You are on page 1of 5

ფაკულტეტი: იურიდიული

საგანი: სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)


პედაგოგის გვარი, სახელი: ივანიძე მაია, მახარობლიძე თამარ
გამოცდის შეფასება: 30 ქულა (თითოეული საკითხი ფასდება 10 ქულით)
გამოცდის თარიღი: 21.04.2021
გამოცდის ხანგრძლივობა: 4 საათი
ელ. მისამართი, სადაც სტუნდეტმა უნდა გამოაგზავნოს ნაშრომი:
tamar.makharoblidze@law.tsu.edu.ge

სტუდენტი: ნინო თამაზაშვილი

თეორიული საკითხი:
სისხლის სამართლის პრინციპები (კანონიერების პრინციპი, კანონის წინაშე
თანასწორობის პრინციპი, ჰუმანიზმის პრინციპი).

ტერმინი "პრინციპი" ლათინური წარმოშობისაა და პირველწყაროს, სახელმძღვანელო


იდეას, ქცევის ძირითადწესს ნიშნავს, რითაც პრაქტიკულ და თეორიულ საქმიანობაში
ხელმძღვანელობენ. ასეთი ამოსავალი იდეები საზოგადოების ნორმატიულ სისტემაშიც
პოულობენ გამოხატულებას. პოლიტიკა, რელიგია, ზნეობა, სამართალი გულისხმობს
როგორც უზოგადეს, ისე თითოეულისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ პრინციპებს. ეს
პრინციპები ადამიანს ავალდებულებენ მათი მოთხოვნების შესაბამისად მოიქცნენ.
საინტერესოა ამ პრინციპების გამოვლენის თავისებურებებიც, მაგალითად ზნეობაში
ადამიანთა საქციელი ფასდება ზოგადი პრინციპების მიხედვით, მაშინ როდესაც
სამართალში პრინციპი ნორმატიული აქტებითაა გაშუალებული, ანუ სამართლის
ზოგადი პრინციპები წინ უსწრებენ ნორმატიული აქტების შემუშავებას და
კანონშემოქმედებით საქმიანობას განსაზღვრავენ. გამომდინარე იქიდან, რომ
სისხლის სამართალი სამართლის ერთ-ერთი დარგია,მასშიც სპეციფიკურად
ვლინდება სამართლის როგორც ზოგადი, ისე საკუთარი პრინციპები. კერძოდ
სისხლის სამართლის პრინციპებია: კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის,
ბრალეული პასუხისმგებლობის, პირადი პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობის
გარდაუვალობის, სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და
ჰუმანიზმის პრინციპი.

კანონიერების პრინციპი

კანონიერების პრინციპი სამართლის ზოგადი პრინციპია, მაგრამ ის


სპეციფიკურად ვლინდება სისხლის სამართალში. იგი პირველ რიგში ანალოგიის
აკრძალვასა და ლეგალობის პრინციპის დამკვიდრებას გულისხმობს. კანონიერების
პრინციპის თანახმად, ყველა ის ქმედება, რომელსაც სახელმწიფო მიიჩნევს
დანაშაულად, სისხლის სამართლის კანონში უნდა იქნეს გათვალისწინებული, ანუ "
არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე", ხოლო სასჯელის ასპექტის მიხედვით " არ
არსებობს სასჯელი კანონის გარეშე".
კანონიერების პრინციპის თანახმად, ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო
მიიჩნევს დანაშაულად და ყოველი სასჯელი, რომელსაც სახელმწიფო გამოიყენებს
სისხლის სამართლის კანონში უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნათელია, რომ
ანალოგიის დაშვება, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო მიღებული, თვითნებობასა
და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას არ გამორიცხავს,
ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა უარი თქვა ანალოგიის
პრინციპზე და დაამკვიდრა ლეგალობის პრინციპი, რომლის თანახმადაც
დანაშაულად მხოლოდ ის ქმედება ითვლება, რომელიც სისხლის სამართლის
კოდექსშია გათვალისწინებული (სსსკ მე-7 მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა
აღსანიშნავია, რომ ნორმის გამოყენება ანალოგიის წესით გამორიცხული არაა
სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში,თუმცა აქაც გარკვეული წინაპირობებით,
კერძოდ თუ საქმე ეხება ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
საინტერესოა კანონიერების პრინციპის გამოვლენა სასჯელის ასპექტით,
კერძოდ სასჯელის ან ზემოქმედების სხვა ზომებს, ადგენს მხოლოდ სახელმწიფო,
როგორც კანონმდებელი (სსსკ პირელი მუხლის პირველი ნაწილი). სასჯელის სახეები
ზუსტადაა ჩამოთვლილი კოდექსის ზოგად ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში
მოუხსენიებელი სასჯელის გამოყენება დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ კოდექსის
კერძო ნაწილშიც ყველა დანაშაულებრივი ქმედების აღწერასთან ერთად შესაბამისი
სასჯელია გათვალისწინებული და დაუშვებელია ისეთი სასჯელის გამოყენება,
რომელიც ამათუიმ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი

კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი კონსტიტუცციური პრინციპია,


რომელიც სისხლის სამართალშიც პოვებს გამოხატულებას. კერძოთ კოდექსი
კრძალავს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების,
ეროვნული, სოციალური, ეთნიკური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი
გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან
ქონებრივი მდგომარეობუს გამო. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, ეს
ეხება იურიდიულ პირსაც. მართლზომიერი ქმედება თანაბრად სავალდებულოა
ყველა დელიქტუნარიანი პირისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პირი თანაბრად
ვერ დაისჯება, რადგან პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონალურია, კანონის წინაშე
თანასწორობის პრინციპი გამოხატავს საქმის ვითარების იურიდიულ მხარეს, ხოლო
რეალურად ადამიანებს შორის არსებობს ფაქტობრივი განსხვავებები, მათ შორის
უფლება-მოვალეობებში. მაგალითად უფრო მეტად პასუხსაგებ თანამდებობის პირს
უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. ასევე ერთი და იგივე
დანაშაულისთვის ქალები ფურო მსუბუქად ისჯებიან ვიდრე მამაკაცები. გარკვეული
შეღავათები მოქმედებს უცხოელებისთვის, რადგან მათ არ იციან საქართველოს
კანონმდებლობა და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ირღვევა თანასწორობის
პრინციპი. ამ მხრივ სისხლის სამართალში გარანტიას წარმოადგენს სისხლის
სამართლის კანონში აღწერილი დანაშაულის შემადგენლობა.

ჰუმანიზმის პრინციპი

სამყაროში ადამიანზე უფრო მაღალი ღირებულება არ არსებობს, ამიტომაა


საჭირო მისი, როგორც უმაღლესი ღირებულების, დაცვა და გათვალისწინება
საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ადამიანის პიროვნებისადმი
ამგვარი მოპყრობა დანაშაულთა თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სიკვდილით დასჯა, როგორც ამას გასულ საუკუნეებში იყენებდნენ, ვერანაირად
იქნება ეფექტური, რადგან ის სამაგიეროს მიზღვის უკიდურესი გამოვლინებაა და
საზოგადიებისა და სახელმწიფოს სისატიკის მაჩვენებელია, მას არასდროს მოუტანია
სასურველი შედეგი დანაშაულთა თავიდან აცილების საკითხში, რადგან ადამიანს
ექცეოდნენ, როგორც მაწანწალა ძაღლს, რომელსაც არავითარი ღირებულება არ
გააჩნდა და ამით ხალხში მკვიდრდებოდა გაუფასურებული ადამიანის წინააღმდეგ
ნებისმიერი ძალადობის გამოვლენის საშიში ტენდენცია. საქართვეელომ უარი თქვა
სიკვდილით დასჯაზე და მის ნაცვლად სასჯელის უკიდურეს ზომად შემოიღო
უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამგვარი სასჯელიც ეწინააღმდეგება
მსჯავდებულში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვიძებას. ადამიანის სიცოცხლე
დაცულია ქვეყნის უზენაესი კანონით, მაგრამ სიცოცხლე არის არა თვითმიზანი,
არამედ საშუალება ადამიანის ღირსეული არსებობისთვის, მაშასადამე თავისუფლება
უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიცოცხლე. სისხლის სამართალში ჰუმანიზმის მთავარი
ნიშანია არა პასუხისმგებლობის ნეგატიური ასპექტის ჰუმანიზაცია, არამედ
დანაშაულთა თავიდან აცილება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ვერ
ხერხდება დანაშაულთა თავიდან აცილება, დგება საკითხი უკვე ჩადენილი
დანაშაულისთვის ნეგატიური პასუხისმგებლობის ჰუმანიზაციის შესახებ.
ნეგატაიური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს სამაგიეროს მიზღვას, ამიტომ
დაცული უნდა იქნეს ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. სასჯელის მიზანი
არაა პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. დანაშაულებრივი
ქმედება თავისთავად ამორალურია და მისი ჩამდენი პირის ღირსება ისედაც
შელახულია, ამიტომ ამას არ უნდა დაემატოს ღირსების შემლახველი სხვა
გარემოებანი. მართალია არსებობს განსაკუთრებით მძიმე, უბოროტესი დანაშაული
და ხშირად თავის შეკავებაც საკმაოდ რთულია, მაგრამ ყოველთვის უნდა
დავიტოვოთ იმედი, რომ მსჯავრდებული გამოსწორდება.
ჰუმანიზმის პრინციპი ვლინდება არასრულწლოვანთა
სისხლისამართლებრივი დაცვისა და პასუხისმგებლობის საკითხშიც, ყურადსაღებია
მათი ასაკი და დიდი დრო ეთმობა აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს.
კოდექსში ყურადღება ეთმობა ასევე ორსულ, ბავშვიან ქალებს, მოხუცებს, უმწეო
მდგომარეობაში მყოფ პირებს და მათ სისხლისსამართლებრივ დაცვას, რაც
ჰუმანიზმის პრიცნიპის გამოვლენაა.
ჰუმანიზმის პრინციპი მოქმედებს როგორც სისხლის, ისე სისხლის სამართლის
პროცესში, სასჯელის აღსრულების პრაქტიკაშიც, რადგან თუ სასჯელის
აღსრულებისას ჰუმანიზმის საწინააღმდეგო მოქმედებები იქნება დაშვებული, მაშინ
ეს მსჯავრდებულის გამოსწორების ნაცვლად, მის გაბოროტებას გამოიწვევს.

