You are on page 1of 43

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და

თავისუფლებების წინააღმდეგ
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
მუხლი 1432. არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის)
მომსახურებით სარგებლობა
მუხლი 1441. წამება
მუხლი 1442. წამების მუქარა
მუხლი 1443 . დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა

საგანი: სისხლის სამართალი


მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა


 ქმედების ობიექტი - საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული
ადამიანის პირადი უფლება და თავისუფლება. კერძოდ, ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ადამიანის
თავისუფლება, საცხოვრებელი ადგილისა და საქმიანობის სფეროს
არჩევის უფლება, ასევე პირის პატივი და ღირსება.

 ფაკულტატური ობიექტი - პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 ქმედება - უმეტეს შემთხვევაში მოქმედება, ზოგჯერ უმოქმედობა


(მაგალითად, გადამალვა).
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ქმედება - ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო


გარიგების განხორციელება, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა,
გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება
ანდა მიღება.

 დანაშაული დამთავრებულია ნორმაში ჩამოთვლილი ქმედებიდან


ერთ-ერთის ჩადენისთანავე, ე.ი. ფორმალური შემადგენლობისაა.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ადამიანის ყიდვა - ფულის გადახდით, რაიმე ნივთში გაცვლით, ვალში


ჩათვლით. ადამიანი გადადის მყიდველის განკარგულებაში უვადოდ.

 ადამიანის გაყიდვა - ფულის მიღებით, რაიმე ნივთში გაცვლით ანდა


სანაცვლოდ.

 ადამიანის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება -


ადამიანის შემძენი მის გამსხვისებელს ჰპირდება, რომ ხელს შეუწყობს
სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში, ან საკუთარი შემოსავლიდან
პერიოდულად გადაუხდის გარკვეულ პროცენტს, მოაწყობს მას
სამუშაოზე, ჩამოაშორებს კონკურენტს ბიზნესში და სხვა.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ადამიანის გადაბირება - პირის დაყოლიება ექსპლუატაციაზე.


 ადამიანის გადაყვანა - პირის წაყვანა თავისი საცხოვრებელი ადგილიდან
სხვა მიმართულებით, რათა მიყვანილ იქნეს იმ ადგილას, სადაც მოხდება
მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში.
 ადამიანის გადამალვა - პირი მალავს ადამიანს, რათა მომავალში მოხდეს
მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში. იგი მოიცავს თავისუფლების უკანონო
აღკვეთასაც, თუმცა დამატებითი კვალიფიკაცია საჭირო არ არის.
 ადამიანის დაქირავება - ადამიანი ქირავდება, როგორც ნივთი და
საზღაური გადაეცემა არა თავად დაქირავებულს არამედ მის
„მესაკუთრეს“, რომელსაც იგი ნაყიდი ყავს, როგორც მონა. შესაძლებელია
სამუშაოს საზღაური მიეცეს თავად დაქირავებულს, მაგრამ ეს საზღაური
არაადექვატურია შესასრულებელ სამუშაოსთან მიმართებაში.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ადამიანის ტრანსპორტირება - ტრეფიკინგის მსხვერპლის გადაყვანა


ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში ნებისმიერი სახის
ტრანსორტის გამოყენებით.
 ადამიანის გადაცემა - დანაშაულის მსხვერპლის ჩაბარება სხვა პირზე
თუნდაც დროებით გადამალვისათვის მომავალში მისი ექსპლუატაციის
მიზნით.
 ადამიანის შეფარება - ამ შემთხვევაში გაურკვეველია, როგორ
შეიძლება მოხდეს შეფარება ექსპლუატაციის მიზნით.
 ადამიანის მიღება - პირი სხვის მიერ უკვე გადაბირებულ პირს მიიღებს
ექსპლუატაციის მიზნით.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება,


ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება შეიძლება
განხორციელდეს შემდეგი ხერხებით:
 მუქარა;
 ძალადობა;
 იძულების სხვა ფორმა;
 მოტაცება, შანტაჟი, თაღლითობა, მოტყუება;
 უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
 საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის
თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა
შეუძლია.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 მუქარა - ფსიქიკური იძულება (ცემის, ჯანმრთელობის მსუბუქი


