You are on page 1of 26

თემა 2.

რისკის არსი და კლასიფიკაცია

საშიში მოვლენები ხასიათდება მათი დადგომის ალბათობის მაღალი


ხარისხით. ამიტომ, ადამიანები, უკავშირებენ, რა ცხოვრების ამა თუ იმ
მდგომარეობას მომავალში დასაშვებ საფრთხეს, ათვითცნობიერებენ მის დადგომას,
არიან რისკის ქვეშ. შემთხვევითი და საშიში მოვლენები მათ მიერ მიყენებული
ზიანის ხარისხის მიხედვით განსხვავდება საფრთხეების მოცულობითი, მასშტაბითი
და მოხდენის დროის მიხედვით. საშიში მოვლენებისა და შემთხვევების ვარაუდისას
პრაქტიკულად შეუძლებელია განისაზღვროს ზიანის მიყენების ხარისხი და
ზარალის მოცულობა. საფრთხეები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და მასშტაბური,
რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შეუვსებელი მატერიალური ზარალი, მცირე
ზარალი ან საერთოდ არ წარმოქმნას ზარალი. მაგ. მოვლენა - მიწისძვრა. ბუნებაში
ასეთი მოვლენა არის ძლიერი, რომელიც იწვევს შეუქცევად დამანგრეველ პროცესებს.
მიწისძვრა შეიძლება იყოს სუსტი, უმნიშვნელო სიძლიერის, რომელსაც მოჰყვება
მცირე, ადვილად აღმოსაფხვრელი დანაკარგები. ასეთი წინასწარ
გაუთვალისწინებელი დანაკარგები შეიძლება გამოიწვიოს სხვა მოვლენებმაც:
ხანძარი, ცუნამი, წყალდიდობა. საშიშმა მოვლენებმა ადამიანთა ცხოვრებაში
შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. ამ
ვითარების გათვალისწინებით ზემოჩამოთვლილი შემთხვევები და მოვლენები
ადამიანებში იწვევენ შიშს იმ გააზრების საფუძველზე, რომ მსგავსი მოვლენები
შეიძლება დადგეს მათ ცხოვრებაშიც და განიცადონ დიდი ზარალი. ეს მიუთითების
იმაზე, რომ ისინი მუდმივად იმყოფებიან საშიში მოვლენების დადგომის რისკის
მდგომარეობაში. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ადამიანებმა თვითონ
შექმნეს მექანიზმი, რომელიც მოახდენს მიყენებული ზარალის კომპენსაციას.
ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში არსებული
წინააღმდეგობები, როგორც დაზღვევის ევოლუციის მიზეზი

ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში არსებული წინააღმდეგობები


წინააღმდეგობა ადამიანსა წინააღმდეგობა ადამიანსა წინააღმდეგობა
და ბუნებას შორის და საზოგადოებას შორის დაკავშირებული თვით
ადამიანთან

სტიქიური უბედურებები, მესამე პირის ტრავმები, ავადმყოფობა,


სხვადასხვა ტექნოგენური მართლსაწინააღმდეგო ინვალიდობა,
მოვლენები ქმედებები, სამეცნიერო– გარდაცვალება
ტექნიკური პროგრესი

1. მოსალოდნელი მოვლენებისა და მათი შედეგების საფრთხე


2. მცდელობა თავი დააღწიო ამ მოვლენებისაგან ან გამოასწორო მიღებული შედეგი
3. მიღებული ზარალია ანაზღაურების სურვილი

მატერიალური დაცვის სისტემის შექმნის აუცილებლობა

დაზღვევის რეზერვების და ფონდების შექმნა

ფორმირების ფორმები

ფულადი
ნატურალური და
ნატურალური და ფულადი ფორმა ფორმა
ფულადი ფორმა
„რისკი“ და „განუსაზღვრელობა“ ცნებების შედარება - არსებობს ამ ორი ცნების
სხვადასხა განმარტება. ლექსიკონში „დაზღვევა და რისკების მართვა“ – (ვასილევ ნ.მ.
კლეინერ გ.ბ) - წერს: 1) რისკი არის შესაძლო საშიშროება; 2) არახელსაყრელი
შემთხვევებისას მისაღები წარუმატებლობის სიტუაციური მახასიათებელი; 3) ზიანის
ან ზარალის წარმოქმნის შესაძლებლობა ან ალბათობა; 4) დაზღვეული ინტერესი; 5)
ქონება ან პიროვნება, რომელიც შეიძლება დაზიანდეს; 6) მზღვეველის
განუსაზღვრელობა პრეტენზიებზე საბოლოო გადასახდელი თანხის დასადგენად, ან
გადახდების დროის დასადგენად.
„განუსაზღვრელობა“ ს.ი. აბრამოვის მიერ აიხსნება ასე: განუსაზღვრელობა
არის იმ პირობების შესახებ არასრული და არაზუსტი ინფორმაციის არსებობა,
რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული გეგმური გადაწყვეტილებების
შესრულებასთან, რომლის დროსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს დანაკარგებს,
ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი მოგების მიღებასაც.
ს.ვ. ერმასოვის განმარტებით რისკი - არის გაზომვადი განუსაზღვრელობა ან
ალბათური განსაზღვრულობა, შემთხვევითი სიდიდის ცნობილი განაწილება
მოდელირებული რისკული სიტუაციით. „რისკი“ - გამოიყენება განუსაზღვრელობის
იდენტიფიკაციისას, განსაზღვრულობის ნაკლოვანებების აღსანიშნავად, ე.ი.
„განუსაზღვრელობა“ - არის მოსალოდნელი საფრთხეების განსაზღვრულობის არ
არსებობა.
რისკის სიცოცხლის ციკლი: თავისი განვითარების პროცესში რისკი გადის
რამოდენიმე სტადიას:

I II III
სარისკო მოქმედება შედეგი (+ ან -)
სიტუაცია

პირველ სტადიაზე ხდება სარისკო სიტუაციის ჩამოყალიბება. ამ დროს


საჭიროა სასურველი შედეგის მისაღებად მიმდინარე სიტუაციის დაგეგმვა და
ანალიზი. შეიძლება ვარაუდი, რომ ამ ეტაპზე ყალიბდება იდეების ღირებულებების
რისკი, აზრების პერსპექტივა. სწორედ ამ დროს აუცილებელია სწორი პასუხი გაეცეს
ჩაფიქრებული საინვესტიციო იდეის რეალიზაციის მიზანშეწონილობას. ეს სტადია
არის ყველაზე საპასუხისმგებლო რისკების მართვაში, რადგან აქ განისაზღვრება
რისკის ხარისხის პერსპექტივა.
მეორე სტადიაზე უკვე არსებობს ფაქტიური რისკი. აქ საჭიროა სიტუაციის
კონტროლირება, აუცილებლობის შემთხვევაში კი მისი მართვა. ეს სტადია არის
იდეების და მოქმედებების განხორციელების საფუძველი: აქ ძირითადად პრაქტიკაში
იყენებენ იმას, რაც ჩაფიქრებული იქნება პირველ სტადიაზე.
მესამე სტადია არის შეჯამების სტადია, რომელიც ასახავს კომპლექსური
მოქმედებების შედეგს პირველ ორ სტადიაზე. ამ სტადიაზე რისკი წყვეტს თავის
არსებობას, ამავე დროს შესაძლებელი ხდება ყველა სიტუაციის ფართო ანალიზის
ჩატარება, რათა მოხდეს მსგავს სარისკო სიტუაციებში მომავალში დაგეგმვის
მეთოდებისა და რისკების მართვის სრულყოფა, გათვალისწინებული იქნას რისკის
სიცოცხლის მთელის ციკლი უკეთესი შედეგის მისაღებად.
სამივე სტადია აყალიბებს რისკის სრულ ციკლს, ხოლო მისი შედეგი საშუალებას
იძლევა განისაზღვროს რისკის ხარისხი.
„განუსაზღვრელობის“ კლასიფიკაცია -მოვლენათა მოხდენის ალბათური
ხასიათიდან გამომდინარე „განუსაზღვრელობა“ შეიძლება დაიყოს სამ სახედ: სრული
განუსაზღვრელობა, სრული განსაზღვრულობა; ნაწილობრივ განუსაზღვრელობა.
სრული „განუსაზღვრელობა“ ხასიათდება მოვლენის დადგომის ნულთან
მიახლოებული პროგნოზირებით, რომელიც მათემატიკურად ასე გამოისახება:

