ პირს „ოქროს ხიდს“ უგებს და ამგვარად მას
ლეგალურ სამყაროში უკან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. დანაშაულზე
ნებაყოფლობით ხელის აღების დაუსჯელობით კანონმდებელი ხელს უშლის
დანაშაულის დასრულებას და ამგვარად სამართლებრივ სიკეთეს იცავს. ეს
თეორია ემპირიულად არაა დასაბუთებული.
2. დასაჩუქრების თეორია - დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას
კანონმდებელი პირს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის თავიდან
აცილებისთვის ასაჩუქრებს.
3. სასჯელის მიზნის თეორია - დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირის
დასჯა საჭირო არაა, რადგან სასჯელის მიზანი, სამართლიანობის აღდგენა,
დანაშაულზე ხელის აღებით უკვე მიღწეულია. ასევე არაა საჭირო, ხელის ამღების
რესოციალიზაცია (კერძო პრევენცია), რადგან მან თავისი კანონმორჩილება ხელის
აღებით უკვე აჩვენა. ხელის აღებით ასევე მიღწეულია ზოგადი პრევენციაც,
რადგან პირის მიერ განხორციელებული მცდელობის უმართლობა და ბრალი
ხელის აღებით ნეიტრალიზებულია და ამგვარად საზოგადოებაზე ნეგატიურ
ზეგავლენას ვერ მოახდენს.
2) რა არის ხელშეშლილი მცდელობა მოიყვანეთ მაგალითები
ხელშეშლილი მცდელობა - პირი დანაშაულის ჩასადენად ვარგის (ან რელატიურად
ვარგის) საგანს იყენებს, შედეგი რაიმე გარემოების გამო არ დადგება და იმ
საშუალებით, რაც პირს ხელთ აქვს, შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
მაგალითი: პეტრემ ვასოს თოფიდან ტყვია ესროლა და ააცილა - მხოლოდ ერთი ტყვია
ჰქონდა, არანაირი სხვა საშუალება.
3) გამიჯნეთ ერთმანეთისგან დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობა, როგორ
შეიძლება ხელის აღება თითოეულ მათგანზე
დაუმთავრებელი მცდელობა - პირს ყველა ის ქმედება, რომელსაც დანაშაულებრივი
შედეგი უნდა მოჰყვეს, არ განუხორციელებია. მასზე ხელის აღება უმოქმედობითაა
შესაძლებელი.
დამთავრებული - პირი ქმედების ყველა შესაძლებლობას ამოწურავს და შედეგი არ
დადგება. ხელის ასაღებად საჭიროა პირის აქტიურობა და მის მიერ დანაშაულებრივი
შედეგის თავიდან აცილება
4) რა არის ნებაყოფლობით ხელის აღების პირობები
1. დანაშაულებრივი შედეგი თავიდან უნდა იქნეს აცილებული
2. პირი ნებაყოფლობით უნდა მოქმედებდეს და არა იძულებით
5) თუ თავად მსხვერპლი უშლის ხელს ნებაყოფლობით ხელის აღებას როგორ
დაკვალიფიცირდება.
პირი პასუხს არ აგებს თავისი ქმედებისთვის - გამოირიცხება ობიექტური (ან ამ
ინსტიტუტის უარყოფით, სუბიექტური) შერაცხვა.
6) როგორ მოქმედებს ნებაყოფლობითობაზე სასჯელის კონკრეტული და აბსტრაქტული
შიში.
აბსტრაქტული შიში - ემყარება პირის ვარაუდს, რომ მისი ქმედება ოდესმე
გამჟღავნდება და აუცილებლად დაისჯება. აბსტრაქტული შიში ხელს არ უშლის
დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას.
კონკრეტული შიში - გვაქვს მაშინ, როდესაც პირს მოცემულ კონკრეტულ მომენტში
დანაშაულზე დაუყოვნებლივ წასწრების ან რაიმე კონკრეტული გარემოების გამო
(მაგალითად, მსხვერპლმა იცნო) მხილების ეშინია.
7) რით განსხვავდება ერთმანეთისგან ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმატიული და
ფსიქოლოგიური თეორია, მოიყვანეთ მაგალითი.
ნორმატიული თეორია - დანაშაულზე ხელის აღება ნებაყოფლობითი ნიშანია,
როდესაც პირი სამართლისადმი ერთგულების მოტივით მოქმედებს - როდესაც მის
მიმართ არც სპეციალური და არც გენერალური პრევენციის მოაზრებიდან
გამომდინარე სასჯელის გამოყენება არაა საჭირო.
მაგალითად: ა-მ ცოლის მოკვლაზე ხელი აიღო და მისი საყვარლის მოსაკლავად
გაეშურა, რადგან ცოლის საყვარლის მოკვლა უფრო მნიშვნელოვანია. ნორმატიული
გაგებით ა ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის აგებს პასუხს, რადგან მას
სამართლისადმი ლოიალური დამოკიდებულება არ დაუმტკიცებია.
ფსიქოლოგიური თეორია - პირი დანაშაულზე ნებაყოფლობით იღებს ხელს, რადგან
დანაშაულის ბოლომდე მიყვანის ეს გადაწყვეტილება მან ავტონომიური მოტივიდან
გამომდინარე მიიღო.
მაგალითი: პირმა ქურდობის მიზნით ბინის კარი შეამტვრია, მაგრამ შემდეგ
დანაშაულზე ხელი აიღო. ის დაისჯება არა ბინის ქურდობის მცდელობისთვის,
არამედ ბინის/სხვა ნივთის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისა (სსკ. 160)
და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის, თუ კარის შემტვრევამ მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია (სსკ. 187.I)
8) თუ პირმა მსხვერპლს ესროლა და ააცდინა, კიდევ ჰქონდა მისი მოკვლის
შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოიყენა, როგორ დაკვალიფიცირდება?
ეს საკითხი სადავოა და არსებობს 2 მოსაზრება:
ერთიანი აქტის თეორიით დამთავრებული, მაგრამ ხელშეშლილი მცდელობაა - პირმა
ერთი ან რამდენიმე ქმედება განახორციელა, მაგრამ ყველა რესურსი არ ამოუწურავს.
ამიტომ ის დანაშაულის მცდელობისთვის დაისჯება.
ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორიით როცა პირმა დანაშაულებრივი
შედეგის მისაღწევად ერთი ან რამდენიმე ქმედება განახორციელა, მაგრამ მას მის
ხელთ არსებული ყველა საშუალება არ ამოუწურავს, ამასთან როდესაც ეს
შესაძლებლობანი და მის მიერ განხორციელებული ქმედება ერთმანეთს დროსა და
სივრცეში მჭიდროდ უკავშირდება, პირი დაუმთავრებელ მცდელობას ახორციელებს
და მას დანაშაულზე ნებაყოფლობითი ხელის აღება (უმოქმედობით) შეუძლია. თუ კი
ზემოაღნიშნულ მოცემულობას გავითვალისწინებთ, პირი დანაშაულის
მცდელობისთვის აგებს პასუხს.