დაზიანების, სქესობრივი დანაშაულის ჩადენის, მოტაცების და სხვა
ძალადობის მუქარა).
 ძალადობა - ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება სხვადასხვა
აგრესიული ქმედებით (ჯანმრთელობის დაზიანება, წამება,
სქესობრივი დანაშაული, ცემა, გათოკვა და ა.შ).
 იძულების სხვა ფორმა - დაზარალებულის სისტემატური დამცირება,
აბუჩად აგდება, რათა ის იძულებული გახდეს დაემორჩილოს
დამნაშავეს ექსპლუატაციის გაწევაზე. მთავარია, ეს ხერხი არ იყოს
საშიში სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის (მე-3 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტი).
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 მოტაცება - პირის ნების საწინააღმდეგოდ, დამნაშავისათვის სასურველი მიმართულებით მისი გადაადგილება.


 შანტაჟი - სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ცნობები მოგონილია თუ
რეალური.
 თაღლითობით- დამნაშავე მოტყუებით ეუფლება სხვის ნივთს და შემდეგ დაკარგული ქონების სანაცვლოდ
დაზარალებულს აბამს მაგალითად, პროსტიტუციაში.
 მოტყუება - ადამიანის შეცდომაში შეყვანა სხვადასხვა სახის დაპირებით.


მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით -


უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი (მაგალითად, შშმ მშობელი)
გადაიბირებს სხვას (მაგალითად, შვილს), რომ იგი ჩაებას
ექსპლუატაციაში და ამას ამართლებს მისი უმწეობის გამო შექმნილი
ოჯახური სიდუხჭირით.

 რა იგულისხმება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში?


მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის


მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია:
 საზღაურის მიცემა - ფულის ან სხვა მატერილური ფასეულობის გადაცემა იმ
პირზე, ვისაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვა პირზე და დაითანხმოს
იგი ექსპლოატაციაში ჩაბმაზე.
 სარგებლის მიცემა - ისეთი ნივთის უფასოდ მიცემა ან ისეთი მომსახურების
უფასოდ გაწევა, რაზეც ზოგადად თანხაა გადასახდელი (თვითმფრინავის
ბილეთის, სანატორიუმის საგზურის ჩუქება და სხვა)
 საზღაურის ან სარგებლის მიღება - ფულის ან სხვა მატერიალური
ფასეულობის, ქონებრივი ან არაქონებრივი სარგებლის აღება (პირი იღებს
ფულს იმისათვის, რომ დაითანხმოს სხვა პირი იმაზე, რომ ამ უკანასკნელმა
ზეგავლენა მოახინოს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლზე).
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 კანონში მითითებული ქმედებები შეიძლება განახორციელოს როგორც


ერთმა პირმა, ასევე პირთა ჯგუფმა ან წინასწარ შეთანხმებულმა
ჯგუფმა (ერთმა წევრმა შეიძლება იყიდოს ადამიანი, მეორემ იძულების
გამოყენებით გადაიბიროს იგი, მესამემ - გადაიყვანოს, მეოთხემ
გადამალოს და ა.შ.).
 თუ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი -
დანაშაულთა ერთბლიობა.
 თუ ადამიანის იძულებისათვის დამნაშავე ჩადის ძალადობით
სქესობრივ დანაშაულს - დანაშაულთა ერთბლიობა.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივს


კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს (შეიძლება იყოს ანგარება,
შური და სხვა).
 მიზანი - პირის ექსპლუატაცია.
 ექსპლუატაციად მიიჩნევა დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი
სარგებლის მიღების მიზნით:
 შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება;
 სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება;
 პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში
ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა;
 ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით
ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება;
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ექსპლუატაციად მიიჩნევა დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის


მიღების მიზნით:
 ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება.
ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის ისეთი
მდგომარეობის შექმნას, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან
ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა
მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების
გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის:
 პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ
ხელყოფით;
 თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების
კონტროლით;
 ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო
კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით;
 იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 პირის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მის თანხმობას


მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც პირი თანახმა იყოს ექსპლუატაციაზე,
ეს არ გამორიცხავს ექსპლუატატორის პასუხისმგებლობას.

