You are on page 1of 22

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

რას მოიცავს განზრახი დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა

მოიცავს სპეციალურ ცოდნასა და მიზანს, ასევე უმართლობის დამფუძნებელ სხვა


მოტივებსაც.

რა მნიშვნელობა აქვს განზრახვისა და გაუფრთხილებლობის ფორმების დადგენას

უნდა გაიმიჯნოს დანაშაულებრივი და არადანაშაულებრივი ქმედება. მნიშვნელოვანია,


როდესაც ხდება სასჯელის ინდივიდუალიზაცია. ბრალის ფორმა ნათელყოფს ქმედების მიერ
სამართლებრივი სიკეთის საფრთხეს

უშედეგო დანაშაულებში განზრახვა რაზე უნდა ვრცელდებოდეს

უნდა ვრცელდებოდეს ქმედებაზე და ასევე კანონში მითითებულ მის თვისებებზე და


არა შედეგზე, რომელიც მას მოყვება

აქვს თუ არა სუბიექტური შემადგენლობა თვითიმედოვნებას ან დაუდევრობას

თვითიმედოვნაბს აქვს ხოლო დაუდევრობას არა

როდის დგინდება მართლწინააღმდეგობის შეგნება როგორც განზრახვის კომპონენტი (მაგ.


მოჩვენებითი მოგერიების დროს)

როდესაც გასამიჯნია სამართლებრივი შეცდომა ვხდებით შეცდომას აკრძალვაში, რომელიც


ბრალის ცალკე კომპონენტია და უნდა გაიმიჯნოს აუცილებელი მოგერიების მოჯვენებისგან

განზრახვის და გაუფრთხილებლობის რა სახეები არსებობს, დაახასიათეთ თითოეული


მათგანი

1. პირველი და მეორე ხარისხის პირდაპირ განზრახვა - პირველ ხარისხის პირდაპირი


განზრახვისას პირი მოქმედებს გამიზნულად, ხოლო მეორე ხარისხის პირდაპირი განზარხვა
გვაქვს მაშინ, როდესაც პირს გამიზნულად არ სურს, მაგრამ გარდაუვალად მიიჩნევს შედეგის
დადგომას.

2. ევენტ.განზრახვა - პირდაპირი განზრახვისგან განსხვავდება ცოდნისა და ნებელობის


ხარისხით. ევენტუალური განზრახვით მოქმედებს პირი, ვინც ქმედების შემადგენლობას
განახორციელებს შესაძლებლად მიიჩნევს და შეგნებურად უშვებს მას ან გულგრილად
ეკიდება.

3. თვითიმედოვნება - პირის გაცნობიერებული ქმედება წინდახედულობის ნორმის


დარღვევით
4. დაუდევრობა - პირს არ აქვს გაცნობიერებული წინდახედულობის ნორმის დარღვევა
თავისი ქმედებით, ასევე გაითვალისწინა მართლსაწინააღდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობა

თუ ევენტუალური განზრახვის დროს პირს დანაშაულებრივი მიზანიც ამოძრავებს როგორ


იქნება კვალიფიკაცია. მოიყვანეთ მაგალითი

მაგალითად პირის მიერ ორსული ქალის მკვლელობისთვის, საკმარისია რომ პირპმა იცოდეს
მოკლული ქალის ორსულობის შესახებ, ასევე პირის მიერ ბომბის აფეთქება მეტროში სადაც
უამრავი ხალხია.

დაასახელეთ წინმსწრები და შემდგომ წარმოშობილი განზრახვის მაგალითები.

წინმსწრები: მაგალითად A-მ გადაწყვიტა ავტოავარიით მოეკლა მისი მეზობელი,


მერე გადაიფიქრა შემდეგ კი მანქანას ვერ დაიმორჩილებს და მოკლავს.

შემდგომი: მაგალითად A-მ ავტოავარიით გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე


B-s, მსხვერპლის ნახვის მერე მან გაიგო რომ მისი ძველი ნაცნობი იყო რომელსაც
ვერ იტანდა და კმაყოფილი დარჩა

მოიყვანეთ მაგალითი როდესაც პირს შედეგის დადგომამდე მისი სურვილი გაუქრა

მაგალითად A-მ გადაწყვიტა ავტოავარიით მოეკლა მისი მეზობელი, მერე


გადაიფიქრა შემდეგ კი მანქანას ვერ დაიმორჩილებს და მოკლავს.

დამნაშავეს რა დოზით უნდა ჰქონდეს გააზრებული მიზეზობრივი კავშირის განვითარება.

შეცდომა მიზეზობრივ კავშირში არ გამორიცხავს განზრახვას.იგლუსხმება, რომ


მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში მნიშვნელოვანი გადახრაა (ეს ვერ მივხდი)

შეიძლება თუ არა დანაშაულის მომზადება, მცდელობა, თანამონაწილეობა


გაუფრთხილებლობით

არა!

რაზე ემყარება პირის იმედი თვითიმედოვნების დროს.

მისი ქმედების მიუხედავად მოსალოდნელი შედეგი არ დადგება. (კარადა


გადავაგდეთ ჯიპადან)

საიდან გამომდინარეობენ წინდახედულების ნორმები

დაწერილი ან დაუწერელი, ცხოვრებისეულ პრაქტიკაში დადგენილი წესებიდან

დაუდევრობისგან როგორ განსხვავდება ზიანის არაბრალეულად მიყენება.


არაბრალეული ზიანის დროს ქმედების ჩამდენს არ შეეძლო შედეგის გათვალისწინება ან არ
უნდა გაეთვალისწინებინა ის. დაუდევრობის დროს პირს არ აქვს გაცნობიერებული თავისი
ქმედებების მართლწინააღმდეგობა, მაგრამ შეუძლია რომ გაითვალისწინოს.

გამიჯნეთ ერთმანეთისგან წინასწარ მოფიქრებული და უცებ წარმოშობილი განზრახვა,


მოიყვანეთ უცებ წარმოშობილი განზრახვის მაგალითი, შეიძლება თუ არა ასეთი განზრახვა
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი იყოს, მოიყვანეთ მაგალითი.

წინასწარ მოფიქრებული განზრახვა - პირი ფიქრობდა დანაშაულის შესახებ, ასევე


წინასწარ ფიქრობდა განხორციელბაზე. ფიქრობდა დანაშაულის ჩადენის ხერხზე,
გეგმაზე.

უცბად წარმოშობილი განზრახვა - პირი ყოველგვარი შეტყობინების გარეშე


მომენტაურად ჩადის დანაშაულს.

- რას ნიშნავს ალტერნატიული, კუმულაციური განზრახვა, მოიყვანეთ კაზუსები და


დააკვალიფიცირეთ.

ალტერნატიული განზრახვა - ორი/მეტი სამართლებრივი სიკეთიდან პირს


გადაწყვეტილი აქვს ერთურთის ხელყოფა, მაგრამ მისთვის სულერთა, მისი
ქმედებით რომელი იქნება ხელყოფილი.

მაგალითად: ა ტყვიას ისვრის ბ-ს ან გ-ს მოსაკლავად, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს


ვის მოხვდება ეს ტყვია.

კუმულაციური განზრახვა - პირს განზრახული აქვს ორი/მეტი სამართლებრივი


სიკეთის ერთდროულად ხელყოფა.

- რა არის მოტივი და მიზანი, რა შეკითხვას პასუხობს მოტივი, და მიზანი, დაასახელეთ


მოტივის და მიზნის მაგალითები

მოტივი - გადაწყვეტის აქტს ყოველთვის წინ უსწრებს ყველა შესაძლებლობის აწონ-


დაწონვა. ის პასუხობს კითხვას - რატომ ჩაიდინა პირმა მართლსაწინააღმდეგო
ქმედება.

