You are on page 1of 8

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 836. დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ

დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი


სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ
არის.

I. შესავალი ............................................................................................................................................................ 1
1. დაზღვევის კლასიფიკაცია დაზღვეული პირის მიხედვით ................................................................ 1
2. მესამე პირის დაზღვევის მიზანი ............................................................................................................. 3
II. 836-ის შინაარსი............................................................................................................................................... 3
1. მესამე პირის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების სისტემური განლაგება .............................. 3
2. 836-ის მიზანი .............................................................................................................................................. 4
3. ნორმის შინაარსი ......................................................................................................................................... 4
4. მესამე პირის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების განმარტების კრიტერიუმები ................. 5

I. შესავალი

1. დაზღვევის კლასიფიკაცია დაზღვეული პირის მიხედვით


დაზღვევის კლასიფიკაციის ერთ-ერთი კრიტერიუმი იმის მიხედვით 1
განისაზღვრება, თუ ვის სასარგებლოდ ხდება დაზღვევა. ამ თვალსაზრისით
იურიდიულ ლიტერატურაში განასხვავებენ პირველი პირისა (First party-insurance)
და მესამე პირის სასარგებლოდ (Third party-insurance) დადებულ დაზღვევის
ხელშეკრულებებს. აშშ-ს დაზღვევის დოქტრინის თანახმად, პასუხისმგებლობის
დაზღვევის გარდა, ყველა სხვა სახის დაზღვევა, პირველი პირის დაზღვევას
წარმოადგენს.1

პირველი პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის დროს ზიანი პირდაპირ 2


დამზღვევს ადგება და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მის სასარგებლოდ ხდება.
ასეთია, მაგალითად, ქონების დაზღვევა. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული
დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით კი დაცვის ობიექტად მესამე პირის
ინტერესი განისაზღვრება. ასეთად განიხილება პასუხისმგებლობის დაზღვევა,
როდესაც პირდაპირ ზიანს მესამე პირი განიცდის. მიიჩნევა, რომ დამზღვევს
ზიანი არაპირდაპირ ადგება.2

სიცოცხლის დაზღვევა, რომლითაც დაზღვევის ობიექტად დამზღვევის სიცოცხლე 3


განისაზღვრება,3 პირველი პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას
მიეკუთვნება. ასეთ დროს, მართალია, სადაზღვევო ანაზღაურებას დამზღვევი არ
იღებს, მაგრამ პირდაპირი ზიანი სწორედ მას ადგება, რადგან მისი სიცოცხლე
იკარგება. ჯანმრთელობის დაზღვევაც, პირველი პირის დაზღვევის
ხელშეკრულებას წარმოადგენს. ასეთ დროს პირდაპირ ზიანს, ჯანმრთელობის

1 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 43.


2 იქვე.
3 სიცოცხლის დაზღვევის სახეების თაობაზე იხ. 844-ე მუხლის კომენტ.
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მდგომარეობის გაუარესების სახით, დამზღვევი განიცდის. აღსანიშნავია, რომ


ჯანმრთელობის დაზღვევისას, როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურებას
(სამედიცინო მომსახურების ღირებულებას) მზღვეველი პირდაპირ სამედიცინო
მომსახურების მიმწოდებელს უხდის. თუმცა, ჯანმრთელობის დაზღვევის
ხელშეკრულების მიზანია არა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისთვის
გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, არამედ დამზღვევის
ინტერესების დაცვა.4 სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის
ანაზღაურება დაზღვეული პირის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ
წინაპირობას წარმოადგენს და მზღვეველსა და სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელს შორის დადებული ცალკე ხელშეკრულებით რეგულირდება.

4 ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის უმთავრესი კრიტერიუმი დაზარალებული


პირის იდენტიფიკაციაში გამოიხატება. შესაბამისად, თუ პირდაპირი ზიანი
ადგება დამზღვევს — დაზღვეულია პირველი პირი, ხოლო თუ პირდაპირი ზიანი
ადგება მესამე პირს — დაზღვეულია მესამე პირი.

5 მესამე პირის სასარგებლოდ დადებული გარიგების თვალსაჩინო მაგალითს,


თანამედროვე სადაზღვევო პრაქტიკაში, შრომით კონტრაქტზე მიბმული
დაზღვევა წარმოადგენს.5 მოცემულ შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევისას
დამზღვევად წარმოდგება დამსაქმებელი, დაზღვეულად — დასაქმებული,
მოსარგებლედ კი დაზღვეულის მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრები. ჯანმრთელობის
დაზღვევის შემთხვევაშიც დამზღვევად წარმოდგება დამსაქმებელი დაზღვეულად
კი — დასაქმებული.

