You are on page 1of 4

სისხლის სამართლის ფუნქცია და მისი განსხვავება

სამართლის სხვა დარგებისგან.


ნელი მაღლაკელიძე

ვიდრე სისხლის სამართალსა და მის ფუნქციაზე ვისაუბრებდეთ, რა არის


სამართალი? რა ფუნქცია აკისრია თვით სამართალს? ამ კითხვებზე პასუხის
ძიებაში გადავაწყდი გიორგი ხუბუას ნაშრომს, „სამართლის თეორიას“, სადაც
ნათქვამია: „სამართალი არის არა თვითმიზანი, არამედ განსაზღვრული მიზნის
მიღწევის საშუალება“და გაჩნდა შემდეგი კითხვა, რა მიზანი ამოძრავებს
სამართალს? ახლა კი, შევეცდები ამ კითხვას თავად გავცე პასუხი, სამართალის
მიზანია საზოგადოებრივი ურთიერთობების დარეგულირება, ის აყალიბებს
სოციალური მართვის ნორმატიულ საფუძვლებს და შესაბამისად ახორციელებს
ორგანიზაციულ ფუნქცის, სოციალური მართვის ფუნქციასთან ერთად. ვინაიდან
ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს საზოგადოებისა და სხვა ინდივიდების
ინტერესები, შეიძლება სამართალს სოციალური კონტროლის ფუნქციაც
შევუთავსოთ. ალბათ, შეამჩნევდით, რომ დღესდღეობით საზოგადოებაც
აქტიურად დამოკიდებულია სამართალზე.1
რაც შეეხება სისხლის სამართალს, რომელიც მიიჩნევა, რომ ნახევრად
ფილოსოფიაც კია, მატერიალური სამართლის სისტემაში სულ ბოლო საფეხური
უჭირავს, ვინაიდან ის გამოხატავს მინიმალურ მოთოვნას: დანაშაული არ იყოს
ჩადენილი, რაც სამართალდარღვევის უკიდურესი ფორმა გახლავთ, სწორედ
აქედან გამომდინარეობს, რომ დანშაულის საზღაური, სასჯელი, სახელმწიფოს
იძულების უკიდურესი ფორმაა. მივიღეთ, რომ ტერმინი სისხლის სამართალი ორი
უძირითადესი ცნების, დანაშაულისა და სასჯელის მიმართებას გამოხატავს .2
სიხლის სამართლის ამოცანაა ადამიანთა თანაცხოვრების უმნიშვნელოვანესი
სფეროები თუ ინტერესები განსაკუთრებით მკაცრად იყოს დაცული. შესაბამისად ,
სისხლის სამართლის ამოცანა სამართლებრივ სიკეთეთა დაცვაა. დასაცავია
საზოგადოებისა3 და ინდივიდის4 სამართლებრივი სიკეთეები5.6 „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი

1
წყარო: „სამართლის თეორია“, ავტორი: გიორგი ხუბუა, თავი IV გვ.45-46.
2
წყარო: გურამ ნაჭყებია, თავი II, სისხლის სამართლის ცნება, მოწესრიგების საგანი და მეთოდი.
გვ20-38
3
მაგალითად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.
4
მაგლითად სხეული, სიცოხლე, საკუთრება და ქონება.
5
მინდა აღვნიშნო, რომ სამართლებრივ სიკეთეთა დაცვა სამოქალაქო სამართლის ფუნქციაცაა ,
ისიც შეიცავს ნორმებს, რომლებიც კერძოსამართლებრივი სიკეთეების განსაკუთრებულ დაცვას
ითვალისწინებს.
6
წყარო: „სამართალმცოდნეობის საფუძვლები“ ავტორი: ოლაფ მუთჰორსტი, III თავის IV ქვეთავის
II ნაწილი, გვ. 287-289.
პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა
დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის
სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.“- სწორედ ასე იწყება სისხლის სამართლის
კოდექსი, რომელიც სისხლის სამართლის საღელმძღვანელოდაც შეგვიძლია
მივიჩნიოთ. იმავე, პირველივე თავშია, შემდეგი წინადადება: „ამ კოდექსის მიზანია
დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა“,
ვფიქრობ უკვე ნათელია თუ რა არის სისხლის სამართლის ფუნქცია, ეს გახლავთ
დაცვა, დაცვა სხვა დარგებისა, დაცვა დანაშაულისაგან. მოვიშველიებ ვ. კოგანის
სიტყვებს და ვიტყვი, რომ „სისხლის სამართლის მიღმა საერთოდ არაა
სამართალი. სისხლის სამართლის მიღმა არის ის უშუალო რეალობა, რომელიც
სამართალწესრიგს აძლევს სიცოცხლეს.“
მაშინ, როცა სისხლის სამართლის ფუნქციაზე წარმოდგენა შევიქმენით, დროა
ვისაუბროთ თუ რა განასხვავებს სისხლის სამართალს სამართლის სხვა
დარგებისგან. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სამართლის დარგებად დაყოფა
არ ნიშნავს, რომ ეს დარგები ერთმანეთს უპირისპირდებიან, პირიქით, სამართალი
ერთი დიდი მთლიანობაა, რომლის დარგებიც ერწყმიან და ავსებენ ერთამნეთს,
გამონაკლისი არც სისხლის სამართალია. ცხადია, მიუხედავად იმისა რომ
სამართლის დარგები ერთმანეთთან კავშირშია, მოიძებნება განსხვავებებიც , თუ
რა მიმართულებებს არეგულირებენ და სხვა. მოდი ერთად განვიხილოთ
თითოეული მათგანის მიმართება სისხლის სამართალთან. კონსტიტუციურ და
სისხლის სამართალს შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავება დარგობრივ
იერარქიაში გვხვდება, ვინაიდან, კონსტიტუციური სამართალი მატერიალური
სამართლის სისტემაში მწვერვალს, საწყისს წარმოადგენს, ხოლო სისხლის
სამართალი ამავე სისტემაში დამამთავრებელია საფეხურია. ბუნებრივია , რომ
შიდა სმართლის ნებისმიერი დარგი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდე, რაც
ეხება სისხლის სამართალსაც, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის პირველი თავის მეორე ნაწილში წერია: „ეს კოდექსი შეესაბამება
საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს“- ანუ აღნიშნული კოდექსი უპირველეს
ყოვლისა შეესაბამება კონსტიტუციას, ის იცავს ადამიანის კონსტიტუციურ
უფლებებს, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწუფოს, კონსტიტუციურ
წესრიგს. სისხლის სამართალი ასევე უკავშირდება ადმინისტრაციულ
სამართალსაც, რომელიც კონსტიტუციური სამართლის შემდეგ მეორე ადგილს
იკავებს და საჯარო სამართლის ერთ-ერთ დარგს წარმოადგენს. როგორც ვიცით,
სისხლის სამართალში ურთიერთობის ერთი მხარე არის სახელმწიფო, რაც არ
ხდება ადმინისტრაციულ სამართალში, აქ ერთი მხარე სახელმწიფო
მმართველობის რომელიმე ორგანო გახლავთ. ამ ორი დარგის თვისობრივი
განსხვავებანი შესაბამისად წარმოშობს შემდგომს, რომ სისხლის სამართლის
გადაცდომა, ანუ დანაშაული, დანსხვავდება ადმინისტრაციული სამართლის
გადაცდომისგან. დანაშაული საზოგადოებრივად საშიშია, ხოლო
ადმინისტრაციული გადაცდომა კი ხელყოფს სახელწიფო მმართველობის
რომელიმე ორგანოსთან კავშირსა და ურთიერთობას. სისხლის სამართალსა და
სამოქალაქო სამართალს შორის საკმაოდ ბევრი განსხვავება არსებობს, თუნდაც
ის, რომ ერთი საჯარო სამართალს განეკუთვნება, მეორე კი კერძოს. ამის გარდა ,
სამოქალაქო სამართალში ჩადენილი გადაცდენა, ზიანი თუ შეიძლება რაიმე
ნატურითა და ფულადი კომპენსაციით აღვადგინოთ, დანაშაული პირიქით,
შეუქცევადია და მისი მატერიალური თუ მორალურ-პოლიტიკური შედეგების
აღდგენა შეუძლებელია.7 თუ სამოქალაქო სამართალში ზიანის მიყენებლის
მიმართ ბრალი ივარაუდება და მოქმედებს ბრალეულობის პრეზუმფცია, სისხლის
სამართალში, პირიქით, მოქმედებს არაბრალეულობის პრეზუმფცია.8 ასევე უნდა
აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეების დროს ძირითადად სასარჩელო
წარმოებაც მიმდინარეობს ხოლმე9. სისხლის სამართლისა და სახელშეკრულებო
სამართლის განსხვავებებს რაც შეეხება, პირველხსენებული ქმნის სუბიექტის
ვალდებულებას, მოქმედებდეს მართლზომიერად და ქმნიდეს მართლწესრიგს,
ხოლო მეორეხსენებული ქმნის ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთობებს . თუმცა
საერთო ის არის, რომ ორივე მათგანში წინაწარ ვიცით დაკისრებული
მოვალეობები. სისხლის სამართლის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის
საშუალებით,ხოლო სახელშეკრულებო სამართალში თვით ხელშეკრულების
მეშვეობით. და ბოლოს, რა განსხვავებაა სისხლის სამართალსა და
საერთაშორისო სამართალს შორის? საერთაშორისო სამართლის სუბიექტი
სისხლის სამართლისგან განსხვავებით არ არის პიროვნება, არამედ გახლავთ
სახელმწიფო, სისხლის სამართალს რაც შეეხება, აქ პასუხისმგებელი
დანაშაულებრივი ქმედებისთვის არის ადამიანი, როგორც ინდივიდი. 10
საბოლოო ჯამში მივედით დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სამართალი,
ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი,
სახელშეკრულებოსამართალი და საერთაშორისო სამართალი ძირითადად
ემსახურება მოწესრიგებას, მათი ფუნქცია დარეგულირებაა, ხოლო სისხლის
სამართალს რაც შეეხება, ის ემსახურება დამცველობით ფუნქციას, ის იცავს ზემოთ
აღნიშნულ დარგებსა და ადამიანებს დანაშაულებებისაგან. საბოლოოდ კი ისმის
კითხვა: რა იქნებოდა თუ სისხლის სამართალი არ იარსებებდა? პასუხია: ქაოსი!