დანაშაულში თანამონაწილეობა

1) რა არის დანაშაულში თანამონაწილეობა (სსკ. მუხ. 23) რა არის თანამონაწილეობის


დასჯადობის საფუძველი
დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ
მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.
2) რას ნიშნავს დანაშაულში თანამონაწილეობის დუალისტური და მონისტური სისტემა.
მონისტური სისტემა რა შემთხვევაში გამოიყენება
დუალისტური - დანაშაულის ჩადენის პროცესში შესრულებული როლის მიხედვით
თითოეულ მონაწილეს განიხილავს ამსრულებლად ან თანამონაწილედ.
მონოისტური - ეფუძნება ერთიანი ამსრულებლობის პრინციპს, ნებისმიერი პირი
რომელიც მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, წარმოადგენს ამსრულებელს,
მიუხედავად მისი წვლილისა დანაშაულში. ეს წვლილი მხოლოდ სასჯელის
დანიშვნისას მიიღება მხედველობაში. მონოისტური თეორია ქართულ სისხლის
სამართალში გამოიყენება მხოლოდ გაუფრთხილებლობით დანაშაულის შემთხვევაში.
3) არის თუ არა აუცილებელი თანაამსრულებელმა ქმედების ობიექტური შემადგენლობა
მთლიანად განახორციელოს. მოიყვანეთ ამის მაგალითი.
არა. მაგალითად, პირის მოკვლის ერთიანი განზრახვით ერთმა ამსრულებელმა
მსხვერპლს ხელ-ფეხი შეუკრას, მეორემ ყელზე დანა გამოუსვას, მესამემ ამ დროს
ხრამში გადააგდოს, რის შედეგადაც ის მალე გარდაიცვლება.

