You are on page 1of 19

საქართველო თორნიკე ჯოშუას წინააღმდეგ N20202511

საქმის აღწერილობითი ნაწილი:

2020 წლის 25 ნოემბერს, 02:47 საათზე, თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის


სამმართველოს N2 განყოფილებაში შემოვიდა ზარი დანაშაულებრივი ქმედების
განხორციელების თაობაზე. ზარი განახორციელა მოქალაქემ, (შემგდომში
იდენტიფიცირებული როგორც თამუნა ჩოხელი), რომელმაც საგამოძიებო ორგანოს
მიაწოდა ინფორმაცია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი
შემთხვევის შესახებ. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქმეზე დაიწყო
გამოძიება.

2020 წლის 25 ნოემბერს, 06:40 საათზე, პროკურატურამ თავისივე საცხოვრებელ სახლში


დააკავა თორნიკე ჯოშუა და ბრალი წაუყენა ლიზა ჩოხელის დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის, კერძოდ წინასწარი შეცნობით
ორსული ქალის, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისათვის.

ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე


მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით.

ფაქტობრივი გარემოებები:
თორნიკე ჯოშუამ და აწ გარდაცვლილმა ლიზა ჩოხელმა ერთმანეთი 2020 წლის ივნისში,
საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს. მალევე დაახლოვდნენ... გაცნობის დღიდან
ქონდათ მუდმივი მიმოწერა, ასევე რამოდენიმეჯერ შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს.

2020 წლის 24 ნოემბერს, საღამოს საათებში თორნიკე ჯოშუა მეგობრებთან ერთად


იმყოფებოდა კოსტავას ქუჩაზე, 77 ნომერში მდებარე რესტორან „მაჭახელაში“, საიდანაც
25 ნოემბერს, 00:30 წუთზე, მთვრალ მდგომარეობაში გამოვიდა ერთ-ერთ მეგობართან,
სანდრო თოდუასთან ერთად. 00:45 საათზე თორნიკე ჯოშუამ, მის საკუთრებაში
არსებული, თეთრი, “BMW” E 60 მარკის მანქანით, სახელმწიფო ნომრით GI-100-JA,
სანდრო თოდუასთან ერთად სახლში გაუარა ლიზა ჩოხელს, ჩაისვა მანქანაში და ლისი
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა. რამოდენიმე საათის შემდეგ ლიზა ჩოხელი
სხეულზე მრავალჯერადი მძიმე დაზიანებებით, გარდაცვლილი იპოვეს.

მოწმეები - ლუკა ჩხეიძე, თამუნა ჩოხელი, თომა აფციაური, დავით ჯოშუა, სანდრო
თოდუა, თორნიკე ჯოშუა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - ნინო გავაშელი,
ბიოლოგიური ექსპერტი - შალვაქარსაულიძე.

1
დადგენილება

პირის ბრალდების შესახებ

26.11.2020 ქ. თბილისი

დადგენილების გამოტანის დრო: 15:00 სთ

დადგენილების შემდგენი პირი: პროკურორის სახელი გვარი, თანამდებობა სრულად

სისხლის სამართლის საქმის №: 20202511

ბრალდებულის მონაცემები:

სახელი: თორნიკე
გვარი: ჯოშუა
მამის სახელი:მერაბი
დაბადების თარიღი: 1990 წლის 14 თებერვალი
პირადი ნომერი: 01025588776

ბრალდების ფორმულირება:

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თორნიკე ჯოშუამ ჩაიდინა დამამძიმებელ


გარემოებებში განზრახ მკვლელობა, კერძოდ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის,
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისათვის. თორიკე ჯოშუას მიერ ჩადენილი
ქმედება გამოიხატა შემდეგში - 2020 წლის 24 ნოემბერს, საღამოს საათებში თორნიკე
ჯოშუა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კოსტავას ქუჩაზე, 77 ნომერში მდებარე
რესტორან „მაჭახელაში“, საიდანაც 25 ნოემბერს, 00:30 წუთზე, მთვრალ მდგომარეობაში
გამოვიდა ერთ-ერთ მეგობართან, სანდრო თოდუასთან ერთად. 00:45 საათზე თორნიკე
ჯოშუამ, მის საკუთრებაში არსებული, თეთრი, “BMW” E 60 მარკის მანქანით,
სახელმწიფო ნომრით GI-100-JA, სანდრო თოდუასთან ერთად სახლში გაუარა ლიზა
ჩოხელს, ჩაისვა მანქანაში და ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.
რამოდენიმე საათის შემდეგ ლიზა ჩოხელი სხეულზე მრავალჯერადი მძიმე
დაზიანებებით, გარდაცვლილი იპოვეს. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, ქმედება
გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას:

1. თამუნა ჩოხელის გამოკითხვის ოქმი.


2. თომა აფციაურის გამოკითხვის ოქმი.

2
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

თორნიკე ჯოშუა ცნობილ იქნეს ბრალდებულად საქართველოს 109-ე მუხლის მე-2


ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისთვის.

ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობა დაევალა:


გამომძიებლის სახელი, გვარი - ლუკა ჩხეიძე

დადგენილება გამოეცხადა (სთ. წთ. წელი, რიცხვი, თვე) 15:30, 26 ნოემბერი, 2020 წელი

დადგენილების შემდგენი პირის ხელმოწერა______________________

გავეცანი__________________________

(ბრალდებულის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ეთანხმება თუ არა წარდგენილ


ბრალდებას)

განმემარტა ჩემი, როგორც ბრალდებულის უფლებები და მოვალეობები:

დადგენილების ასლი გადმომეცა:


ბრალდებულის ხელმოწერა____________________

ბრალდება წავუყენე, უფლებები და მოვალეობები განვუმარტე, აგრეთვე ამ


დადგენილების ასლი გადავეცი:
გამომძიებლის ხელმოწერა_____________________

3
ბრალდებულის დაკავების ოქმი

„25“ „ნოემბერი“ 2020 წელი თბილისი


(ოქმის შედგენის თარიღი)
(ოქმის შედგენის ადგილი)

ოქმის შედგენა დაიწყო:


,, 25 “ ,, ნოემბერი “ 20__20_წ: __06_ საათი __42_ წუთი

ოქმის შედგენა დასრულდა:


,, 25 “ ,, ნოემბერი 20__20_წ: __06_ საათი __45_ წუთი

ოქმის შემდგენი პირი ___________ლუკა ჩხეიძე, შსს ქ. თბილისის მთავარი


სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს N2 განყოფილების
დეტექტივ-გამომძიებელი _____________
(სამუშაო ადგილი, ზუსტი თანამდებობა,
სახელი და გვარი)
საქართველოს სსსკ-ის 170-ე, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 174-ე, და 175-ე
მუხლების შესაბამისად, ეს ოქმი შევადგინე, ქვემოთ მითითებული პირის
ბრალდებულად დაკავების შესახებ:

1. სახელი, მამის სახელი, გვარი: თორნიკე ჩხეიძე, მერაბის ძე


2. დაბადების წელი, რიცხვი, თვე: 14.02.1990
3. დაბადების ადგილი: თბილისი
4. მოქალაქეობა: საქართველო
5. განათლება და სპეციალობა: საშუალო
6. მშობლიური ენა ან ენა რომელსაც იგი ფლობს ქართული
7. ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
8. აქვს თუ არა ნასამართლობა (რისთვის) არა
9. სამუშაო ადგილი და თანამდებობა უმუშევარი
10. რეგისტრაციის ადგილი: თბილისი ალ. ყაზბეგის ქუჩა N67

11. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი ალ. ყაზბეგის ქუჩა N67


12. საკონტაქტო ტელეფონები მისი და ოჯახის (ახლობლების) აგრეთვე სამსახურის და
მობილური: 555555555
ვინ მოახდინა ფაქტობრივი დაკავება: ___________ლუკა ჩხეიძე, შსს ქ. თბილისის
მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს N2
განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი

4
ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილი თბილისი ალ. ყაზბეგის ქუჩა N67-ში.
(კონკრეტულად)

ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო:

2020წლის „25“ „ნოემბერი“ , „06“ საათი და ,,40“ წუთი.


(თარიღი, ზუსტი დრო)
თუ დაკავების ოქმი ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ ყოფილა შედგენილი,
მიეთითოს მიზეზი:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________
რა ვითარებაში მოხდა დაკავება:

მშვიდ, წყნარ ვითარებაში. წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში:


________________________________მას დაზიანებები არ
აღენიშნებოდა______________________________________
(მათ შორის, ხომ არ ჰქონდა რაიმე დაზიანება, კერძოდ, სად, რამდენი, რა სახის და ა.შ.)
______________________________________________________________________________
_______________სად იქნა მიყვანილი დაკავებული:
_________________________________________უახლოეს პოლიციის
განყოფილებაში_______________________________________________________________
______________________________________________________________________________
____
დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის
ზუსტი დრო: 2020წლის ,, 25 “ ,, _____ნოემბერი___ “ ,, __08_ “ საათი და „__08_“ წუთი.

დაკავებული რომელი დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული:


______________________________________________საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“
პუნქტით._____________________

დაკავების საფუძველი: 20__ წლის ,, “___________ სასამართლოს განჩინება.


(განჩინების თარიღი)

5
საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის 2-ე ნაწილის შესაბამისად თორნიკე ჯოშუა
(დაკავებულის
გვარი, სახელი)
დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე, ვინაიდან:
□ ა) მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
□ ბ) იგი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ
ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
□ გ) მასზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა
კვალი;
□ დ) იგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა
ამოიცნო;
□ ე) იგი შესაძლოა მიიმალოს;
□ ვ) იგი ძებნილია.

დაკავებულს დამკავებელი პირის ლუკა ჩხეიძეს მიერ დაუყოვნებლივ


(სახელი, გვარი)
დაკავებულს ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით
განემარტა:
ა) ადვოკატის ყოლის უფლება;
ბ) დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება;
გ) უფლება არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის,
შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებულ სასამართლოში.
ასევე განემარტა ბრალდებულის უფლებები, გათვალისწინებული საქართველოს
სსსკ-ის 38-ე მუხლით:

დაკავების ოქმს გავეცანი _____________________________________ მიერ.


(პირადად, წამეკითხა)
ჩემი, როგორც ბრალდებულის უფლებები, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ,
განმემარტა დაკავების მომენტში, აგრეთვე გადმომეცა დაკავების ოქმის ასლი, რასაც
ვადასტურებ ხელის მოწერით:

დაკავებული: _თორნიკე ჯოშუა____ „_25__ “ ,, _______ნოემბერი________“,


20_20__ წ. „__06_ “ სთ. „ _46__“ წთ.
(ხელმოწერა)

დაკავებულის დამცველი: ____________________ /____________________/

6
(ხელმოწერა) (სახელი,
გვარი)

დაკავების სხვა მონაწილენი:


1.________________________________________________________________
/____________________/
(სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომრები)
(ხელმოწერა)
2.________________________________________________________________
/_____________________/
(სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომრები)
(ხელმოწერა)
3.________________________________________________________________
/_____________________/
(სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომრები)
(ხელმოწერა)

უფლებამოსილი პირის მიერ ოქმი დადასტურებული იქნა:


______________________________________________________________________________
_______________ (სამართალდამცავი ორგანოს
უფლებამოსილი პირის თანამდებობა)
_______________________________
/_____________________/
(სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)

20_20__ წლის „__25_“ „ ___ნოემბერი_________ “ „__08_“ საათი და ,, _30__ “


წუთი

ოქმის შემდგენი პირი: _________________________


/_____________________/
სახელი, გვარი
(ხელმოწერა)

7
ლუკა ჩხეიძე.

