You are on page 1of 31

დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა

და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ

საგანი: სისხლის სამართალი


დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
 დაცული სამართლებრივი სიკეთე - სხვისი სქესობრივი თავისუფლება,
სქესობრივი ხელშეუხებლობა და ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური
განვითარება

 სქესობრივი თავისუფლება - პირის (როგორც ქალის, ასევე მამაკაცის)


უფლება, საკუთარი სურვილით აირჩიოს (ან არ აირჩიოს) სქესობრივი
პარტნიორი (გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება,
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება).

 სქესობრივი ხელშეუხებლობა - 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, მისი


თანხმობის შემთხვევაშიც, სქესობრივი კავშირი აკრძალულია.
დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ

 ობიექტური შემადგენლობა - მხოლოდ მოქმედება


 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივი და
მიზანი ზეგავლენას არ ახდენენ ქმედების კვალიფიკაციაზე.
 დანაშაულის ჩადენის ხერხის მიხედვით განასხვავებენ:
 ძალმომრეობითი დანაშაულები სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (137-ე, 138-ე, 139-ე მუხლები);
 სქესობრივი დანაშაულები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული
ძალადობასთან (140-ე, 141-ე მუხლები)
გაუპატიურება (მ. 137)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების ობიექტი - პირის სქესობრივი თავისუფლება და


ხელშეუხებლობა. დამატებითი ობიექტია - პირის ჯანმრთელობა,
სიცოცხლე, ასევე არასრულწლოვანის ნორმალური ზნეობრივი და
ფიზიკური განვითარება.
 პასუხისმგებლობის გადაწყვეტისას მნიშვნელობა არა აქვს, რა
დამოკიდებულება ჰქონდა დაზარალებულს დამნაშავესთან (შეიძლება
იყოს ცოლი, საცოლე, ყოფილი საყვარელი) ან როგორია
დაზარალებულის მორალური სახე (შეიძლება იყოს მეძავი).
გაუპატიურება (მ. 137)

 ქმედება - მოქმედება, კერძოდ პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით


სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან
ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი:
 ძალადობით;
 ძალადობის მუქარით;
 დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
 ქმედება გულისხმობს პენეტრაციას, ანუ სხვის სხეულში შეღწევას,
იქნება ეს საკუთარი ორგანოების თუ საგნების გამოყენებით.
 მნიშვნელობა არა აქვს ეს ანალური გზით მოხდა, ვაგინალურით თუ
ორალურით. არა აქვს მნიშვნელობა ასევე სხვის სხეულში შეღწევა
სქესობრივი ორგანოს თუ სხეულის სხვა ნაწილებით მოხდება.
გაუპატიურება (მ. 137)

 ძალადობა - ცემა, ხელ-ფეხის შებორკვა, პირის ახვევა, კიდურების


გადაგრეხა, ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.
 ძალადობა - დაზარალებულის წინააღმდეგობის დათრგუნვის
საშუალებაა; იგი შეიძლება მიმართული იყოს სხვა პირის წინააღმდეგაც
(მაგალითად, დაზარალებულის შვილი, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს
დამნაშავეს).
 თუ დამნაშავემ განახორციელა ძალადობა, მაგრამ სხვადასხვა
გარემოებების გამო პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ვერ
მოახერხა - გაუპატიურების მცდელობა (სსკ-ის მე-19, 137-ე მუხლებით).
გაუპატიურება (მ. 137)

 ძალადობის მუქარა (ფსიქიკური ძალადობა) - შეიძლება


განხორციელდეს სიტყვით, იარაღის დემონსტრირებით.
 ძალადობის მუქარა შეიძლება გამოიხატოს მკვლელობის,
ჯანმრთელობის დაზიანების, სხვა პირის (მაგალითად, შვილის)
გაუპატიურების, სასიცოცხო მნიშვნელოვანი ქონების დაუყონებლივი
განადგურების მუქარაში.
 მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და უნდა არსებობდეს მისი
განხორციელების საკმაო საფუძველი.
 მომავლისაკენ მიმართული მუქარა, თუნდაც ის რეალური და
საფუძვლიანი იყოს, შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის
139-ე ან 150-ე მუხლით.
გაუპატიურება (მ. 137)

 დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენება - უმწეო მდგომარეობაში იმყოფება ისეთი პირი


ვისაც არა აქვს უნარი:

 წინააღმდეგობა გაუწიოს დამნაშავეს (ღრმად მოხუცი, ავადმყოფი, უგონოდ მთვრალი და ა.შ.);


 შეიმეცნოს, რა ხდება მის თავს (სულით ავადმყოფი, გონებასუსტი, ღრმა ძილში მყოფი და ა.შ.).