4) ჩამოთვალეთ და განმარტეთ ამსრულებლის სამი სახე (სსკ. მუხ. 22, ტურავა)


ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან
(თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე
ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის
მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

შუალობითი ამსრულებლობა - დანაშაულის ჩადენა სხვა ისეთი პირის მეშვეობით,


რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (ასაკის,
ფსიქიკური დაავადების ან სხვა გარემოების გამო). პასუხისმგებლობის არ დაკისრება
გულისხმობს, რომ, ერთ შემთხვევაში, „ცოცხალ იარაღს“ არ ეკისრება
პასუხისმგებლობა და არ ენიშნება სასჯელი. სხვა შემთხვევაში მას არ ენიშნება
პასუხისმგებლობა იმავე უმართლობისთვის, რისთვისაც შუალობით ამსრულებელს,
მაგრამ შეიძლება დაისაჯოს გაუფრთხილებლობისთვის, როცა თავიდან აცილებად
შეცდომაში განზრახაა შეყვანილი. ასევე შესაძლებელია შუალობითი ამსრულებელი
და „ცოცხალი იარაღი“ დაისაჯოს 2 განზრახი დანაშაულისთვის: შუალობითი
ამსრულებელი ტერორიზმისთვის, „ცოცხალი იარაღი“ მკვლელობის ან ქონების
განადგურებისთვის.
უშუალო ამსრულებლობა - როცა პირი თავად ახორციელებს დანაშაულს.
(უშუალო) თანაამსრულებლობა - უშუალო ამსრულებელი დანაშაულის ჩადენაში
მონაწილეობს სხვა არაუშუალო (არაპირდაპირ) თანაამსრულებელთან
(ამსრულებლებთან) ერთად.
5) ვინ შეიძლება იყოს ამსრულებელი სპეციალურ დელიქტებში. თუ არასპეციალური
სუბიექტია ფაქტობრივი ამსრულებელი, როგორ დაკვალიფიცირდება მისი ქმედება?
სპეც. დელიქტებში ამსრულებელი მხოლოდ სპეციალური სუბიექტია (მაგ. მოხელე).
თუ არასპეციალური სუბიექტია ფაქტობრივი ამსრულებელი, მისი ქმედება
თანამონაწილეობად დაკვალიფიცირდება.
6) შეიძლება თუ არა თანაამსრულებლობა უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში,
მოიყვანეთ მაგალითი.
კი. მაგალითად, ცოლ-ქმარი - ბავშვის დედ-მამა მოქმედებენ ერთიანი განზრახვით,
თავიანთ მცირეწლოვან შვილს არ მისცენ საჭმელ-სასმელი. შედეგად, ბავშვი
დაიღუპება. თუ სასიკვდილო შედეგი დადგა, ამ გზით მათ ჩადენილი ექნებათ
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ჯგუფურად და ბავშვის უმწეო
მდგომარეობის გამოყენებით.
7) დაასახელეთ შუალობითი ამსრულებლობის მაგალითები . ისჯება თუ არა
შერაცხადი პირის თვითმკვლელობაში წაქეზება ან დახმარება.
მაგალითი 1: ა-მ 13 წლის ბავშვი შეუშვა ბინაში გასაქურდად და გამოატანინა
მაგნიტოფონი.
მაგალითი 2: ა-მ ფსიქიკურად დაავადებულ გ-ს მისცა ცეცხლსასროლი იარაღი
თანასოფლელის მოსაკლავად. შედეგი დადგა
ორივე შემთხვევაში პირი „ცოცხალი იარაღია“ და არ დაისჯება ასაკის და ფსიქიკური
მდგომარეობის გამო.
მაგალითი 3: ა-მ მოატყუა მზარეული და მისცა ფხვნილი, რომელიც იყო საწამლავი,
მაგრამ უთხრა რომ ეს ნივთიერება იყო დამატკბობელი, რომელიც საღამოს ერთ-ერთი
სტუმრისთვის უნდა ჩაეყარა ინდურ ჩაიში. შედეგად, სტუმარი იღუპება. ა დაისჯება,
როგორც განზრახ მკვლელობის შუალობითი ამსრულებელი, ხოლო მზარეული
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის (თუ შეცდომა თავიდან
აცილებადი იყო), ან საერთოდ არ დაისჯება (თუ შეცდომა თავიდან აუცილებადი
იყო).
მაგალითი 4: ნადირობის დროს ა-მ უთხრა ბ-ს ესროლე დათვიაო. შეშინებული ბ