მოგესალმებით! მე გახლავართ ლუკა ჩხეიძე, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს


ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს N2 განყოფილების დეტექტივ-
გამომძიებელი. ამ თანამდებობაზე ვმუშაობ უკვე მე-5 წელია.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს, ღამის


საათებში, კერძოდ 02:47 საათზე გადმომცეს ინფორმაცია თბილისში, ლისის ტბის
მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდარი სავარაუდო მკვლელობის შესახებ. მე
დაუყოვნებლივ გავემართე შემთხვევის ადგილას. ლისის ტბაზე დაახლოებით ნახევარ
საათში, 03:15 წუთზე მივედი. მომყვა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. ადგილზე მისულს
დამხვდა ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი, რომელთაგნაც ერთ-ერთი გარდაცვლილის
გოგონას და, თამუნა ჩოხელი აღმოჩნდა, დანარჩენი პირები კი მისი მეგობრები იყვნენ.
თამუნა ჩოხელმა განგვიცხადა, რომ მისი და, ლიზა ჩოხელი დაახლოებით 2
საათნახევრის წინ აღელვებული გავიდა სახლიდან, ბოლო საათნახევარი კი მის
მესიჯებსა და ზარებს აღარ პასუხობდა, რაზეც ის ძლიან განერვიულდა, არ უნდოდა ეს
ფაქტი მათ მამას გაეგო და გადაწყვიტა საკუთარი ძალებით მოეძებნა ლისის ტბაზე,
თავის ორ მეგობართან ერთად. დაახლოებით ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ მათ
იპოვეს ლიზა ჩოხელის ფეხსაცმელი, რომელიც იმ საღამოს ეცვა, ფეხსაცმლიდან
დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით კი - ლიზა ჩოხელის გვამი.

თამუნა ჩოხელი ძალიან განერვიულებული იყო, თავისი დის ფეხსაცმელი ხელში ეჭირა
და კანკალებდა, მე გამოვართვი ფეხსაცმელი ვინაიდან ის საქმის ერთ-ერთი
მტკიცებულება იყო და იქვე გვამთან ახლოს დავდე. მისვლისთანავე კრიმინალისტები და
დამხმარე ძალები გამოვიძახე. სანამ კრიმინალისტები მოვიდოდნენ მე დავათვალიერე
შემთხვევის ადგილი. ირგვლივ არ არის განათების ბოძი ამიტომაც ძალიან ბნელოდა
თუმცა ლიზა ჩოხელს მობილურის შუქზეც ეტყობოდა სხეულზე მრავალჯერადი
დაზიანებები, ტანსაცმელი კი შემოხეული ქონდა. გვამის გვერდით ეგდო მუქი
ნაცრისფერი ჟაკეტი, რომელიც თამუნა ჩოხელის განცხადებით, ასევე გარდაცვლილს
ეკუთვნოდა. ტერიტორიაზე ასევე შეინიშნებოდა მანქანის საბურავების კვალი.
გამოძახებიდან მალევე ექსპერტი-კრიმინალისტებიც მოვიდნენ, სპეციალური ლენტით
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრეს და ადგილის დამუშავებას შეუდგნენ, გვამი კი
პროზექტურაში გადაასვენეს.

თამუნა ჩოხელი საშნელ მდგომარეობაში იყო, ტიროდა, ერთ ადგილას იჯდა და


დაუსრულებლად ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა: „ხომ გაფრთხილებდი, რომ არ
უნდა გაყოლოდი...“

8
მე ვთხოვე დამშვიდებულიყო და შეძლებისდაგვარად გადმოეცა ჩვენთვის მისთვის
ცნობილი ინფორმაცია. გამოკითვისას მან განგვიცხადა, რომ დანამდვილებით იცოდა ეს
სწორედ იმ კაცის გაკეთებული იყო, ვინც ლიზა სახლიდან გაიყვანაო. მან ასევე გვითხრა,
რომ ის კაცი არასდროს მოსწონდა, ხვდებოდა ლიზა რისთვისაც უნდოდა მაგრამ
არასდროს მიჯერებდაო. თამუნა ჩოხელის თქმით, ლიზა იმ ღამესაც მასთან ერთად
გავიდა, დას კი დაუბარა რომ მალე დაბრუნდებოდა. სახლიდან გასვლის შემდეგ მასთან
სატელეფონო მიმოწერისას ლიზამ უთხრა რომ ლისის ტბაზე ადიოდნენ... თამუნა
ჩოხელი ირწმუნებოდა, რომ ლიზა ჩოხელი სწორედ მისი მეგობარი მამაკაცის, კერძოდ
თორნიკე ჯოშუას მიერ იყო მოკლული.

მე დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება თორნიკე ჯოშუას დაკავების შესახებ. თამუნა ჩოხელი


კი განყოფილებაში გადავიყვანეთ გამოსაკითხად. ოპერატიული - საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად მალევე დავადგინეთ თორნიკე ჯოშუას მისამართი და
დაახლოებით დილის შვიდის ნახევარზე ის თავისივე სახლში ავიყვანეთ. დაკავებისას
წინააღმდეგობა არ გაუწევია

9
თამუნა ჩოხელის გამოკითხვის ოქმი
მე ვარ თამუნა ჩოხელი, დაბადებული 1984 წლის 13 სექტემბერს, 33 წლის. ვცხოვრობ ქ.
თბილისში ცინცაძის ქუჩა N65ში. წელიწადნახევრის წინ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს
დავშორდით, ამიტომაც დასთან და მამასთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი
და, ლიზა ჩემზე 7 წლით პატარაა. დედა 10 წლის წინ გარდაგვეცვალა, ასე რომ
ყოველთვის განსაკუთრებულად ვზრუნავდი მასზე. ვცდილობდი ყველაფერი კარგად
ყოფილიყო მის ცხოვრებაში, და ასეც იყო სანამ იმ არაკაცს გაიცნობდა. ბოლო თვეების
განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი მასზე. ვხვდებოდი, რომ ლიზას თანდათან
შეუყვარდა, მაგრამ ის ტიპი სერიოზულად არ უყურებდა ჩემს დას. სულ ვეუბნებოდი რომ
თავი უნდა დაენებებინა მისთვის, არანაირად არ შეეფერებოდა... მაგრამ არ მიჯერებდა...
ამის გამო ხშირად გვიჩხუბია კიდეც.

