You are on page 1of 3

აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს,

რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა


სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის
მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის
დაცვა. მომგერიელებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი
იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს
ხელყოფა. აუცილებელი მოგერიება ორი სახისაა: აუცილებელი
თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება. აუცილებელი
მოგერიება შედგება 3 ნიშნისგან: უკიდურესი მდგომარეობა,
უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის
სურვილი.ზოგჯერ არსებობს მეოთხე პირობაც, რომელიც
მდგომარეობს სოციალურ–ეთიკურ შეზღუდვაში(მაგ: ბაღში
ვაშლის მოპარვა) აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანია:
უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც 3 კომპონენტისგან
შედგება: 1)სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა; 2)ხელყოფის
იმწუთიერება; 3)ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც
გულისხმობს ხელყოფის რეალურ(ობიექტურ) ხასიათს.
განვიხილოთ ცალ–ცალკე: 1)აუცილებელი მოგერიების დროს
ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან
ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური
ქცევით–მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული.
შესაძლებელია ასევე აუცილებელი მოგერიება
გაუფრთხილებელი ხელყოფის წინააღმდეგ.  უვარგისი
მცდელობა არ წარმოადგენს ხელყოფას და არ წარმოშობს
აუცილებელი მოგერიების უფლებას, რადგან სამართლებრივ
სიკეთეს ხელყოფა ობიექტურად არ ემუქრება. შესაძლებელია
ასევე, რომ ხელყოფა არ წარმოადგენდეს დასჯად ქმედებას ,
მაგრამ მისი მოგერიება მაინც ჩაითვალოს აუცილებელ
მოგერიებად. 2)ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების
პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა
ასევე წარმოადგენს იმწუთიერს მისი განგრძობადობის დროს,
თუ არსებობს დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ
განმეორების საშიშროება. 3)ხელყოფა ასევე უნდა იყოს
მართლსაწინააღმდეგო, რომელიც გულისმხობს, რომ იგი
ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებით დადგენილ
მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს ობიექტური, ანუ რეალური და
არა მარტო მომგერიებლის გონებაში წარმოსახული.
აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი: უკიდურესობით
გამოწვეული მოქმედება: გულისმხობს რომ იგი უნდა იყოს
აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც წარმოადგენს
შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. არ შეიძლება
ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო, როცა
შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით
ნაკლები ზიანის მიყენების გზით. აუცილებელი თავდაცვითი
მოქმედება 2 კრიტერიუმით განისაზღვრება: –დაცვის
საშუალება უნდა იყოს მოწოდებული ხელყოფა აღკვეთოს
მყისიერად და შეძლებისდაგვარად საბოლოოდ ანდა მინიმუმ
შეასუსტოს. –თავდამცველი უფლებამოსილია აირჩიოს დაცვის
ეფექტური საშუალება, ე.ი მისთვის ყველაზე ნაკლებად საშიში
საშუალება. აუცილებელი მოგერიების დროს უკიდურესობით
გამოწვეული მოქმედება არ შეიძლება მიმართული იყოს მესამე
პირის წინააღმდეგ, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხის
უშუალო წყაროს. მესამე ეტაპად დგინდება აუცილებელი
მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა, კერძოდ
აუცილებელი მოგერიების გარემოებების ცოდნა და თავისი ან
სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი.
აუცილებელი მოგერიების სუბიექტურ მხარესთან
დაკავშირებით არსებობს 3 შეხედულება: –პირველი
მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს გამართლების სუბიექტური
ელემენტის არსებობას –მეორე საკმარისად მიიჩნევს
აუცილებელი მოგერიების სიტუაციის ცოდნას. –მესამე კი
პრინციპულად მოითხოვს მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოების ორივე ელემენტის(ცოდნისა და
სირვილის) არსებობას. მაშასადამე აუცილებელი მოგერიების
მართლზომიერების პირობებია: 1)ხელყოფა უნდა იყოს
მართლსაწინააღმდეგო, ანუ რეალური; 2)ხელყოფა უნდა იყოს
იმწუთიერი; 3)ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური, ანუ
სოციალურად მნიშნელოვანი; 4)ხელყოფა უნდა იყოს
სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით
განხორციელებული.

You might also like