კაზუსი #1:
თენგო თეთრაძეს, რომელიც მუშაობდა საქართველოს ფოსტაში, ამანათები მიჰქონდა
ცეცხლაძეების ოჯახში. ერთ-ერთი მორიგი ვიზიტის დროს, გარკვეული დოკუმენტაციის
შესავსებად, დიასახლისმა სახლში შეიპატიჟა. თენგო ძალიან დაღლილი იყო და შიოდა.
ფურცლების შევსებისას, მან ქალბატონს წყალი სთხოვა და სანამ დიასახლისი თხოვნას
შეუსრულებდა, ფარულად აიღო 4 შეკვრა შოკოლადი, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო. ამის
შემდეგ, მან მალევე დაასრულა დოკუმენტების შევსება და დატოვა ცეცხლაძეების ბინა.
მიეცით სამართლებრივი შეფასება თენგო თეთრაძის ქმედებას.

თენგო თეთრაძემ, როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, ჩაიდინა სისხლის


სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება-
ქურდობა. საქართელოს სსკ-ის მეცხრე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ქმედება
პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი
ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის
დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი
შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. როგორც, კაზუსში ჩანს თენგომ
შოკოლადის აღების შემდეგ მალევე დაასრულა დოკუმენტების შევსება და დატოვა
ცეცხლაძეების ბინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას გაცნობიერებული აქვს თავისი
ქმედების, ქურდობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ასევე ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გამომდინარე
იქიდან, რომ შიოდა სურდა შოკოლადის დაუფლება, სახეზეა ნებელობა. მაგრამ აქ
უნდა გავითვალისწინოთ სსსკ-ს მე-7 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც
ქმედებას დანაშაულად ვერ მივიჩნევთ მისი მცირე მნიშვნელობის გამო თუ მას არ
გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
კაზუსის მიხედვით, თენგომ აიღო მხოლოდ 4 შეკვრა შოკოლადი, რაც იმის თქმის
საფუძველია, რომ მისი ქმედება იყო მცირე მნიშვნელობის და ამ ქმედებას ვერ
დავაკვალიფიცირებთ დანაშაულად.

კაზუსი #2:
სოფო იმნაძე, თურქეთში, სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა. ერთ დღეს,
სამუშაოს შესრულებისას, ცდუნებას ვერ გაუძლო და სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან
დამსვენებლის ფული და ძვირფასი ტანსაცმელი მოიპარა. მეორე დღეს, სოფომ დატოვა
სამუშაო და ქვეყანა. ათი დღის შემდეგ, იმნაძე პოლიციამ ქალაქ თბილისში დააკავა.
იმსჯელეთ, რომელი ქვეყნის კანონმდებლობით დაეკისრება სოფო იმნაძეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ სოფო იმნაძემ, რომელიც თურქეთში


სასტუმროში მუშაობდა დამლაგებლად, ცდუნებას ვერ გაუძლო და ერთ-ერთი
ნომრიდან მოიპარა ფული და ძვირფასი ტანსაცმელი, მაშასადამე განახორციელა
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კერძოდ ქურდობა, რომელიც საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად ითვლება, მეორე დღეს კი სოფომ
თურქეთი დატოვა. აღსანიშნავია, რომ სსსკ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონდე
მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით
გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ
სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ
კაზუსში ზუსტად არ ვიცით სოფო საქართველოს მოქალაქე იყო თუ არა. აქედან
გამომდინარე, თუ ვივარაუდებთ იმას, რომ სოფომ მიიღო თურქეთის მოქალაქეობა,
მაშინ ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად სსსკ მე-6 მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით შეიძლება ექსტრადირებულ იქნეს თურქეთში ან გადაეცეს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მაგრამ, თუ მხედველობაში
მივიღებთ სოფოს ქართულ გვარს, ასევე იმ ფაქტს რომ ის მეორე დღესვე ტოვებს
თურქეთს და საქართველოში ჩამოდის და ვივარაუდებთ რომ ის საქართველოს
მოქალაქეა კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მას
პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
მაშასადამე გადამწყვეტია, სოფოს მოქალაქეობის საკითხი. თუ ის უცხო
ქვეყნის მოქალაქეა, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით
სადაც ჩაიდინა დანაშაული, ხოლო თუ ის აღმოჩნდება საქართველოს მოქალაქე,
მაშინ საქართველოს კანონმდებლობით.

You might also like