 ტრეფიკინგის განსხვავება პროსტიტუციაში ჩაბმისაგან (მ. 253). სსკ-ის


253-ე მუხლს წინ არ უძღვის ტრეფიკინგით გათვალისწინებული
ქმედებები (ყიდვა, გაყიდვა და ა.შ.). ამასთან, ტრეფიკინგისას
პროსტიტუციაში ჩაბმული პირი ფაქტობრივად დამნაშავის
„საკუთრებაა“, იგი წარმართავს მის ცხოვრებას, განკარგავს
პროსტიტუციის შედეგად მიღებულ შემოსავალს.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;


 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში
მყოფის (დაზარალებულს არ შესწევს უნარი წინააღმდეგობა
გაუწიოს დამნაშავეს, მაგალითად, მძიმე ავადმყოფობის გამო
ან არ შესწევს უნარი გააცნობიეროს, თუ რა ქმედებას სჩადიან
მის მიმართ, მაგალითად, ძლიერი სიმთვრალის გამო) ან
დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად
დამოკიდებულის მიმართ;
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 არაერთგზის;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
 სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა
ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული


ქმედება:

 ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;


 რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა (შედეგის
მიმართ სახეზე უნდა იყოს გაუფრთხილებლობა) ან სხვა მძიმე შედეგი
(ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ოჯახის დანგრევა, დიდი
მატერიალური ზარა და სხვა).
მუხლი 1432. არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

 ქმედების ობიექტი - არასრულწლოვანის პირადი უფლება და თავისუფლება,


მისი პიროვნების ხელშეუვალობა, მისი უფლება იზრდებოდეს მშობლებთან,
პატივი და ღირსება.
 დაზარალებული - 18 წელს მიუღწეველი პირი, გარდა იმ
არასრულწლოვანისა, რომელსაც თავისი მცირეწლოვნობის გამო არ
შესწევს უნარი გააცნობიეროს, თუ რა ქმედებას სჩადიან მის მიმართ. ამ
შემთხვევაში, ქ მედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 1432 მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
 ქმედება - უმეტეს შემთხვევაში მოქმედება, ზოგჯერ უმოქმედობა
(მაგალითად, გადამალვა). არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის
მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი
გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება,
გადაცემა, შეფარება ანდა მიღება.
მუხლი 1432. არასრულწლოვანით ვაჭრობა
(ტრეფიკინგი)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;


 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში
მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად (დაზარალებული იმყოფება
დამნაშავის კმაყოფაზე) ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ
(მშობელი და შვილი, მეურვე და მზრუნველი);
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 1432. არასრულწლოვანით ვაჭრობა
(ტრეფიკინგი)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 არაერთგზის;
 იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;
 ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;
 დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
 სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა
ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მუხლი 1432. არასრულწლოვანით ვაჭრობა
(ტრეფიკინგი)

 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული


ქმედება:

 ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;


 რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა
მძიმე შედეგი.
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა

 აღიშნულული მუხლი მიმართულია იმ პირის დასჯადობისაკენ, რომლებიც უშუალოდ


არ ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის შემადგენლობას, მაგრამ სარგებლობენ
დაზარალებულის ან მსხვერპლის მომსახურებით.
 წინასწარი შეცნობით დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებულის ისეთი
მომსახურებით სარგებლობა, რომელიც არის ექსპლუატაცია.

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 არაერთგზის;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან
დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 ორი ან მეტი პირის მიმართ;


 სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით;
 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

 შენიშვნა: პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა,


გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე
ინფორმაცია გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური
საშუალების გამოყენებით, ნებაყოფლობით მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ხელი
შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
მუხლი 1441. წამება

 წამება აბსოლუტურ აკრძალვას ექვემდებარება. მისი გამართლება არ


შეიძლება რაიმე საზოგადოებრივი აუცილებლობით ან სახელმწიფოებრივი
ინტერესებით.
 დაცული სამართლებრივი სიკეთე - ადამიანის ღირსება, რომელიც თავის თავში
აერთიანებს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
 წამება შეიძლება მიმართული იყოს როგორც ერთი კონკრეტული პირის
(მაგალითად, მისი დასჯის მიზნით), ასევე ამ პირის ახლო ნათესავის ან მასზე
მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ.
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა (მაგალითად, საკვების მიუცემლობა).
„პირობების შექმნა“ ან „მოპყრობა“.
 შედეგი - ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა.
 მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის (მატერიალური
დანაშაული).
მუხლი 1441. წამება