მაგ: მკვლელობა ეჭვიანობის ან შურისძიების მოტივით

მიზანი - საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს დანაშაულის ჩამდენი პირი. ის


პასუხობს კითხვაზე რისკენ მიისწრაფვის დამნაშავე. მაგალითად: ქურდობა, ყაჩაღობა.
დაუმთავრებელი დანაშაული
1. დაუმთავრებელ დანაშაულში სუბიექტური და ობიექტური მხარეები
ერთმანეთთან.
სუბიექტურია როცა - ბოროტი განზრახვა ვისაც აქვს თავში ის უნდა დაისაჯოს,
რადგან შეიძლება განახორციელოს და პირს ზიანი მიაყენოს
ობიექტური - მცდელობა ისჯება, იმიტომ რომ შექმნა საფრთხე და ამის გამო
უნდა დაისაჯოს(სანამ საფრთხე არ შეიქმნება ვერ დასჯიან პირს)
2. რომელი დანასაულია მცდელობის ეტაპზევე დამთავრებული.
ყაჩაღობა, მცდელობის ეტაპზევე დამთავრებულ დანაშაულად ითვლება,
რადგან ყაჩაღობა თავდასმაა სხვისი ნივთის მისაკუთრების მიზნით,
ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით.
3. რა არის განზრახი დანაშაულის სტადიები.
1) დანაშაულის ჩადენის განზრახვის წარმოშობა
2) განზრახვის გამომჟღავნება
3) დანაშაულის მომზადება - დანაშაულის ჩასადენად პირობების შექმნა
4) დანაშაულის მცდელობა.

4. როდის არის დანაშაული ფორმალურად დამთავრებული და როდის


მატერიალურად?
ფორმალურად დამთავრებულია - დანაშაული მაშინ, როცა სსკ. ის კერძო
ნაწილის მუხლში დანაშაულის ყველა ნაწილი განხორციელებულია.
მატერიალურად დამთავრებულია - დანაშაული მაშინ,როცა სამართლებრივი
სიკეთე დაზიანდა.
5. მოიყვანეთ მაგალითი როცა მატერიალური და ფორმალური დამთავრება
ერთმანეთს ემთხვევა ან არ ემთხვევა.
როცა ემთხვევა - მაგ. მკვლელობის დროს, მკვლელობისას
განხორციელებული დანაშაულის ყველა ნიშანი და ასევე დაზიანებული
სიკეთე.
როცა არ ემთხვევა - მაგ. თავისუფლების უკანონო აღკვეთისას. ფორმალურად
დამთავრებულია მსხვერპლისთვის თავისუფლების აღვეთისას,
მატერიალურად კი მისი გათავისუფლების ანმისი სიკვდილისას.
6. როდის შეიძლება თანამონაწილეობა და აუცილებელი მოგერიება -
მატერიალურ თუ ფორმალურ დამთავრებამდე?
ფორმალური დამთავრების შემდეგაც.
7. როგორ დაკვალიფიცირდება იმ პირის ქმედება, რომელიც ყაჩაღური
თავდასმის შემდეგ შეუერთდა ამსრულებლის ქმედებას.
ასეთ დროს პირს როცა არ განუხორციელებია ყაჩაღობა, იყო შემთხვევით
გამომვლელი და სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლება, მხოლოდ ძარცვისთვის
გასამართლდება.
8. მოიყვანეთ აბსტრაქტური და კონკრეტული საფრთხის დელიქტების
მაგალითი, როდის არის ამ დროს დანაშაული დამთავრებული?
აბსტრაქტული - დამთავრებულად ითვლება, როცა ამა თუ იმ ქმედებამ
საფრთხე გამოიწვია. მაგ: დაუხმარებლობა, განსაცდელში მიტოვება.
კონკრეტულის - დროს კონკრეტული საფრთხე უნდა არსებობდეს, როცა პირი
თავის ქმედებით კონკრეტულ საფრთხეს იწვევს. მაგ: სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში ჩაყენება.
9. რას ითვალისწინებენ დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობის
სუბიექტური და ობიექტური, ასევე სიბუექტურ-ობიექტური თეორიები?
სუბიექტური თეორიის მიხედვით - პირის დასჯადობის საფუძველი პირის
ბოროტი ნებაა.
ობიექტური თეორიის მიხედვით - პირის დასჯადობის საფუძველი მის მიერ
შექმნილი ობიექტური საფრთხეა.
სუბიექტურ-ობიექტური თეორიის თანახმად - ჩვეულებრივი მცდელობის
დასჯადობის საფუძველია ის კონკრეტული საფრთხე, რომელიც პირმა თავისი
ქმედებით შექმნა.
10. რა არის დანაშაულის მომზადება?
დანასაულის მომზადებაში ითვლება, დანაშაულის ჩადენისათვის პირობების
განზრახ შექმნა.
11. ხელშემშლელი მომზადება ისჯება თუ არა, მოიყვანეთ მაგალითი.
არა, მაგალითად, თუ პირმა დანაშაულის ჩასადენად იარაღი ვერ იყიდა მას
დანაშაული ჯერ არ მოუმზადებია, ამიტომ ვერ დაისჯება.
12. თუ პირმა იარაღი შეიძინა ყაჩაღობის ჩადენის მიზნით ისე რომ მსხვერპლი არ
ჰყავს დაკონკრეტებული, ჩაითვლება თუ არა მომზადებად?
არა, შესაძლებელია მისი დასჯა მხოლოდ იარაღის უნებართვოს შეძენისთვის.
13. უმოქმედობით მომზადება თუ შეიძლება.
კი, მოქმედებაა შენობის კარის გახსნა დარაჯის მიერ, დაყაჩაღების მიზნით.
უმოქმედობაა კარის დაუკეტაობა ამავე მიზნით.
14. უნდა იქნეს თუ არა დასჯადი სოციალურად ადეკვატური ქმედებები,
რომლებიც ჩადენილია დანაშაულის მოსამზადებლად.
არა, მაგალითად დანა ადამიანმა შეიძლება იყიდოს ცხოველის დასაკლავად
ან კაცის მოსაკვლელად. და ამ ვარაუდით ვერ დავსჯით, იგი მხოლოდ მაშინ
უნდა დაისაჯოს, როცა მცდელობასთან ახლოს იდგება.
15. რა არის დამთავრებული და დაუმთავრებელი მომზადება.
დაუმთავრებელი მომზადებაა - როცა პირმა დანაშაულის ჩასადენად ყველა
პირობა შექმნა
დაუმთავრებელი მომზადებაა - დანაშაულის ჩასადენად როცა რამდენიმე
პირობის შექმნაა საჭირო და პირმა მხოლოდ ერთი პირობა შექმნა.
16. შეიძლება თუ არა დანაშაულის მომზადება ევენტუალური განზრახვით?
ევენტუალური განზრახვით დანაშაულის მომზადება გამორიცხულია, რადგან
შეუძლებელია პირს დანაშაულის განხორციელება არ უნდოდეს და მაინც
ქმნიდეს პირობებს დანაშაულის ჩასადენად.
17. როგორ განიმარტება დანაშაულის მცდელობა?
მცდელობა არის ქმედება დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ რომელიც
ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
18. როგორია დანაშაულის მცდელობის ობიექტური და სუბიექტური გააზრება?
ობიექტურია - დანაშაული იწყება მაშინ, როცა პირმა თავისი ქმედებით
დანაშაული განახორციელა და ამით საფრთხე შეუქმნა სამართლებრივ
სიკეთეს.
სუბიექტური გააზრებისას - მნიშვნელოვანი არის შეხედულება, იმის შესახებ ,
რომ მან დანაშაულის განხორციელება დაიწყო.
19. რა ჩაითვლება მცდელობად სივრცისა და დროის ფაქტორის
გათვალისწინებით?
ქმედება ჩაითვლება მცდელობა. კონკრეტული საფრთხეს შეუქმნის
სამართლებრივ სიკეთეს.
20. როგორ განიმარტება აბსოლიტურად უვარგისი მცდელობა?
აბსოლიტურად უვარგისი მცდელობაა,რომელიც უვარგისი საგნით
ხორციელდება და ზიანს არ აყენებს. მაგალითად შავი ღვინით, შავი ჩაით
ადამიანის მკვლელობის მცდელობა.
21. მოიყვანეთ უვარგისი სუბიექტის მიერ ჩადენილი მცდელობის მაგალითი,
დაისჯება თუ არა?
მაგ: სასამართლოს ტექნიკურ თანამშრომელს ჰგონია, რომ იგი მოხელე ან
ამასთან გათანაბრებული პირია და ქრთამს იღებს, ამ შემთხვევაში პირი
მექრთამეობის უვარგისი მცდელობისთვის დაისჯება.
22. მოიყვანეთ უვარგის ობიექტზე, უვარგისი საშუალებით, ადგილზე არ მყოფ
ობიექტზე მცდელობის მაგალითი.
უვარგისი ობიექტზე - გვამის მოკვლის მცდელობა როცა ადამიანს ცოცხალი
გონია.
უვარგისი საშუალებით - მაგარი ჩაით ადამიანის მკვლელობის მცდელობა
ადგილზე არმყოფ ობიექტზე - პირი ტაქტზე მიგდებულ ქურთუკს ესვლის,
რომელიც გონია ცოცხალი ადამიანი.
23. როგორ საბუთდება უვარგისი მცდელობის დასჯადობა ახალი ობიექტური
თეორიით. მოიყვანეთ პეტატიური დანაშაულის მაგალითი.
ახალი ობიექტური თეორიით უვარგისი მცდელობის დასჯადობის
საფუძველია, რომელიც დამნაშავის (ვერ გავიგე კაროჩე აქ რა წერია)
პეტატური დანაშაულის მაგალითი: პირი მავანს შეურაცხყოფას აყენებს და
ჰგონია დანაშაულს ჩადის. სსკ-ით შეურაცხყოფა აღარაა დასჯადი - მხოლოდ
პირის წარმოსახვით ეს მდგომარეობა მოცემული.
24. რომელი დანაშაულების მცდელობა არის შეუძლებელი?
ყაჩაღობა(მცდელობის ეტაპზევე დამთავრებული დანაშაულია)
25. მოიყვანეთ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების მაგალითი.
ხელის აღება - უნდა იყოს ნებაყოფლობით, შედეგი არ უნდა დადგეს.
დანაშაულზე ხელის აღებისას პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან,
მაგალითად ა-მ ბ-ს ესროლა მოკვლის მიზნით და მსუბუქად დაჭრა, შემდეგ მას
იგი შეეცოდა და საავადმყოფოში საკუთარი მანქანით მიიყვანა. ბ-ს ჭრილობა
შეუხვიეს და სახლში გაუშვეს. ა-მ მკვლელობის მცდელობისთვის პასუხს არ
აგებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანებისთვის.
26. რომელი თეორიებით საბუთდება, დაახასიათეთ თითოეული თეორია?
1) კრიმინალპოლტიკური თეორია - სახელმწიფო „ოქროს ხიდს“ უგებს პირს
დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების დაუსჯელობით.
2) დასაჩუქრების თეორია - დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას
კანონმდებელი პირს სამართლებივი სიკეთის ხელყოფის თავიდან
აცილებისთვის ასაჩუქრებს.
3) სასჯელის მიზნის თეორია - დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას
პირის დასჯა საჭირო არაა, რადგან სასჯელის მიზანი სამართლიანობის
აღდგენაა, დანაშაულზე ხელის აღებით კი ეს მიღწეულია.
27. შეიძლება თუ არა ხელშეშლილი მცდელობის დროს ხელის აღება, მოიყვანეთ
მაგალითები.
არა, ხელშეშლილი მცდელობის დროს ხელის აღება არ შეიძლება. მაგ:
პეტრემ ვასოს თოფი ესროლა და ააცილა, მას მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა,
მსხვერპლის სხვაგვარად მოკვლის საშუალება მას არ ჰქონდა.
28. გამიჯნეთ ერთმანეთისგან დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობა,
როგორ შეიძლება ხელის აღება თითოეულ მათგანზე?
დაუმთავრებელი მცდელობა - როცა პირს ყველა ის ქმედება, რომელსაც
დანაშაულებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს, არ განუხორციელებია, მასზე ხელის
აღება უმოქმედობითაა შესაძლებელი. მაგალითად: ა-მ ბ-ს თოფი დაუმიზნა
თუმცა კაცს არ გაუსროლია, მან შეიძლება ხელი აიღოს, გადაიფიქროს და
აღარ ისროლოს.
დაუმთავრებელი მცდელობა - როცა პირი ქმედების ყველა შესაძლებობას
ამოწურავს და შედეგი არ დადგება. ხელის აღებისთვის საჭიროა პირის
აქტიურობა და მის მიერ დანაშაულებრივი შედეგის თავიდან აცილება.
29. რა არის ნებაყოფრობით ხელის აღების პირობები?
1) დანაშაულებრივი შედეგი თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
2) პირი ნებაყოფლობით უნდა მოქმედებდეს და არა იძულებით.
30. როგორ მოქმედებს ნებაყოფლობითობაზე სასჯელის კონკრეტული და
აბსტრაქტული შიში?
აბსტრაქტული შიში - ემყარება პირის ვარაუდს, რომ მისი ქმედება ოდესმე
გამჟღავნდება და აუცილებლად დაისჯება. აბსტრაქტული შიში ხელს არ
უშლის დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას.
კონკრეტული შიში - გვაქვს მაშინ, როცა დანაშაულის ჩადენისას ვინმემ
წაუსწრო და მხილების ეშინია.
31. თუ პირმა მსხვერპლს ესროლა და ააცდინა, კიდევ ჰქონდა მისი მოკვლის
შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოიყენა, როგორ დაკვალიფიცირდება.
პირი დანაშაულის მცდლობისთვის დაისჯება.
32. თუ ნებაყოფლობით ხელის აღებას თავად მსხვერპლმა განზრახ შეუშალა
ხელი როგორ დაკვალიფიცირდება?
არ ვიცი არ წერია
დანაშაულში თანამონაწილეობა
რა არის დანაშაულში თანამონაწილეობა (სსკ. მუხ. 23) რა არის თანამონაწილეობის
დასჯადობის საფუძველი

განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არის ორი ან მეტი პირის ერთობლივი


მონაწილეობით ჩადენილი.

- რას ნიშნავს დანაშაულში თანამონაწილეობის დუალისტური და მონისტური

დუალისტური - ეს სისტემა, დანაშაულის ჩადენის პროცესში შესრულებული როლის


მიხედვით, თითოეულ მონაწილეს განიხილავს ამსრულებლად ან თანამონაწილედ.

დუალისტური სისტემისგან განსხვავებით, მეორე სისტემა ეფუძნება ამსრულებლობის


პრინციპს. ამ პრინციპის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომლის ქმედებაც მიზეზობრივ
კავშირშია შედეგთან, წარმოადგენს ამ დანაშაულის ამსრულებელს, მიუხედავად
დანაშაულის ჩადენაში მის მიერ შეტანილი წვლილისა, რომელიც მხედვლობაში მიიღება
მხოლოდ სასჯელის დანიშვნის დროს.

სისტემა. მონისტური სისტემა რა შემთხვევაში გამოიყენება

ქართული სისხლის სამართლის მიხედვით, ერთიანი ამსრულებლობის თეორია გამოიყენება


მხოლოდ გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შემთხვევაში, ხოლო განზრახი დანაშაულის
დროს ამსრულებელი მკვეთრად გამიჯნულია თანამონაწილისგან, რის გამოც აუცილებელია
დუალისტური თეორიის გამოყენება.

არის თუ არა აუცილებელი თანაამსრულებელმა ქმედების ობიექტური შემადგენლობა


მთლიანად განახორციელოს. მოიყვანეთ ამის მაგალითი.

არ არის აუცილებელი - მაგ: პირის მოკვლის ერთიანი განზრახვით ერთმა ამსრულებელმა


მსხვერპლს ხელ-ფეხი შეუკრა, მეორემ ყელზე დანა გამოუსვა, მესამემ ხრამში გადააგდოს,რის
შედეგადაც ის მალე გარდაიცვლება.