6 მესამე პირის სასარგებლოდ დაზღვევის მაგალითია სახელმწიფოს მიერ


ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში განხორციელებული ცალკეული
სახელმწიფო პროგრამა. ასეთ დროს დამზღვევად სახელმწიფო, დაზღვეულებად
კი კონკრეტული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ფიზიკური პირები
განისაზღვრება.

7 მესამე პირის სასარგებლოდ დაზღვევას სავალდებულო დაზღვევის ინსტიტუტიც


ითვალისწინებს.6

8 მესამე პირის სასარგებლოდ დაზღვევის მაგალითად შესაძლებელია გადაზღვევის


განხილვაც (იხ. 801-ე მუხლის კომენტ.). ასეთ დროს გადამწყვეტია პირდაპირი
ზიანის ადრესატის განსაზღვრა. კერძოდ, სადავოა, ვის ადგება პირდაპირი ზიანი
— დაზღვეულს თუ გადამზღვევს. გარკვეული თვალსაზრისით, ზიანი ორივე
სუბიექტს ადგება. დაზღვეულის ზიანი წარმოდგება დაზღვევის ხელშეკრულებით
განსაზღვრული რისკის რეალიზაციის მატერიალური შედეგით. გადამზღვევის
ზიანი კი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებით გამოიხატება.

4 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 42.


5ირემაშვილი, ჯანმრთელობის დაზღვევის სამართლებრივი რეგულირების თავისებურებანი, ჟურნალი, N2,
2011, გვ. 53.
6 აღნიშნულის მაგალითად გამოდგება 1997 წლის „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო

პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონი.


2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ასეთი ლოგიკით, ზემოთ განხილული რამდენიმე მაგალითის მსგავსად,


პირდაპირი ზიანი დაზღვეულს ადგება. შესაბამისად, გადაზღვევის
ხელშეკრულების მიზანი დაზღვეულის ინტერესების დაცვაა. თუმცა, ასეთი
პოზიცია სადავოა. დაზღვევის დოქტრინაში დომინირებს მოსაზრება, რომ
გადაზღვევის პირდაპირი მიზანი მზღვეველის ფინანსური სიმყარის
უზრუნველყოფით გამოიხატება.7 ასეთი მსჯელობით კი წინა პლანზე მზღვეველის
ინტერესის დაცვა ინაცვლებს.

2. მესამე პირის დაზღვევის მიზანი


მესამე პირის სასარგებლოდ დაზღვევისას მნიშვნელოვანია, რომ მხარეები 9
კონტრაჰირებდნენ მესამე პირის ინტერესების სასარგებლოდ და არა პირიქით.8
მესამე პირის დაზღვევა მორალური რისკის ზრდის საშიშროებას ქმნის.
შესაბამისად, დაზღვეული ობიექტის გათვალისწინებით, სადაზღვევო ინტერესის
დოქტრინა მესამე პირის დაზღვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს (იხ.
799-ე მუხლის კომენტ.). სადაზღვევო პრაქტიკაში არსებობს მაგალითები,9
როდესაც სიცოცხლის დაზღვევა, ერთი შეხედვით, შეიცავს მესამე პირის
დაზღვევის ნიშნებს, მაგრამ ფაქტობრივად, მესამე პირისთვის საზიანოც შეიძლება
გამოდგეს. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ს სასამართლო
პრაქტიკისათვის ცნობილი საქმე — Liberty National Life Insurance Co. v. Weldon.10

მესამე პირის სასარგებლოდ, თეორიულად, ქონების დაზღვევაც შეიძლება. თუმცა, 10


პრაქტიკული თვალსაზრისით, ასეთ დროს დადგება სადაზღვევო ინტერესის
პრობლემა. მაგალითად, თუ პირი სხვის საკუთრებაში მყოფი უძრავი ნივთის
დაზღვევას გადაწყვეტს და მოსარგებლედ საკუთარ თავს უთითებს, მაღალი
მორალური რისკის არსებობის გამო, ასეთი ხელშეკრულების მიმართ მზღვეველის
ინტერესი მინიმალური იქნება. მეორე მხრივ, თუ პირი იმავე მაგალითში
მოსარგებლედ დაზღვეულს განსაზღვრავს, ასეთი გარიგებით მორალური რისკი
არ გაიზრდება. თუმცა, ასეთ დროს პრობლემას სადაზღვევო ინტერესის
შემადგებლობაში სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობის გათვალისწინებით,
დამზღვევის მხრიდან ქონებაზე საკუთრების უფლების არარსებობა ქმნის.11

II. 836-ის შინაარსი

1. მესამე პირის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების სისტემური განლაგება


მესამე პირის დაზღვევის არსისა და მიზნის შესახებ ზემოთ განვითარებული 11
მსჯელობიდან გამომდინარე შესაძლებელია განისაზღვროს მისი ადგილი
დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმებს შორის. სამოქალაქო კოდექსში მესამე პირის
დაზღვევა ზიანის დაზღვევის თავშია მოცემული და სისტემურად ქონების
დაზღვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის სიბრტყეში განიხილება. თუმცა,

7 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 1022.