 „პირობების შექმნა“ - პირისათვის ადამიანური ცხოვრების პირობების


მოსპობა (მისთვის ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, როცა მას
არა აქვს საშუალება დაიძინოს, იკვებოს ნორმალურად, დაიცვას
ელემენტარული პირადი ჰიგიენა).
 „მოპყრობა“ - აქტიური და აგრესიული ქმედება, მაგალითად, ცემა,
სხვადასხვა ძალადობა, შეურაცხმყოფელი ქმედება (ბოროტი
დაცინვა), პირის იძულება საათობით იდგეს ფეხის წვერზე
ხელებაწეული, მუხლით დაიჩოქოს კენჭებზე და ა.შ.
 „პირობების შექმნა“ ან „მოპყრობა“ წამების ობიექტურ
შემადგენლობას მოგვცემს მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამოირჩევა
განსაკუთრებული ხასიათით ან ინტენსივობით ანდა ხანგრძლივობით.
მუხლი 1441. წამება

 ქმედების ხასიათი - ქმედება, რომელიც იწვევს კანონში მითითებული


შედეგებიდან ერთ-ერთს (მაგალითად, ფრჩხილის ამოძრობა, ცხელი
ორთქლის დიდი ნაკადის მიფრქვევა სახეზე ანდა ცეცხლში ჩაგდების ან
ფანჯრიდან გადაგდების რეალური მუქარა). ეს ქმედებები ისეთი ხასიათისაა,
რომ დაზარალებულში იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ტანჯვას.
 ქმედების ინტენსივობა - ძალადობის ხარისხი და მისი უწყვეტობა (პირის
თავდაყირა დაკიდება, სისტემატური ცემა, რაც ძალადობის შეწყვეტის
შემდეგაც ხანგრძლივ ფიზიკურ ტკივილს ტოვებს).
 ქმედების ხანგრძლივობა - ქმედება გრძელდება იმდენად ხანგრძლივად, რომ
იწვევს კანონში მითითებულ რომელიმე შედეგს. მაგალითად, პირს აიძულებენ
რამდენიმე დღის განმავლობაში იდგეს ცალ ფეხზე ან იყოს დაჩოქილი ანდა
ხელებაწეული, რაც იწვევს მის მორალურ ტანჯვას.
მუხლი 1441. წამება

 წამება მატერიალური დანაშაულია. იგი დამთავრებულად ითვლება


ნორმაში მითითებული ერთ-ერთი შედეგის დადგომის მომენტიდან.
 ძლიერი ფიზიკური ტკივილი - ისეთი ტკივილი, როცა აუცილებელია
ტკივილგამაყუჩებელი წამლის გამოყენება.
 ფსიქიკური ტანჯვა - ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის ნერვული
სისტემის ისეთ მოშლას, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში
კარგავს სულიერ სიმშვიდეს და ამდენად, იწვევს სულიერ განცდას -
წვალებას (სისტემატური ძალადობის შედეგად პირს ნერვული
ავადმყოფობა ემართება).
 მორალური ტანჯვა - იგი არაა დაკავშირებული ნერვული სისტემის
დაზიანებასთან, მაგრამ ადამიანში იწვევს ღირსების დაქვეითებას და
არასრულფასოვნების კომპლექსს.
მუხლი 1441. წამება

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი ან არაპირდაპირი


განზრახვა.

 სპეციალური მიზანი - ინფორმაციის (სად იმალება ესა თუ ის პირი),


მტკიცებულების (მკვლელობის იარაღის) ან აღიარების (აღიაროს,
რომ ნამდვილად მან ჩაიდინა რაღაც ქმედება) მიღება, პირის
დაშინება (დაზარალებული უსიტყვოდ დამორჩილდეს დამნაშავეს, არ
გაუბედოს ურჩობა) ან იძულება (შეასრულოს ან არ შეასულოს რაიმე
ქმედება) ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის (დაზარალებულის
შვილი, მეუღლე) მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი
ქმედებისათვის.
მუხლი 1441. წამება

 წამების განსხვავება ძალადობისაგან (სსკ-ის 126-ე მუხლი)


 წამებისას აუცილებელია სპეციალური მიზანი, ძალადობისას პირს
ასეთი მიზანი არა აქვს.
 წამების დროს შეიძლება დადგეს როგორც ფსიქიკური, ისე
მორალური ტანჯვა, ძალადობისას მორალური ტანჯვა არ არის
გათვალისწინებული.
 ძალადობას შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანება (126-ე მუხლის 12 ნაწილი), წამებას კი ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანებაც).
მუხლი 1441. წამება