დაუფიქრებლად ისვრის და მოკლავს გ-ს. ა-ს შეგნებული ჰქონდა ჩადენილი ქმედების
მართლწინააღმდეგობა სურდა გ-ს მოკვლა ბ-ს ხელით. ა იქნება განზრახ მკვლელობის
შუალობითი ამსრულებელი ბ კი დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის (თუ კი
აცილება შეეძლო).
მაგალითი 5: ა-მ ბ-ს ჩაადენინა მკვლელობა მოჩვენებითი მოგერიებისას, როცა ბ იყო
მისატევებელი შეცდომის მდგომარეობაში. ა იქნება განზრახ მკვლელობის
შუალობითი ამსრულებელი ხოლო ბ-ს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა. ა-ს კი უნდა ჰქონდეს საპატიებელი საფუძველი რომ
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს.
მაგალითი 6: ა-მ ბ-ს მოტყუებით დააჭერინა თითი ღილაკზე, შუქი აინთებაო, მაგრამ
ხიდი აფეთქდება. ა იქნება შუალობითი ამსრულებელი ხოლო ბ პაუხს არ აგებს ან
მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის დაისჯება.
მაგალითი 7: მოხელეს სურს ჩაიდინოს სამსახურებრივი სიყალბე, რისთვისაც თავის
მდივანს შეავსებინა დოკუმენტი არასწორი მონაცემებით. მოხელე იქნება შუალობითი
ამსრულებელი, ხოლო მდივანი არ აგებს პასუხს თუ არ იცოდა რომ დოკუმენტის
შევსებით აყალბებს დოკუმენტაციას, ან აგებს პასუხს, როგორც დამხმარე, როცა
შეგნებული აქვს ქმედების მართლწინააღმდეგობა.
შერაცხადი პირის თვითმკვლელობაში დახმარება ან წაქეზება არ არის დასჯადი
ქმედება, შეურაცხადის შემთხვევაში ეს არის შუალობითი ამსრულებლობა.
8) დაასახელეთ მაგალითი, როცა დანაშაულის მსხვერპლი არის გამოყენებული
ცოცხალ იარაღად.
ა-მ მეზობელს განზრახ მისცა ვითომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რითაც
შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში. სინამდვილეში ეს იყო საწამლავი, შედეგად,
მეზობელი გარდაიცვალა. ა შუალობითი ამსრულებელია, ხოლო მეზობელი
„ცოცხალი იარაღი“ საკუთარი თავის წინააღმდეგ.
9) თუ წამქეზებელი ცდება ცოცხალი იარაღის ასაკში, რომელი თეორია გამოიყენება
ობიექტური თეორია
10) ვინ არის დანაშაულის ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე - სსკ. მუხ. 24,
ტურავა)
1. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის
განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა
მას.
2. წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.
3. დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
11) თუ ორგანიზატორი ამავდროულად წამქეზებელი ან ამსრულებელია როგორ
მოხდება კვალიფიკაცია
ამ შემთხვევაში პირი ორგანიზატორობისთვის დაისჯება, რადგან იერარქიულად
ყველაზე მაღალი როლი აქვს მას და შესაბამისად წამქეზებლობას ან ამსრულებლობას
შთანთქავს.
12) რა სახის დამხმარე არსებობს, განმარტეთ თითოეული მათგანი. რით განსხვავდება
ფსიქიკური დამხმარე წამქეზებლისგან.
ფიზიკური დამხმარე - ეხმარება ამსრულებელს საშუალების მიცემით ან
დაბრკოლების თავიდან აცილებით.
ფსიქიკური დამხმარე განუმტკიცებს ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის
გადაწყვეტილებით, რჩევა-დარიგებით, დაპირებით. იგი განსხვავდება
წამქეზებლისგან, რადგან არ უქმნის დანაშაულის ჩადენის გადამწყვეტ მოტივს.
13) შესაძლებელია თუ არა თანამონაწილეობა არაპირდაპირი განზრახვით. არის თუ