8 ირემაშვილი, ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი
მექნიზმი, შრომის სამართალი I (სტატიათა კრებული), 2011, გვ. 164.
9 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 313.

10 იხ. იქვე.

11 იქვე, 283.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მესამე პირის დაზღვევა, თავისი არსით, წარმოდგება არა დაზღვევის


ხელშეკრულების ცალკე სახედ, არამედ ხელშეკრულების მიზნად. აღნიშნული
მიზნით კი დაზღვევის სხვადასხვა სახის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, დაზღვევის ცალკეული
სახის ხელშეკრულებით მესამე პირის დაზღვევას სხვადასხვა პრაქტიკული თუ
სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს. აღნიშნულიდან გამომდინარე,
სასურველი იქნებოდა მესამე პირის დაზღვევა დაზღვევის ზოგად დებულებებში
ასახულიყო.

2. 836-ის მიზანი
12 836 მესამე პირის დაზღვევის ინსტიტუტს აწესრიგებს. ნორმის განმარტებისას
გასათვალისწინებელია სასამართლოს გადაწყვეტილება,12 რომლითაც ნორმის
მიზანი განისაზღვრა.

13 მოცემულ საქმეში გარდაცვლილის მემკვიდრეები სადაზღვევო ანაზღაურების


მიღებას ითხოვდნენ. საქალაქო სასამართლო დაეყრდნო სკ-ს 1328-ს. მისი
მსჯელობით, სამკვიდრო ქონება მოიცავს „მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი
უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მამკვიდრებელს
ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული
საგნები, არამედ უფლება ამ საგნებზე.“ ამასთან, სასამართლოს განმარტებით,
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება „იყო ჩვეულებრივი სასყიდლიანი
ხელშეკრულება, უკავშირდებოდა გარკვეულ ქონებრივ უფლებას და შესაბამისად
მისი განაწილება მემკვიდრეებს შორის უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი
წესით. ’’ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სიცოცხლის
დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადაზღვევო ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების ნაწილად მიიჩნია.

14 მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომელმაც არ გაიზიარა


ზემოთ მოყვანილი არგუმენტი და იხელმძღვანელა სკ-ს 349-350 მუხლებით.
სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ საქმეში უმთავრესი იყო სიცოცხლის
დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი სტატუსი, რომელიც მესამე პირის
სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით გამოიხატა. შესაბამისად, რადგან
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაში მოსარგებლედ მითითებული იყო
გარდაცვლილის მეუღლე, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
სწორედ მას გააჩნდა და არა სხვა დანარჩენ მემკვიდრეებს.

3. ნორმის შინაარსი
15 ნორმის მიხედვით, დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის
ხელშეკრულება თავისი სახელით და სხვა პირის სასარგებლოდ. შესაბამისდ,
ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ხელშეკრულების მხარედ დამზღვევის, ხოლო
დაზღვეულად/მოსარგებლედ კი — მესამე პირის მითითებას. ასეთი
ხელშეკრულების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები
განისაზღვრება 837-სა და 838-ში.

12 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის N ას-718-673-2010 განჩინება.


4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მნიშვნელოვანია 836 2-ში გათვალისწინებული დანაწესი, რომლის მიხედვითაც 16


მესამე პირის დასახელება სავალდებულო არ არის. ასეთი მოწესრიგებით
დაზღვევის ნორმა მსგავსებას ავლენს სამოქალაქო კოდექსის 349-351-ში
დადგენილ წესებთან. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ შემთხვევაში
დაზღვევის ნორმა აღნიშნულის შესახებ სხვაგვარი შინაარსის დათქმასაც იცნობს
(შდრ. 844 II).