ერთმანეთი ზაფხულში, ერთ-ერთი მეგობრის ქორწილში გაიცნეს. მეც ვიყავი იქ, ჯერ
მოვიდა, საცეკვაოდ დაპატიჟა, რამოდენიმე კომპლიმენტიც უთხრა, შემდეგ ნომერი
გამოართვა და როგორც ხდება ხოლმე... თავიდანვე მაღიზიანებდა... არ ვთვლიდი
ლიზას შესაფერისად...გაცნობის დღიდან ერთმანეთს წერდნენ, და ხვდებოდნენ, თუმცა
სიმართლე გითხრათ, ურთიერთობის დეტალები არ ვიცი რადგან ამ თემაზე მშვიდად და
მეგობრულად არ გვილაპარაკია მე და ლიზას. ან სულ ვჩხუბობდით, ან საერთოდ არ
ვეკითხებოდი მასთან ურთიერთობის ამბებს. სახლში ყოფნისას სულ მობილური ეჭირა,
უმეტესად ცუდ ხასიათზე იყო და ვხვდებოდი, რომ ხშირად ჩხუბობდნენ... დაახლოებით
ერთი კვირის წინ ლიზას დაქალმა მითხრა, მგონი ლიზა თორნიკესგან ორსულადააო.
ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა...ლიზასთვისაც, რა თქმა უნდა, არაფერი მიკითხავს,
მაგრამ დღეს გავიგე რომ სიმართლე ყოფილა...

იმ დღისითაც ვერ იყო ხასიათზე, მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. შემდეგ, დაახლოებით
00:30 საათზე მითხრა, რომ ცოტახნით უნდა გასულიყო თორნიკეს სანახავად, რაზეც
ძალიან გავბრაზდი. არ მინდოდა ასეთ დროს გასულიყო სახლიდან, მითუმეტეს მის
სანახავად. თანაც მამაც სახლში იყო, ეძინა. ლიზა კი სახლიდან იპარებოდა. კიდევ
ვიკამათეთ... კამათის დროს მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გასულიყო, რადგან ამ
საღამოს შემდეგ ან ყველაფერი ძლიან კარგად გაგრძელდება ან საბოლოოდ
დასრულდებაო... რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ შევაჩერე, მამასაც არ მინდოდა რომ
გაეგო, ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ მინდოდა ამაზეც ენერვიულა.
დაახლოებით 15 წუთში დაურეკა და უთხრა რომ ქვემოთ ელოდებოდა. გასვლის წინ
გავაფრთხილე, რომ მობილური არ მოეშორებინა გვერდიდან და მოეწერა ჩემთვის.
ლიზას გასვლის შემდეგ აივანიდან გადავიხედე და დავინახე, როგორ ჩაჯდა თეთრი
ფერის “BMW” მარკის ავტომობილში, უკანა ჩჯდა და გამიკვირდა თუმცა მალევე ლიზამ
მომწერა, რომ ის თორნიკე მეგობართან ერთად იყო. გასვლის მომენტიდან სულ
ვწერდით, ვაფრთხილებდი რომ არ დაეგვიანა და მალე მოსულიყო სახლში...
მიმოწერისას მითხრა რომ ლისის ტბაზე აპირებდნენ ასვლას რაც არ მესიამოვნა.

10
მივწერე კიდეც სხვა ადგილი ვერ ნახა შენთან სალაპარაკოდ თქო? ვერ მივხვდი რატომ
მიდიოდნენ ასეთ უკაცრიელ ადგილას, თანაც ქალაქიდან მოშორებით. ბოლო SMS 01:15
წუთზე მომწერა. შემდეგ აღარ მპასუხობდა მესიჯებზე, ძალიან ვნერვიულობდი მასზე,
თანაც მამას ნებისმიერ მომენტში შეეძლო გაღვიძებოდა, ის კი სახლში არ იყო...
ვურეკავდი მაგრამ არც ზარებზე მპასუხობდა... დაახლოებით 40 წუთი ვიყავი ასე
რეკვებში... ველოდებოდი იქნებ გამოჩენილიყო და ტყუილად განგაში არ ამეტეხა მაგრამ
რომ აღარ გამოჩნდა სასოწარკვეთილმა ჩემს დაქალს დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და
ვთხოვე ლიზას მოსაძებნად გამომყოლოდა. მალევე ის და მისი ძმა მოვიდნენ ჩემთან
მანქანით და ლისის ტბაზე ავედით. ალბათ 02:20 წუთი იქნებოდა იქ რომ
მივედით...შემოვიარეთ ყველა ბილიკი, ვყვიროდით, ვეძახდით, თუმცა უშედეგოდ...
განათების ბოძებსაც გავცდით, ირგვლივ სიბნელე იყო და ფანარს ვანათებდით... უცბად
ძირს დაგდებული ლიზას ფეხსაცმელი შევნიშნე, სწორედ ეს ჩაიცვა სახლიდან გასვლის
წინ... ძლიან შემეშინდა, მეგობრებს დავუძახე, ფეხსაცმელი კი ვიპოვე თუმცა ლიზა არსად
ჩანდა... გარშემო ტერიტორია შემოვიარეთ და მოშორებით მისი სხეულიც ვიპოვეთ...
საშინელება იყო... ჯერ დედა დავკარგე... ახლა ლიზა... არც ვიცი მამა როგორ გადაიტანს
ამ ამბავს...

დარწმუნებული ვარ სწორედ იმ არაკაცმა მოკლა ჩემი და...მან წაიყვანა სახლიდან ასე
გვიან, ასეთ ადგილას... სხვას არავის შეეძლო ამის გაკეთება...

11
თომა აფციაურის გამოკითხვის ოქმი
მოგესალმებით! მე გახლავართ თომა აფციაური, 62 წლის, დავიბადე 1955 წლის 30
ივლისს, ვცხოვრობ ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩა N 78ში, ლისის ტბასთან ახლოს.