- ჩამოთვალეთ და განმარტეთ ამსრულებლის სამი სახე (სსკ. მუხ. 22, ტურავა)

ქართული სისხლის სამართალი იცნობს სამ ძირითად ფორმას: ერთპიროვნული (უშუალო)


ამსრულებლობა, (უშუალო) თანაამსრულებლობა და შუალობით ამსრულებლობა
1. ამსრულებელია ის ვინც უშუალოდ ჩადის დანაშაულს (ერთპიროვნული ამსრულეებლობა)

2. აგრეთვე ვინც თანაამსრულებელთან ერთად უშუალოდ მონაწილებოდა დანაშაულის


ჩადენაში (თანაამსრულებლობა)

3. აგრეთვე ის ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა - ე.წ ცოცხალი იარაღის გამოყენებით


(შუალობით ამსრულებლობა)

- ვინ შეიძლება იყოს ამსრულებელი სპეციალურ დელიქტებში. თუ არასპეციალური


სუბიექტია ფაქტობრივი ამსრულებელი, როგორ დაკვალიფიცირდება მისი ქმედება?

ე.წ სპეციალურ დელიქტში ამსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სპეციალური სუბიექტი


(მაგალითად: მოხელე) ასეთი დანაშაულის თანაასრულება არ შეიძლება სხვა
არასპეციალური სუბიექტების მიერ, არამედ არასპეციალური სუბიექტი შეიძლება იყოს
მხოლოდ თანამონაწილე.

- შეიძლება თუ არა თანაამსრულებლობა უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში,

მოიყვანეთ მაგალითი.

უმოქმედობით ჩადენილი დელიქტები ყოველთვის წარმოადგენს სპეციალურ დელიქტებს,


რადგან მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ე.წ სამარტლებრივი გარანტი. მხოლოდ
სამართლებრივი გარანტის ფუნქციის მქონე ორი ან მეტი პირი შეიძლება იყოს
თანაამსრულებელი.

მაგ: ცოლ-ქმარი - ბავშვის დედა და მამა მოქმედებენ ერთიანი განზრახვით, რომ თავიანთ
მცირეწლოვან შვილს არ მისცენ საკვები და სასმელი, რასაც შედეგად ბავშვის სიკვდილი
მოჰყვება.

- დაასახელეთ შუალობითი ამსრულებლობის მაგალითები . ისჯება თუ არაშერაცხადი პირის


თვითმკვლელობაში წაქეზება ან დახმარება.მოიყვანეთ მაგალითები როცა ცოცხალი იარაღი
სხვა დანაშაულისთვის ისჯება.

მაგ: ა-მ 13 წლის ბავშვი შეუშვა ბინაში გასაქურდად და გამოატანინა ვიდეომაგნიტაფონი.

ან ა-მ დააშინა ც და მისცა თოფი მეზობლის მოსაკლავად.

ან ა-მ უთხრა ბ-ს ესროლე, დათვიაო. შეშინებულმა ბ-მ ისროლა და კაცი აღმოჩნდა, მოკლა ც.

ცოცხალი იარაღი, არ ისჯება ანალოგიური დანაშაულისთვის, როგორც ისჯება მაგალითად


შუალობით ამსრულებელი, თუმცა ის შეიძლება დაისაჯოს გაუფრთხილებლობისათვის.
ასევე შეიძლება ორი საერთო სხვადასხვა სახით დაისაჯონ შუალობით ამსრულებელი და
ცოცხალი იარაღი მაგ: პირველი ტერორიზმისთვის და მეორე მკვლელობისთვის.
კი, შერაცხადის პირის თვითმკვლელობაში წაქეზება ან დახმარება არ არის დასჯადი
ქმედება, ხოლო იგივე ქმედება შეურაცხადის მიმართ წარმოადგენს შუალობით
ამსრულებლობას.

- დაასახელეთ მაგალითი, როცა დანაშაულის მსხვერპლი არის გამოყენებული

ცოცხალ იარაღად.

ეს ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მაგალითად წარმოადგენს შეურაცხად პირს

მაგ: ა-მ მეზობელს განზრახ მისცა ვითომ თავის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალება, რითაც
შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში. სინამდვილეში მისი მოკვლის განზრახვით მისცა
საწამლავი, რომლის მიღების შედეგად ის გარდაიცვალა.

- თუ წამქეზებელი ცდება ცოცხალი იარაღის ასაკში, რომელი თეორია

გამოიყენება

რას მოიცავს შუალობითი ამსრულებლობის სუბიექტური მხარე

შეიძლება თუ არა თანამონაწილეობა არაპირდაპირი განზრახვით.

ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ობიექტური თეორია - ანუ იგი დაისჯება არა როგორც
შუალობით ამსრულებელი, არამედ როგორც თანამონაწილე, კერძოდ როგორც წამქეზებელი.

ორი ან მეტი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანაამსრულებლობა და შუალობით


ამსრულებლობა, სუბიექტური მხრივ, შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირი
განზრახვით, ხოლო ზოგადად ერთი პირის მიერ დანაშაულის ამსრულებლობა - განზრახვით
ან გაუფრთხილებლობით.

- ვინ არის დანაშაულის ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე - სსკ. მუხ.

24, ტურავა)

თუ ორგანიზატორი ამავდროულად წამქეზებელი ან ამსრულებელია როგორ

მოხდება კვალიფიკაცია

თანამონაწილეობის სახეებია - ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე.

ორგანიზატორი - იერარქიაში ყველაზე მაღლა ორგანიზატორი დგას. იგი ამავე დანაშაულის


სხვა მონაწილეებთან შედარებით, როგორც წესი, ყველაზე მკაცრად ისჯება. ორგანიზატორია
ის ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას.
წამქზებელი - წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის
ჩასადენად. წქმზეზებელი წააქეზებს ამსრულებელს, აღუძრავს მას დანაშაულის ჩადენის
განზრახვას, უქმნის რა მას დანაშაულის ჩადენის ძლიერ მოტივს.

დამხმარე - დამხმარეა ის ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

- რა სახის დამხმარე არსებობს, განმარტეთ თითოეული მათგანი. რით

განსხვავდება ფსიქიკური დამხმარე წამქეზებლისგან.

დამხმარის ორი სახეა: ფიზიკური და ფსიქიკური (ინტელექტუალური) დახმარება.

ფიზიკური, როდესაც საშუალების მიცემით ეხმარება ამსრულებელს, მაგალითად აძლევს


ცეცხლსასროლ იარაღს.

ფსიქიკური რჩევა-დარიგებებით განუმტკიცებს მის გეგმას.

იგი განსხვავდება წამქეზებლისგან, რადგან არ უქმნის ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის


გადამწყვეტ მოტივს.

- შესაძლებელია თუ არა თანამონაწილეობა არაპირდაპირი განზრახვით.

თუ პირი საპატიო უკიდურეს აუცილებლობაში მოქმედებს შეიძლება თუ არა

თანამონაწილე დაისაჯოს

არის თუ არა აუცილებელი ამსრულებელმა იცოდეს თანამონაწილეების

შესახებ ან პირიქით.

თანამონაწილეობა არის აქსესორული, ანუ დამოკიდებულია მთავარ დანაშაულზე, თუმცა


მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დამნაშავის ჩადენილი ქმედება შეიძლება გამორიცხავს
ბრალს, იგი მაინც ჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ამიტომაც აქ მისი თანამონაწილის
ბრალი ყოველთვის არ გამოირიცხება.

თანამონაწილეობა აუცილებლად გულისხმობს ცოდნას ამასრულებლის დანაშაულებრივი


ქმედების შესახებ. (თუმცა თ.წერეთელი ამბობს, რომ არ არის აუცილებელი)

შესაძლოა არაპირდაპირი განზრახვაც იყოს, მაგალითად პირდაპირ მომართული იყოს


მვკელობისკენ, მაგრამ ევენტუალურად ძარცვისკენ.