,=0, სადაც t -არის დრო


სრული „განსაზღვრულობა“ - ეს არის აბსტრაქტული ცნება, როდესაც მოვლენების
დადგომის ალბათობა არის 100%. სრულ „განსაზღვრულობას“ შეესაბამება მოვლენის
პროგნოზირება ერთთან ახლოს:

=1 სადაც t tk
tk– არის მოვლენის პროგნოზირების საბოლოო დრო.
ნაწილობრივი „განუსაზღვრელობა“ შეესაბამება ისეთ მოვლენებს, რომელთა
დადგომის ალბათობა მოთავსებულია (0-დან 1-მდე), და განისაზღვრება უტოლობით

„განუსაზღვრელობა“ წარმოქმნის ფაქტორების მიხედვით იყოფა: პოლიტიკური,


ეკონომიკური (კომერციული), სოციალური და მათ შორის არსებული
მოდიფიცირებული.
ეკონომიკური „განუსაზღვრელობა“ გამოწვეულია ეკონომიკაში არახელსაყრელი
ცვლილებებით. მას მიეკუთვნება: ბაზრის მოთხოვნა, ფასების სუსტი
პროგნოზირების, საბაზრო მიწოდების განუსაზღვრელობა, კონკურენტების შესახებ
ინფორმაციის არასაკმარისობა.
პოლიტიკური განუსაზღვრელობა განპირობებულია პოლიტიკური მდგომარეობის
ცვლილებით, რომელიც გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობაზე.
სოციალური განუსაზღვრელობა გამოწვეულია დემოგრაფიული სიტუაციის
ცვლილებით, მომხმარებლის უპირატესობებით და მორალური განწყობით, რაც
გავლენას ახდენს საინვესტიციო საქმიანობაზე.
განუსაზღვრელობის ეს სახეები დაკავშირებულია ერთმანეთთან და პრაქტიკაში
ხშირად ძნელია მათი განცალკევებით დანახვა.
ბუნებრივი განუსაზღვრელობა არის ფაქტორთა ისეთი ერთობლიობა, რომელთა
შორის არის: კლიმატური, გეოლოგიური, და სხვა.
გარემოს განუსაზღვრელობა - საწარმოს ეკონომიკური ანალიზის დროს განიხილება
ბიზნესის შიდა და გარე გარემო. შიდა გარემო მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც
განპირობებულია საწარმოსა და მისი კონტრაგენტების საქმიანობით. გარე
ფაქტორები, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ საწარმოს
საქმიანობასთან და აქვთ უფრო ფართო სოციალური, დემოგრაფიული, პოლიტიკური
და სხვა ხასიათი.
განუსაზღვრელობის განსაკუთრებული სახეა კონფლიქტური სიტუაციები, რომელთა
გამომწვევი ფაქტორებია იმ პირთა სტრატეგია და ტაქტიკა, რომლებიც
მონაწილეობენ ამა თუ იმ კონკურსში, კონკურენტების ქმედებები, ოლიგოპოლიების
საფასო პოლიტიკა და სხვა.
წარმოქნის დროის მიხედვით განუსაზღვრელობა იყოფა: რეტროსპექტული,
მიმდინარე და პერსპექტიული. მისაღები გადაწყვეტილებების ეკონომიკური
ეფექტიანობის შეფასებისას დროის ფაქტორის გათვალისწინების აუცილებლობა
განპირობებულია იმით, რომ როგორც დადებითი ეფექტი, ასევე ხარჯები შეიძლება
განაწილდეს დროში, ხოლო ერთნაირი სიდიდის ხარჯები, დროში
სხვადასხვაგვარად განაწილებული უზრუნველყოფენ არაერთგვაროვან შედეგს.

რისკის ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები

რისკის არსი ვლინდება მის მთავარ ფუნქციებში:


ა)რეგულირების ფუნქცია-ასტიმულირებს საქმიანობას, შეიძლება იყოს
კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული რისკი. კონსტრუქტიული ასპექტი
ვლინდება იმაში, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ასრულებს
კატალიზატორის როლს, განსაკუთრებით ინოვაციური საინვესტიციო
გადაწყვეტილებების მიღებისას. მეორე ასპექტი გამოიხატება იმაში, რომ
დაუსაბუთებული რისკის პირობებში გადაწყვეტილებების მიღება იწვევს
ავანტიურიზმს.
ბ)დაცვის ფუნქციას ასევე აქვს ორი ასპექტი: ისტორიულ-გენეტიკური და
სოციალურ- სამართლებრივი. პირველის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები
მუდმივად სტიქიურად ეძებენ არასასურველი შემთხვევებისაგან შესაძლო ზარალის
მიღებისაგან დაცვის ფორმებსა და საშუალებებს. პრაქტიკაში ეს რეალიზდება
დაზღვევის რეზერვების შექმნით. მეორე ასპექტის არსი ვლინდება სამეურნეო,
შრომითი, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში რისკის კატეგორიის
მართლზომიერებაში.
ასევე, შეიძლება გამოიყოს რისკის ფაკუტატურული ფუნქცია, ისეთი როგორიცაა:
კომპენსირების და სოციალურ–ეკონომიკური. კომპენსირების ფუნქცია იძლევა
კომპენსირების ეფექტს, ანუ მოვლენების ხელსაყრელად განვითარების შემთხვევაში
დაგეგმილზე მეტი მოგების მიღება. რისკის სოციალურ– ეკონომიკური ფუნქცია
მდგომარეობს იმაში, რომ საბაზრო საქმიანობის პროცესში რისკი და კონკურენცია
საშუალებას იძლევა გამოიყოს საზოგადოების კლასებში ეფექტიანი მესაკუთრეების
სოციალურ ჯგუფები, ხოლო ეკონომიკაში–საქმიანობის დარგი, რომლებშიც რისკი
არის მისაღები. სახელმწიფოს ჩარევა რისკიან სიტუაციებში ბაზარზე (გრანტები,
საფინანსო–საკრედიტო სფეროში) ზღუდავს რისკის სოციალურ–ეკონომიკურ
ფუნქციას. სოციალური კუთხით ეს ამახინჯებს ბაზრის ყველა მონაწილის
თანასწორობის პრინციპს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის დარგთა
დისბალანსი.