2017 წლის 25 ნოემბერს, ღამით ლისის ტბაზე ვიმყოფებოდი... ჩემი ძაღლი, პანჩო, ვერ
ისვენებდა ღამით, ყეფდა და მეზობლებს აწუხებდა. ამიტომაც გადავწყვიტე ცოტა ხნით
გამესეირნებინა... საერთოდ ხშირად ვსეირნობთ ტბაზე. ეს ჩვენი საყვარელი ადგილია...
იქ ასვლისთანავე მშვიდდება ჩემი პანჩო... საფეხმავლო ბილიკებზე ვსეირნობდით ტბის
გარშემო... ცოტა ხნის შემდეგ დავიღალე და იქვე ნაპირზე ჩამოვჯექი... პანჩოც აქეთ-იქით
დარბოდა, ჩემთან ახლოს... უცბად ძაღლმა ყეფა დაიწო. გავიხედე მისკენ და ვნახე, რომ
მოშორებით ვიღაცეები დაუნახავს, და უცხოებს უყეფდა როგორც ჩანს. დავამშვიდე, თან
პანჩო ცოტა ასაკშია და მესიამოვნა ასე შორს რომ იგრძნო ადამიანების ყოფნა,
ინსტიქტები არ დაუკარგავს თქო გავიფიქრე. ამიტომაც დამამახსოვრდა ეს მომენტი,
თორემ ისე არ გამკვირვებია ასეთ დროს იქ ადამიანების ყოფნა, მითუმეტეს ქალის და
მამაკაცის...

დიახ, ქალი და მამაკაცი იყვნენ... კარგად ვერ ვხედავდი, საკმაოდ ბნელოდა. როგორც
ჩანს ჩემს მისვლამდეც იყვნენ, რადგან მისვლის შემდეგ მანქანის ხმა არ გამიგონია.
მანამდე არ შემიმჩნევია არავინ, ალბათ თავიდან მანქანაში ისხდნენ და არ ჩანდნენ. მე
რომ დავინახე მანქანის ფარები განათებული იყო, თვითონ კი გადმოსულები იყვნენ.
როგროც შევატყე კამათობდნენ, შემდეგ ქალი მივარდა მამაკაცს და პერანგზე ჩასჭიდა
ხელები, აქეთ-იქით აქნევდა, თან რაღაცას უყვიროდა, შორს იყვნენ და სიტყვებს ვერ
ვარჩევდი. ფარებზე მივხვდი, რომ მანქანა “BMW” E60 მარკის იყო, ფერი არ დამინახავს.
თვითონ ვერ დამინახავდნენ, რადგან ჩვენს შორის საკმაო მანძილი იყო. მე საფეხმავლო
ბილიკზე ვიყავი, ისინი კი პლიაჟის მოპირდაპირე მხარეს იყვნენ. მალევე, დაახლოებით
5 წუთში ავდექი და პანჩო სახლში წავიყვანე. იმ მომენტში ნანახისათვის არანაირი
მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მეორე დილით შევიტყვე, რომ ღამით ტბაზე
გარდაცვლილი ქალი უპოვიათ, მე სადაც დავინახე ისინი, იმ ადგილიდან ოდავ
მოშორებით. შემდეგ მივხვდი, რომ ეს შესაძლოა სწორედ ის ქალი ყოფილიყო, რომელიც
მე დავინახე იმ ღამით.

მანქანასთან მხოლოდ ქალი და მამაკაცი იდგნენ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,


რომ სხვა არავინ ყოფილა. ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ფაქტი რომელ საათზე დავინახე,
თუმცა სახლში, ნანახიდან დაახლოებით 15 წუთში მივედი, 01:35 საათზე.

12
სანდრო თოდუას გამოკითვის ოქმი

გამარჯობა! მე ვარ სანდრო თოდუა, 27 წლის, დაბადებული 1990 წლის 8 აგვისტოს.


ვცხოვრობ ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N122 -ში. თორნიკე ჯოშუას
უნივერსიტეტიდან ვიცნობ, დაახლოებით 6-7 წელია. გაცნობიდან მალევე
დავახლოვდით, რადგანაც ძალიან კარგი ადამიანია და თავიდანვე დავმეგობრდით.
ლიზამ და თორნიკემ ერთმანეთი თორნიკეს მეგობრის ქორწილში გაიცნეს. რაღაც
ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ სერიოზული არაფერი. ზოგადად, ლიზა ცოტა
თავისუფალი ქცევების გოგო იყო. თორნიკესაც უთქვამს და მეც ვამჩნევდი. გაცნობის
ღამესვე ერთად იყვნენ, ჯერ წესიერად არც იცნობდა თოკოს, ლოგინში რომ ჩაუხტა... ესეც
ბიჭია, ხომ ხვდებით... უარი რატომ უნდა ეთქვა. მაგრამ თოკოს მისთვის იმედი არასოდეს
მიუცია, რომ ოდესმე ცოლად მოიყვანდა ან რამე მსგავსი. მე თვითონ ვარ მოწმე, რომ
ლიზაც თანახმა იყო ასეთ ურთიერთობაზე. და თორნიკეს ერთგულიც არ ყოფილა.
ორჯერ თუ სამჯერ ვიღაც სხვა ტიპთან ერთადაც დამინახავს. მოკლედ, ასეთი
ურთიერთობა ქონდათ, თავისუფალი და ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე...
თორნიკეს სხვა გოგო მოსწონდა ბოლო პერიოდი, სულ მასზე ლაპარაკობდა. ლიზამაც
იცოდა ეს ყველაფერი და ეს თემა ძალიან აღიზიანებდა...