- განმარტეთ ამსრულებლისა და თანამონაწილის გამიჯვნის თეორიები -

ფორმალურ ობიექტური, სუბიექტური, მატერიალურ ობიექტური,

ფუნქციონალური.
ფორმალურ-ობიექტური თეორია - ამსრულებელია ის ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ
უშუალოდ ასრულებს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, თანამონაწილე კი უშუალო
მონაწილეობას არ ღებულობს ამსრულებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში.

სუბიექტური თეორია - ეფუძნება პირის ნებას და მის შინაგან განწყობას


მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან მიმართებაში: ამსრულებელია ის, ვინც მოქმედებს
ამსრულებლის ნებით (animus auctoris) და ქმედებას, როგორც საკუთარს ახორციელებს.
თანამონაწილე კი, როგორც უცხო, თანამონაწილის ნებით სხვის ქმედების განხორციელებას
მიზეზობრივად განაპირობებს.

მატერიალურ-ობიექტური თეორია - ამ თეორიამ ამსრულებელსა და თანამონაწილეს შორის


განსხვავების სახელმძღვანელო პრინციპად ჩამოაყალიბა ობიექტური და სუბიექტური
კრიტერიუმებისგან შემდგარი ცნება ,,ქმედებაზე ბატონობა" ამას გააჩნია სამი სხვადასხვა
გამოვლენის ფორმა :

უშუალო ამსრულებლობა: ქმედებაზე ბატონობს ის, ვინც ასრულებს ქმედების


შემადგენლობის ყველა ნიშანს. ეს არის უშუალო ამსრულებლობის მიერ ქმდების
შემადგენლობით გათვალისწინებული ქმედების თავის ბატონობის ქვეშ მოქცევა.

უშუალო ამსრულებლობა: ქმედებაზე ბატონობს ის, ვინც ასრულებს ქმედების


შემადგენლობის ყველა ნიშანს. ეს არის უშუალო ამსრულებლის მიერ ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული ქმედების თავის ბატონობის ქვეშ მოქცევა;

შუალობით ამსრულებლობა: შუალობით ამსრულებელი ქმედებას ჩადის სხვა პირის - ე.წ


ცოცხალი იარაღის მეშვეობით. ამ შემთხვევაში პირს აქვს ნების და/ან ცოდნის ბატონობა.

თანაამსრულებლობის თეორია (ე.წ ფუნქციონალური) - თანაამსრულებელი ქმედებას ჩადის


სხვა პირთან ერთობლიობაში, ეს არის ე.წ ქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობა.

მაგ: პირთა ჯგუფმა გადაწყვიტა ცაედინა ყაჩაღობა. ერთ-ერთი მათგანი არ შესულა ბინაში და
უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ყაჩაღურ თავდასხმაში, არამედ გარეთ დადგა
მეთვალყურედ. ფორმალურ-ობიექტური თეორიით, ეს პირი არის დამხმარე ხოლო
ფუნქციონალური თეორიით - თაანმსრულებელი.

- შეიძლება თუ არა დახმარება უმოქმედობით, მოიყვანეთ მაგალითები

შესაძლებელია!

მაგ: სამოქალაქო სამართლის მიხედვით, პირთა გარკვეულ კატეგორიას აქვს სამართლებრივი


ურთიერთთანადგომის ვალდებულება. კერძოდ, ახლო ნათესავებს ერთმანეთის მიმართ
ეკისრებათ დახმარების სამართლებრივი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, მაგალითად ა-მ
იცის, რომ ოპერაში მიმავალ მის ცოლს ბნელ ქუჩაში ყაჩაღურად უნდა დაესხნენ თავს ბ და ც.
ძვირფასი სამკაულების მოსაპარად. თუ ა არავითარ ზომებს არ მიიღებს ეს ჩაითვლება
როგორც ყაჩაღობაში დახმარება.

- ისჯება თუ არა უშედეგო წაქეზება და უშედეგო დახმარება.

ოთარ გამყრელიძე ამბობს, რომ დახმარება შეუძლებელია უმოქმედობით და იქვე მოყავს


მაგალითი: დედა კლავს შვილს, მამა ამას ხედავს, მაგრამ არავითარ ზომებს არ იღებს. მისი
აზრით, აქ მამის უმოქმედობა მიზეზობრივად არის დაკავშირებული შვილის
მკვლელობასთან. თუმცა სისხლის სამართალში აღიარებულია უმოქმედობით დახმარება
(მაგალითად მოსამსახურემ არ დაკეტა ფანჯარა შეგნებულად, რომ ქურდები მარტივად
შემოვიდნენ)

უშედეგო დახმარება წარმოადგენს დახმარების მცდელობას და არ ისჯება.

- როგორ შეუძლია თითოეული სახის თანამონაწილეს ნებაყოფლობით ხელი

აიღოს დანაშაულის ჩადენაზე (სსკ. 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ტურავა)

თანამონაწილეს (ორგანიზატორს, წამქეზებელს, დამხმარეს) არ დაეკისრება


სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ მან ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან
განახორციელა ერთ-ერთი:

1. გადაარწმუნა ამსრულებელი, ან სხვაგვარად შეუშალა ხელი.

2. არ შეასრულა ამსრულებლისათვის შეპირებული ქმედება

3. დანაშაულის დამთავრებამდე დამხმარემ უკან დაიბრუნა დანაშაულის ცასადენად


გადაცემული საშუალება

4. ამსრულებელმა არ გამოიყენა დამხმარის იარაღი ან სხვა საშუალება

მაგ: ა-ს უნდა მოკლას ც. ბ-მ ა-ს ირაღი შესთავაზა, მაგრამ ა-მ არ გამოართვა და სხვა
საშუალებით ჩაიდინა დანაშაული. ბ-ს მოქმედებაში არ არის დანაშაული.

ა-ს უნდა მოკლას ც. ბ-მ ას იარაღი მისცა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და უკან დაიბრუნა. ბ-ს
მოქმედებაში არა არის დანაშაული.

ა-მ ბ წააქეზა, მოეკლა ც. მაგრამ შემდეგ გადაარწმუნა რის გამოც შედეგი არ დადგა.

- რით განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარ შეპირებული და წინასწარ


შეუპირებელი დაფარვა

წინასწარ შეპირება იმისა, რომ პირი დაფარავს პირის მომავალში ჩასადენ დანაშაულს იგი
წარმოადგენს დანაშაულს

- რა არის ამსრულებლის ექცესი, დაეკისრება თუ არა

თანამონაწილეს პასუხისმგებლობა ამსრულებლის ექცესისთვის (სსკ. 26-ე

მუხლი)

ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენას, რომელსაც არ


მოიცავდა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა.

მაგ: ა-მ დაავალა ც-ს რაიმეს დაშავება, ც-მ გარდა იმისა რაც დაავალ კიდე სხვა რამე დააშავა.
ა-ს აღარ დაეკისრება მეორე დანაშაულისთვის არაფერი თუ ეს მის დავალებაში არ შედიოდა.

- რა არის რაოდენობრივი ექცესი და თვისობრივი ექცესი, აგებს თუ არა მისთვის პასუხს


თანამონაწილე (ნაჭყებია, დვალიძე)

რაოდენობრივი ექცესია - როცა ამსრულებელი ან თანაამსრულებელი ჩაიდენს უფრო მძიმე


დანაშაულს ვიდრე ეს წარმოდგენილი ქონდათ. მაგალითად ქურდობა ქონდათ
ჩაფიქრებული და ძარცვას ჩაიდენენ. თანამონაწილე არ აგებს პასუხს.

თვისობრივი ექცესია - როცა სხვა რამ იყო ჩაფიქრებული და სულ სხვა რამ მოხდა,
მაგალიღად ქურდობის მაგივრად მკვლელობა მოხდა.