არა აუცილებელი ამსრულებელმა იცოდეს თანამონაწილეების შესახებ ან პირიქით.
კი შესაძლებელია. არაა აუცილებელი ამსრულებელმა იცოდეს თანამონაწილეებზე,
მაგრამ პირიქით შემთხვევაში კი.
14) განმარტეთ ამსრულებლისა და თანამონაწილის გამიჯვნის თეორიები -
ფორმალურ ობიექტური, სუბიექტური, მატერიალურ ობიექტური, ფუნქციონალური.
1. ფორმალურ-ობიექტური - ამსრულებელია ის, ვინც მთლიანად/ნაწილობრივ
უშუალოდ ასრულებს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას. თანამონაწილე
ამსრულებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში უშუალო მონაწილეობას არ იღებს,
არამედ მხოლოდ დახმარებას ან ორგანიზებას უწევს მას ან აღუძრავს დანაშაულის
ჩადენის სურვილს.
2. სუბიექტური - ამსრულებელია ის ვინც მოქმედებს ამსრულებლის ნებით (animus
auctoris), და ქმედებას, როგორც საკუთარს, ახორციელებს. თანამონაწილე კი, როგორც
უცხო, თანამონაწილის ნებით (animus socii) სხვისი ქმედების განხორიციელებას
მიზეზობრივად განაპირობებს.
3. მატერიალურ-ობიექტური - ე.წ. ქმედებაზე ბატონობის თეორია დაფუძნდა მასზე,
რომლის თანახმადაც თანამონაწილის და ამსრულებლის გამიჯვნის პრინციპი
ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმზეა დამყარებული.
4. ფუნქციონალური - ამსრულებელი ისაა, ვინც უშუალოდ ახორციელებს ქმედების
ობიექტურ შემადგენლობას, ხოლო ის, ვინც ფუნქციონალურად არის დაკავშირებული
შემადგენლობის განხორციელებასთან, შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე.
15) შეიძლება თუ არა დახმარება უმოქმედობით, მოიყვანეთ მაგალითები
კი. მაგალითად შვილმა იცოდა რომ მამამისი უნდა დაეყაჩაღებინათ, მართალია
შვილს არაფერი გაუკეთებია დანაშაულის ჩადენის მიმართულებით, მაგრამ
უმოქმედობა გამოიჩინა - არ აცნობა არც მამას და არც შესაბამის ორგანოებს
მოსალოდნელი ყაჩაღობის შესახებ. ამიტომ მისი შემთხვევა დაკვალიფიცირდება
თანამონაწილეობად (დამხმარე) და არა დანაშაულის შეუტყობინებლობად.
16) ისჯება თუ არა უშედეგო წაქეზება და უშედეგო დახმარება.
უშედეგო დახმარება არის დახმარების მცდელობა და არ ისჯება. უშედეგო წაქეზება
კი ისჯება, როგორც დანაშაულის მომზადება.
17) როგორ შეუძლია თითოეული სახის თანამონაწილეს ნებაყოფლობით ხელი აიღოს
დანაშაულის ჩადენაზე (სსკ. 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ტურავა)
1. გადაარწმუნა ამსრულებელი, ან სხვაგვარად შეუშალა ხელი და არ მისცა
დანაშაულის ჩადენის საშუალება.
2. არ შეასრულა ამსრულებლისთვის შეპირებული ქმედება.
3. დანაშაულის დამთავრებამდე დამხმარემ უკან დაიბრუნა თავისი საშუალება
4. ამსრულებელმა არ გამოიყენა დამხმარის იარაღი ან საშუალება.
საკმარისია ოთხიდან ერთი პირობის შესრულებაც კი ხელის აღებისთვის
18) რით განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარ შეპირებული და წინასწარ
შეუპირებელი დაფარვა (დვალიძე)
დასჯადობის საფუძვლით. თუ კი დამხმარე ახორციელებს წინასწარ შეპირებით
ქმედებას, ის თანამონაწილეა ყველა იმ აქტის რომელსაც უშუალო ამსრულებელი
ნაწილ-ნაწილ ახორციელებდა. თუ დამხმარე მხოლოდ ბოლო ქმედებაში იყო
ჩართული ის არ დაისჯება წინა ნაბიჯებისთვის.
19) რა არის ამსრულებლის ექცესი, დაეკისრება თუ არა თანამონაწილეს
პასუხისმგებლობა ამსრულებლის ექცესისთვის (სსკ. 26-ე მუხლი)

1. ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო


ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის
განზრახვა.
2. ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
20) რა არის რაოდენობრივი ექცესი და თვისობრივი ექცესი, აგებს თუ არა მისთვის
პასუხს თანამონაწილე (ნაჭყებია, დვალიძე)
თვისებრივი ექსცესი - ამსრულებელი ან თანაამსრულებელი ჩადის ისეთ დანაშაულს,
რომელიც თვისებრივად განსხვავებულია საერთო ჩანაფიქრის დანაშაულისგან.
მაგალითად ჩაფიქრებული იყო ქურდობა, მაგრამ ფაქტობრივად მკვლელობა
განხორციელდა.
რაოდენობრივი ექსცესი - ამსრულებელი ან თანამონაწილე ჩადის უფრო მძიმე
დანაშაულს ვიდრე წარმოედგინათ. მაგალითად განზრახული იყო ქურდობა,
ფაქტობრივი შედეგი კი ძარცვაა.
უკიდურესი აუცილებლობა

1) რა წინაპირობები ახასიაბს უკიდურესს აუცილებლობას

მართლსაწინააგმდეგოდ არ მოქმედებს ის ვინც ჩაიდენს ქმედებას უკიდურესი


აუცილებლობის მდგომარეობაში , ესეიგი ვინც სხვას დაზიანებს იმ საფრთხის
თავიდან ასაცილებლად რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის
სამართლებრივ სიკეთეს. თუ ამ საკითხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა
საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო ვიდრე
გადარჩენილი სიკეთე.

2) არის თუ არა აუცილებელი უკიდურესი აუცილებლობის დროს დადგინდეს


სამართლებრივი სიკეთეთა თანაზომიერება

კი არის

3) რა არის უკიდურესი აუცილებლობის ნიშნები?


