You are on page 1of 34

sisxlis samarTlis zogadi

nawili
asoc. prof. baCana jiSkariani, LL.M. (Munich)
X leqcia

1
I. გაუფრთხილებლობა (გამეორება)
• გაუფრთხილებლობის სახეები
- თვითიმედოვნება
- დაუდევრობა

• არაპირდაპირი განზრახვა და თვითიმედოვნება


- განსხვავება
შესაძლებლობის დაშვება და მისი შინაგანად მიღება
(არაპირდაპირი განზრახვა)

2
I. გაუფრთხილებლობა (გამეორება)
• წინდახედულობის ნორმის დარღვევა
- დაწერილი ან დაუწერელი წინდახედულობის ნორმები
- მათი თანაბრად გათვალისწინების ვალდებულება

• ობიექტური შერაცხვის თავისებურებები


- ურთიერთკავშირი დარღვევასა და ნორმის დაცვის მიზანს
შორის
- ურთიერთკავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის
- შედეგის დადგომის ობიექტურად განჭვრეტის შესაძლებლობა
3
I. გაუფრთხილებლობა (გამეორება)

• ბრალის თავისებურებები გაუფრთხილებლობისას


- წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური
შესაძლებლობა
- შედეგის დადგომის გათვალისწინების სუბიექტური
შესაძლებლობა

4
II. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების სახეები
• წმინდა უმოქმედობა

კაზუსი

ა სატვირთო მანქანით მოძრაობ-


და გზაზე, რა დროსაც გზის
პირას ველოსიპედიანი ახალ-
გაზრდა ბიჭი დაინახა, რომელიც
გზის სავალი ნაწილიდან იყო
გადასული და გადაუდებელი
დახმარება ჭირდებოდა და სი-
ცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში იმყოფებოდა. ა-ს დაეზარა მისი დახმარება, ცივა გარეთო და გზა
გააგრძელა. ბიჭი გაიყინა. 5
II. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების სახეები
• წმინდა უმოქმედობა

ა პასუხს აგებს სსკ-ის 129-ე მუხლით დაუხმარებლობისათვის

სახეზეა ე.წ. წმინდა უმოქმედობის დელიქტი

წმინდა უმოქმედობის დროს სსკ-ის ნორმა ზოგადად


უმოქმედობას აცხადებს დასჯადად, ანუ მისი ჩადენა
შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმით
6
II. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების სახეები
• შერეული უმოქმედობა

იმავე კაზუსის შემთხვევაში, თუ ა იქნებოდა გასაჭირში მყოფი ბიჭის მამა


და ის შეგნებულად არ დაეხმარებოდა მას, მაშინ გვექნებოდა
უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობა (სსკ მუხ. 8 ნაწ. 3, 108), თუ
დახმარებით ეს ბიჭი გადარჩებოდა

შერეული უმოქმედობის დროს პირი თავისი პასიურობით ახორციელებს


სსკ-ის ამა თუ იმ შემადგენლობას, რომელიც, როგორც წესი, მოქმედებით
ჩადენილი დანაშაულებისთვის არის ჩამოყალიბებული, მაგრამ სსკ-ის მე-
8 მუხლის მესამე ნაწილში მოცემული დასჯადობის დამატებითი
საფუძვლების არსებობისას ასევე უმოქმედობისთვისაც გამოიყენება
7
III. უმოქმედობის ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მოქმედება თუ უმოქმედობა

ნებისმიერი ქცევა თავის თავში აერთიანებს როგორც აქტიურ


ქმედებას (ენერგიის გამოყენება), ასევე პასიურ ელემენტებს
(მოვლენათა განვითარების თავის ნებაზე მიშვება)

აქედან გამომდინარე, შეფასებითია თითოეული შემთხვევა,


მოქმედებასთან თუ უმოქმედობასთან გვაქვს საქმე

მოქმედებისა და უმოქმედობის ერთმანეთისგან გამიჯვნა არის არა


ემპირიული, არამედ შეფასებითი საკითხი
8
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნა

გაბატონებული მოსაზრება

მოქმედებისა და უმოქმედობის ერთმანეთისაგან გასამიჯნავად


საჭიროა გაირკვეს, თუ რომელ ქმედებაში - მოქმედებაში თუ
უმოქმედობაში გამოიხატა უპირატესად სამართლებრივად
გასაკიცხი ქცევა

9
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნა

კაზუსი
ა შეეჯახა ველოსიპედით ხეს და
მძიმე დაზიანებები მიიღო. ის შეამჩნია
ბ-მ, თუმცა მას სისხლის დანახვა არ
უყვარდა და გაეცალა იქაურობას.