აუცილებელი მოგერიება
1. აუცილებელი მოგერიება დაიშვება მხოლოდ ინდივიდუალური თუ ასევე
საყოველთაო სამართლებრივი ხელყოფის დროს?
ორივე ტიპის სამართლებვირი სიკეთის ხელყოფის დროს დაიშვება
აუცილებელი მოგერიება, მათი ხელყოფის ასაცილებლად. აუცილებელი
მოგერიება არის ადამიანის თავდასხმისას მოგერიება, მასში იგულისხმება
არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი სიკეთის დაცვაც.
2. რა არის აუცილებელი დახმარება?
ქმედება, რომლითაც ადამიანი სხვის სამართლებრივ სიკეთეს იცავს

3. საჭიროა თუ არა აუცილებელი დახმარების დროს დასაცავი პირის თანხმობა?


არა. თანხმობა უნდა ივარაუდებოდეს.
4. როგორია აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა?
შედგება 3 კომპონენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურეობით
გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი
5. რა კომპონენტისგან შედგება უკიდურესი მდგომარეობა?
სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერება, ხელყოფის
მართლწინააღმდეგობა, რა გულისხმობს ხელყოფის
რეალურ(ობიექტურ)ხასიათს.
6. შეიძლება თუ არა აუცილებელი მოგერიება გაუფრთხილებელი ხელფოსი
წინააღმდეგ.
შეიძლება
7. შეიძლება თუ არა ხელყოფა უმოქმედობით, რა შემთხვევაში?
კი, მაგალითად: ქარხნის დირექტორი კარს არ უხსნის მუშებს, რომლებიც
გაჟონილი გაზის გამო შეიძლება დაიღუპნონ, ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი
მუშა დირექტორს ჯანმრთელობას დაუზიანებს, რათა სხვები გადაარჩინოს.
8. როგორ დაკვალიფიცირდება მოჩვენებითი მოგერიება?
თუ სახეზეა ისეთი შეცდომა, რომელიც მისატევებელია, მაშინ გამოირიცხება
ბრალი, თუ მიუტევებელი - მაშინ პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის.
9. თუ მოჩვენებითი მოგერიების დროს პირმა იცის რომ თავდასხმა არ არის
რეალური, მისი ქმედება როგორ დაკვალიფიცირდება?
თუ პირი ქმედებას ახორციელებს შეშნების, ხუმრობის მიზნით და ესხმის პირს,
კვალიფიკაცია იქნება განზრახვის მიმართულებით.
10. რას ნიშნავს ხელყოფის იმწუთიერება, როგორ დაკვალიფიცირდება
ნაადრევი ან შემდგომი მოგერიება?
ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების პროცესში უკვე დაწყებული ან
ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა ასევე იმწუთიერია თუ არსებობს ქმედების
კვლავ განმეორების საშიშროება. ნაადრევი ან შემდგომი მოგერიება
დაკვალიფიცირდება აუცილებელი მოგერიების გადამეტებით.
ჯანმრთელობის დაზიანება-სიცოცხლის მოსპობით.
11. დაასახელეთ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შეწყვეტის სამი მიზეზი.
1) თავდასხმელის უკან დახევა(უარი თქვა დანაშაულზე)
2) თავდამსხმელს სხვამ შეაწყვეტინა პროცესი
3) უშუალოდ დამდგარი შედეგი, სამართლებრივი სიკეთის დაზიანება.
12. შეიძლება თუ არა იურიდიულად დამთავრებული ზოგიერთი დანაშაულის
მოგერიება, მაგ: ყაჩაღობის.
ასეთ შემთხვევაში, წართმეული ქონების დასაბრუნებლად დამნაშავეთა დევნა
შეიძლება 1 საათითაც გასტანოს, მაგრამ თუ თავდასხმის შეწყვეტიდან დროის
დიდი მონაკვეთის შემდგომ მოხდება დამნაშავეთა დაზიანება, ასეთი
მოქმედება არ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
13. როდემდე შეიძლება მოგერიება, მაგ: მძევლად ხელში ჩაგდების დროს.
მოგერიება შეიძლება მანამ სანამ სახეზეა ხელყოფა. მძევლად ხელში
ჩაგდების მთელი პერიოდი გრძელდება ხელყოფა, შესაბამისად ამ პერიოდში
შესაძლებელია აუც.მოგერიება.
14. თუ თავდასხმა მომდინარეობს ცხოველისგან, ეს იქნება აუცილებელი
მოგერიება თუ უკიდეურესი აუცილებლობა.
ერთი მხრივ, უკიდურესი აუცილებლობა - თუ უშუალოდ მისგან მოდის
საფრთხე.
მეორე მხრივ, აუცილებელი მოგერიება - თუ კი ის მეორე ადამიანის იარაღად
გამოიყენება.
15. რა შემთხვევაში შეიძლება ხელყოფის დაზიანება წართმეული ქონების
დასაბრუნებად?
ხელყოფის დაზიანება, წართმეული ქონების დასაბრუნებალად შეიძლება თუ
წართმეული ქონების დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.
16. როგორ უნდა იყოს გამოყენებული დაცვითი საშუალება?
მომგერიებელმა უნდა გამოიყენოს ყველაზე რბილი(დანდობადი) და
ეფექტური იარაღი - საშუალება, რომლითაც მაქსიმალურად ნაკლები ზიანი
დადგება.
17. ევალება თუ არა მომგერიებელს გაქცევა ან საშველად სხვისი მოხმობა?
აუც.მოგერიების უფლება აქვს პირს მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას
თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
18. შეიძლება თუ არა აუცილებელი მოგერიება მიმართული იყოს მესამე პირის
წინააღმდეგ?
არა, როცა არ წარმოადგენს საფრთხეს.
19. რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება?
აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს, როცა
მომგერიებელი თავდაცვისთვის იყენებს შეუსაბამო, გადაჭარბებულ
საშუალებას.
20. რას უნდა მიექცეს ყურადღება ხელყოფისას ან თავდაცვის შესაბამისობის
შეფასებისას?
ყურადღება უნდა მიექცეს ხელმყოფის და მომგეიებლის ასაკს, ფიზიკურ
სიძლიერეს, სქესს, მათ რაოდენობას და ა.შ
21. შეიძლება თუ არა ფარგლებს გადაცილება პირდაპირი განზრახვით?
არა
22. შეიძლება თუ არა აუცილებელი მოგერიების დროს უფრო მაღალი სიკეთის
დაზიანება, ვიდრე გადარჩენილია?
არ შეიძლება აუცილებელი მოგერიების დროს უფრო მარალი სიკეთის
დაზიანება, ვიდრე გადარჩენილია.
ა როცა თავს ესხმის ბ-ს სხეულის მძიმედ დასაზიანებლად და ბ კლავს ა-ს.
ა, ბ-ს უკანონოდ აღუკვეთავს თავისუფლებას, ბ მძიმე პირობებშია და თავის
დახსნის მიზნით კლავს ა-ს.
23. შეუძლია თუ არა ადმიანის მოკვლა ქონების გადასარჩენად?
ადამიანის უფლებათა კონცენცია კრძალავს ქონების გადასარჩენათ
ადამიანის მოკვლას.
გერმანული დოქტრინა შესაძლებლად მიიჩნევს.
24. რას გულისხმობს აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტი?
1) უკიდურესი მდგომარეობა
2) საპასუხო მოქმედება
3) რელევანტური, ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი
4) სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი
25. აქვს თუ არა პოლიციელს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების
განხორციელებისას გამოიყენოს აუცილებელი მოგერიება, დაახასიათეთ
წმინდა, სისხლ.სამართლებრივი, წმინდა საჯარო სამართლებრივი და
თვითდაცვის თეორიები.
აქვს უფლება პოლიციელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების
განხორციელებისას გამოიყენოს აუცილებელი მოგერიება. მისი ქმედების
მართლზომიერება შეიძლება შეფასდეს პოლიციის შესახებ საჯარო-
სამართლებრივ კანონმდებლობაში.
1) წმინდა სისხლის სამართლებრივი თეორიით - პოლიციელს, ისევე,
როგორც ყველა სხვა პირს აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება,
რადგან იგი არ შეიძლება იყოს იმაზე მეტად შეზღუდული, ვიდრე
ჩვეულებრივი ადამიანი.
2) წმინდა საჯარო სამართლებრივი თეორია - საჯარო სამსახურში მყოფ
პირს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს არ
შეუძლია იმოქმედოს აუცილებელი მოგერიებით, როგორც კერძო
ფიზიკურმა პირმა,
3) თვითდაცვის თეორია - პოლიციელი მოქმედებს სააჯრო სამართლებრივი
კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ერთადერთ გამონაკლისს
ის წარმოადგენს, როდესაც საჯაარო ხელისუფლების წარმომადგენელი
აუცილებელი მოგერიების უფლებას მართლზომიერად იყენებს, საკუთარი
სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.
26. რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიების ინტენსიური ექცესი?
როცა მომგერიებელი ირჩევს არა ყველაზე მსუბუ, არამედ ყველაზე საშიშ
საშუალებას აუცილებელი მოგერიების დროს. პირი ვერ გამართლდება.
27. დაასახელეთ შემთხვევათა ხუთი ჯგუფი, რომლებიც ასახავენ აუცილებელი
მოგერიების სოციალურ ეთიკურ შეზღუდვას.
1) უმნიშვნელო ხელყოფა - ზღუდავს ან გამორიცხავს აუცილებელი
მოგერიების უფლებას, ამ დროს ხელყოფა უნდა იქნეს მოთმენილი ან
„პატარა“ ხელყოფა, უმნიშვნელოდ დაზიანების გარეშე რეაგირებული.
2) არაბრალუნარიანი - შეურაცხადი პირის მხრიდან ხელყოფის დროს
აუციილებელი მოგერიების უფლება შეზღუდულია. პირი ასეთ თავდასხმას
უნდა გაერიდოს, ან შეიძლება გამოყენეულ იქნეს თავდაცვით, ვიდრე
აგრესიული მოქმედებები.
3) როცა ხელყოფა ხდება - ახლო სოციალურ ურთიერთობაში მყოფი
ადამიანის მიერ, ოჯახურ ან ახლობლურ სფეროში აუცილებელი
მოგერიების უფლება შეზღუდულია და ამ შემთხვევაშიც პირმა თავდაცვით
საშუალებებს უნდა მიმართოს.
4) აუცილებელი მოგერიების გამიზნული/შეგნებული პროვოკაცია არ იძლევა
აუცილებელი მოგერიების უფლებას.
5) აუც.მოგერიების არა გამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად
დასაძრახი სხვაგვარი პროვოკაციის დროს აუც.მოგერიების უფლება
არსებობს, მხოლოდ შეზღუდულად. პროვოკატორს აუც.მოგერიება
შეუძლია ისე, რომ სხვა არ დააზიანოს.
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები

28. რას ნიშნავს ფორმალური და მატერიალური მართლწინააღმდეგობა?


ფორმალური - როცა ადამიანის ქმედება ფორმალრად ეწინააღმდეგება
კანონს, ეს არის ძირითადად აკრძალვები და ვალდებულებები. მაგ: ვინც
ადამიანს განზრახ სიცოცხლეს მოუსპობს, მოქმედებს ფორმალურად
მართლსაწინააღმდეგოდ.
მატერიალური - ქმედება როცა ვერ გამართლდება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხავი ვერცერთ გარემოებით.
29. რა ეწოდება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებს მოქმედი
კოდექსის ამოქმედებამდე?
საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებები.
30. თუ პირს სუბიექტურად შეცნობილი არ აქვს მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხავი გარემოების არსებობა, როგორ უნდა მოხდეს კვალიფიკაცია.
არსებობს ორგვარი კვალიფიკაციის შესაძლებლობა: პირველი შეხედილებით
იგი დაისჯება დამთავრებული დანაშაულისთვის. მეორე შეხედულებით მხარს
არავის უჭერს, უნდა მოხდეს განზრახი დანაშაულის მცდელობის ანალოგიის
გამოყენება.
31. რა არის სისხლის სამართლებრივი უმართლობა, რომელ შემადგენლობებს
აერთიანებს მაგ: მკვლელობის უმართლობა რა მნიშნველობა აქვს
უმართლობის დადგენას?
ქმედების შემადგელობის და მართლწინააღმდეგობის არსებობა
ერთობლიობაში წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი უმართლობის
განხორციელებას.
მაგ: განზრახი მკვლელობის ყველა შემადგენლობას აერთიანებს -
მკვლელობის უმართლობა. (მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა
მუხლებით არის გათვალისწინებული).
უმართლობის დადგენა მნიშვნელოვანია თანამონაწილის დასჯადობისთვის.
32. რა შემთხვევაშია ქმედება მართლსაწინააღმდეგო?
თუ სახეზე არაა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
გამომრიცხველი გარემოებები: აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის
შეპყრობა, უკიდურესი აუცილებლობა.
33. რას ნიშნავს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი და ბრალის
გამომრიცხავი გარემოების არსებობა ქმედების ჩამდენისთვის,
თანამონაწილისთვის, დაზარალებულისთვის?
მართლწინააღმდეგო გამომრიცხველი გარემოების არსებობა:
ა) ქმედების ჩამდენი პირისთვის - არ ეკისრება სისხლის სამართლებრივი
სასჯელი, თუმცა სამოქალაქო სამართლებირად მას ქონდეს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება.
ბ) თანამონაწილე - არ დაისჯება, რადგან თანამონაწილე მხოლოდ განზრახ
მართლსაწინააღმდეგო ქმედებაშია დასჯადი.
გ) დაზარალებულს - არ აქვს მართლზომიერი ქმედების მიმართ აუცილებელი
მოგერიების უფლება. დაზარალებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო
იქნება თუ იგი მართლზომიერი ქმედებისგან იცავს თავს და აზიანებს
ვინმეს/რაიმეს.

ბრალის გამომრიცხავი გარემოების არსებობა ნიშნავს:


ა) დანაშაულის ჩამდენი პირისთვის - მართლსაწინაღმდეგოს, მაგრამ
არაბრალეულად მოქმედი პირის მიმართ შეიძლება იძულებითი ღონისძიების
გამოყენება, მაგრამ არ შეიძლება სასჯელის შეფარდება.
ბ) თანამონაწილე - თუ არ არის ჩადენილი ძირითადი ქმედება
მართლსაწინააღმდეგოდ, მაშინ არც ორგანიზატორი, წამქეზებელი და
დამხმარე დაისჯება.
გ) დაზალარებულისთვის - თავდასხმის მოგერიება აუცილებელი მოგერიებით
დასაშვებია.
34. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებს ახასიათებს მხოლოდ
ობიექტური თუ ასევე სუბიექტური ელემენტები?
ორივე.

უკიდურესი აუცილებლობა
1. რა წინაპირობები ახასიათებს უკიდურეს აუცილებლობას სსკ-ის 30-ე მუხლის
მიხედვით?
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ჩაიდენს ქმედებას
უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში. ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს
იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით
დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს. თუ ამ საფრთხის თავიდან
აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე
ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
2. არის თუ არა აუცილებელი უკიდურესი აუცილებლობის დროოს დადგინდეს
სამართლებრივი სიკეთეთა თანაზომიერება.
კი არის
3. რა არის უკიდურესი აუცილებლობის ნიშნები.
1) უკიდურესი მდგომარეობა
2) უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება
3) ინტერესთა ურთიერთშეჯერება
4) სუბიექტური ნება
4. როგორ გადაწყდა უკიდურესი აუცილებლობის პროვოკაცირების შემთხვევა,
მოიყვანეთ მაგალითი.
პირი დაისჯება პროვოკაციული საქმიანობისთვის. მაგ: ა-ს სურდა ბ-ს
ძვირადღირებული ქურქის დაზიანება, ამიტომ ცეცხლს წაუკიდებს შვილის
აკვანს, რათა ამ ქურქით ჩააქროს შემდეგ.
5. თუ პირი გაუფრთხილებლობით გამოიწვევს საფრთხეს აქვს თუ არა მას
უკიდეურესი აუცილებლობით მოქმედების უფლება? მოიყვანეთ მაგალითები,
როცა პირი განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით წარმოშობს საფრთხეს.
კი აქვს, მაგალითად: ა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობას
დაუზიანებს ბ-ს და შემდეგ დაზარალებულის დახმარების სურვილი
გაუჩნდება, მას უფლება აქვს გამოიყენოს მეპატრონის ნების
საწინააღმდეგოდ მისი მანქანა.