რისკის ძირითადი თვისებები


რისკის არსი და თვისებები აყალიბებს მის თვისებებს, როგორიცაა–
წინააღმდეგობრიობა, ალტერნატიულობა, საყოველთაოობა, განუსხვავებლობა,
მრავავალფაქტორიანობა, სიტუაციურობა.
რისკის წინააღმდეგობრიობა ვლინდება იმაში, რომ ერთის მხრივ, რისკს აქვს
მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები, რაც გამოიხატება ტექნიკური პროგრესის
დაჩქარებაში. მეორეს მხრივ, რისკი იწვევს ავანტიურიზმს, სუბიექტივიზმს, აჩენს ამა
თუ იმ სოციალურ-ეკონომიკურ და მორალურ ხარჯებს, თუ რისკის არსებობისას
მასზე არასრული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილება მიიღება მოვლენების
განვითარების ობიექტური კანონზომიერებების გათვალისწინების გარეშე.
რისკის ალტერნატიულობა ვარაუდობს გადაწყვეტილებათა ორი ან მეტი შესაძლო
ვარიანტების არჩევის აუცილებლობას. არჩევის შესაძლებლობა ხსნის რისკის
საკითხს იქ, სადაც არის არჩევანი, არ წარმოიქმნება სარისკო სიტუაცია და
შესაბამისად არ არის რისკი.
განუსხვავებულობა გამოწვეულია იმით, რომ რისკმა შეიძლება დააზარალოს ის
ადამიანებიც და ორგანიზაციაც, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ არასასურველი
მოვლენის განვითარების წინააღმდეგ.
რისკების საყოველთაობა ვლინდება იმაში, რომ ის არის არა მხოლოდ მენეჯერის
გააზრებული საქმიანობის შედეგი, არამედ ეკონომიკური სისტემის არსებობის
აუცილებელი პირობა.
რისკის ფაქტორიანობა გამოიხატება იმაში, რომ საქმის წარმატება, ფინანსურად
კარგი მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული რისკის ფაქტორებზე, რომელსაც
ადგილი აქვს ორგანიზაციის, როგორც შიგნით, ასევე გარეთ.
სიტუაციურობა დაზღვევაში დაკავშირებულია რისკის სიტუაციის გამოყოფასთან,
რომელიც ახასიათებს დაზღვევის ობიექტის ბუნებრივ მდგომარეობას. მაგ. ხორბლის
საწყობში ტემპერატურის რეჟიმი: ტემპერატურის აწევისას შეიძლება განადგურდეს
ხორბალი. ასეთივე სიტუაციაა დამახასიათებელი „საშიში“ ტვირთებს გადატანისას.