1. უკიდურესი მდგომარეობა
2. უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება
3. ინტერესთა ურთიერთშეჯერება
4. სუბიექტური ნება
4) როგორ გადაწყდება უკიდურესი აუცილებლობის პროვოცირების შემთხვევა
მოიყვანეთ მაგალითი
პირი დაისჯება პროვოკაციული საქმიანობისთვის. მაგ: A-ს სურდა B-ს
ძვირადღირებული ქურქის დაზიანება, ამიტომ ცეცხლს წაუკიდებს შვილის აკვანს , რათა
ამ ქურქით ჩააქროს შემდეგ.
5) თუ პირი გაუფრთხილებლობით გამოიწვევს საფრთხეს აქვს თუ არა მას
უკიდურესი აუცილებლობით მოქმედების უფლება. მოიყვანეთ მაგალითები,
როცა პირი განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით წარმოშობს საფრთხეს .
კი აქვს. მაგ: A განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობას დაუზიანებს B-
ს, და შემდეგ დაზარალებულის დახმარების სურვილი გაუჩნდება, მას უფლება
აქვს გამოიყენოს მეპატრონის ნების საწინააღმდეგოდ მისი მანქანა.
6) წარმოშობს თუ არა განგრძობადი საფრთხე უკიდურესი აუცილებლობას.
კი, შეიძლება განგრძობადი საფრთხე წარმოშობდეს უკიდურეს აუცილებლობას .
მაგ: სახეზე გვაქვს შენობა, რომელიც წუთი-წუთზე ჩამოინგრევა, ასეთ დროს
ადამიანს აქვს უფლება უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მოიმოქმედოს
რაიმე რათა გადაარჩინოს რაიმის დაზიანება.
7) რა შეიძლება იყოს საფრთხის წყარო უკიდურესი აუცილებლობის დროს.
შეიძლება თუ არა ეს იყოს ადამიანის მართლზომიერი ქმედება. მოიყვანეთ
მაგალითი.
საფრთხის წყარო შეიძლება იყოს ბუნება, ცხოველი, დაავადებები. საფრთხის
წყარო უშუალოდ ადამიანისგანაც შეიძლება მოდიოდეს, ან მისი დაუდევარი
ქმედებისგან. მაგ: თუ დედა აჭმევს შვილს, რომელსაც ლუკმა გადასცდა. თუ სხვა
საშუალებები არ არის ბავშვის გადასარჩენად გარდა მაღაზიის ვიტრინის
ჩამტვრევა სადაც წყალია, რომელიც გადაარჩენს ბავშვს, მაშინ დედა
მართლზომიერად მოქმედებს.
8) ჩაითვლება თუ არა უკიდურეს აუცილებლობად შემთხვევა, როცა
სამართლებრივი სიკეთის გადარჩენა შესაძლებელია სხვა სიკეთის დაზიანების
გარეშეც, მოიყვანეთ მაგალი.
არა. მაგ: თუ იწვის რაიმე ნივთი და მის ჩასაქრობად ადამიანი გამოიყენებს
ძვირადღირებულ ქურქს, როდესაც იგივე შედეგის მიღწევა შეეძლო იქვე
არსებული ონკანით, მაშინ მისი ქმედება არ იქნება გამართლებული/
9) რა არის დეფენზიური და აგრესიული უკიდურესი აუცილებლობა, მოყვანეთ მაგ .
რა მნიშვნელობა აქვს მათ გამიჯვნას.
დეფენზიური ( ანუ თვითდაცვითი) არის უკიდურესი აუციელბლობის დროს პირი ზიანს
აყენებს არა მესამე ძალას, არამედ ხელმყოფს. ამ დროს პირს არ ეკისრება
სამოქალაქო სამართლებრივი წესით ზიანის ანაზღაურება. მაგ: მეზობელი წავიდა
აგარაკზე და წყალი მოშვებული დარჩა, ქვედა სართულზე მცხოვრებს უფლება აქვს
კარი შეამტვრიოს თუ მას სხვა საშუალება არ აქვს საფრთხის ასაცილებლად, და ამავე
დროს ზიანი ნაკლები უნდა იყოს გადარჩენილზე. აგრესიული ( ანუ თავდასხმით) არის
უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ
მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს არამედ მესამე ძალას რომელსაც
არავითარი წვლილი არ შეუტანია საფრთხის წამოშობაში. მაგ: ტურისტულ ჯგუფს ტყეში
გზა აებნა. დაღლილ-დამშეულებმა იპოვეს სახლი, რომელშიც საჭმელ-სასმელი იყო.
შეამტვრიეს კარი, დანაყრდნენ და თავი გადაირჩინეს. ჯგუფის წევრები ვალდებულები
არიან სამოქალაქო წესით აანაზღაურონ მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანი . მათი