ეს იქნება უმოქმედობით ჩადენილი


დანაშაული (სსკ მუხ. 129). მართალია,
მან მსხვერპლი მიატოვა და წავიდა (ანუ
იმოქმედა), მაგრამ გაკიცხვისათვის გადამწყვეტია
უშუალოდ დაუხმარებლობა. ბ რომც
დარჩენილიყო ადგილზე და არაფერი მოემოქმედებინა, ის მაინც დაისჯებოდა. 10
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნა - პრობლემატური
შემთხვევები

კაზუსი
ა ჩავარდა ტბაში და იხრჩობა. მის დასახმარებლად წყალში
გადაეშვა მაშველი ბ. გ ა-ს ვერ იტანდა და ამიტომაც გასროლით
მოკლა მაშველი. ა დაიხრჩო

როდესაც მესამე პირის გადასარჩენი ქმედების ჩაშლა მოხდება


იძულებით ან შეცდომაში შეყვანით, ეს იქნება მოქმედებით
ჩადენილი დანაშაული
11
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნა

კაზუსი
ა ტბაში ჩავარდა და ჩაძირვა დაიწყო.
იქვე იმყოფებოდა მაშველი, რომელიც
მიხვდა, რომ მარტო მას ვერ გამოიყვანდა
მძიმე წონის გამო და ამიტომაც იქვე ტბაში
მონებივრე ბ-ს თხოვა, შენი ნავი მათხოვეო.
მან უარი განაცხადა. ა დაიხრჩო.

ეს იქნება უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული


12
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნა

კაზუსი
ა ტბაში ჩავარდნილი ბ-ს დასახმარებლად გაემართა ნავით, თუმცა
შუა გზაში გაახსენდა რაღაც საქმე და უკან მობრუნდა (უმოქმედობა)

ა-მ მდინარეში გადავარდნილ ბ-ს თოკი გადაუგდო. ბ თოკს


მიუახლოვდა და ხელის ჩავლებას აპირებდა, რა დროსაც ა-მ თოკი
ისევ უკან ამოწია (მოქმედება - ვინაიდან გადარჩენის შანსი უკვე
კონკრეტულად არსებობდა და ის აქტიური ქმედებით იქნა
ჩაშლილი)
13
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• უმოქმედობის წინაპირობა - შესაძლო დახმარება

იმისათვის, რომ პირი მიეცეს უმოქმედობისათვის


პასუხისგებაში, მას უნდა შეძლებოდა კონკრეტულ სიტუაციაში
დახმარების გაწევა

მაგ. თუ პირმა ცურვა არ იცის და დახმარების სხვა


შესაძლებლობაც არ არსებობს, მას ვერ მივცემთ
პასუხისგებაში იმისათვის, რომ მდინარეში ჩავარდნილ
მეზობელს არ დაეხმარება.
14
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• უმოქმედობის მიზეზობრიობა

მოქმედებით ჩადენილი დანაშაულებისგან განსხვავებით


უმოქმედობის დროს მიზეზობრივი კავშირი მოწმდება
ჰიპოთეტურად, ვინაიდან პირს საერთოდ არ განუხორციელებია
ქმედება

მიზეზობრივი კავშირი უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის


არსებობს მაშინ, თუ შესაძლო მოქმედებით შედეგი
რეალობასთან ახლოს მდგომი ალბათობის მაღალი ხარისხით
იქნებოდა თავიდან აცილებული (90 % –ზე მეტი)
15
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია

შერეული უმოქმედობის დელიქტები შესაძლებელია


განხორციელდეს მხოლოდ სამართლებრივი გარანტის მიერ

სამართლებრივი გარანტი სხვებისგან განსხვავებით


ვალდებულია, თუ ეს შესაძლებელია, განახორციელოს
საფრთხის თავიდან აცილებისათვის საჭირო ქმედებები