გაუპატიურება (მ. 137)

 მცირეწლოვნობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი


წარმოადგენს არა 137-ე მუხლის პირველი, არამედ მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ დაზარალებულს.
 კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს დაზარალებულმა
თვითონ ჩაიგდო თავი უმწეო მდგომარეობაში, თუ დამნაშავემ მიყვანა
იგი ასეთ მდგომარეობაში.
 თუ პირმა მეორე პირი მოიყვანა უმწეო მდგომარეობაში (დააძინა),
მაგრამ ვერ შეძლო, მაგალითად სქესობრივი კავშირის დაჭერა, გარე
ფაქტორების გამო - ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის მე-18, 137-ე
მუხლებით.
გაუპატიურება (მ. 137)

 დანაშაული დამთავრებულია საკუთარი ორგანოებისა თუ საგნების


გამოყენებით სხვის სხეულში შეღწევის მომენტიდან, ანუ
შემადგენლობა ფორმალურია.

 ნებაყოფლობით ხელის აღების შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა


დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ მისი ქმედება შეიცავს სხვა
დანაშაულის ნიშნებს (ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად
მძიმე დაზიანება, იძულება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ
ტარება).
გაუპატიურება (მ. 137)

 სუბიექტური შემადგენლობა - უმეტესწილად პირდაპირი


განზრახვა. შესაძლებელია არაპირდაპირი განზრახვაც, როდესაც
დამნაშავე მსხვერპლის მხრიდან გაწეულ წინააღმდეგობას
სერიოზულად აღიქვამს, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ არის
ამაში და ამასთანავე მისთვის საბოლოო ჯამში ეს წინააღმდეგობა
სულერთია.
 მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს,
თუმცა ყველაზე გავრცელებულს სექსუალური მოტივი
წარმოადგენს.
გაუპატიურება (მ. 137)

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - იგულისხმება,


როგორც საჯარო მოხელე, ასევე კერძო დაწესებულების თანამშრომელი.
 რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა
მძიმე შედეგი (ორსულობა, დაზარალებულის, მშობლის ან სხვა ახლო
ნათესავის თვითმკვლელობა, სულით ავადმყოფობა, შიდსის შეყრა).
 მსხვერპლის თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევაში ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 137-ე მუხლის
პირველი ნაწილით და 115-ე მუხლებით.
 შედეგები მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს გაუპატიურებასთან ან მის
მცდელობასთან.
გაუპატიურება (მ. 137)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 არაერთგზის;
 იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სს კოდექსის 138-ე–141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ
მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ.
გაუპატიურება (მ. 137)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 ჯგუფურად (აუცილებელია ორი ან მეტი თანაამსრულებლის


არსებობა).
 არ ჩაითვლება გაუპატიურება ჯგუფურად, თუ ერთმა პირმა
დაზარალებული მიიყვანა უმწეო მდგომარეობაში, ხოლო მეორემ
განახორციელა კანონით გათვალისწინებული ქმედება.
გაუპატიურება (მ. 137)

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული


სისასტიკით - ობიექტურად მსხვერპლის ტანჯვა და სუბიექტურად ამის
შეგნება დამნაშავის მხრიდან (მსხვერპლის ინტენსიურად ცემა,
გაუპატიურება ოჯახის წევრების ან თუნდაც უცხო ადამიანების
თვალწინ). იგი შეიძლება მიმართული იყოს სხვა პირთა მიმართაც;
 რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
 ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება
(მ.138)
 სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ
კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს,
ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის
უმწეობის გამოყენებით.

 აქ უნდა ვიგულისხმოთ სხვა ისეთი ქმედება, რომელიც თავისი


შინაარსით სექსუალურად მოტივირებულია, თუმცა არ ხორციელდება
სხვის სხეულში შეღწევის გზით. მაგალითად, ფიზიკური შეხება
მსხვერლის სხეულზე, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის
მუქარით ან პირის უმწეობის გამოყენებით.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან


სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი:

 ქონებრივი დაზიანების მუქარით;


 სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც
შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება; ანდა
 დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან
სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების ობიექტი - პირის სქესობრივი თავისუფლება და


ხელშეუხებლობა. ცალკეულ შემთხვევებში ასევე პირის პატივი და
ღირსება (სახელის გამტეხი ცნობების გახმაურებისას).
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა. კერძოდ, მუქარა შეიძლება
ჩადენილ იქნეს მოქმედებით, რაც შეეხება დამოკიდებულების
გამოყენებით იძულებას - როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით.
 ფორმალური შემადგენლობა - დამთავრებულია იძულების რომელიმე
ხერხის გამოყენების მომენტიდან.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 ქონებრივი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების) დაზიანების


მუქარა - აქტიური ფსიქიკური ზემოქმედება დაზარალებულზე.

 ქონება უნდა იყოს მნიშვნელოვანი როგორც საზოგადოდ, ასევე


დაზარალებულისათვის.

