You are on page 1of 21

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება


(სსკ 117-ე მუხლი)

საგანი: სისხლის სამართალი


ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის დახასიათება
 ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს
განეკუთვნება ყველა სახის ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე
ისეთი სპეციფიკური ფორმები, როგორიცაა ცემა და ძალადობა.
 ჯანმრთელობის დაზიანება - ადამიანის სხეულის, მისი
ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან
ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა ანდა პათოლოგიური
მდგომარეობის გამოწვევა.
 ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
გულისხმობს ფიზიკურ ტკივილსაც ყოველგვარი სხეულის
მთლიანობის დარღვევის გარეშე (სსკ-ის 126-ე მუხლი)
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის დახასიათება
 დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული
იყოფა სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე
და მსუბუქი დაზიანება.

 დაზიანების სიმძიმის ხარისხის დადგენა ხდება სპეციალური


სამედიცინო წესებით, ექსპერტიზის გზით და შემდეგ ამას
მოსდევს სამართლებრივი შეფასება.

 ქმედების კვალიფიკაციისთვის სავალდებულოა ექსპერტის


დასკვნა.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის დახასიათება
 ჯანმრთელობის დაზიანებისა და სამედიცინო ჩარევის
ურთიერთმიმართება. პაციენტის ნების ავტონომია
გარანტირებული და დაცულია, რომელსაც ექიმმა
აუცილებლად უნდა სცეს პატივი და დაემორჩილოს მას.

 რელიგიური ტრადიციები (მაგალითად, წინდაცვეთა) და


ჯანმრთელობის დაზიანება. გერმანიის სასამართლო
პრაქტიკა ამ შემთხვევებს ჯანმრთელობის დაზიანებად
მიიჩნევს, თუმცა კიოლნის სასამართლომ დასაშვებად სცნო
მშობლების თანხმობის შემთხვევაში.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის დახასიათება
 ჯანმრთელობის დაზიანებად ჩაითვლება ნებისმიერ
ხელყოფა პირზე, რომელმაც მისი ჯანმრთელობის
გაუარესება გამოიწვია და ქმედების ჩადენამდე პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს.

 საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება დანაშაულად


მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ იგი კანონით დადგენილი
მოვალეობისგან თავის არიდებისკენ არის მიმართული.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის დახასიათება
 ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა იწყება მშობიარობის
პროცესიდან და გრძელდება ფიზიოლოგიურ
სიკვდილამდე.

 ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია როგორც


მოქმედებით, ისე უმოქმედობით.

 დანაშაულად არ ითვლება სხვისი ჯანმრთელობის დაზიანება


კანონით დაშვებული სპორტული შეჯიბრების დროს, გარდა
იმ შემთხვევისა, როცა პირი განზრახ დაუზიანებს სხვა
სპორტსმენს ჯანმრთელობას.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ზოგადი დახასიათება

 ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული


მატერიალურია.

 დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია


შესაბამის ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა
ან კონკრეტული საფრთხის შექმნა და ქმედებასა და შედეგს
შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი
დახასიათება

 სუბიექტური შემადგენლობა - როგორც პირდაპირი ან


არაპირდაპირი განზრახვით, ისე გაუფრთხილებლობით

 პირდაპირი განზრახვა - კონკრეტიზებული, ალტერნატიული და


არაკონკრეტიზებული. ყველა ამ შემთხვევაში ქმედება
კვალიფიცირდება შედეგის მიხედვით.

 ჯანმრთელობის დაზიანების მოტივი და მიზანი მრავალი


შეიძლება იყოს, რომელთაგან მაკვალიფიცირებელი
მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმეს გააჩნია.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

ქმედების შემადგენლობა
 ქმედების ობიექტი - სხვა ადამიანის ჯანმრთელობა

 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა

 შედეგი:

 სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება;

 მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი

ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა,


სახის წარუშლელი დამახინჯება;
 ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა

სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის


მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი
შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

 დანაშაულის მატერიალური შემადგენლობისაა


 ქმედებაში, შედეგში და მათ შორის მიზეზობრივ კავშირში

 სიცოცხლისთვის სახიფათოა ჯანმრთელობის დაზიანება -


ზიანის მიყენების მომენტისთვის საფრთხეს უქმნის ადამიანის
სიცოცხლეს (თავის ტვინის მძიმე დაჟეჟილობა, თავის ქალის
შემღწევი ჭრილობა, კისრის მალების ამოვარდნილობა,
ზურგის ტვინის, გულმკერდის დახურული დაზიანება და სხვა).
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

 დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის,


მეტყველობის ან ორმელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა -
ორგანო შეიძლება ფიზიკურად დაიკარგოს ან ადგილზე იყოს,
მაგრამ არ ფუნქციონირებდეს

 მხედველობის დაკარგვა - სრული დაბრმავება ან მხედველობის


ისეთი დაზიანება, როცა პირი ვერ ამჩნევს ახლომდებარე საგნის
კონტურებს. ცალი თვალით დაბრმავება ითვლება ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებად, რადგან იგი შრომისუნარიანობის
დაკარგვას 1/3-ზე მეტად იწვევს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ.
117)
 სმენის დაკარგვა - სრული სიყრუე ან ისეთი შეუბრუნებელი
მდგომარეობა, როდესაც პირს არ ესმის ყურის ნიჟარიდან
3-5 სმ-ის მანძილზე. ერთ ყურში სმენის დაკარგვა ითვლება
ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმ დაზიანებად.

