You are on page 1of 18

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

განზრახ მკვლელობა შემამსუბუქებელ გარემოებებში (სსკ 110-ე -114-ე


მუხლები)
თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ 115-ე მუხლი)
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით
(სსკ-ის 116-ემუხლი)

საგანი: სისხლის სამართალი


მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
(სსკ-ის 110-ე მუხლი)
 ევთანაზია - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით(მუხლი
110).
 ევთანაზია გულისხმობს ტერმინალურ მდგომარეობაში
მყოფი მოურჩენელი ავადმყოფისთვის სიცოცხლის
მოსპობას მისი ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან
გათავისუფლების მიზნით.
 განასხვავებენ ნებაყოფლობით და იძულებით, აქტიურ და
პასიურ, პირდაპირ და არაპირდაპირ ევთანაზიას.
მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
(სსკ-ის 110-ე მუხლი)
 იძულებითი ევთანაზია - მკვლელობა ხორციელდება
მსხვერპლის თანხმობის გარეშე იმ საფუძვლით, რომ მისი
შენარჩუნება საზოგადოებას ტვირთად აწვება
 ნებაყოფლობითი - მსხვერპლს სურს სიკვდილი
 აქტიური ევთანაზია - უკურნებელი დაავადების მქონე
ავადმყოფის მიმართ ისეთი პრეპარატის გამოყენება,
რომელიც აჩქარებს სიკვდილს
 პასიური ევთანაზია - დამხმარე თერაპიის შეწყვეტა, რაც
იმავე შედეგს იწვევს, მაგრამ სიკვდილი ბუნებრივად დგება
მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
(სსკ-ის 110-ე მუხლი)
 პასიური ნებაყოფლობითი ევთანაზია - დასაშვებია
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით

 პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე


უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე

 აქტიურ ნებაყოფლობით ევთანაზია - დასჯადია


მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
(სსკ-ის 110-ე მუხლი)
 მკვლელობის პრივილეგირებული შემადგენლობა -
განპირობებულია მსხვერპლის მდგომარეობითა და
დამნაშავის სპეციალური მიზნით

 მიზანი - მომაკვდავის ფიზიკური ტკივილიგან


გათავისუფლება

 სპეციალური მიზანი+დაზარალებულის თანხმობა


მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
(სსკ-ის 110-ე მუხლი)

 მომაკვდავი მსხვერპლის ნამდვილი და დაჟინებული ნება


 მსხვერპლი მომაკვდავია
 მსხვერპლის თხოვნა მისი ნამდვილი და დაჟინებული
ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს
 თხოვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, მრავალჯერადი,
გაცნობიერებული მსხვერპლის მხრიდან
 გამიჯვნა სიცოცხლის მოსპობისაგან
მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების
მდგომარეობაში(სსკ-ის 111-ე მუხლი)

 აფექტი - განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი


აღელვების მდგომარეობაში (სსკ-ის 111 მუხლი )
 პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი გარემოებით არის
განპირობებული:
 დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში
(უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი არელვების
მდგომარეობაში)
 მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის ქცევით -
მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება იწვევს დამნაშავის
აფექტს და აქედან გამომდინარე სურვილს, მოკლას
დაზარალებული.
მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების
მდგომარეობაში(სსკ-ის 111-ე მუხლი)

 ფიზიოლოგიური აფექტი - უეცრად აღძრული და


სწრაფად წარმავალი სულიერი განცდა, რომელიც იწვევს
შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას და
გამოსავალს მოქმედებაში პოულობს
 აფექტის მაპროვოცირებელი ქმედებები - მსხვერპლის
მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, მძიმე შეურაცხყოფა,
სხვა მძიმე ამორალური ქმედება, აგრეთვე მსხვერპლის
არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
ქცევით განპირობებული ფსიქიკური ტრამვა
მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი
აღელვების მდგომარეობაში(სსკ-ის 111-ე
მუხლი)

 მართლსაწინააღმდეგო ძალადობა - როგორც ფიზიკური


(ცემა), ისე ფსიქიკური ძალადობას (მუქარა)
 მძიმე შეურაცხყოფა - გამოხატული სიტყვიერად, ფიზიკური
ზემოქმედებით ან სხვა სახით
 სხვა მძიმე ამორალური ქმედება - ღალატი, შვილად აყვანის
საიდუმლოების გახმაურება და ა.შ.
 არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით
განპირობებულ ფსიქიკური ტრავმა - ფსიქიკაზე სისტემატური
ზემოქმედება
მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების
მდგომარეობაში(სსკ-ის 111-ე მუხლი)

 კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ აფექტის წარმოქმნასა


და მის რეალიზაციას შორის არ იყოს დრო გასული.
 აფექტის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის სუბიექტური
შემადგენლობა გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.
 მკვლელობის მოტივს კვალიფიკაციაზე გავლენა არ აქვს - მოტივი
შეიძლება იყოს შურისძიება, სიძულვილი, ეჭვი და ა.შ.
 პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - მკვლელობა ორი
ან მეტი პირის მიმართ. კვალიფიკაციისთვის აუცილებელია,
დადგინდეს, რომ მკვლელობები ჩადენილი იყო ერთდროულად,
ერთ ადგილას და ერთიანი განზრახვით
დედის მიერ ახალშობილის განზრახ
მკვლელობა (სსკ-ის 112 მუხლი)

 დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა - შეზღუდული შერაცხადობის


სპეციალური შემთხვევა

 მკვლელობა მშობიარე ქალის ფსიქოტრავმულ ან ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში


ყოფნის შესაძლებლობით არის განპირობებული, როდესაც თავისი მოქმედების მიმართ
შესუსტებული აქვს კონტროლის უნარი

 ქმედება - მოქმედება (მაგ., გაგუდვა) და უმოქმედობა (მაგ., საკვების არმიცემა). ქმედება


უნდა განხორციელდეს აუცილებლად მშობიარობის პროცესში ან უმალვე მშობიარობის
შემდეგ (ამაში 24 საათიანი ვადა იგულისხმება, თუმცა სასამართლომ შეიძლება უფრო
ხანგრზლივ პერიოდზეც იმსჯელოს)

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა


მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს
გადაცილებით (სსკ-ის 113-ე მუხლი)

 სახეზე გვაქვს აუცილებელი მოგერიების ფარგლების


ექსტენსიური (დროითი ფარგლების) ან ინტენსიური
(მოგერიების ფარგლების) გადაცილება.
 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა - აქტიური
მოქმედება
 პირველ რიგში უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა პირი
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ
განისაზღვროს დაცვის მართლზომიერების ფარგლები
 სუბიექტური შემადგენლობა - არაპირდაპირი განზრახვა
მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი
ზომის გადაცილებით (სსკ-ის 114-ე მუხლი)

 დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის


გადაცილება - ამ ზომის აშკარა შეუსაბამობა შესაპყრობი
პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და
შეპყრობის გარემოებებთან
 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ხასიათდება
ისეთი მოქმედებით, რომელიც აშკარად არ შეესაბამება
დამნაშავის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს,
საშიშროებასა და შეპყრობის გარემოებებს
თვითმკვლელობამდე მიყვანა
(სსკ-ის 115 მუხლი)
 ქმედების ობიექტური შემადგენლობა - მსხვერპლის
თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა მუქარით, სასტიკი
მოპყრობით ან მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით
 მუქარა - სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების,
სამსახურიდან დათხოვნის, რჩენის შეწყვეტის, სახლის დაწვის და ა.
შ.
 მუქარა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალდეჯარდი და მის
ხასიათს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს,
 მუქარა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. იგი დაზარალებულის
მიერ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მისი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესის საწინააღმდეგო
თვითმკვლელობამდე მიყვანა
(სსკ-ის 115 მუხლი)

 სასტიკი მოპყრობა - შეფასებითი ცნებაა. ქმედება, რომელიც


დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ
ტანჯვას აყენებს (ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, ტანჯვა,
უაზრო, მძიმე სამუშაოს შესრულების იძულება). იგი შეიძლება
ატარებდეს სისტემატურ ხასიათს ან ერთჯერად აქტს
 მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირება
- გამუდმებული შეურაცხოფა ოჯახის წევრების ან სხვების
წინაშე, ბინძური სამუშაოების შესრულების იძულება,
სისტემატური დამცირება ფიზიკური ნაკლის გამო და ა.შ.
თვითმკვლელობამდე მიყვანა
(სსკ-ის 115 მუხლი)
 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო
ნიშანი - თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის
არსებობა
 დანაშაული დამთავრებულია მცდელობის ეტაპზევე
 ქმედების შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი -
დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის
თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე
მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით
(სსკ-ის 116-ე მუხლი)
 სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით არის სიცოცხლეზე
დანაშაულებრივი ხელყოფის სახესხვაობა და არა მკვლელობა
 სიცოცხლის მოსპობა შეიძლება განხორციელდეს როგორც
თვითმედოვნების, ისე დაუდევრობის ფორმით
 დამნაშავე ობიექტურად არღვევს წინდახედულების ნორმას
 წინდახედულების ნორმა - დაწერილი ან დაუწერელი სახით
 დაწერილი წინდახედულობა - სამშენებლო უსაფრთხოების წესები,
საგზაო მოძრაობის წესები და ა.შ.
 დაუწერელი წინდახედულობა - ზოგადი ცხოვრებისეული
გამოცდილებიდან დგინდება (მაგალითად, ფანჯრიდან მძიმე საგნების
გადაყრა)
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით
(სსკ-ის 116-ე მუხლი)
 არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობის
გამიჯვნა თვითიმედოვნებით სიცოცხლის მოსპობისაგან
 არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობა -
პირმა შესაძლო, სავარაუდო შედეგი შინაგანად მიიღო.
პირი აცნობიერებს შედეგის დადგომის შესაძლებლობას,
რომელიც მას, მართალია, არ სურს, თუმცა მიუხედავად
ამისა, შინაგანად გულგრილად უდგება ამ ფაქტს და მაინც
აგრძელებს მოქმედებას.

You might also like