რისკის განმსაზღვრელი მახასიათებლები-- რისკი როგორც რთული ეკონომიკური


კატეგორია, რომელიც არც თუ იშვიათად არის დაკავშირებული საინვესტიციო
საქმიანობის განხორციელებასთან ფლობს რიგ განმსაზღვრელ თვისებებს.
ძირითადად გამოიყოფა შემდეგი მახასიათებლები:
1.შესაძლებლობათა შემთხვევითობა-რისკის ეს მახასიათებელი დაკავშირებულია
ალბათობის თეორიის პრაქტიკულ გამოვლინებასთან, როდესაც მოსალოდნელი
შესაძლებლობების პროგნოზირება ხდება ალბათობის ხარისხით, ამიტომ ყველა
შესაძლებლობას შეიძლება ჰქონდეს სხვადსხვა ალბათობები;
2. უარყოფითი, ნეიტრალური და დადებითი შედეგების განაწილების ალბათობა:
რისკის ეს მახასიათებელი ვლინდება, იმაში, რომ სარისკო მოვლენას შეუძლია
გამოწვიოს სამი სხვადსხვა შედეგი;
3. მოსალოდნელი ზარალის მიუღებლობა გულისხმობს, რომ ზარალი, როგორიც არ
უნდა იყოს მიუღებელია. ამიტომ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება,
მისგან თავის ასარიდებლად.
4. რისკის გამოვლენის ობიექტურობა-რისკს ადგილი აქვს ყველა საქმიანობაში.
რისკის გამოვლენის ობიექტური ბუნება რჩება უცვლელი ბუნების ფიზიკური
ძალების და საბაზრო კონკურენციის მოქმედების პირობებში. განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს არაეფექტიან რეგულირებას და
მონოპოლიას;
5. რისკის არჩევის სუბიექტურობა-მიუხედავად იმისა, რომ რისკის გამოვლინებას
აქვს ობიექტური ბუნება, მისი ძირითადი მაჩვენებელი „რისკის დონე’’ ატარებს
სუბიექტურ ხასიათს. რისკის შეფასების სუბიექტურობა განპირობებულია მართვის
ინფორმაციის უტყუარობის სხვადსხვა დონით, პროფესიული გამოცდილებით,
მენეჯერების კვალიფიკაციით და სხვა ფაქტორებით;
6. ინფორმაციის არასაკმარისობა--რისკის ეს მახასიათებელი რისკს განასხვავებს
განუსაზღვრელობისაგან, ანუ იგი დაკავშირებულია რისკის არასრულ
განსაზღვრებასთან, როდესაც ხდება მისი იდენტიფიცირება. იდენტიფიცირების
პროცესი ახდენს განუსაზღვრელობის ტრანსფორმირებას რისკში;
7. მოქმედების შედეგების შეუქცევადობა- ეს მახასიათებელი ერთის მხრივ
დაკავშირებულია იმასთან, რომ რისკის მოქმედების შედეგი მიიღება მაშინ,
როდესაც იგი უკვე ტრანსფორმირებულია კონკრეტულ ზარალში, უკვე გვიანია
გამაფრთხილებელი ღონისძიების ჩატარება, რადგან მას აზრი აქვს რისკის
რეალიზაციამდე. მეორეს მხრივ, რადგან გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური
ცვლილებების უმრავლესობა მიეკუთვნება შეუქცევად პროცესებს, რისკების
რაოდენობას საზოგადოებაში აქვს ზრდის ტენდენცია;
8. რისკისაგან ხანგრძლივი თავის არიდება-ეს მახასიათებელი დაკავშირებულია
რისკისაგან თავის არიდების მოკლევადიან ეფექტიანობასთან, როგორც მეთოდი
რისკის მართვისა დროებით საგარეო პირობების სტაბილურობის დროს. დროთა
განმავლობაში რისკების მართვის ამ მეთოდმა შეიძლება მიგვიყვანოს დიდ
დანაკარგთან. მაგ. როდესაც უარს ამბობ მაღალშემოსავლიან და სარისკო
ოპერაციების განხორციელებაზე. განსაკუთრებით ინოვაციების განხორციელებისას.
უფრო მეტიც, რისკი, რომლისგანაც საწარმომ თავი შეიკავა, რამოდენიმე ხნის შემდეგ
ბრუნდება უფრო საშიში ფორმით და უფრო დამანგრეველი ძალით. ეს
განსაკუთრებით დამახასიათებელია ბუნების მასობრივ რისკებთან.
9. რისკის მზარდი მასშტაბები გულისხმობს, რომ ეკონომიკური საქმიანობის
მასშტაბების ზრდა იწვევს კავშირების და ურთიერთობების რაოდენობრივ და
ხარისხობრივ ცვლილებებს, რომლებსაც ცალკეული ინდივიდები, სოციალური
ჯგუფები და მთლიანად მოსახლეობა ვერ ერგება, ამიტომ იზრდება ეკონომიკური
და სოციალური დეგრადაციის რისკი;
10. პროცესის უწონასწორობის ალბათობის საზომი-რისკის ეს მახასიათებელი
უჩვენებს, რომ მეწარმეობა არღვევს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის
წონასწორულ მდგომარეობას, მიჰყავს სისტემა უწონასწორობისაკენ, წონასწორობის
ახალი დონის ფორმირებისაკენ. რისკების განვითარების სხვადასხვა
სცენარებისათვის ადგილი აქვს სხვადასხვა ალბათობას, რაც ყველაზე მეტად
დამახასიათებელია საინვესტიციო საქმიანობის რისკებთან;
11.მოსალოდნელი ზარალის ან შემოსავლის მრავალვარიანტულობა და
ალტერნატიულობა- რისკის ეს მახასიათებელი დაკავშირებულია წმინდა და
სპეკულაციური რისკების რთულ უთიერთკავშირთან.განსაკუთრებით ფინანსურ და
კომერციული რისკების შემთხვევაში, დაკავშირებული საინვესტიციო
საქმიანობასთან, რომლებიც გვავალებს მრავალი ალტერნატიული ვარიანტიდან
ავირჩიოთ ორი ან რამოდენიმე;
12.ნეგატიური და პოზიტიური შედეგების წინააღმდეგობრიობა--რისკის ეს
მახასიათებელი ვლინდება იმაში, რომ ერთის მხრივ, რისკი ახდენს პოზიტიურ
გავლენას საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ
განვითარებაზე. მეორეს მხრივ, რისკი იწვევს ავანტიურიზმს, სუბიექტივიზმს,
ამუხრუჭებს სოციალურ-ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, აჩენს
სხვადსხვა სახის დამატებით ხარჯებს;
დაზღვევის რისკების სიდიდის შეფასებისათვის ქონების დაზღვევის
ხელშეკრულებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქონების ღირებულება, რადგან
მასზეა დამოკიდებული შესაძლო ზარალის სიდიდე და შესაბამისად მზღვეველის
პასუხისმგებლობის მოცულობა. დაზღვევის კანონი ითვალისწინებს, რომ
ხელშეკრულების გაფორმებისას მზღვეველს აქვს უფლება დაათვალიეროს
დასაზღვევი ქონება, ხოლო თუ აუცილებელია დანიშნოს ექსპერტიზა. პირადი
დაზღვევის ხელშეკრულებაში, როგორც წესი ივარაუდება, წინასწარ დადგენილი
ფიქსირებული თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, პირად დაზღვევაში
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, არა რაიმე ღირებულებას, არამედ დამზღვევის
ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რისკი, რომლის გამოც გაფორმდა ხელშეკრულება მხარეებს შორის,
ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეიძლება შეიცვალოს. გამომდინარე აქედან,
დამზღვევი ან სარგებლის მიმღები ვალდებულია მზღვეველს შეატყობინოს მათთვის
ცნობილი ცვლილებები იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც მიაწოდა
ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ
ცვლილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენს სადაზღვევო რისკზე. შესაბამისად
მზღვეველს, რომლისთვისაც ცნობილია სადაზღვევო რისკის გადიდების შესახებ
უფლება აქვს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები და დამზღვევს მოთხოვოს
დამატებითი დაზღვევის პრემია. რომელიც შეთანაზომებულია გადიდებულ
რისკთან. ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს დამზღვევთან შეთანხმებით,
წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველს აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების
შეწყვეტა.
რისკის საერთო კლასიფიკაცია--ცხოვრებაში წარმოქმნილი მრავალნაირი
სიტუაციები და პრობლემები დღის წესრიგში აყენებს იმის აუცილებლობას, რომ