 წამების განსხვავება განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიღების


იძულებისაგან (მ. 335).
 1441 მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია საერთო სუბიექტი
(მაგალითად, პირი აწამებს ადამიანს იმ მიზნით, რომ მან აღიაროს
მისი შვილის მკვლელობა), ხოლო 335-ე მუხლის სუბიექტი
სპეციალურია - მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ადამიანს
აიძულებს მისცეს განმარტება ან ჩვენევა.
მუხლი 1441. წამება

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ (პრობლემურია სსკ-


ის 335-ე მუხლთან მიმართებით);
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
 არაერთგზის;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 ჯგუფურად.
მუხლი 1441. წამება
 იგივე ქმედება, ჩადენილი:
 ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის,
კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების,
აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული,
ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი
ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის,
არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად
თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა
დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის
მიმართ;
მუხლი 1441. წამება

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 შეკვეთით;
 მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით (რითი განსხვავდება სსკ-
ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისაგან);
 სამედიცინო მანიპულაციის, მედიკამენტის ან სპეციალური ინსტრუმენტის
(ხელსაწყოს) გამოყენებით;
 ანგარებით;
 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან
მესამე პირის ცრუ დასმენის მიზნით.
მუხლი 1441. წამება

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით;


 ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
 რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე
შედეგი.
მუხლი 1442. წამების მუქარა

 ქმედების ობიექტი - ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი


სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, ასევე ადამიანის
პირადი, ოჯახური თუ სხვაგვარი საიდუმლოების დაცვა.
 ქმედება - მოქმედება, კერძოდ პირობების შექმნის, მოპყრობის ან
დასჯის მუქარა.
 დამთავრებულია მუქარის განხორციელების მომენტიდან, ე.ი.
დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა.
 მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირად, წერილობით,
სატელეფონო ზარის მეშვეობით და ა.შ.
მუხლი 1442. წამების მუქარა

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.

 მიზანი - ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის


დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ
ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
მუხლი 1442. წამების მუქარა

 წამების მუქარის გამიჯვნა მუქარისაგან (სსკ-ის 151-ე მუხლი).


 მუქარის ობიექტური შემადგენლობა - სიცოცხლის მოსპობის,
ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა.
წამების მუქარა გამოიხატება პირის მიმართ ისეთი ქმედების ჩადენის
მუქარაში, რომელიც გამოირჩევა თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან
ხანგრძლივობით და ეს ქმედება არაა მიმართული მკვლელობის,
ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ.
 მუქარის შემთხვევაში დამნაშავის მიზანს მნიშვნელობა არა აქვს,
წამების მუქარისთვის სპეციალური მიზნები სავალდებულოა.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა

 ქმედების ობიექტი - ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური


ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. დამატებითი ობიექტია
- ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, თუ სხვა
ნიშნის მიხედვით.

 ქმედება (პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და


ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება), შედეგი (ძლიერ
ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი ან მორალურ ტანჯვა) და მიზეზობრივი
კავშირი. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა
 პირის დამცირება - ისეთი ქმედება, როგორიცაა სახეში შეფურთხება,
ადამიანის გაშიშვლება, თავზე სითხის დასხმა, პანღურის ამოკვრა,
ტანსაცმლის შემოხევა, და სხვა.
 პირის იძულება - ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც
მიმართულია იქითკენ, რომ მან შეასრულოს ან არ შეასრულოს
მოქმედება ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება.
 პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ
მდგომარეობაში ჩაყენება - ადამიანის ცემა სხვა პირის თანდასწრებით,
მისი ქუჩაში გაგდება შიშველ მდგომარეობაში და სხვა.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა

 შედეგი - ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი ან მორალური


ტანჯვა.
 ძლიერი ფიზიკური ტკივილი - ისეთი ტკივილი, როცა აუცილებელია
ტკივილგამაყუჩებელი წამლის გამოყენება.
 ფსიქიკური ტკივილი - ფაქტობრივად იგივეა, რაც ფსიქიკური ტანჯვა.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი ან არაპირდაპირი
განზრახვა.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;


 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
 არაერთგზის;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 ჯგუფურად.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის გამო;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის,
დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო
მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად
დამოკიდებული პირის მიმართ;
 შეკვეთით;
 მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

You might also like