You are on page 1of 3

სიცოცხლის უფლება მუშ.

თეონა გოგინაშვილი

სიცოცხლე ადამიანის უფლებაა და მას იცავს კანონი.სიცოცხლე ადამიანის უზენაესი


ღირებულებაა.იგი არამარტო თავისთავადი სიკეთეა,არამედ სხვა ადამიანური
ღირებულელების განმსაზღვრელიც. სიცოცხლის გარეშე არ არსებობს თავისუფლება და არც
სულიერი,გონებრივი ან კულტურული განვითარება.

სიცოცხლის უფლება ხელშეუვალი უფლებაა. სიცოცხლე ადამიანისთვის თანდაყოლილია


და არა კანონით ბოძებული. სახელმწიფოს ვალდებულება,რომ დაიცვას ადამიანის
სიცოცხლე გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. სიცოცხლის უფლება დამცავი
უფლებაა.არავის არ აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას.

სიცოცხლის უფლება სახელწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას-არ ხელყოს


ადამიანის სიცოცხლე და პოზიტიურს-იზრუნოს სიცოცხლისათვის და დაიცვას
საფრთხისგან. სიცოცხლე უნდა იყოს დაცული როგორც განზრახი,ისე გაუფთხილებელი
მოქმედებებისგან.სახელწიფოს უფლება არ აქვს თუნდაც დროებით უარი თქვას სიცოცხლის
გაუფრთხილებლობაზე,თვით ომისა და საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი.სახელმწიფო
ვალდებულია ზედმიწევნით გამოიძიოს სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები და დასაჯოს
დამნაშავე. სიცოცხლის უფლება აქვს ყველა ადამიანს,ეს უფლება წარმოიშობა ადამიანის
ჩასახვისთანავე და წყდება- გარდაცვალებისთანავე.

ემრიონის სიცოცხლის აფსოლუტური უფლების აღიარების შემთხვევაში აბორტი სრულად


უნდა იყოს აკრძალული,თუმცა ამ შემთხვევაში აკრძალვა დაუპირისპირდება დედის
უფლებებს.ზოგჯერ ორსულობა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული.აბორტის აკრძალვა
იმის აღიარება იქნებოდა რომ ფეტუსის დაუბადებელი სიცოცხლე უფრო მაღალ
ნიშნულზეა,ვიდრე ორსული ქალის სიცოცხლე. საქართველოში კანონმდებლობით აბორტი
ნებადართულია თორმეტ კვირამდე,ხოლო თორმეტი კვირის შემდეგ მხოლოდ სამედიცინო
ჩვენების საფუძველზე.

სიცოცხლის უფლებას არ გააჩნია ნეგატიური ასპექტი.სიცოცხლის დამცავი


კანონმდებლობის არსებობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.ადამიანის
მოკვდინება უკანონოდ დაუშვებელია.კანონი უნდა კრძალავდეს არა მარტო ადამიანის
სიცოცხლის ხელყოფას,არამედ სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ ნებისმიერ
მოქმედებას, თუნდაც მუქარას. სახელმწიფო ვალდებულია დაარეგულიროს პოლიციის მიერ
ძალის გამოყენების პირობები,შრომის უსაფრთხოება,გარემოს,ჯანმრთელობის დაცვისა და
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. კანონი რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს უნდა იყოს
განჭვრეტადი.პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს როგორც კერძო პირებს,ისე
სახელმწიფოს სახელით მოქმედ ყველა უფლებამოსილ პირს.

ევთანაზია,ფორმის მიუხედავად არ უნდა ემყარებოდეს ეგოისტურ საწყისებს და არ უნდა


გააჩნდეს მკვლელობისთვის დამახასიათებელი არამართლზომიერება.ევთანაზიის, როგორც
აკრძალვის,ისე დაშვების მართლზომიერება მოითხოვს
რელიგიურ,სამართლებრივ,მორალურ,ბიოლოგიურ,სამედიცინო და სხვა შეფასებას.პასიური
ევთანაზია არ განიხილება არამართლზომიერ აქტად,ხოლო აქტიური ევთანაზია იშვიათი
გამონაკლისის გარდა,კანონით არის აკრძალული.
საქართველოს კანონმდებლობით აქტიური ევთანაზია დაშვებული არ არის და მისი
განხორციელება აკრძალულია სისხლის სამართლის კოდექსით,ხოლო პასიური ევთანაზია
დაშვებულად უნდა მივიჩნიოთ.კანონის ეფექტიანი აღსრულება გულისხმობს საქმის
დამოუკიდებელ ობიექტურ გამოძიებას და სასამართლო განხილვას,ასევე დამნაშავეთა
ადეკვატურად დასჯას.განსაკუთრებით მკაცრია პოზიტიური ვალდებულებანი ისეთ
დროს,როდესაც ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოს ეკისრება.