2017 წლის 25 ნოემბრის ღამეს მე, თოკო და ჩვენი ორი მეგობარი კოსტავას ქუჩაზე,
რესტორან „მაჭახელაში“ ვიყავით. დიდი ხანია ბიჭები ერთდ არ შევკრებილვართ და
განტვირთვა გადავწყვიტეთ, ცოტა დავლიეთ კიდეც. ლიზა მთელი საღამო წერდა თოკოს,
ურეკავდა... ეს იქიდან ვიცი, რომ თოკომ ახსენა, ამ გოგომ შემაწუხაო... მთელი საღამო
შეხვედრას მთხოვსო. ამას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ აღარ გაჩერდა ლიზა და ბოლოს
თქვა კარგი შევხვდები, მაინც არ მომეშვებაო. თან მთხოვა გავყოლოდი, მარტო არ
უნდოდა შეხვედრა. მეც დავთანხმდი. დაახლოებით 00:30 საათი იქნებოდა
„მაჭახელადან“ რომ გამოვედით. თოკო მანქანით იყო, ნასვამები კი ვიყავით მაგრამ
მთვრალები არ ვყოფილვართ, ამიტომაც მანქანა აღარ დატოვა, და მისი მანქანით
გავუარეთ ლიზას. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ლიზა აშკარად უხასიათოდ იყო, გზაში კი
თოკოს უთხრა, რომ სადმე წყნარ ადგილას, მასთან მარტო უნდოდა ლაპარაკი და ლისის
ტბაზე ასვლა შესთავაზა. მე უხერხულად ვიგრძენი თავი, თანაც ლიზამ აშკარად
მიმანიშნა, რომ ჩემი იქ ყოფნა არ ესიამოვნა, ამიტომაც თოკოს ვთხოვე კურტანასთან
დავეტოვე. კურტანა ჩვენი ძმაკაცია, ლისის ტბასთან ცხოვრობს. თოკომაც მიმიყვანა
კურტანასთან და მითხრა, საუბარს რომ მოვრჩები გამოგივლი, დამელოდეო.
კურტანასთან რომ მივედი 01:10 საათი იყო. თოკო და ლიზა ლისზე შევიდნენ. თოკომ
მალევე დამირეკა გამოდი წავიდეთო, დაახლოებით 15-20 წუთში მოვიდა და წამოვედით.
გამიკვირდა ასე მალე რომ მოვიდა, თანაც ლიზას გარეშე. ვკითხე რა უნდოდა თქო რაზეც
თოკომ მიპასუხა, რომ ნამდვილად ნერვოზი აქვს, გადმომიხტა მანქანიდან და სცენები
დამიდგაო. ნინის თავი დაანებეო (ნინი ის გოგოა, თოკოს რომ მოწონდა ბოლო დროს)...
„მერე მეც ვუთხარი რომ ურთიერთობის დასრულება მინდოდა, მანდ კი გამომაგდო და
13
მომაძახა რომ ჩემი სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა და რაღაცეები... კაროჩე დავიღალე
რა მიხედავს თავს... მე ხვეწნას ვერ დავუეყებ... კიდევ ბევრი ყავს ჩემს გარდა და
რომელიმე მიიყვანს სახლამდე...“ ეს სიტყვები მითხრა და მეც მეტი აღარაფერი
მიკითხავს თოკოსთვის. აღელვებული ან ანერვიულებული არ იყო. უბრალოდ დაღლილი
ჩანდა, მეც დაღლილი ვიყავი მთელი დღე აქეთ-იქით ვიარეთ და სახლში მისვლა და
ძილის გარდა არაფერი მინდოდა. თოკომ სახლთან დამტოვა და თვითონაც სახლში
წავიდა. გამთენიისას მისმა ძმამ, დათომ დამირეკა და მითხრა თორნიკე დაიჭირესო, ეს
ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის... ისეთი ტიპია პატრულის ჯარიმაც კი არ ჰქონია არასოდეს,
ვერც ვიაზრებ... თოკოს “ვაფშე” საიდან უკავშირებთ მომხდარს. ლიზას რაც დაემართა,
რა თქმა უნდა, საშნელებაა, მაგრამ ეს თორნიკეს ნამდვილად არ ჩაუდენია. ვიცნობ ჩემს
ძმაკაცს, და დამერწმუნეთ, ის ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც ვინმეს მოკლავს
და შემდეგ ასე მშვიდად წავა სახლში და დაიძინებს... თანაც წუხელ თითქმის მთელი ღამე
ჩემთან ერთად იყო... ლიზასთან საუბარს თუ არ ჩავთვლით... არვიცი ლიზას რა
დაემართა, ისეთი ადგილია, შეიძლება საერთოდ ვიღაც მანიაკი გადაეყარა, მაგრამ ჩემს
ძმაკაცს ეს ნამდვილად არ ჩაუდენია.

დავით ჯოშუას გამოკითხვის ოქმი


მოგესამებით! მე ვარ დავით ჯოშუა, 32 წლის, დაბადებული 1985 წლის 26 აპრილს.
ვცხოვრობ ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩა N67 - ში, ოჯახთან ერთად.

14
ლიზა ჩოხელისა და ჩემი ძმის ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, ვინაიდან
სერიოზული უერთერთობა არ ქონიათ და ოჯახში მასზე არ საუბრობდა ხოლმე. ისე კი
ვიცოდი ვიღაც რომ ყავდა...მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია
არასდროს, ასეთი პერიოდები ყველა კაცს გვაქვს ცხოვრებაში. ბოლო დღეებში მახსოვს
საღამოობით სულ ვიღაც ურეკავდა, ეს კიდევ არ პასუხობდა ზარებს. ერთხელ ვკითხე
რამე პრობლემა ხომ არ გაქვს თქო, რაზეც სიცილით მიპასუხა რომ ქალების თემა იყო,
ისეთი არაფერი... მივხვდი ვიზეც იყო საუბარი. ლიზა ურეკავდა... თორნიკე, ზოგადად,
კეთილშობილი და ძალიან უკომფლიქტო ადამიანია, ყოველთვის ერიდება კამათს და
დაძბულობას... მივხვდი, რომ იმ გოგოს ზარებსაც ამიტომ არ პასუხობდა. ვამჩნევდი,
აღარც მასთან ურთიერთობა სიამოვნებდა დიდად. საღამოობით სულ სახლში იყო ან
ბიჭებთან ერთად... მეც მქონია ასეთი პერიოდები. რაღაც დროის შემდეგ აღარ
გსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, მითუმეტეს თუ ასე გაბეზრებს თავს.