 მეტყველების დაკარგვა - პირის ისეთი მდგომარეობა,


როდესაც მას არ შეუძლია თავისი აზრი გასაგებად
გადმოცემა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

 სხვა რომელიმე ორგანოდ ჩაითვლება ხელი, ფეხი, მტევნები


ან სხვა. თუ კიდური მოკვეთილია იდაყვის ან მუხლის
სახსრამდე, ითვლება, რომ ეს ორგანო დაკარგულია.

 სხვა შემთხვევაში კი დაკარგულია ორგანოს ნაწილი, თუმცა


ის მაინც ფასდება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად, თუ
შრომისუნარიანობის მყარ დაკარგვას გამოიწვევს 1/3-ზე
მეტად, ან თუ პირს დაეწყო ძლიერი სისხლდენა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ.
117)

 ფსიქიკური ავადმყოფობა - შეიძლება გამოიწვიოს როგორც


ფიზიკურმა (ცემა) ძალადობამ, აევე ფსიქიკურმა (დაშინება)
ზემოქმედებამ.

 ფსიქიკური ავადმყოფობა არ გულისხმობს დროებითი,


მცირედი ხანგრძლივობის ფსიქიკურ აშლილობას. იგი
გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, რომელიც გარკვეულ
მკურნალობას საჭიროებს

 ამ კატეგორიის საქმეზე აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა.


ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ.
117)
 ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ორსულობის შეწყვეტა
გამოიწვია - ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ორსულობის
ხელოვნური შეწყვეტა, ორსულობის ხანგრძლივობის
მიუხედავად.
 გამიჯვნა ამავე მუხლის მეხუთე ნაწილისაგან.
 პირველ ნაწილში იგულისხმება ზოგადად ორსულობის
შეწყვეტა, როგორც შედეგი, ხოლო მეხუთე ნაწილში
საუბარია წინასწარი შეცნობით ორსული ქალის
ჯანმრთელობის დაზიანებაზე, თუნდაც ორსულობის მოშლის
გარეშე
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

 სახის წარუშლელი დამახინჯება - არ არის სიცოცხლისთვის


სახიფათო, მაგრამ იგი ძლიერ მორალურ ტრავმას აყენებს
მსხვერპლს.

 აუცილებელია, რომ დაზიანება იყოს სახეზე, იყოს


წარუშლელი, ანუ ქირურგიული ჩარევა იყოს საჭირო და იგი
ამახინჯებდეს სახეს.

 სამედიცინო ექსპერტიზა წყვეტს პირველ ორ საკითხს,


ხოლო სახის დამახინჯების საკითხს წყვეტს - სასამართლო.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ.
117)
 ჯანმრთელობის სხვა ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა
სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის
მყარ, არანაკლებ 1/3-ით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით
პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
 თუ ერთ-ერთი პირობა მაინც არ არსებობს, ქმედება ამ მუხლით ვერ
დაკვალიფიცირდება.
 შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა გულისხმობს მის სამუდამო ან
120 დღის განმავლობაში აღუდგენლობას, რასაც წყვეტს
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
 პროფესიული შრომისუნარიანობა მთლიანად უნდა იყოს
დაკარგული და არა ნაწილობრივ, დამნაშავის წინასწარი შეცნობით.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის


მოსპობა გამოიწვია.
 ამ შემთხვევაში ძირითადი შედეგი (ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება) გამოწვეულია განზრახ, ხოლო თანამდევი
შედეგი (სიკვდილი) დგება გაუფრთხილებლობით.
 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება უნდა იყოს სასიკვდილო
შედეგის დადგომის აუცილებელი პირობა (მიზეზობრივი
კავშირი) და უნდა არსებობდეს საფრთხესა და დამდგარ
შედეგს შორის სპეციფიკური კავშირი (ობიექტური
შერაცხვა).
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ.
117)
დამამძიმებელი გარემოებები:

 მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ


საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით;
 მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
 ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს
სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
 სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების
მიზნით;
 ოჯახის წევრის მიმართ.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ.
117)
 დამამძიმებელი გარემოებები:
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან
უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
 ხულიგნური ქვენა გრძნობით;
 რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური
შეუწყნარებლობის გამო;
 გენდერის ნიშნით;
 ჯგუფურად.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მ. 117)

დამამძიმებელი გარემოებები:
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 განსაკუთრებული სისასტიკით;
 ანგარებით ან შეკვეთით;
 მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის
გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
 არაერთგზის (გარდა სსკ-ის 110-ე–114-ე მუხლებით
გათვალისწინებული მკვლელობებისა);
 იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან
109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა.

You might also like