განუსაზღვრელობას ყოველ წყაროს მიენიჭოს რისკის კონკრეტული სახე.
განუსაზღვრელობის დეტალიზაცია იწვევს დიდი რაოდენობის რისკების თავმოყრას.
ამავე დროს რისკები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და ეს ართულებს მათ
კლასიფიკაციას.
რისკების კლასიფიკაცია დამოკიდებულია მათი შერჩევის თვალსაზრისზე და
ამა თუ იმ ხარისხით ასახავს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებას რისკის
შესახებ. არსებობს რისკების კლასიფიკაციის შემდეგი პრინციპები:
- რისკების კლასიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ მიზნებს. ნიშნები,
რომლითაც დაჯგუფდება რისკები, უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს
რომლებიც დაკავშირებულია კლასიფიკაციის მიზანთან. ასეთი მიზანს შეიძლება
წარმოადგენდეს: სადაზღვევო მომსახურების ნომენკლატურის
ფორმირება ,რისკებისგან დაცვის მეთოდების შერჩევა, სპეკულაციური
შესაძლებლობების ანალიზი, რისკების ბუნების შესწავლა, მიღებული შედეგებისგან
იურიდიული დაცვა.
კლასიფიკაცია უნდა მოხდეს სისტემური მიდგომის პოზიციიდან, რაც გულისხმობს
რომ რისკების ერთ ჯგუფში არ უნდა ერთიანდებოდეს სხვადასვა დონის რისკები.
ერთი ჯგუფის რისკულ სიტუაციებს უნდა ჰქონდეს ერთნაირი დეტალიზაცია და
პასუხობდეს კლასიფიკაციის მიზნებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ერთი და იმავე რისკიანი სიტუაცია შეიძლება შეიცავდეს
სხვადასხვა რისკებს, საჭიროა განვასხვავოთ განუსაზღვრელობისა და რისკის
სიტუაციები. მაგალითად ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სასესხო
საშუალებებით, რომლებიც მიიღო ბანკთა შორისი კრედიტით, შეიძლება ატარებდეს
ერთდროულად სავალუტო რისკს, საკურსო რისკს, საპროცენტო რისკს, ხელიდან
გაშვებული სარგებლის რისკს, ლიკვიდურობის რისკს, გაკოტრების რისკს.
რისკის არსის განხილვისას მიზანშეწონილია გამოიყოს ისეთი მახასიათებლები
როგორიცაა: ობიექტი -რისკის მატარებელი; სუბიექტი-რისკის მიმღები.
რისკის კლასიფიკაციის კრიტერიუმები - რისკები შეიძლება კლასიფიცირდებოდეს
შემდეგი ნიშნების საფუძველზე:
1) წარმოშობის დროის მიხედვით- რეტროსპექტული, მიმდინარე და პერსპექტიული.
2) რისკის გამოვლენის დონის მიხედვით -დაბალი, გაზომვადი და სრული. რისკის
დონის ქვეშ იგულისხმება სარისკო სიტუაციის დადგომის ალბათობა.
3) რისკის წარმოშობის წყაროს მიხედვით- სამეურნეო, რომელიც დაკავშირებულია
ხელმძღვანელის პიროვნებასთან, ასევე განპირობებული პოლიტიკური,
ეკონომიკური ან ბუნებრივი ფაქტორებით.
4) წარმოქმნის საფუძვლის მიხედვით რისკები შეიძლება წარმოიქმნას
განუსაზღვრელი მომავლით, ცალკეული სუბიექტების ქცევის
გაუთვალისწინებლობით, ინფორმაციის უკმარისობით ან უტყუარობის ნიშნების
ნაკლებობით.
5) გადაწყვეტილების მიღების დონის მიხედვით არის გლობალური და ლოკალური
რისკები.
6) დროში ხანგრძლივობას თვალსაზრისით რისკი შეიძლება იყოს მუდმივი, ე.ი.
უწყვეტად არსებული, რომელიც იცვლის მხოლოდ თავის დონეს კონკრეტული
სიტუაციის ცვალებადობასთან დამოკიბდებულობით და მოკვლევადიანი, რომელიც
აღიძვრება და არსებობს მოკლე პერიოდის განმავლობაში.
7) ფინანსური დანაკარგების მიხედვით რისკები არსებობს: დასაშვები, კრიტიკული
და კატასტროფული.
8) წარმოქმნის სფეროს მიხედვით: შიდა და გარე რისკები. გარე რისკების წარმოქმნა
დაკავშირებულია გარე გარემოსთან, რომელზეც სამეურნეო სუბიექტებს არ
შეუძლიათ მოახდინონ ზემოქმედება. ასეთი რისკები შეიძლება მხოლოდ დავინახოთ
და გავითვალისწინოთ ჩვენს საქმიანობაში.
შიდა რისკები - დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობაზე, ე.ი.
წყარო არის თვით სუბიექტი. ასეთი რისკები შეიძლება გამოწვეული იქნას
არაკვალიფიციური ხელმძღვანელის გამო, აქტივების არაეფექტური სტრუქტურით,
არასტაბილური ფინანსური მდგომარეობითი და სხვა ანალგიური ფაქტორებით.
შიდა რისკები შეიძლება აღმოფხვრილი იქნას მათი ეფექტური მართვით, ე.ი.
სამეწარმეო საქმიანობის რისკების დონის შემცირება მიიღწევა შიდა რისკების
შემცირებით.
9) რისკების წინაწარი ხედვის შესაძლებლობის მიხედვით რისკები იყოფა:
პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი.
10) წარმოშობის მიზეზების მიხედვით არის შემდეგი რისკები:
ა)სოციალურ-სამართლებრივი- წარმოიშობა „თამაშის წესების“ არასტაბილურობის
დროს- დაბეგვრა, პოლიტიკური სიტუაცია, საკანონმდებლო გარანტიები;
ბ) ინფლაციური რისკი - დაკავშირებულია, იმასთან რომ ინფლაცია თავისი
ტემპებით განსაზღვრავს შემოსავლების ზრდას ინვესტიციებზე.
გ) საბაზრო რისკი - წარმოიშობა მოთხოვნის დაცემის დროს. მაგ: მოცემული სახის
ფასიან ქაღალდზე, რომელიც არის ინვესტირების ობიექტი.
დ) საოპერაციო რისკი - ეს არის საინფორმაციო სისტემის ან კომპიუტერული
ტექნიკის გათიშვით მიღებული დანაკარგების რისკი.
ე) ფუნქციონალური რისკი - დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების პორტფელის
ფორმირების და მართვის დროს დაშვებულ შეცდომებთან.
ვ) სელექტიური რისკი - კაპიტალის დაბანდების არასწორი სახის შერჩევის რისკი.
ზ) ლიკვიდურობის რისკი - ინვესტირებული საშუალებების დანაკარგის გარეშე
გამოთავისუფლების შეუძლებლობა.
რისკის დაზღვევადობის პრინციპი - რისკი არის დაზღვევის საფუძველი, და
ზოგადად განისაზღვრება სამეურნეო საქმიანობის და სუბიექტის სიცოცხლის
ხანგრძლივობის შედეგის ალბათური განაწილებით ხელსაყრელი დ არახელსაყრელი
შემთხვევების მოხდენის შესაბამისად. გარემოს ზემოქმედების განუსაზღვრელობის
ფაქტორი ვლინდება იმაში, რომ სავარაუდო, საპროგნოზო შედეგები და რეალურად
მომხდარი მოვლენის შედეგი არ ემთხვევა ერთმანეთს, შემთხვევითობა ნიშნავს, რომ
ყველა ფაქტორის როგორც ხელსაყრელის, ასევე არახელსაყრელის ამოქმეედება ხდება
სუბიექტისაგან დამოუკიდებლად.
ხელსაყრელი და არახელსაყრელი ფაქტორები შეიძლება ამოქმედდეს შემდეგი
მოვლენების შედეგად:
1. ბუნებრივი - წყალდიდობა, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი,
ქარიშხალი და სხვა ბუნებრივი მოვლენები;
2. ტექნოლოგიური და ტექნოგენური - ავარიები საწარმოებში;
3. სოციალურ სფეროში- ხელისუფლების შეცვლა, კანონმდებლობის შეცვლა,
მოსახლეობის უკმაყოფილება ცხოვრების პირობებით და სხვა;
4. საბაზრო გარემო - წარმოების უარყოფითი იმიჯის შექმნა, კონკურენცია,
პროდუქციის განდევნა ბაზრიდან და სხვა.
რისკის, როგორც მოსალოდნელი შედეგისაგან გადახრის ალბათობა, განსაკუთრებით
არახელსაყრელი შედეგების განაწილებისას შეიძლება შეფასდეს ეკონომიკურად, რაც
ქმნის მისი დაზღვევის საფუძველს. მაგ. ფაქტიური შედეგის გადახრა
მოსალოდნელისგან შეიძლება გამოვლინდეს ქონების დაკარგვით, წარმოებაში-
შემოსავლის დაკარგვით, მესამე პირისათვის გაუთვალისწინებელ ხარჯების
გადახდით და ა.შ. ამგვარად, მეწარმისათვის ყველა ჩამოთვლილი მოვლენის შედეგი
არის ზარალი, რომელიც ექვემდებარება ეკონომიკურ შეფასებას. ჩამოთვლილი
ფაქტორების გათვალისწინებით რისკის დაზღვევადობის საერთო კრიტერიუმებია:
1. მოვლენის შემთხვევითი ხასიათი, რომელიც იწვევს ზარალის წარმოქმნას.
2. რისკის ეკონომიკური შეფასების შესაძლებლობა.
3. რისკების ერთგვაროვნება და მარავალრიცხოვნება.
4. რისკის სუბიექტურობა.
5. რისკის იდენტიფიცირება.
მოვლენის შემთხვევითი ხასითი- ეს არის პირველი კრიტერიუმი, რომლის
საფუძველზე მზღვეველი ღებულობს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არა რისკი
დაზღვევაში. შემთხვევითი ხასითი ვლინდება თვით ფაქტის არსებობასა და ამ
ფაქტის დადგომის დროის გამუსაზღვრელობაში. ერთმანეთისაგან უნდა
განვასხვავოთ შემთხვევითობა, როგორც ფაქტის არსებობის არცოდნა და სადაზღვევო
შემთხვევის ნეგატიური გამოვლენის დრო და მისი დადგომის შესაძლებლობა:
შემთხვევითობა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, მაგრამ შემთხვევითობა - ეს არის
ასევე განუსაზღვრელობა შესაძლო ზარალთან მიმართბაში. ზარალის განაწილების
თეორიის შესაბამისად, წვრილი და საშუალო ზარალი უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი
ზარალი. დაზღვევის თეორიასა და პრაქტიკაში იკვლევენ ზარალი უფრო მეტია,
ვიდრე მსხვილი ზარალი. დაზღვევის თეორისა და პრაქტიკაში იკვლევენ ზარალის
გამოვლენის სხვა კრიტერიუმებს. მაგ: პერიოდულობა, რომლის განმავლობაში
ადგილი აქვს მსხვილ რისკებს, დამახასიათებელს დაზღვევის მოცემული სახისათვის.
ეს არ ნიშნავს , რომ თუ მსხვილი რისკი გამოვლინდა 5 წელში-ერთჯერ, მას ადგილი
არ ექნება მომდევნო წელს. ასევე შეიძლება შემთხვევითობა და განუსაზღვრელობა
განხილული იქნას მოსალოდნელ ზარალთნ მიმართებაშიც. შემთხვევითობის
ფაქტორი განსაზღვრავს სწორედ დამზღვევის ქცევას, ის თვლის რომ მომხდარი
შემთხვევისაგან მას საერთოდ ან ნაკლებად მიეყენება ზარალი, ასევე დაზღვევა
განიხილავს საწინააღმდეგო შემთხვევასაც, როდესაც საქმე გვაქვს წინასწარ
განზრახულ რისკთან, რომელზეც გაიცემა სადაზღვევო პოლისი, მაგრამ ზარალი,
რომელიც წარმოიქმნება განზრახული ქმედებების შედეგად არის მზღვეველის
სადაზღვევო ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
რისკი ეკონომიკური შეფასების საფუძველი - ეს კრიტერიუმი ვარაუდობს, რომ
რისკის რეალიზაციის შედეგი ობიექტურად შეფასებადი უნდა იყოს. ერთს მხრივ,
უნდა არსებობდეს შესაძლებლობა ზარალის ალბათური განაწილების რაოდენობრივი
მახასიათებლის განსაზღვრისა და მეორეს მხრივ - შესაძლებელი უნდა იყოს რისკის
რეალიზაციისაგან მისაღები მაქსიმალურად ალბათური ზარალის შეფასების
შესაძლებლობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზარალს განაწილების რაოდენობრივი
მახასიათბლების დადგენა ატარებს პირობით ხასიათს, რადგან ხშირად რისკის
შესახებ ინფორმაცია ატარებს სუბიექტურ ხასიათს. უფრო მეტიც რაც უფრო მაღალია
რისკის სიახლის ხარისხი, მით დაბალია შეფასების ხარისხი.
ზარალის ალბათური განაწილების რაოდენობრივი მაჩვენებელი ვლინდება
მაქსიმალურად შესაძლო ზარალის დადგენაში. დაზღვევის პრაქტიკაში გამოიყენება
მაქსიმალურად შესაძლო ზარალის განსაზღვრის სხვადასხვა კრიტერიუმები. ეს
კრიტერიუმებია:
- მაქსიმალერად შესაძლო ზარალი.
- მაქსიმალურად ალბათური ზარალი.
- მაქსიმალურად დასაშები ზარალი და სხვა.
მსხვილი ზარალი არ არის ხშირი, მაგრამ მათი შედეგები სადაზღვევო
ორგანიზაციისათვის შეიძლება იყოს დამანგრეველი.ამიტომ მაქსიმალურად შესაძლო
ზარალის დადგენის ამა თუ იმ ობიექტური საფუძვლების გვერდით
გაითვალისწინება მზღვეველის სადაზღვევო პორტფელის ი თავისებურებები: მისი
სტრუქტურა, ხარისხი, გადაზღვევის სტრუქტურა და სხვა მრავალი ფაქტორი.
რისკის ერთმნიშნელოვნება (იდენტიფიკაცია)- ეს კრიტერიუმი ვარაუდობს, რომ
დაზღვევაში მიღებად რისკს უნდა ჰქონდეს მკვეთრი განსაზღვრება (იდენტიფიკაცია)
დაზღვევის ხელშკრულებაში. რისკის იდენტიფიკაცია მიიღწევა სადაზღვევო დაცვის
სტრუქტურის ფორმირებისას როგორც ცალკეული სახის რისკების დაზღვევისას,
ასევე ყველა რისკისაგან დაზღვევის შემთხვევაშიც.
„დასახელებული რისკების“ კონცეფცია ვარაუდობს, რომ სადაზღვევო
დაფარვა მოხდება მხოლოდ იმ რისკების რეალიზაციის შედეგებზე, რომლებიც
აღწერილია დაზღვევის ხელშკრულებაში. მაგ: ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევისას
დაიფარება ხანძრისა და გამომწვევი რისკების ზარალი. ასე მაგალითად „ცეცხლი,
ელვა, აფეთქება, მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნა, ასევე - წყალდიდობა, მიწისძვრა და
სხვა.
მეორე კონცეფციის მიხედვით „დაზღვევა ყველა რისკისაგან“, არ ნიშნავს რომ
დაზღვევაში მიიღება ყველა რისკი იდენტიფიკაციის გარეშე. აუცილებელია
სადაზღვევო ხელშეკრულებაში მიეთითოს ის შემთხვევები, რომლებიც არ ატარებს
შემთხვევითობისა და განუსაზღვრელობის ხასიათს, რადგან ამ კრიტერიუმს არ
არსებობს შემთხვევაში სადაზღვევო დაფარვა არ მოხდება.
რისკების ერთგვაროვნება და მრავალრიცხოვნება
დაზღვევა, როგორც სპეციალური ფონდიდან, ერთი სუბიექტის ზარალის სხვა
მრავალ სუბიექტზე გადანაწილების მექანიზმი საშუალებას იძლევა განისაზღვროს
რისკის ერთგვაროვნებისა და მრავალრიცხოვნების კრიტერიუმი.
იმისათვის რომ რისკი გადაეცეს დაზღვევაში აუცილებელია ის მიეკუთვნებოდეს
ერთგვაროვანი რისკების რომელიმე კატეგორიას. სწორედ ეს ფაქტორი იძლევა
საშუალებას გამოყენებული იქნას ზარალის ალბათური განაწილების თეორია და
პრაქტიკა. არანაკლებ მნიშნელოვანია, რომ ერთგვაროვანი რისკები ატარებდეს
მრავალრიცხოვნების ნიშანს, რადგან გამოყენებული იქნას დიდ რიცხვთა კანონი.
დიდ რიცხვთა კანონი იძლევა საშუალებას გამოთვლილი იქნას შემთხვევის
დადგომის ალბათობა, შეფასდეს რისკი, გამოითვალოს დაზღვევის პრემია. როდესაც
მრავალრიცხოვნებით ხასიათდება რისკები, მაშინ მისი სადაზღვევო დაცვის
ღირებულება მომხმარებლისათვის მისაღები იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც
მრავალრიცხოვნება არასაკმარისია, რისკი შეიძლება იყოს იდეალურად მისაღები
სადაზღვევო კომპანიისათვის, მაგრამ სადაზღვევო დაცვის მაღალი ღირებულების
გამო არ იყოს მოთხოვნადი.
რისკის სუბიექტურობა: ეს კრიტერიუმი მიუთითებს, რომ რისკი, რომელიც
მიღებულია დაზღვევაში, ზემოქმედებას უნდა ახდენდეს კონკრეტულ სუბიექტზე,
რომლის ქონებრივი ინტერესები არის დაზღვეული. თვით რისკის გამოვლენის ფაქტი
არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სადაზღვევო მოვლენის არსებობის შესახებ
დასკვნის გამოტანისათვის. რისკის ასეთი რეალიზაცია შეიძლება კონკრეტული
დამზღვევის ინტერესს შეეხოს, ხოლო თუ თვით რისკი ატარებს ობიექტურ ხასიათს,
მისი გამოვლენის შედეგი, რომელიც დაიზღვევა, ყოველთვის სუბიექტურია, ანუ
კონკრეტული დამზღვევისათვის მოაქვს უარყოფითი შედეგი.
ექვივალენტობის პრინციპი: ამ პრინციპის თანახმად დროის კონკრეტულ პერიოდში,
მოზიდული ნეტო-პრემიის ჯამი შეესაბამებოდეს ამავე პერიოდში სადაზღვევო
ანაზღაურების გასაცემად საჭირო ფულადი რესურსების მოცულობას.

