You are on page 1of 2

ურთიერთობანი სამედიცინო პერსონალს, პაციენტს, მის ახლობლებსა და სამედიცინო

ტექნოლოგიებს შორის რთულ სოციალურ დაძაბულობას ქმნის, რომლის საშუალებითაც


რეალიზდება ინდივიდუალური, ჯგუფური და სახელმწიფო ინტერესები , რომლებიც
ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთანაა დაკავშირებული.

არსებობს ასეთი პრინციპი „არ ავნო“. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრინციპი ანტიკური
მედიცინიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო სამედიცინო პერსონალის მოქმედების
განმსაზღვრელი.

ჩვეულებრივ, გამოყოფენ „ვნების“ შემდეგ ძირითად სახეებს: ზიანი, რომელიც


გამოწვეულია ბოროტი განზრახვით, ანგარების მიზნით; ზიანი, რომელიც გამოწვეულია
მოცემულ სიტუაციაში ობიექტური აუცილებლობით; ზიანი, რომელიც გამოწვეულია ექიმის
უმოქმედობით, პაციენტის დახმარებაზე უარის თქმით.

მაშინ, როდესაც ლაპარაკია ექიმის მორალურ პასუხისმგებლობაზე იმ ზიანის გამო ,


რომელიც მან ავადმყოფს თავისი დაუდევარი მოქმდებებით მიაყენა , ამ შემთხვევაში
იგულისხმება კვალიფიციური ექიმი, რომელსაც შეეძლო დახმარება გაეწია
ავადმყოფისათვის.

რაც შეეხება, ბოროტი განზრახვით გამოწვეულ ზიანს, მისი ეთიკური ეთიკური რეგულირება
ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს სამართლებრივ
პასუხისმგებლობასთან.

იმისათვის, რომ ობიექტური ზიანის ცნება გავიაზროთ, სიტუაციას უნდა შევხედოთ არა
ექიმის, არამედ პაციენტის მხრიდან. დაფიქსირდება ზიანის რამდენიმე სახე : პაციენტის
ვიზიტი ექიმთან დროის ხარჯვას და ხშირ შემთხვევაში ფულად დანახარჯებს გულისხმობს .
ექიმი ავადმყოფს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, ზიანი იზრდება, როდესაც ავადმყოფის
ჰოსპიტალიზაცია ხდება. ზიანის მომტანია, როგორც მცდარი, ისე სწორი პროგნოზი
პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზიანის მომტანია ისიც, როდესაც ექიმი სამედიცინო
ინფორმაციას პაციენტის შესახებ მესამე პირებს ატყობინებს. ზიანის შემდეგი ფორმა არის
ისეთი პროცედურების შესრულება, რომლის დროსაც პაციენტი ფიზიკურ ტანჯვას განიცდის .
ბოლოს, ეს არის ზიანი, რომელიც გამოწვეულია ექიმის უმოქმედობით. უმეტეს შემთხვევაში ,
ეს ექიმის მხრიდან თავის პროფესიულ მოვალეობაზე უარის თქმაა .

არსებობს „გარდაუვალი ზიანი“, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია . ეს


გულისხმობს, რომ ზიანი არ უნდა აჭარბებდეს იმ სიკეთეს, რომელსაც პაციენტი სამედიცინო
ჩარევების დროს იღებს.

ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, ეთიკის ძირითადი ცნება არის სიკეთე და


ქველმოქმედება.

პრინციპი „აკეთე სიკეთე“ ისეთი ნორმაა, რომელიც პოზიტიურ მოქმედებებს , ქცევებს


მოითხოვს. რაც შეეხება ქველმოქმედებას, ის ორგვარია: უანგარო და ანგარებიანი .
უანგაროა სიკეთე, რომელსაც ადამიანი ეწევა ყოველგვარი მოგების, ინტერესის გარეშე .
ანგარებაა ისეთი ქველმოქმედება, რომელსაც ადამიანი მომავალში მოგების მიზნით სჩადის .

კეთილი ადამიანის ცნება არ შეიძლება ისე გავიგოთ, თითქოს ის ყოველთვის სხვაზე უნდა
ზრუნავდეს და საკუთარი „მე“ დაივიწყოს. ყოველი ადამიანი შეზღუდულია საკუთარი „მე “-თი .
რაც უფრო უკეთ იზრუნებს ადამიანი თავის თავზე, მით უკეთ შესძლებს სხვათა დახმარებას .
ზოგჯერ პრინციპი „აკეთე სიკეთე“ გაგებულია, როგორც მორალური იდეალი და არა
მორალური ვალდებულება. უტილიტარისტები სიკეთეს სარგებლიანობის უშუალო შედეგად
მიიჩნევენ

You might also like