6. წარმოშობს თუ არა განგრძობადი საფრთხე უკიდურეს აუცილებლობას.


კი, შეიძლება განგრძობადი საფრთხე წარმოშობდეს უკიდურეს
აუცილებლობას. მაგალითად: სახეზე გვაქვს შენობა, რომელიც წუთი-წუთზე
ჩამონგრევა, ასეთ დროს ადამიანს აქვს უფლება უკიდურესი აუცილებლობის
ფარგლებში მოიმოქმედოს რაიმე რათა გადაარჩინოს რაიმეს დაზიანება.
7. რა შეიძლება იყოს საფრთხის წყარო უკიდურეს აუცილებლობის დროს,
შეიძლება თუ არა ეს იყოს ადმიანის მართლზომიერი ქმედება, მოიყვანეთ
მაგალითი.
საფრთხის წყარო შეიძლება იყოს ბუნება, ცხოველი, დაავადებები. საფრთხის
წყარო უშუალოდ ადამიანისგანაც შეიძლება მოდიოდეს ან მისი დაუდევარი
ქმედების გამო.
მაგ: თუ დედა აჭმევს შვილს, რომელსაც ლუკმა გადასცდა, თუ სხვა
საშუალებები არ არის ბავშვის გადასარჩნეად გარდა მაღაზიის ვიტრინის
ჩამტვრევისა, სადაც წყალია და ამით იხსნის ბავშს, მაშინ დედა
მართლზომიერად იმოქმედებს.
8. ჩაითვლება თუ არა უკიდურეს აუცილებლობად შემთხვევა, როცა
სამართლებრივი სიკეთის გადარჩენა შესაძლებელია სხვა სიკეთის
დაზიანების გარეშეც, მოიყვანეთ მაგალითი.
არა. მაგალითად: თუ იწვის რაიმე ნივთი და მის ჩასაქრობად ადამიანი
გამოიყენებს ძვირადღირებულ ქურქს, როდესაც იგივე შედეგის მიღწევა
შეეძლო იქვე არსებული ონკანით, მაშინ მისი ქმედება არ იქნება
გამართლებული.
9. რა არის დეფენზიური და აგრესიული უკიდურესი აუცილებლობა, მოიყვანეთ
მაგალითები, რა მნიშვნელობა აქვს მათ გამიჯვნას.
დეფენზიური - არის (ანუთვითდაცვითი) უკიდურესი აუცილებლობის დროს
პირი ზიანს აყენებს არა მესამე ძალას, არამედ ხელმყოფს, ამ დროს პირს არ
ეკისრება სამოქალაქო სამართლებრვი წესით ზიანის ანაზღაურება.
მაგ: მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი მოშვებული დარჩა, ქვედა
სართულზე მცხოვრებს უფლება აქვს კარი შეამტვრიოს თუ მას სხვა
საშუალება არ აქვს საფრთხის ასაცილებლად და ამავე დროს ზიანი ნაკლები
უნდა იყოს გადარჩენილზე.
აგრესიული - არის უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს
სამოქალაქო წესით, ამ მდგომარეობაში პირი აზიანებს არა ხელმყოფს
არამედ მესამე ძალას, რომელსაც არავითარი წვლილი არ შეუტანია
საფრთხის წარმოშობაში.
მაგალითად: ტერორისტულ ჯგუფს ტყეში გზა აებნა, დაღლილ-დამშეულებმა
იპოვეს სახლი, რომელშიც საჭმელ-სასმელი იყო, შეამტვრიეს კარი,
დანაყდნენ და თავი გადაირჩინეს. ჯგუფის წევრები ვალდებულები არიან
სამოქალაქო წესით აანაზღაურონ მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანი. მათი
გამიჯვნა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ შემთხვევაში პირი აგებს პასუხს
სამოქალაქო წესით, მეორე შემთხვევაში არ აგებს.
10. არის თუ არა აუცილებელი საფრთხე იყოს იმწუთიერი.
არა
11. რა შეიძლება იყოს უკიდურესი აუცილებლობის დროს დაცვის ობიექტი.
სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსება, პატივი და სხვა
ინდ.სამართლ.სიკეთე.
12. ვის აქვს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის ვალდებულება?
პოლიციელებს, ჯარისკაცებს. მაგ: დედას აქვს ვალდებულება შვილი
გადაარჩინოს, მეხანძრემ სახლი გადაარჩინოს.
13. შეიძლება თუ არა ადმიანის სიცოცხლის მოსპობა გამართლებული იქნას
უკიდურესი აუცილებლობით.
არ შეიძლება, რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი
სამართლებრივი სიკეთეა.
14. რისკენ უნდა იყოს მიმართული სუბიექტური ნება უკიდურესი აუცილებლობის
დროს?
სამართლებირივ სიკეთის გადარჩენისკენ, დამნაშავის შეპყრობა.
15. რით განსხვავდება ერთმანეთისგან დამნაშავის შეპყრობა და პირის
დაკავება.
დამნაშავის შეპყრობა ნებისმიერ მოქალაქე პირს შეუძლია, პირის დაკავება ,
ეს არის საპროცესო უფლება, რომელსაც მხოლოდ პოლიციელი და
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ახორციელებს.
16. არის თუ არა აუცილებელი პირს რეალურად ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული.
დამნაშავის შეპყრობისას აუცილებელია პირს რეალურად ჰქონდეს ჩადენილი
დანაშაული
17. თუ პირი ცდება დამნაშავის პიროვნებაში ან დანაშაულის ჩადენის ფაქტრში ,
მისი ქმედება როგორ დაკვალიფიცირდება.
თუ შეცდომა მისატევებელია, მიყნებული ზიანის მიხედვით, პირი დაისჯება
გაუფრთხილებლობისთვის.
18. რა ტიპის დაზიანების მიყენებაა დაშვებული დამნაშავის შეპყრობისას ?
სხეულებრივი დაზიანებები, რომლებიც ადამიანში არ ტოვებს წარუშლელ
კვალს.
19. რა არის დამნაშავის შეპყრობის მართლზომიერების პირობები.
1) იგი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დასჯადი ქმედების მიმართ,
რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა.
საკმარისია საკმაო ეჭვის საფუძველი რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული.
2) იგი უნდა განხორციელდეს გაქცევის დამალვის, მტკიცებულებათა
მოსპობის აცილების, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის, აცილების
მიზნით.
20. რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს დამნაშავის შეპყრობა?
პირის დანაშაულის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულების
მოსპობის აცილების მიზანს.
მართლზომიერი რისკი

21. როგორ განმარტავს მართლზომიერ რისკს სისხლის სამართლის კოდექსი?


პირმა იმოქმედა საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად
სამართლებრივი სიკეთის დაზიანებით.
22. რა არის მართლზომიერი რისკის სუბიექტური და ობიექტური პირობები?
სუბიექტურია - პირი საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად
უნდა მოქმედებდეს.
ობიექტურია - მოქმედება რისკის გარეშე შეუძლებელია, რისკის გამწევმა
ყველა ზომას უნდა მიმართოს სამართლებრივი სიკეთის დაცვისთვის.
23. დაასახელეთ მართლზომიერი რისკის სანიმუშო შემთხვევები.
ექიმმა იცის პაციენტის განუკურნებელ სენზე და მის მოსალოდნელ
სიკვდილზე. ამიტომ მან შეიძლება გარისკოს და ის პრეპარატი გაუკეთოს,
რომლის სარგებლიანობაც საეჭვოა. თუ პაციენტი დაიღუპება ექიმი უნდა
განთავისუფლდეს პასუხისმგელობისგან.

You might also like