16
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია

გარანტის ვალდებულება ზოგადად გაწერილია სსკ-ის მე-8


მუხლის მე-3 ნაწილში - „...როდესაც პირს ეკისრებოდა
მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა...“

გარანტის ვალდებულება ეფუძნება სამართლებრივ და არა


მორალურ-ეთიკურ წარმოდგენებს

17
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია - სავარაუდო პირთა წრე

გარანტი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე

ამოსავალი წერტილი - ოჯახის წევრები ერთმანეთთან უფრო


ახლოს არიან, ვიდრე სხვა პირები

პრობლემა - ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში?

18
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია - სავარაუდო პირთა წრე
გარანტი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე

მშობლები - შვილები
საოჯახო სამართალი მშობლებს აკისრებს გარკვეულ
ვალდებულებებს შვილების მიმართ

მამა - ქორწინებისგარეშე შვილი


მამის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფულის გადახდით
მას აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები შვილის
მიმართ. შესაბამისად, ის გარანტია 19
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია - სავარაუდო პირთა წრე
გარანტი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე

პაპა/ბებია - შვილიშვილი
როგორც აღმავალი/დაღმავალი შტო, გარანტის
ვალდებულებები, სულ მცირე მაშინ, თუ შვილიშვილი მათთან
ცხოვრობს

შვილები/მშობლები
სამოქალაქო სამართალი შვილებსაც აკისრებს გარკვეულ 20
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია - სავარაუდო პირთა წრე
გარანტი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე

მეუღლეები
ქორწინებით ისინი იღებენ ურთიერთზრუნვის ვალდებულებას .
თუმცა, თუ ისინი დაშორდებიან და არც აპირებენ ოჯახური
ურთიერთობის აღდგენას, მაშინ გარანტის ფუნქცია მოიხსნება

და-ძმა
სადავოა. თუმცა, თუ სახლში ერთად ცხოვრობენ, მაშინ
შესაძლებელია გარანტის ვალდებულებების წარმოშობა 21
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია ახლო ურთიერთობიდან ან
ურთიერთთანხმობით შექმნილი სოციალური ჯგუფის
წევრობიდან გამომდინარე

ქორწინებისგარეშე თანაცხოვრება
თუ თანაცხოვრება მიმართულია დიდი ხნით ერთად ცხოვრებისკენ
ოჯახის მსგავსად, მაშინ გარანტის ფუნქცია წარმოიშობა. თუმცა,
უბრალოდ მეგობრობა ან შეყვარებულობა არ არის საკმარისი

ერთ სახლში ცხოვრება


როგორც წესი, არ წარმოიშობა გარანტის ვალდებულებები. თუმცა,
გამონაკლის შემთხვევებში, ესეც შესაძლებელია ურთიერთნდობის 22
პრინციპიდან გამომდინარე
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია ახლო ურთიერთობიდან ან
ურთიერთთანხმობით შექმნილი სოციალური ჯგუფის
წევრობიდან გამომდინარე

საფრთხის ერთობლივად გამკლავება


თუ რამდენიმე პირი რაღაც ჯგუფს ქმნის იმისათვის, რომ
დაბრკოლებები ერთად გადალახოს და საფრთხეები
თავიდან აიცილოს (მაგ. ექსპედიაცია, მთამსვლელები), მაშინ
ეს პირები ხდებიან ერთმანეთის გარანტი

23
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია სამოქალაქო ხელშეკრულებიდან
გამომდინარე

მსგავსი ხელშეკრულების არსებობა, როგორც წესი, არ


წარმოშობს გარანტის ვალდებულებს, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც მხარეებს შორის არსებობს
განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ან
მათ აკავშირებთ ხანგრძლივი და ახლო საქმიანი
ურთიერთობა

24
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ვალდებულების აღება

ხშირად დაკავშირებულია სამოქალაქოსამართლებრივ


ხელშეკრულებასთან, მაგრამ ხელშეკრულება არ არის მისი
წინაპირობა

მაგ. ძიძა მაინც ბავშვის გარანტია, ხელშეკრულება რომც არ


შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ის ბათილად იქნეს
ცნობილი

25
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე
მაგ. პოლიციელი, მეხანძრე