7
შეუქცვად დანაშაულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგალითად მკვლელობა.
8
არაბრალეულობის პრეზუმფცია ნიშნავს, როდესაც ბრალდებულს თუ ვერ დაუმტკიცებენ თავის
ბრალდებას უდანაშაულოდ ითვლება, ბრალეულობის პრეზუმფციის დროს, პირიქით,
ბრალდებულმა უნდა დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა, თორემ მიიჩნევა
სამართალდამრღვევად.
9
მაგალითად ქურდობას თან ახლავს არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ,
არამედ ქურდობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო-
სამართლებრივი ვალდებულებაც.
10
განსხვავებების ჩამოყალიბებისა და მსჯელობისთვის გამოყენებულია წყარო: გურამ ნაჭყებია,
თავი II, სისხლის სამართლის ცნება, მოწესრიგების საგანი და მეთოდი. გვ20-38.
ბიბლიორაფია:
1. გურამ ნაჭყებია, თავი II, სისხლის სამართლის ცნება,
მოწესრიგების საგანი და მეთოდი. გვ20-38. (სასწავლო კურსის მე-
13 კვირის მასალა)
https://drive.google.com/drive/folders/1yN-
CehOUiTXkf_lOaaTGyRaPnMLg5vbS

2. „სამართლის თეორია“, ავტორი: გიორგი ხუბუა, თავი IV გვ.45-46.


https://tsufacultyoflaw.files.wordpress.com/2016/08/xubua.pdf

3. „სამართალმცოდნეობის საფუძვლები“ ავტორი: ოლაფ


მუთჰორსტი, III თავის IV ქვეთავის II ნაწილი, გვ. 287-289.
http://lawlibrary.info/ge/books/2019giz-
ge_samartalmcodneobis_safudzvlebi.pdf

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.


https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426%23%21?publication=231

You might also like