You are on page 1of 12

საფრთხის შემქმნელი დელიქტები

(სსკ 127-ე, 128-ე, 129-ე და 130-ე


მუხლები)

იოსებ ვარძელაშვილი

სამართლის დოქტორი,
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის
პროფესორი
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში
ჩაყენება
(სსკ 127-ე მუხლი)

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში


იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა
აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება
(სსკ 127-ე მუხლი)

1. საფრთხეში ჩაგდების მიმართ - პირდაპირი


განზრახვა;

2. სიკვდილის მიმართ - არაპირდაპირი


განზრახვა ან თვითიმედოვნება.
განსაცდელში მიტოვება (სსკ 128-ე მუხლი)
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში
იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა,
მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ
მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და
შეეძლო მისი დახმარება
განსაცდელში მიტოვების ნიშნები:

1. მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე


ზრუნვა;
2. დაზარალებულის დაუხმარებლად მიტოვება;
3. დაზარალებული იმყოფება სიცოცხლისათვის
საშიშ მდგომარეობაში;
4. დაზარალებულს არ შეუძლია თავი დაიცვას;
5. მიმტოვებელს შეუძლია დაზარალებულის
დახმარება.
განსაცდელში მიტოვება
(სსკ 128-ე მუხლი)

1. განსაცდელში მიტოვების მიმართ - პირდაპირი


განზრახვა;

2. სიკვდილის მიმართ - არაპირდაპირი


განზრახვა ან თვითიმედოვნება.
დაუხმარებლობა (სსკ 129-ე მუხლი)
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში
მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად
გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ
დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის
ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის
გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების
შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან
პირისათვის შეუტყობინებლობა
განსაცდელში მიტოვებისა და
დაუხმარებლობის გამიჯვნა
1. განსაცდელში მიტოვების დროს მიმტოვებელს გააჩნია
სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, ხოლო დაუხმარებლობის
დროს ასეთი ვალდებულება არ არსებობს.

2. დაუხმარებლობის დროს პირს შესაძლოა გააჩნდეს


დაზარალებულის სიკვდილის მიმართ პირდაპირი განზრახვა,
ხოლო განსაცდელში მიტოვებისას სიკვდილის მიმართ პირდაპირი
განზრახვა გამორიცხულია;

3. განსაცდელში მიტოვების დროს დაზარალებულის გარდაცვალების


შემთხვევაში კვალიფიკაცია ხდება დამდგარი შედეგის მიხედვით,
ხოლო დაუხმარებლობის დროს კვალიფიკაცია არ იცვლება.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება
(სსკ 130-ე მუხლი)

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში


მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის მუშაკის
მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების
ნიშნები:

1. ავადმყოფი იმყოფება სიცოცხლისათვის


საშიშ მდგომარეობაში;
2. დანაშაულის ამსრულებელი არის მედიცინის
მუშაკი;
3. მედიცინის მუშაკი ავადმყოფს არ უწევს
გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
4. დაუხმარებლობა ხორციელდება არასაპატიო
მიზეზით.
სასამართლო პრაქტიკა
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like