4. მესამე პირის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების განმარტების


კრიტერიუმები
მესამე პირის დაზღვევისას დავა შეიძლება დასაქმებაზე მიბმულ დაზღვევას 17
უკავშირდებოდეს. ერთ-ერთ ასეთ საქმეში13 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და სადაზღვევო კომპანიას
შორის დაიდო მოსამართლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის
ხელშეკრულება. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 1 ივნისიდან 2009
წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 1
ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაზღვეული გათავისუფლდა მოსამართლის
თანამდებობიდან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
დაზღვეული გარდაიცვალა 2009 წლის 21 ოქტომბერს. გარდაცვლილის მეუღლე
მზღვეველისაგან ითხოვდა სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 18


დააკმაყოფილა სააპელაციო არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო 19


სასამართლოების დეპარტამენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის
გაფორმებული დაზღვევა წარმოადგენდა მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ
ხელშეკრულებას. თუმცა, სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, რამდენად
გამართლებული იყო მზღვეველის უარი ანაზღაურებაზე მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვევის 20


ხელშეკრულებით სარგებლობის უფლება უკავშირდებოდა დაზღვეული მესამე
პირის მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნას. შესაბამისად, სასამართლომ
გაიზიარა მოყვანილი არგუმენტი, რომ მოსამართლის უფლებამოსილების
შეწყვეტა იწვევდა აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეწყვეტას.

თავის მხრივ, კასატორი მიუთითებდა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება 21


მოქმედებდა 2009 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო დაზღვეული გარდაიცვალა 21
ოქტომბერს. ამასთან, „მოცემული დროისათვის მას რაიმე დავალიანება არ
ერიცხებოდა.” კასატორის მსჯელობით, მოსამართლის თანამდებობიდან
გათავისუფლება არ უნდა განხილულიყო ხელშეკრულების შეწყვეტის

13 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის N ას-824-876-2011 განჩინება.


5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

საფუძვლად, თუკი დაზღვეული თავად გააგრძელებდა სადაზღვევო პრემიის


გადახდას. კასატორის მითითებით, მოსამართლეობა ხელშეკრულების
გაგრძელების არსებითი პირობა რომ ყოფილიყო, მაშინ დაზღვეულის მიმართ ეს
ხელშეკრულება 2009 წლის 31 დეკემბრამდე ვადით არ უნდა დადებულიყო,
რადგან დამზღვევისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ დაზღვეული
ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 7 თვით ადრე მოსამართლე აღარ
იქნებოდა.

22 აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმეზე


შემდგომი მსჯელობის შესაძლებლობა აღარ შეიქმნა. მსგავსი ტიპის დავების
განხილვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გათვალისწინება.
უპირველესად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება მკაფიოდ
უნდა აწესრიგებდეს დაზღვევის შეწყვეტის საფუძვლებს. კერძოდ, დასაქმებაზე
მიბმულ დაზღვევის ხელშეკრულებაში პირდაპირ და გარკვევით უნდა მიეთითოს,
რომ დაზღვევა წყდება დასაქმებულის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთანავე.
მესამე პირის დაცვის ინტერესი მოითხოვს, რომ ხელშეკრულების პირობები მის
საზიანოდ არ განისაზღვროს. აღნიშნულის გათვალისწინება კი როგორც
დამზღვევის, ისე მზღვეველის ვალდებულებაა.

23 ზემოთ განხილულ მაგალითში არანაკლებ მნიშვნელოვანია დაზღვევის


ხელშეკრულების ვადის გონივრულობის განსაზღვრა. ზემოთ მოყვანილი
არგუმენტის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მსგავს შემთხვევაში
სასამართლომ ვადის ამოწურვის პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების
საწინააღმდეგო პირობად მიიჩნიოს. მით უფრო, როდესაც ქართულ სასამართლო
პრაქტიკაში არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებშიც სასამართლო 346-ს
გამოყენებით დაზღვევის ხელშეკრულების პირობების სამართლიანობას აფასებს.14

24 სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარმოებაზეც, გრძელდება თუ


არა პრემიის გადახდა დამზღვევის მხრიდან. მოცემულ მაგალითში, მხარის
მითითებით, „დაზღვეულმა თავისი ვალდებულება შეასრულა, გადაიხადა
დაზღვევის თანხები.“ თუ აღნიშნული გარემოება დამტკიცდება, რაც თავის მხრივ,
დაზღვეულის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, სასამართლომ უნდა შეაფასოს
მზღვეველის კეთილსინდისიერება. მზღვეველი, რომელიც დასაქმებაზე მიბმული
დაზღვევისას პრემიას იღებს დაზღვეულისგან და ზიანის ანაზღაურებაზე უარს
აცხადებს დაზღვეულსა და დამზღვევს შორის ურთიერთობის შეწყვეტის გამო,
უსაფუძვლო გამდიდრების ადრესატად წარმოდგება.