2017 წლის 25 ნოემბრის ღამეს თოკო გვიან დაბრუნდა სახლში. ღამის 2 საათი ინქებოდა,
ან შეიძლება სამის წუთებიც, ზუსტად არ მახსოვს. იმ საღამოს სახლში არ ყოფილა.
ბიჭებთან ერთად სვამდა რომელიღაც რესტორანში, ადრევე დამირეკა და
გამაფრთხილა, დღეს დამაგვიანდებაო. დაძინებას ვაპირებდი უკვე რომ დავურეკე,
მოვიკითხე სად იყო. როგორც მოგვიანებით მობილურში გადავამოწმე, 01:15 საათი იყო,
მშვიდად მელაპარაკა, მითხრა ლისზე ვარ და გამოვდივარ უკვეო. სანდროს დავტოვებ
სახლში და მეც მალე მოვალო. დაახლოებით 40 წუთში მოვიდა. გასაღები სახლში
დარჩენია, არ უნდოდა ოჯახის წევრების გაღვიძება და დამირეკა, კარის გაღება მთხოვა.
მეც ავდექი... ჩვეულებრივ ხასიათზე იყო... განსაკუთრებული ნერვიულობისა და
აღელვების გარეშე... მითხრა, რომ ძლიან დაიღალა და ეძინებოდა... თავისი მანქანის
გასაღები დამიტოვა, ჩემი მეგობარი მანქანის ხელოსანია და თორნიკემ წინა დღეს
მთხოვა, ერთ-ერთი ფარი არ მუშაობს და იქნებ ვაჟას წაუყვანო და აჩვენოვო. თვითონ კი
დასაძინებლად წავიდა... გამთენიისას, ხმაურზე გამეღვიძა, ვიღაც კარზე აბრახუნებდა.
რომ გავაღეთ სახლში პოლიციელები შემოცვივდნენ, თორნიკეს ხელებზე ბორკილები
დაადეს და წაიყვანეს... ვერ გავიგეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს... არც არავის აუხსნია რამე
სანამ აქ არ მომიყვანეს... ახლა გავიგე, რომ ჩემს ძმას ლიზა ჩოხელის მკვლელობაში
ადანაშაულებენ, რაც სრული აბსურდია... ჩემი ძმა ვერასდროს შეძლებდა ვინმეს
მოკვლას. დარწმუნებული ვარ მალე გაირკვევა სიმართლე და მას გაანთავისუფლებენ.

თორნიკე ჯოშუას გამოკითხვის ოქმი


გამარჯობა! მე ვარ თორნიკე ჯოშუა, 27 წლის, დაბადებული 1990 წლის 14 თებერვალს,
ვცხოვრობ ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩა N67-ში.

არც კი ვიცი საიდან დავიწყო... თავში ყველაფერი ამერია...საშნელება დამართეს ლიზას


და ვინც არ უნდა იყოს ამის გამკეთებელი მკაცრად უნდა დაისაჯოს. მაგრამ მე ლიზას

15
ზედმეტად არც კი შევხებივარ, მითუმეტეს ასეთ საშინელებას არასოდეს დავმართებდი.
დამაკავეთ, რადგან ბოლოს ჩემთან ერთად იყო ლიზა, მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით
როგორ შეგიძიათ ასეთი საზიზღრობა დამაბრალოთ. ვიცი, რომ მისი დაც მე მადებს
ხელს მაგრამ ვერ ვიგებ რაუნდა, მაგ გოგოსთან შეხება არც კი მქონია არასდროს...

ზაფხულში, თუ სწორად მახსოვს ივნისის თვეში ჩემი ძმაკაცის ქორწილში ვიყავი. ლიზაც
იქ გავიცანი. თვითონვე გამოიჩინა ურთიერთობის ინიციატივა, იმ საღამოს სულ ჩემთან
ერთად იყო, მეცეკვებოდა... მერე თავის და უთხრა რომ დაქალთან რჩებოდა და ის ღამეც
ჩემთან ერთად გაატარა. მოკლედ ამ დღის შემდეგ ვხვდებოდით ხოლმე, მაგრამ
შეყვარებულები არ ვყოფილვართ. შეიძლება ძველმოდურად ან „გოიმად“ ჩამთვალოთ,
მაგრამ ისეთ გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა ვერასოდეს მექნება, რომელიც
პირველივე შეხვედრიდან ძალიან ახლო ურთიერთობებზეა თანახმა, ხომ ხვდებით
რასაც ვგულისხმობ... ლიზამაც მშვენივრად იცოდა ეს ყველაფერი, გვისაუბრია ამ თემაზე
და ასე ვთქვათ „გაიასნებული“ იყო ჩვენი ურთიერთობის სახე და ფორმა. ლიზას ოჯახის
წევრებთან შეხება არ მქონია არასდროს, თუმცა მისგან ვიცი, რომ დასთან დაძაბული
ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად ჩხუბობდნენ... მეუბნებოდა, რომ გამუდმებით მის
ცხოვრებაში ყოფდა ცხვირს და სულ მითითებებს აძლევდა. მოკლედ არ მოსწონდა
ლიზას ცხოვრების სტილი.

ბოლო პერიოდში მეც გული ამიცრუვდა, დამღალა ჩვენმა შეხვედრებმა, ეს


ურთიერთობაც გაუფერულდა, ერთი სიტყვით ლიზასთან ურთიერთობის გაწყვეტა
მინდოდა. თანაც ერთი გოგო მომწონს სერიოზულად და ბოლო დროს სულ მასზე ვარ
გადართული. ლიზა ალბათ ხვდებოდა და გრძნობდა ჩემს დამოკიდებულებას და ბოლო
პერიოდში განსაკუთრებით აქტიური გახდა. მთელი დღეები გაუჩერებლად მირეკავდა და
შეხვედრას მთხოვდა... შემთხვევის საღამოსაც ასე იყო. მე და ჩემი მეგობრები
რესტორანში ვისხედით, ვსაუბრობდით ვერთობოდით, თან ვსვამდით... ლიზა
გაუჩერებლად მირეკავდა, მწერდა და შეხვედრას მთხოვდა. ბოლოს დავთანხმდი
რადგან არ მომეშვა. ვიფიქრე გავიგებ რა უნდა ასე საჩქაროდ თქო. მაგრამ მარტოც არ
მინდოდა მასთან შეხვედრა და სანდრო წავიყვანე თან. გზაში ლიზამ მითხრა რომ მარტო
უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, ლისზეც მისი სურვილით ავედით. სანდრო კურტანასთან
დავტოვე. ტბასთან ცენტრალური შესასვლელი დაკეტილი იყო შლაგბაუმით, ამიტომაც
მეორე მხრიდან მოვუარე და ტბასთან ჩავედით მანქანით. მანქანა გავაჩერე, და ლიზას
ვუთხარი დროზე ეთქვა რა საქმე ქონდა. თავიდან კოცნა სცადა, მეფერებოდა და მივხვდი,
რომ არანაირი საქმე არ ჰქონდა და ჩემთან შესახვედრად მოიტყუა. ჩემზე მოხუტებული
ლიზა ხელებით გვერდით, თავისი სავარძლისაკენ გავწიე და ვუთხარი, რომ აღარ
მინდოდა ამ ურთიერთობის გაგრძელება და ჯობდა ორივეს ჩვენი ცხოვრებისათვის
მიგვეხედა. ამის გაგონებაზე ლიზა მანქანიდან გადავიდა, ყვირილი დამიწყო,
მეუბნებოდა რომ ეს ყველაფერი ნინის გამო ხდებოდა, რომ სწორედ მის გამო აღარ
მინდოდა ლიზასთან ურთიერთობა... შემდეგ მომვარდა და პერანგში ჩამავლო ხელები,