დაზღვევადი რიკები და მათი კლასიფიკაცია - დაზღვევად რისკებს მიეკუთვნება


ხელსაყრელი და არახელსაყრელი მოვლენებისაგან მიღებული შედეგი:ზარალის
სახით (რისკიან დაზღვევაში) ან შემოსავლის სახით (დაგროვებად დაზღვევაში).
კლასიფიკაციის საფუძვლების მიხედით არის: წმინდა და სპეკულაციური,
დაზღვევადი და დაუზღვევადი, ხელსაყრელი და არახელსაყრელი, ტექნიკური
რისკი და სხვა.
1) შესაძლო ეკონომიკური შედეგის მიხედვით რისკები არის-წმინდა და
სპეკულაციური. წმინდა რისკები განსაზღვრავენ უარყოფითი ან ნულოვანი
ეკონომიკური შედეგის მიღების შესაძლებლობას (სტიქიური მოვლენები,
ტექნოგენური, ეკოლოგიური). სპეკულაციური რისკები იძლევა შესაძლებლობას
მიღებული იქნას სამი შედეგი: უარყოფითი, ნულოვანი და დადებითი.
2) დაზღვევის შესაძლებლობის მიხედვით არის დაზღვევადი და დაუზღვევადი
რისკები. რისკი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაზღვეული, შესაბამისად არ შედის
დაზღვევის ხელშეკრულებაში რისკების ჩამონათვალში. უმეტესი რისკები შეიძლება
იყოს დაზღვევადი.
3) საფრთხის წყაროს მიხედვით გამოყოფენ რისკებს, რომელთა გამოვლენა ხდება
ბუნების სტიქიური ძალებით და რისკები, რომელთა გამოვლენა ხდება ადამიანის
მიზანმიმართული ზემოქმედებით. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება. წყალდიდობა,
ცუნამი, მიწისძვრა და სხვა. მიზანმიმართულ ზემოქმედებასთან დაკავშირებულია
ისეთი რისკები, როგორიცაა, ქურდობა, ძარცვა, ვანდალიზმი და სხვა ქმედებები.
4) მზღვეველის პასუხისმგებლობას მოცულობის მიხედვით რისკები არის:
ინდივიდუალური და უნივერსალური. ინდივიდუალური რისკების მაგალითია:
ფერწერის შედევრის დაზღვევის ხელშეკრულებაში გადატანის და ექსპოზიციის
დროს ვანდალიზმის აქტის განხორციელებაზე. უნივერსალური რისკის მაგალითია
ისეთი რისკები, რომლებზეც ფორმდება ხელშეკრულებათა უმრავლესობა, მაგ:
ქონების დაზღვევა - გაქურდვისაგან.
5) სპეციფიკური რისკები - ანომალური, კატასტროფული, მსხვილი.
ანომალური რისკები - არის რისკები, რომელთა სიდიდე არ იძლევა საშუალებას
მივაკუთვნოთ შესაბამისი ობიექტი სადაზღვევო ერთობლიობის ამა თუ იმ ჯგუფს.
ანომალური რისკები არის ნორმალურზე მაღალი და ნორმალურზე დაბალი.
ნორმალურზე დაბალი რისკი ხელსაყრელია მზღვეველისათვის და აწარმოებს
სადაზღვევო დაფარვის დაზღვევის პირობას მიხედვით, ნორმალურზე მაღალი
რისკები ყოველთვის არ არის ხელსაყრელი მზღვეველისათვის და ასეთ რისკებზე
დამზღვევი სადაზღვევო დაფარვას ღებულობს მხოლოდ ხელშეკრულების
განსაკუთრებულ პირობებში.
კატასტროფული რისკები შეადგენს მნიშვნელოვან ჯგუფს, მოიცავს დიდი
რაოდენობის დაზღვეულ ობიექტებს. ასეთი რისკებისაგან გამოწვეული ზარალი არის
დიდი მოვულობის. ეს რისკები ძირითადად გამოიწვევა ბუნების ძალების მიერ, ასევე
ადამიანების საქმიანობით მატერიალური კეთილდღეობის შექმნის პროცესში (მაგ:
ავარია ენერგობლოკზე) .
მსხვილ რისკებს მიეკუთვნება ერთეული რისკები, რომლებიც იწვევენ მნიშვნელოვან
ზარალს, რომლის მოცულობა დამოუკიდებლად მზღვეველებს არ შეუძლიათ
დაფარონ, ვინაიდან ერთი პორტფელის ფარგლებში კომპენსაცია შეუძლებელია, ამ
შემთხვევაში დგება მსოფლიო სადაზღვევეო ბაზარზე სადაზღვევო დაცვის
მოთხოვნის აუცილებლობა;
6) ობიექტური და სუბიექტური რისკები. ობიექტური რისკები გამოხატავს
არაკონტროლირებადი ბუნების ძალების მავნე ზემოქმედებას და სხვა შემთხვევებს
დაზღვევის ობიექტზე. სუბიექტური რისკები დაფუძნებულია სინამდვილისადმი
ობიექტური მიდგომის უარყოფაზე ან იგნორირებაზე, და დამოკიდებულია
ადამიანის შეგნებასა და სურვილზე.
7) ეკოლოგიური რისკები - დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და
განპირობებულია ადამიანის ქმედებაზე მატერიალური კეთილდღეობის შექმნის
პროცესში. ასეთი სახის რისკები არ შედის მზღვეველის პასუხისმგებლობაში.
დაზღვევის ინტერესებმა, რომლებიც განპირობებულია ეკოლოგიური რისკებით.
შექმნეს დაზღვევის დამოკიდებული სახე, რომელიც პასუხობს ამ ინტერესებს.
8) სატრანსპორტო რისკები - იყოფა „კასკო“ და „კარგო“. „კასკო“ -გულისხმობს
საჰაერო, საზღვაო და სამდინარო გემის, სარკინიგზო შემადგენლობის და
ავტომობილების დაზღვევას მოძრაობის, გაჩერების და რემონტის შემთხვევაში.
„კარგო“ გულისხმობს ტვირთების დაზღვევას, რომელთა გადატანა ხდება საჰაერო,
საზღვაო, მდინარის, რკინიგზის და ავტო ტრანსპორტით.
9) პოლიტიკური რისკები - დაკავშირებულია მართალსაწინააღმდეგო ქმედებებთან
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კერძოდ სხვა სახელმწიფოთა აქტებთან
და ღონისძიებებთან, რომლებიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს
საწინააღმდეგოდ. ასეთ რისკებს მიეკუთვნება:
ა) საომარი მოქმედების გამო სამეურნეო საქმიანობის განხორციელების
შეუძლებლობა, შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება, რევოლუციები,
ნაციონალიზაცია, საქონლისა და საწარმოების კონფისკაცია, ემბარგოს შემოღება
ახალი ხელისუფლების მიერ ძველი ხელისუფლების დატოვებულ ვალდებულებებზე
უარის თქმის გამო და . შ.
ბ) განსაკუთრებულ მდგომარეობის (გაფიცვები, ომები) დროს საგარეო
გადასახდელების გადავადების შემოღება.
გ) საგადასახადო კანონმდებლობის არახელსაყრელი ცვლილება.
დ) ეროვნული ვალუტის კონვერტაციის აკრძალვა ან შემოზიდვა. ასეთ შემთხვევაში
ექსპორტირების წინაშე ვალდებულებანი უნდა შესრულდეს ეროვნული ვალუტაში,
რომელსაც აქვს გამოყენების შეზღუდული სფერო.
10) ტექნიკური რისკები - ვლინდება ავარიების სახით მანქანა-მოწყობილობების
უცაბედად მწყობრიდან გამოსვლის გამო. ტექნიკური რისკების დაზღვევის
პრობლემაა ავარიების სიხშირისა და მათგან მიყენებული ზარალის შეფასებას წესის
განსაზღვრა. ტექნიკურ რისკებს აქვთ უნივერსალური ხასიათი:
-ზარალი მიიღება სხვადსხვა მიზეზებისგან. ეს მიზეზები შეიძლება იყოს
მმართველების შეცდომა, მონტაჟის შეცდომა, ტექნოლოგიის დარღვევა, სამუშაოს
გაუფრთხილებლობა და ა.შ, რაც იწვევს მანქანებს მწყობრიდან გამოსვლას.
ამგვარად, ტექნიკურმა რისკებმა შეიძლება მიაყენოს ზარალი ქონებას, სიცოცხლეს
და ჯანმრთელობას, მოიტანოს ფინანსური დანაკარგები.
ძირითადი და საბრუნავი ფონდების შემადგენლობის მიხედვით ტექნიკური
რისკები იყოფა.
- სამრეწველო რისკები - რომლებიც ზემოქმედებენ მანქანებსა და დანადგარებზე .
-სამშენებლო -სამონტაჟო რისკები, - შენობების, მოწყობილობების, გადამცემი
მექანიზმების წინაშე არსებული რისკები.
