You are on page 1of 2

ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია,რაც გამოიხატება არა მარტო ქონების

ხელყოფაში,არამედ თავად ხელყოფის ხასიათში თავდასხმასა და ისეთი ძალადობის


გამოყენებაში რაც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის ან ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარაში.ყაჩაღობა ორაქტიანი დანაშაულია ,ერთდროულად
ხელყოფს საკუთრების უფლებას და ასევე ჯანმრთელობას.ობიექტური მხრივ ყაჩაღობა
გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად,რასაც თან ერთვის
სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის
მუქარა.თავდასხმაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის
უეცარი,აგრესიული მოქმედება,რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან.თავდასხმის
ფაქტი,რომელსაც ერთვის ფიზიკური ძალადობა,კარგადაა გაცნობიერებული
დაზარალებულის მიერ.ზოგჯერ თავდასხმის ფაქტი შეიძლება არ იყოს გააზრებული მაგ
დანის ზურგში ჩარტყმა.თავდასხმა შესაძლებელია ნერვულ-პარალიტიკური ,ტოქსიკური ან
სხვა გამაბრუებელი საშუალებით მოხდეს რათა გონება დაკარგოს და დამნაშავემ
დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით განახორციელოს ეს
დანაშაული.თავდასხმად ვერ ჩაითვლება დაზარალებულზე ზემოქმედება
ალკოჰოლის,ნარკოტიკული ან სხვა გამაბრუენებლი ნივთიერებებით გამოყენებით თუ
ნებაყოფლობით იყო მიღებული დაზარალებულის მიერ.ყაჩაღობა ადგილი აქვს
ძალადობის დროს როცა იგი გამოყენებულია არა მესაკუთრის ან ქონების სხვა კანონიერი
მფლობელის მიმართ არამედ იმ პირების მიმართაც,რომლებსაც დამნაშავის
შეხედულებით შეუძლიათ წინ აღუდგნენ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას .
ფიზიკური ძალადობა გამოყენებული ყაჩაღობის დროს, საშიში უნდა იყოს ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.დაზარალებულის სიკვდილი სცილდება
ყაჩაღობის შემადგენლობას და დაკვალიფიცირდება დანაშაულთა
ერთობლიობით,როგორც ყაჩაღობა და მკვლელობა.ცხადია,მისი ბრალის ფორმის,
ხერხისა და საშუალებების გათვალისწინებით.თუ ყაჩაღობას ახლავს სხეულის მძიმე
დაზიანება,დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით და საყურადღებოა
ბრალის ფორმა და სხეულის დაზიანების ხარისხი.დამნაშავის მიერ ძალადობის ხარისხის
განსაზღვრისათვის მხედველობაში მიიღება დაზიანების შედეგი ,ასევე მისი
ხანგძლივობა,ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და იარაღი.ყაჩაღობისას
ფსიქიკური ძალადობა მიმართულია ხშირად ქონების მესაკუთრის ან მისი მფლობელის
მიმართ,ასევე შესაძლოა მიმართული იყოს სხვა პირების მიმართ,რომლებიც ცდილობენ
ხელი შეუშალონ დანაშაულის განხორციელებას.ყაჩაღობის დროს ძალადობა უნდა იყოს
იმწუთიერი და რეალური.იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვით,ჟესტით ,კონკლუდენტური
მოქმედებით.დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა
ჰქონდეს რომ მუქარა რეალიზებული იქნება თუ ქონების გადაცემას არ
დააკმაყოფილებს.რეალური თავდასხმისას მუქარის შინაარსი ყოველთვის არაა
კონკრეტული,მაგ მოგკლავ,დაგასახიჩრებ,შესაძლოა თავდასხმის მუქარა განზრახვის
განუსაზღვრელი სახით გამოვლინდეს.მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის
მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება.დამნაშავის მიერ ქონების
დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება,რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს
იარაღის ანალოგთან მაინც ძალადობად უნდა მივიჩNიოთ ვინაიდან სათამაშო იარაღის
დეონსტრირებაც უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე,იწვევს შიშს და იძულებულია
დათმოს ქონება.ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედება იწყება ქურდობით ან ძარცვით ,მისი
ჩადენის პროცესში კი შესაძლოა გადაიზარდოს ყაჩაღობად თუ ფიზიკური ან ფსიქიკური
ძალადობა არსებული გარემოებების გამო ძალადობის იმ ხარისხის იქნა ,რაც
დამახასიათებელია ყაჩაღობისთვის.ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის
შემადგენლობისაა,დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან მიუხედავად
დამნაშავემ შეძლო თუარა სხვისი ქონების დაუფლება.შეუძლებელს ხდის ყაჩაღობის
მცდელობის სტადიის არსებობა.სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში
გამოიხატევა.პირს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების
საშიშროება,ითვალისწინებს ზიანს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის
ქონებას.ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი .რაც
შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს,ითვალისწინებს 179-ე მუხლის სხვა ნაწილები . ესენია
ყაჩაღობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში
უკანონო შეღწევით,სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ,,ასევე ყაჩაღობა ჩადენილი
ჯგუფის მიერ,იგულისხმება როგორც ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ისე მისი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენა.

You might also like