16
მუშტებს მირტყამდა და მეუბნებოდა რომ დაშორების უფლება არ მქონდა... მე შევეცადე
მის დამშვიდებას. ვთხოვე მანქანაში ჩამჯდარიყო და სახლში გამომყოლოდა მაგრამ
უარი მითხრა. „გაეთრიე, შენი სახელის გაგონებაც აღარ მინდა...შენგან არაფერი არ
მჭირდება“ ამ სიტყვებით მიყვიროდა თან ხელს მკრავდა და მანქანისაკენ მიმათრევდა.
სიმართლე გითხრათ მეც დამღალა მისმა გაუთავებელმა ისტერიკებმა, ამიტომაც
შევეშვი, მანქანაში ჩავჯექი და იქიდან წამოვედი. ვიფიქრე ვინმეს დაურეკავს, ან ტაქსს
გამოიძახებს და თავისით წავა თქო. თბილისია ბოლოსდაბოლოს, არც ტრანსპორტის
პრობლემაა და არც კომუნიკაციის...

მე კურტანასთან გავიარე, სანდრო ჩავისვი და წამოვედით. დიდი ხანი არც


გავჩერებულვარ ლიზასთან. ალბათ 15 ან მაქსიმუმ 20 წუთი. სანდრო სახლში მივიყვანე
და მეც სახლში წავედი. დილით კი სახლში პოლიცია მომივარდა და დამაკავეს. მას
შემდეგ რაც მოხდა თქვენც იცით. იმ ღამეს მე ლიზა ცოცხალი და ჯანმრთელი დავტოვე.
არ ვიცი რა მოხდა და ვინ რა უქნა, მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვყოფილვარ.

კითხვაზე გპასუხობთ, რომ მის ორსულობაზე არაფერი ვიცოდი.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა


პროზექტურაში გვამი შემოასვენეს 2017 წლის 25 ნოემბერს, 05:35 საათზე. გვამს
გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. აუტოფსიისას
დადგინდა, რომ გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლჩაქცევები
თავის ტვინის რბილ გარსებში, მკერდის ძვლის მოტეხილობა, ორივე ლავიწის
მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ორივე მხარეს, დიაფრაგმის
ტრავმული გასკდომა, ღვიძლისა და ელენთის ტრავმული გასკდომა.
აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია სიკვდილის

17
დადგომამდე ახლო პერიოდში. ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ
მძიმე ხარისხს. სიკვდილის უშუალო მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმით გამოწვეული
ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და შინაგან ორგანოთა მრავლობითი
დაზიანება. აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს როგორც ბლაგვი
საგნის ჩარტყმით, ასევე საბურავის მრავლობითი გადატარების შედეგად. ასეთი სახის
დაზიანებები გამოიწვევდა ისეთი სახის შოკს ტკივილისაგან, რომ ესეც საკმარისი
იქნებოდა სიკვდილის დასადგომად. აუტოფსიამ ასევე აჩვენა, რომ გარდაცვლილი 5
კვირის ორსული იყო.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა


ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიზა ჩოხელის მარჯვენა და მარცხენა
ხელის თითებიდან ამოღებული ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის
გენეტიკური პროფილს ერთი ნაწილი ეკუთვნის თორნიკე ჯოშუას. აგრეთვე, ლიზა
ჩოხელის პერანგზე ამოღებული ბიოლოგიური ნიმუში - თმა, ვერ დგინდება ვის ეკუთვნის,
არ ეკუთვნის არც თავად ლიზა ჩოხელს და არც თორნიკე ჯოშუას. ასევე, დასტურდება
ფრჩხილების ფრაგმენტებზე თორნიკე ჯოშუას პერანგის ბოჭკოების არსებობაც.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ავტომანქანის საბურავების მოცულობითი
კვლები. მათი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათგან ერთი კვალის ტექნიკური
მახასიათებლები და საბურავის ე.წ DOT ნომერი შეესაბამება მსუბუქი ავტომობილის
კატეგორიას, რომელიც მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება და მიეკუთვნება “BMW” E 60
18
მარკის ავტომობილის საბურავებს. ხოლო მეორე კვალის გამოკვლევისას მიღებული
საბურავის ტექნიკური მახასიათებლები და საბურავის ე.წ DOT ნომერის
იდენტიფიცირება და კუთვნილება რომელიმე მარკის ავტომობილთან ვერ დგინდება,
ბაზის სიმცირის გამო. თუმცა მეორე კვალი ნამდვილად განსვავებულია “BMW” E 60
მარკის ავტომობილის საბურავების კვალისაგან და მიეკუთვნება სხვა ავტომობილს.
შემთხვევის ადგილზე არსებული კვლების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ნიმუშები ეკუთვნის ლიზა ჩოხელის
სისხლის ნიმუშს. ადგილზე სხვა სახის სისხლის ნიმუში არ იძებნება.

19

You might also like