You are on page 1of 2

პასუხისმგებლობის საფუძველი ანუ დანაშაული

ნებისმიერი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არსი


პირობადადებული ადამიანის ყოფიერების შემადგენელი სამი ფაქტორით. ესენია: პიროვნება,
საზოგადოება და სახელმწიფო. დემოკრატიულ– სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანი
თავისუფალი პიროვნებაა, რომელიც განუყრელადაა დაკავშირებული სახელმწიფოსთან.
თავისუფალი ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის საფუძველია თავისუფალი ნება. სწორედ
თავისუფალი ნების არსებობის პირობებში შეიძლება მოეთხოვოს ადამიანს ანგარიში მისი ქცევის
გამო. ნება და თავისუფლება ერთმანეთს ავსებს. ადამიანის თავისუფლება კი ბევრადაა
დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად ანიჭებს საზოგადოება პირს დამოუკიდებლობას.

ნების ინტენსივობას შეუძლია იმოქმედოს ადამიანის ქცევის შერჩევაზე. საზოგადოება,


სახელმწიფო მოქალაქეს, აგრეთვე იუროდიულ პირებს, განსაზღვრულ მოთხოვნებს უყენებს. ამ
მოთხოვნების შეუსრულებლობა კი იწვევს პასუხისმგებლობის წარმოშობას. სამართლის გასაკიცხ
ქმედებას მოსდევს იურიდიული პასუხისმგებლობა. მისი სახეებია: სისხლისსამართლებრივი,
ადმინისტრაციული, დისციპლინური და სხვ.ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობა სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობაა. იგი გამოიხატება იმ სისხლის სამართლებრივ იძულებაში,
რომელიც გამოიყენება დანაშაულის ჩამდენის მიმართ. ეს კი მდგომარეობს დანაშაულის ჩამდენის
სასჯელის ფორმით გაკიცხვასა და მის იძულებაში შეასრულოს სამართლებრივი მოვალეობა.
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაულის
ისტორია კლასობრივი საზოგადოების აღმოცენებიდან იწყება. კერძო საკუთრების წარმოშობა,
ფართო მასების ექსპლოატაცია გაჭირვებისა და სიღატაკის მიზეზად იქცა. ამ მდგომარეობიდან
თავის დასაღწევად კი ექსპლოატირებულნი ქონებრივ დანაშაულს ჩადიოდნენ. რაც მოუთმენელი
იყო მონათმფლობელური სახელმწიფოსათვის. სისხლის სამართლის კანონმდებლობა
დანაშაულის პირველ ნიშნად აცხადებს ადამიანის ქცევის კონკრეტულ, გარეგან გამოვლინებას.
კონკრეტული ქმედების გარეშე, რომელიც საფრთხეს უქმნის ან ვნებს მართლწესრიგს , არ
არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დანაშაულის კიდევ ერთი ნიშანია
მართლწინააღმდეგობა. მართლწინააღმდეგობა ქმედების ობიექტური დახასიათებაა. იგი არსებობს
რეალურ სინამდვილეში და გამოხატავს იმ ურთიერთობას,რომელიც პირის ქმედებას და
მარტლწესრიგს შორის არსებობს. მართლწინააღმდეგობა არ სეიცავს ბრალის მომენტს. იგი არაა
მისი სემადგენელი ნაწილი. ბრალი , ე.ი მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური
სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არა პირის
ფსიქიკური დამოკიდებულება ქნედებისა და დამდგარი შედეგისადმი, როგორც ეს ბრალის
ფსიქოლოგიური თეორიიდან გამომდინარეობს. თუმცა უნდა დაემატოს ისიც, რომ ქმედება
შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში იმდენად მცირემნიშნელოვანი იყოს, რომ
დანაშაულად არ ჩაითვალოს. ასევე სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს
პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებათა ორკვალიან სისტემას – მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი და ბრალის გამომრიცხველი გარემოებების სახით.
დანაშაულის კატეგორიები

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი სისხლის


სამართლის კოდესით გათვალისწინებული მართლსაწინააღმმდეგო და ბრალეული ქმედება .
დანაშაულის ისტორია კლასობრივი საზოგადოების აღმოცენებიდან იწყება . კერძო საკუთრების
წარმოშობა, ფართო მასების ექსპლოატაცია გაჭირვებისა და სიღატაკის მიზეზად იქცა . ამ
მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი ექსპლოატირებულნი ქონებრივ დანაშაულს
ჩადიოდნენ. რაც მოუთმენელი იყო მონათმფლობელური სახელმწიფოსათვის.

ყველა დანაშაულს შეიძლება ახასიათებდეს საერთო ნიშნები, მაგრამ ისინი მაინც


განსხვავდებიან საშიშროების ხარისხისა და ხასითის მიხედვით. სასჯელად
გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით
განასხვავებენ დანაშაულის სამ კატეგორიას: ნაკლებად მძიმე დანასაული, მძიმე
დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ნაკლებად მძიმეა ისეთი დანასაული,
რომლის ჩადენისთვისაც კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით
თავისუფლების აღკვეთას. მძიმე დანაშაულად მიიჩნევა, ისეთი განზრახ ან გაუფრთხილებელი
დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მაქსიმალური სასჯელი არა უმეტეს 10
წლისა. გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის კი 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების
აღკვეთა.განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად კი მიიჩნევა განზრახ დანაშაული, რომლის
ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო
თავიუფლების აღკვეთა. გარდა განხილული კლასიფიკაციისა , სისხლის სამართლის კოდექსი
იცნობს სხვა სახის კლასიფიკაციასაც, მაგალიტად, კლასიფიკაცია ხელყოფის ობიექტის
მიხედვით. სისხლის სამართლის პროცესში დანაშაულის კლასიფიკაცია დამოკიდებულია
ქვემდებარეობაზე. კრიმინალისტიკაში იგი დამოკიდებულია დანაშაულთა გამოძიების
მეთოდიკასა და ტაქტიკაზე.

დანაშაულის შემადგენლობა

დანაშაული შედგება ოთხი კომპონენტისგან ესენია 1. სუბიექტი 2. ობიექტი 3.


სუბიექტური მხარე 4 ობიექტური მხარე.

სუბიექტია - დანაშაულის ჩამდენი პირი (ასაკი შერაცხაობა)

ობიექტია - ის სამართლებრივი სიკეთე რომელსაც აზიანებს ანადგურებს ან საფრთხეს


უქმნის დამნაშვე

სუბიექტური მხარე - პირის ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ


განხორციელებულუი ქმედებისას

ობიექტური მხარე - ქმედება, შედეგი, მიზეზობრივი კავშირი (ქმედებასა და დამდგარ


შედეგს შორის), დანაშაულის იარაღი, ხერხი, დრო ადგილი ვითარება

You might also like