• წინარე ქმედებით დაფუძნებული გარანტის ფუნქცია


მაგ. ავტოავარია

თუ დამზიანებლის ქმედება მართლზომიერი იყო, მაშინ ის დაისჯება


დაუხმარებლობისთვის და არა შერეული უმოქმედობისთვის

მაგ. ა-მ მოიგერია ბ და დაჭრა. მერე კი დაჭრილი მიატოვა. ბ


მოკვდა. ა დაისჯება დაუხმარებლობითვის (სსკ მუხ. 129) და არა 26
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• გარანტის ფუნქცია საფრთხის წყაროზე ბატონობიდან გამომდინარე
თუ პირი საფრთხის წყაროს ფლობს, მაშინ ის ვალდებულია სხვები ამ
საფრთხისგან დაიცვას

მაგ. სახიფათო ცხოველების ყოლა, საშიში პროდუქციის გაგზავნა

• გარანტის ფუნქცია პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე


მესამე პირებთან მიმართებაში
მაგ. მასწავლებელი - მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლე (სკოლის
ტერიტორიაზე), მშობელი - მცირეწლოვანი შვილი

სწორედ მასწავლებელი და მშობელი არიან ვალდებული მიაქციონ 27


ყურადღებას იმა, რომ ბავშვებმა სხვა არ დააზიანონ
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• უმოქმედობის სუბიექტური მხარე

პირის განზრახვა გამოიხატება იმაში, რომ ის იღებს


გადაწყვეტილებას მოქმედებასა და უმოქმედობას შორის

განზრახვა უნდა ეხებოდეს ობიექტური შემადგენლობის


ყველა ნიშანს, მათ შორის გარანტის ფუნქციას

28
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მართლწინააღმდეგობა - მოვალეობათა კოლიზია

კაზუსი

სტუდენტი ხედავს, რომ მის სახლს ცეცხლი უკიდია. შიგნით


იმყოფებიან ავადმყოფი მშობლები. მას მხოლოდ ერთის
გადარჩენა შეუძლია და დედას გაარჩენს.

აგებს თუ არა ის პასუხს უმოქმედობისთვის? - არა


29
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• ბრალი

თუ პირი თავს გამიზნულად ჩაიყენებს ბრალუუნარობის


მდგომარეობაში, ის მაინც აგებს პასუხს უმოქმედობისათვის

თუ პირი შეცდომას უშვებს გარანტის მოვალეობასთან


დაკავშირებით, ეს იქნება შეცდომა აკრძალვაში და
გადაწყდება სსკ-ის 36-ე მუხლის საფუძველზე

30
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მცდელობა შერეული უმოქმედობისას

უმოქმედობისას მცდელობის საკითხის გადაწყვეტა


შედარებით რთულია, ვინაიდან მცდელობისას გადამწყვეტია
ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების
უშუალოდ დაწყება

რომელი მონეტი უნდა ჩაითვალოს უშუალოდ დაწყებად,


შესაძლო პირველი ჩარევა თუ ბოლო შანსის არგამოყენება?

31
III. უმოქმედობით ჩადენილი
დანაშაულების აგებულება
• მცდელობა შერეული უმოქმედობისას

გაბატონებული მოსაზრებით მცდელობა იწყება მაშინ,


როდესაც დამნაშავის პერსპექტივიდან გამომდინარე
სამართლებრივი სიკეთისათვის უშუალო საფრთხე
წარმოიშობა (ანუ შესაძლებელია რომ ის ყოველ წუთას
გადაიზარდოს შედეგში) ან როდესაც დამნაშავე დახმარების
შანსს ხელიდან გაუშვებს

32
IV. შერეული უმოქმედობის სქემა
1. ქმედების შემადგენლობა
ა) ობიექტური შემადგენლობა
შედეგი
უმოქმედობა
მიზეზობრივი კავშირი (ჰიპოთეტური მიზეზობრიობა)
გარანტის ფუნქცია
ობიექტურად შესაძლო და სავალდებულო მოქმედების
შეუსრულებლობა
ბ) სუბიექტური შემადგენლობა
2. მართლწინააღმდეგობა
33
3. ბრალი
მადლობა ყურადღებისთვის!

34

You might also like