25 არანაკლებ საინტერესოა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მესამე პირის


სასარგებლოდ გაწერილი სადაზღვევო დაფარვის შინაარსს განმარტავს და
მიზეზობრივი კავშირის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. მოცემულ
საქმეში15 თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის სიცოცხლე დაზღვეული იყო
ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში. ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო

14 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის N ას-755-811-2011 განჩინება.


15 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 იანვრის N 2ბ/4184-12 განჩინება.
6
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

დაფარვა არ ვრცელდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროზე.


2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედების
დროს მიღებული ტრამვის გამო 2008 წლის 11-დან 17 სექტემბრამდე დაზღვეული
სამკურნალო შვებულებაში იქნა გაშვებული. ამასთან, დაზღვეულს სამკურნალო
შვებულება გაუგრძელდა 1 ნოემბრამდე. დაზღვეული გარდაიცვალა 2008 წლის 22
სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ხელშეკრულების
ზემოთ მოყვანილი პირობის გათვალისწინებით სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვა
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი ხელშეკრულება სკ-ს 346-ე 26


და 836-ე მუხლების საფუძველზე მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ
გარიგებას წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ
დაზღვეული გარდაცვალების დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ დაზღვეულის ოჯახის წევრის
სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. მზღვეველმა გაასაჩივრა აღნიშნული
გადაწყვეტილება და სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების გამონაკლის
პირობაზე მიუთითა. მისი განმარტებით, სადაზღვევო ანაზღაურებას არ
ექვემდებარებოდა შემთხვევა, რომელიც დადგებოდა სამხედრო მოსამსახურის
მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ამასთან, მნიშვნელოვანია,
აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მზღვეველისათვის განმსაზღვრელი არ
იყო არც გარდაცვალების მიზეზი და არც ის გარემოება, გარდაცვალებისას პირი
იმყოფებოდა თუ არა უშუალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების
მდგომარეობაში. აპელანტის მითითებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა
იმ გარემოებას, რომ დაზღვეულის მიერ სამსახურეობრივი ვალდებულების
შესრულება უნდა მომხდარიყო დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მას ევალებოდა
სამხედრო ვალდებულების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში
გასათვალისწინებელია მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ „სამხედრო
ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის
მიხედვით, სამკურნალოდ ყოფნა, მათ შორის, სამკურნალო ადგილამდე და უკან
მგზავრობა, ითვლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებად („შესრულების
დამადასტურებელ პირობად“).

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია და 27


დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაცვალების დღეს დაზღვეული არ ასრულებდა
სამსახურეობრივ მოვალეობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ
დაზღვეულის გარდაცვალება შეაფასა სადაზღვევო შემთხვევად, რაც, თავის მხრივ,
წარმოადგენდა მზღვეველისათვის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების
საფუძველს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია მთლიანი სამკურნალო 28


შვებულება სამკურნალოდ ყოფნად და, შესაბამისად, სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულების დროდ ჩაითვალოს. პალატამ განმარტა, რომ
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების გამონაკლისი პირობის „სწორად
შეფარდებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს
დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევის სწორი სამართლებრივი
7
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

კვალიფიკაციისათვის, გადამწყვეტია დაზღვეულის (სამხედრო მოსამსახურის)


მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებასა და
დაზღვეულის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა.’’
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მზღვეველის უარი ზიანის
ანაზღაურებაზე „კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი
იარსებებდა მიზეზობრივი კავშირი დაზღვეულის მიერ სამსახურეობრივ
მოვალეობათა შესრულებასა და დაზღვეულის გარდაცვალებას შორის.“ ამასთან,
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზად
ავტოსაგზაო შემთხვევის დასახელება. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ
მიუთითა, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად მივიჩნევთ, რომ
მოსარჩელე გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს,
დგინდება, რომ მისი გარდაცვალება არ უკავშირდებოდა სამსახურეობრივი
მოვალეობის უშუალო შესრულებას, ანუ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი
დაზღვეულის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებასა და
დაზღვეულის გარდაცვალებას შორის.“

29 დაზღვევის ხელშეკრულების დაფარვის აღნიშნული ნაწილის ანალიზი


მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ აღნიშნული პირობების მიხედვით ხდება
ზიანის გამომწვევი ხდომილების სადაზღვევო შემთხვევად აღიარება.
აღსანიშნავია, რომ მოყვანილ გადაწყვეტილებაში ასახულია მსგავს საქმეზე
არსებული სასამართლო პრაქტიკა.16

16 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის N ას-755-811-2011 გადაწყვეტილება.

8
ქეთევან ირემაშვილი

You might also like