-ელექტრონიკული რისკი-გამომთვლელი ტექნიკის, კავშირგაბმულობის
საშუალებების რისკები.
- სატრანსპორტო რისკები (კასკო, ტვირთები, პასუხისმგებლობა).
- ცხოველების და მცენარეების დაავადების რისკები - სოფლის მეურნეობასთან
დაკავშირებული რისკები.
11) სამოქალაქო პასუხისმგებლობის რისკი - დაკავშირებულია ფიზიკური და
იურიდიული პირების მიერ მესამე პირებზე ზიანის მიყენებასთან მომეტებული
საშიშროების წყაროსაგან. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ფლობენ
მომეტებული საფრთის წყაროს, შეუძლია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო
პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე.
12) კომერციული რისკები - არის საფინანსო-სამეუნეო საქმიანობის პროცესში
დანაკარგების მიღება. ისინი აღნიშნავენ შედეგების განუსაზღვრელობას. მოცემული
კომერციული რისკები იყოფა ქონებრივ, საწარმო, სავაჭრო და ფინანსურად.
ქონებრივი რისკები - არის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მეწარმის
ქონების დაკარგვის ალბათობასთან გაქურდვის, დივერსიული აქტის და სხვა
ქმედებების შედეგად.
საწარმოო რისკები - არის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა
ფაქტორების ზემოქმედების გამო წარმოების გაჩერებასთან და უპირველეს ყოვლისა
ძირითადი და საბრუნავი ფონდების განადგურებასთან, ასევე წარმოებაში ახალი
ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვასთან.
სავაჭრო რისკი - არის რისკი, რომელიც დაკავშირებულია გადახდების
დაგვიანებასთან, საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში გადახდისაგან უარის
თქმა, საქონლის მიუწოდებლობა.
13) განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ფინანსური რისკები - რომლებიც
დაკავშირებულია ფინანსური რესურსების დაკარგვის ალბათობასთან. ეს რისკები
იყოფა ორ ჯგუფად.
ა) რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ფულის მსყიდველობით უნარიანობასთან
- ინფლაციის, დეფლაციის რისკები, სავალუტო რისკები, ლიკვიდურობის რისკები.
ინფლაციური რისკი - არის მიღებული ფულადი შემოსავლების გაუფასურების
რისკი მსყიდველობით უნარიანობას დაკარგვის თვალსაზრისით. სავალუტო
რისკები - როდესაც იზრდება დეფალიციის ტემპი: ეცემა ფასები, მწვავდება
მეწარმეთა ეკონომიკური პირობები და მცირდება შემოსავლები. სავალუტო რისკები
არის ვალუტის დანაკარგები, დაკავშირებული ერთი ვალუტის კურსის
ცვლილებასთან მეორე ვალუტასთან შედარებით, საგარეო ეკონომიკური, საკრედიტო
და სხვა საფინანსო ოპერაციების შესრულების დროს.
ლიკვიდურობის რისკი - დაკავშირებული ფასიანი ქაღალდების
რეალიზაციისას ფასების ცვლილებასთან.
ბ) კაპიტალის დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები - საინვესტიციო რისკები,
რომლებიც იყოფა:
- გაშვებული სარგებლის რისკები;
- პირდაპირი ფინანსური დანაკარგები;
- შემოსავლების შემცირება.
გაშვებული სარგებლის რისკი - ეს არის არაპირდაპირი ფინანსური ზარალი,
რომელიც მიიღება რომელიმე ღონისძიების შეუსრულებლობის გამო.
შემოსალიანობის შემცირების რისკი წარმოიქმნება პორტფელურ ინვესტიციებზე
პროცენტების და დივიდენდების სიდიდს შემცირების შედეგად კრედიტებზე და
ანაბრებზე.
პირდაპირი დანაკარგების რისკი მოიცავს შემდეგ სახესხვაობებს:
-საბირჟო რისკი -საბირჟო გარიგებებიდან დანაკარგების მიღების საშიშროება
(კომერციულ გარიგებებზე გადაუხდელობა, საბროკერო ფირმების საკომისიო
გასამრჯელოს გადაუხდელობის რისკი და სხვა).
-სელექციური რისკი--კაპტალის დაბანდების არასწორი არჩევის რისკი
(საინვესტიციო პორტფელის არასწორად ფორმირება);
გაკოტრების რისკი--მეწარმის მიერ საკუთარი კაპიტალის სრულად დაკარგვის
საშიშროება და მის მიერ აღებული ვალდებულებების გადახდისუუნარობა
კაპიტალის დაბანდების არასწორი არჩევანის გაკეთების გამო.
დაზღვევდი რისკების ძირითადი მახასათებლები--დაზღვევადი რისკები არის
რისკოლოგიის, როგორც დისციპლინათაშორისი დარგის შესწავლის საგანი;
1. შემთხვევითი ხელსაყრელი და არახელსაყრელი მოვლენები შეიძლება
პროგნოზირებული იქნას განსაზღვრული ალბათობით, გარდა ძალიან დაბალი
ალბათობის ან ძალიან მაღალი ალბათობის შემთხვევებისა. ასევე ისეთი მოვლენები,
რომელთაც გააჩნიათ დადებითი და უარყოფთი შედეგების მიღების ერთნაირი
ალბათობა (სპეკულაციური რისკი).
3.რისკები, როგორც მოსალოდნელი ზარალი ან შემოსავლები მართვადია
სადაზღვევო ორგანიზაციის მხრიდან;
4. დაზღვევადი რისკები შეიძლება ეკონომიკურად იქნას შეფასებული
განსაზღვრული სიდიდის ზარალით;
5. დაზღვევაში მიღებული რისკები უნდა შეესაბამებოდეს სადაზღვევო კომპანიის
ფინანსურ შესაძლებლობებს, საკუთარი კაპიტალის, მიმდინარე ნეტო-პრემიის,
დაზღვევის რეზერვების და მოგების გათვალისწინებით;
6. თუ რისკების ღირებულება აჭარბებს მიმღები სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ
შესაძლებლობებს, მაშინ დაზღვევად რისკებად მიიჩნევა ისინი მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ისინი გადანაწილდება რამოდენიმე კომპანიას შორის, გადაიცემა
გადაზღვევაზე, რეტროცესიაზე.
7. რისკი შედის მზღვეველის პასუხისმგებლობაში, როგორც შემთხვევითი მოვლენა
და არ უნდა იყოს დაკავშირებული მზღვეველის ნება-სურვილზე;
8.სადაზღვევო მოვლენა არ უნდა იყოს კატასტროფული;
9. რისკის ტრანსფერტი კომერციულ დაზღვევაში უნდა აჭარბებედეს ორივე
მხარისათვის მისაღებ შემოსავალს;
10. დაზღვევაში მიღებული რისკი მისაღები უნდა იყოს მზღვეველისათვის იმის
გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო პორტფელი უნდა იყოს დაბალანსებული და
რენტაბელური;
11. დაზღვევაზე გადაცემული რისკი, მისაღები უნდა იყოს გადასახდელი პრემიის
სიდიდით და დამზღვევის მზაობით მის გადახდაზე სადაზღვევო დაცვის
ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით;
12. სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგი შეიძლება იყოს კატასტროფული
დამზღვევისათვის, მაგრამ არა მზღვეველისათვის;
დაზღვევეის ყოველი სახისათვის განისაზღვრება დაზღვევადი რისკები, სადაზღვევო
თანხა, სადაზღვევო ღირებულება, დაზღვვევის რეზერვები, სადაზღვევო
ურთიერთობების განსაკუთრებული ფორმები. მოვლენის დადგომის ადგილი და
დრო, დაზღვევის ობიექტის ადგილმდებარეობა, სადაზღვევო შენატანების
განსაზღვრის მეთოდები და მისი გადახდის წესი, მზღვეველის
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პირობები და სადაო საკითხების
გადაწყვეტის წესი.

You might also like