სახელმწიფო ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წარმოების პროცესისა და მისი


ნარჩენების უსაფრთხოება,ასევე გაატაროს ღონისძიებები სიცოცხლისათვის საშიში
ინფექციური დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, თუ ეს ასე არ
მოხდა საკმარისი საფუძველია იმისათვის,რომ სიცოცხლის უფლება დარღვეულად იქნეს
მიჩნეული. სიცოცხლის უფლება არ ნიშნავს ‘‘სიცოცხლის დაზღვევას’’, რომელიც
სახელმწიფოს მხრიდან არის გარანტირებული.

სახელმწიფო ასევე განსაკუთრებულად იცავს პატიმართა სიცოცხლეს.მან უნდა დაიცვას


პატიმრის სიცოცხლე იმ საფრთხისგანაც რომელიც მისგანვე წარმოდგება,მაგალითად:თუ
პატიმარი მიდრეკილია სუიციდისკენ,აუცილებელია ფსიქოლოგიური ჩარევა,ასევე
კომპეტენტური პირების ჩართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პასუხისმგებლობა
სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობის შესახებ.ასევე აუცილებელია მოშიმშილე
პატიმარისთვის იძულებით კვება.

ნეგატიური ვალდებულება ირღვევა მაშინაც,თუ ადამიანის სიკვდილი დადგა


პოლიციის,სამხედროების,ციხის თანამშრომლებისა თუ ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლების მხრიდან.ადამიანის სიკვდილი განზრახი ქმედების შედეგია თუ
გაუფრთხილებელი ქმედებისა სახელწიფოს ნეგატიური ვალდებულების დარღვევას
მიეკუთვნება.ამ დროს უნდა დამტკიცდეს,რომ ძალის გამოყენება,რომელმაც ადამიანის
სიკვდილი გამოიწვია,აფსოლუტურად აუცილებელი იყო შესაბამისი ლეგიტიური მიზნის
მისაღწევად? როდესაც საუბარია ძალის გამოყენების აფსოლუტურ აუცილებლობაზე მასში
იგულისხმება სწორედ ისეთი ძალის გამოყენების აფსოლუტური აუცილებლობა,რომელიც
პიროვნების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.ასევე უნდა იქნეს გამოძიებული ამოწურა თუ
არა სახელმწიფომ სხვა საშუალებები მიზნის მისაღწევად და მართლაც არსებობდა თუ არა
შესაბამისი ძალის გამოყენება ბოლო საშუალებად.განზრახ მკვლელობა მხოლოდ სხვა
ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ან სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად
შეიძლება იყოს გამართლებული,როდესაც ასეთი საფრთხე აშკარა,პირდაპირი და რეალურია.
აჯანყების ან ამბოხების ჩახშობის მიზანი ასევე შეიძლება გულისხმობდეს განზრახ
მკვლელობის აუცილებლობის ვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად არავის არ აქვს უფლება,ვინმეს შეუფარდოს


სიკვდილით დასჯა ან აღასრულოს ასეთი სასჯელი,თუნდაც განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის,სასჯელად დააწესოს სიკვდილით დასჯა.

საქართველომ,როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ გააუქმა სიკვდილით დასჯა 1983


წელს,თუმცა ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს,მეექვსე ოქმი ნებას რთავდა
გაეთვალისწინებინა სიკვდილის სასჯელი. 2002 წელს მე-13 ოქმმა სიკვდილით დასჯა
საბოლოოდ ნებისმიერ ვითარებაში გააუქმა. საქართველომ აიღო ვალდებულება არ
შემოიღოს სიკვდილით დასჯა არანაირ ვითარებაში.

You might also like