 ამ შემთხვევაში, გაუპატიურებისაგან განსხვავებით, მუქარა


მომავლისკენ არის მიმართული.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი


ინფორმაციის ან სხვა ცნობების გახმაურების მუქარა - პირი ემუქრება
მეორე პირს, რომ მასზე გაავრცელებს მაკომპრომეტირებელ მასალას
ან ცნობებს, მიუხედავად იმისა იქნება ეს ნამდვილი თუ მოგონილი.
 მუქარა შესაძლებელია არა უშუალოდ მსხვერპლზე, არამედ სხვა
პირებზეც (მაგალითად, ოჯახის წევრებზე) ვრცელდებოდეს.
 მნიშვნელობა არა აქვს ცნობების გახმაურების მუქარა იმწუთიერია, თუ
იგი მომავლისაკენ არის მიმართული.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით - პირი ვერ აცნობიერებს


ქმედების შინაარს ან პირს არ შესწევს უნარი დაიცვას თავისი თავი
მძიმე ავადმყოფობის, სულით ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის და ა.შ.
გარემოებების ძალით;

 დაზარალებულის მატერიალური დამოკიდებულების გამოყენებით -


დაზარალებული არსებობისათვის აუცილებელ სახსრებს
დამნაშავისაგან იღებს (მაგალითად, კვება, ჩაცმა, სწავლის ქირა,
მკურნალობის ხარჯი და სხვა).
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 დაზარალებულის სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით -


არა აქვს მნიშვნელობა კერძო სექტორია თუ საჯარო. დამნაშავე
იყენებს თავის მდგომარეობას და პირდაპირ ან მინიშნებით
აგრძნობინებს დაზარალებულს სექსუალურ კონტაქტზე.

 დაზარალებულის სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით -


მასწავლებლისა და მოსწავლის, ლექტორისა და სტუდენტის,
გამომძიებლისა და ბრალდებულის, მწვრთნელისა და სპორტსმენის
დამოკიდებულება და ა.შ.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის


მძიმე დაზიანება (მაგალითად, ფსიქიკური ავადმყოფობა) ან სხვა მძიმე
შედეგი (მაგალითად, ორსულობა, დაზარალებულის, მშობლის ან სხვა
ახლო ნათესავის თვითმკვლელობა, სულით ავადმყოფობა, შიდსის
შეყრა).
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 არაერთგზის;
 იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე,
140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
 ჯგუფურად;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ
მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ.
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (მ.139)

 იგივე ქმედება:

 რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;


 ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს
მიუღწევლის სხეულში (მ.140)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების სუბიექტი - სრულწლოვნი, ე.ი. პირი, ვისაც შეუსრულდა 18


წელი.
 ქმედების ობიექტი - 16 წელს მიუღწეველი პირის ნორმალური
სქესობრივი განვითარება.
 ქმედება - მოქმედება, კერძოდ, სექსუალური ხასიათის შეღწევა
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს
მიუღწევლის სხეულში.
 პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა დაზარალებულის
თანხმობით ხდება.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს
მიუღწევლის სხეულში (მ.140)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის


მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 ჯგუფურად;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 არაერთგზის;
 იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე,
139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
გარყვნილი ქმედება (მ.141)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების სუბიექტი - სრულწლოვნი, ე.ი. 18 წლის ასაკს მიღწეული


პირი.
 ქმედების ობიექტი - 16 წელს მიუღწეველი პირის ნორმალური
სქესობრივი განვითარება.
 ქმედება - მოქმედება, რაც გამოიხატება ძალადობის გარეშე
გარყვნილ ქმედებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
 გარყვნილი ქმედება - ისეთი ქმედება, რომელიც არ გულისხმობს
სქესობრივი კავშირის დამყარებას არცერთი ფორმით.
გარყვნილი ქმედება (მ.141)

 გარყვნილი ქმედება შეიძლება იყოს ფიზიკური ან ინტელექტუალური.

 ფიზიკური გარყვნილი ქმედება - 16 წელს მიუღწეველი


მოზარდისთვის სასქესო ორგანოების ჩვენება, მის თვალწინ
სექსუალური ხასიათის ქმედება სხვა პირთან.

 ინტელექტუალური გარყვნილი ქმედება - 16 წელს მიუღწეველი


მოზარდისთვის პორნო ფილმის ჩვენება,
სექსუალური/პორნოგრაფიული შინაარსის საუბრები.
გარყვნილი ქმედება (მ.141)

 ფორმალური დანაშაული - დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი 16


წელს მიუღწეველთან ჩაიდენს ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ
გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე.

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა


გარყვნილი ქმედება (მ.141)

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 ჯგუფურად;
 არაერთგზის;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე,
139-ე და 140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს
მიუღწეველთან.

You might also like