You are on page 1of 2

ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ

ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, ანუ ბრალი არის ინდივიდის გასაკიცხაობა.


ბრალი მხოლოდ მაშინ არსებობს როცა მოსამართლე დაადგენს პირის ბრალეულობას.

ფიზიკური პირის ბრალი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანდ მართლსაწინააღმდეგო


ქმედება ჩაიდინა შემდეგი პირობების კუმულაციურად არსებობისას:

 ბრალუნარიანობის (შერაცხადობის) მდგომარეობაში (ანუ თუ პირი შერაცხადია)


 მართლწინააღმდეგობის შეგნებით
 განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ბრალით, რომელიც ასაბუთებს
მართლწინააღმდეგობის შეგნების არსებობას ფართო გაგებით
 ბრალის გამომრიცხველი რომელიმე (კანონისმიერი ან ზეკანონური) საპატიებელი
გარემოების არარსებობის ვითარებაში.

ბრალუუნარობა და მისი გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი


გარემოებები
 შეურაცხაობა ასაკის გამო
 ფსიქიური შეურაცხაობა
 შეზღუდული შერაცხადობა (სრულწლოვანის შემთხვევაში ბრალის შემამსუბუქებელია;
არასრულწლოვნის შემთხვევაში ბრალის გამომრიცხავი)
 შეცდომა
 ბრძანების ან განკარგულების შესრულება
 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სხვა არაბრალეული
ქმედების დროს

შეურაცხაობა
შეურაცხაობა მოიცავს ორ შემთხვევას: ასაკის გამო და ფსიქიკური მდგომარეობის გამო.

ასაკის დროს შეურაცხაობა დგინდება პოზიტიურსამართლებრივად, ხოლო ფსიქიკური


მდგომარეობის შემთხვევაში - სამედიცინო-ფსიქოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით.

შეურაცხაობა ასაკის გამო


სსკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ
ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ე.ი. პირი ბრალუნარიანი ხდება 14 წლის ასაკიდან
და, შესამაბისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნებისმიერი დანაშაულისთვის,
როგორც წესი, დგება ამ დროიდან.

პირი არასრულწლოვანია თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-დან 18 წლამდე ასაკში.


არასრულწლოვანი პირი არის შერაცხადი, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს
მისი შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვნისგან განსხვავებით
არასრულწლოვნისთვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების საფუძველი.

არასრულწლოვანის შეზღუდული შერაცხადობა - ის შემთხვევაა როცა მას არ შეუძლია


სრულიად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა,
ანდა უხელმძღვანელოს მათ.

შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო


სსკ-ის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად
დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი
ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო
გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის
მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური


მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირებს ორ წინაპირობას:

 თავდაპირველად, ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური


ავადმყოფობის მომენტი (შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი).
 შემდეგ, სამართლებრივი შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი
ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი
(შეურაცხაობის ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი)

შეზღუდული შერაცხადობა
სსკ-ის 35-ე მუხლის მიხედვით, შეზღუდული შერაცხადობა არის პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი და არა მისი გამომრიცხველი გარემოება.

შეზღუდული შერაცხადობა სახეზეა იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიკური დაავადების გამო


არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ან
მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

 შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისაგან არ


თავისუფლდება, ხოლო მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღება მხოლოდ
დანაშაულის კვალიფიკაციისას ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი
შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაული


სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით, ბრალეულად მოქმედებს ის პირი, რომელმაც,
მართალია, შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მაგრამ მის
წინარე შერაცხად მდგომარეობაში განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა პირობა, რომელმაც
მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია.

You might also like