გამიჯვნა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ შემთხვევაში პირი აგებს პასუხს სამოქალაქო
წესით, მეორე შემთხვევაში არ აგებს.
10) არის თუ არა აუცილებელი საფრთხე იყოს იმ წუთიერი.
არა
11) რა შეიძლება იყოს უკიდურესი აუცილებლობის დროს დაცვის ობიექტი
სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, პატივი, ღირსება და სხვა
ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთეები.
12) ვის აქვს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის ვალდებულება
პოლიციელებს, ჯარისკაცებს. მაგ: დედას აქვს ვალდებულება შვილი
გადაარჩინოს, მეხანზრემ სახლი გადაარჩინოს.
13) შეიძლება თუ არა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამრთლებული იქნას
უკიდურესი აუცილებლობით.
არ შეიძლება. რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი
სამართლებრიი სიკეთეა.
14) რისკენ უნდა იყოს მიმართული სიბიექტური ნება უკიდურესი
აუცილებლობის დროს
სამართლებრივი სიკეთის გადარჩენისკენ.
15) რით განსხვავდება ერთმანეთისგან დამნაშავის შეპყრობა და პირის
დაკავება
დამნაშავის შეპყრობა ნებისმიერ მოქალაქე პირს შეუძლია. პირის დაკავება , ეს
არის საპროცესო უფლება, რომელსაც მხოლოდ პოლიციელი და
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ახორციელებს.
16) არის თუ არა აუცილებელი პირს რეალურად ჰქონდეს ჩადენილი
დანაშაული.
დამნაშავის შეპყრობისას აუცილებელია პირს რეალურად ჰქონდეს ჩადენილი
დანაშაული.
17) თუ პირი ცდება დამნაშავის პიროვნებაში ან დანაშაულის ჩადენის ფაქტში,
მისი ქმედება როგორ დაკვალიფიცირდება.
თუ შეცდომა მისატევებელია, მიყენებული ზიანის მიხედვით, პირი დაისჯება
გაუფრთხილებლობისთვის.
18) რა ტიპის დაზიანების მიყენებაა დაშვებული დამნაშავის შეპყრობისას .
სხეულებრივი დაზიანებები, რომლებიც ადამიანში არ ტოვებს წარუშლელ კვალს .
19) რა არის დამნაშავის შეპყრობის მართლზომიერების პირობები.
1.იგი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დასჯადი თავისუფლების აღკვეთით.
საკმარისია საკმაო ეჭვის საფუძველი რომ პირმა ჩადინა დანაშაული.
2.იგი უნდა განხორციელდეს გაქცევის, დამალვის, მტკიცებულებათა მოსპობის
აცილების, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის, აცილების მიზნით.
20) რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს დამნაშავის შეპყრობა.
პირს დანაშაულის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებების მოსპობის
აცილების მიზანს.
21)როგორ განმარტავს მართლზომიერ რისკს სისხლის სამართლის კოდექსი.
პირმა იმოქმედა საზოგადოებრივას სასარგებლო მიზნის მისაღწევად სამართლებრივი
სიკეთის დაზიანებით.
22) რა არის მართლზომიერი რისკის სუბიექტური და ობიექტური პირობები.
სუბიექტურია- პირი საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად უნდა
მოქმედებდეს. ობიექტურია- მოქმედება რისკის გარეშე შეუძლებელია , რისკის გამწევმა
ყველა ზომას მიმართა სამართლებრივი სიკეთის დაცვისათვის.
23) დაასახელეთ მართლზომიერი რისკის სანიმუშო შემთხვევები.
ექიმმა იცის პაციენტის განუკურნებელ სენზე და მისი მოსალოდნელ სიკვდილზე. ამიტომ
მან შეიძლება გარისკოს და ის პრეპარატი გაუკეთოს, რომლის სარგებლიანობაც
საეჭვოა. თუ პაციენტი დაიღუპება ექიმი უნდა განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან .

You might also like