You are on page 1of 7

დაზღვევის ინსტიტუტის წარმოშობა და სადაზღვევო კომპანიები

საქართველოში

შესავალი

დაზღვევის ინსტიტუტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


ინსტიტუტია სამართალში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ამ ინსტიტუტს
იცნობს მისი მიღების – 1997 წლიდან. სამოქალო კოდექსთან ერთად, მას
არეგულირებს სხვა რამდენიმე კანონი.

დაზღვევის წარმოშობა – ისტორიული ექსკურსი


ალბათ დაგაინტერესებთ, საიდან მოდის დაზღვევის იდეა, ვინ დაეზღვა
პირველად და რატომ? და საერთოდ რაში მდგომარეობს დაზღვევის არსი.

შეიძლება დაზღვევა მრავალნაირად განიმარტოს, მაგრამ ყველა განმარტება


ეყრდნობა დაზღვევის ძირითად იდეას, რომ ხელშეკრულების საფუძველზე
სადაზღვევო კომპანია თავისთავზე იღებს პასუხისგებლობას მომხმარებლის წინაშე,
ზარალის დადგომის შემთხვევაში მომხმარებელი დააბრუნოს იმ მდგომარეობაში, რა
მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ის ზარალამდე.
რაც შეეხება ისტორიას, ჯერ კიდევ ფინიკიელები და ძველი ბერძნები
იყენებდნენ ელემენტარულ სადაზღვევო სისტემას ზარალის შემცირების მიზნით
საზღვაო გადაზიდვებში.
კომერციული საქმიანობის დაზღვევას გვიანი რენესანსის ევროპაში სწრაფად
დაუწყია გავრცელება. მე–16 საუკუნის ჰოლანდიაში შემოუღიათ სავაჭრო გემების
დაზღვევა, რომელიც bottomry-ის სახელით ყოფილა ცნობილი და ითვალისწინებდა
ჩაძირული გემებისა და მათთან ერთად დაკარგული ტვირთის ზარალის
ანაზღაურებას.
რომაელები იყვნენ პირველები, ვისაც ჰქონდათ დაზღვევა დასაფლავების
ხარჯების ასანაზღაურებლად, ხალხი ერთიანდებოდა ჯგუფებად, რომლებიც
ანაზღაურებდნენ ამ ხარჯებს და ეხმარებოდნენ მიცვალებულების ოჯახებს.
პირველი სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმდა გენოაში 1347 წელს,
პოლისები ხელმოწერილი იყო ინდივიდუალურად, სადაც თითოეული წერდა
საკუთარ სახელს და რისკის ხარისხს, რომელიც მოიაზრებოდა დაზღვევაში.
1688 წელს ლონდონში ყავახანა Lloyd’s Coffee House-ში შეიკრიბნენ
მეზღვაურები, გემების მფლობელები და ანდერვრაიტერები და ჩამოაყალიბეს
პირველი სადაზღვევო კომპანია Lloyd’s, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი
უდიდესი კომპანიაა ბაზარზე.
მსოფლიოში სადაზღვევო საქმიანობის ჩასახვა და მისი შემდგომი
განვითარება მე-17-მე-18 საუკუნეებში კაპიტალიზმის აღმოცენებას უკავშირდება.
მრეწველობის, ვაჭრობისა და ზღვაოსნობის განვითარებამ თავისთავად წარმოშვა
კერძო საკუთრების დაცვისა და შენარჩუნების პრობლემა, რაც
სხვადასხვანაირად კეთდებოდა.
სადაზღვევო საქმიანობა იყო შვედეთშიც. შვედეთის პარლამენტში მუშათა
სოციალური დაზღვევის კანონი პირველად 1883 წელს შეიტანეს, მაგრამ რიქსდაგს
(შვედეთის ერთპალატიანი პარლამენტი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ)
კანონი არ მიუღია. 1907 წელს შვეციის მთავრობამ პროფესორ ლინდსტედის
ხელმძღვანელობით შექმნა კომისია, რომლის მიერ შემუშავებული კანონი
”ინვალიდობის, ავადმყოფობის, მოხუცებულობის სავალდებულო დაზღვევის
შესახებ” შვედეთის რიქსდაგმა 1913 წლის 21 მაისს მიიღო. კანონის თანახმად,
თექვსმეტიდან სამოცდაექვს წლამდე ასაკის ყველა მოქალაქე ვალდებული იყო,
დაზღვეულიყო, რათა სიბერის ჟამს (67 წლის ზემოთ), ინვალიდობის
შემთხვევაში და ავადმყოფობის დროს მატერიალურად უზრუნველყოფილი
ყოფილიყო. სადაზღვევო შენატანს იხდიდნენ თავად დაზღვეულები, სადაზღვევო
საზოგადოებები და სახელმწიფო.
როგორც ჩანს, დაზღვევის ინსტიტუტს იცნობდა რომის იმპერია და
საბერძნეთიც. „რომაელი საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის ტერტულიანეს
(დაახლ. ჩვ. წ. 200 წ.) მიერ მოწოდებული ცნობებით, რომის იმპერიის მსგავსად ,
საბერძნეთშიც იქმნებოდა სპეციალური ფონდები, სადაც დაგროვილი თანხებით
შესაძლებელი ხდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფებზე, ღარიბ
ფენებზე.“
რომის იმპერიაზე უფრო ადრე, დაზღვევის ელემენტები შეინიშნებოდა ძველ
ეგვიპტეში. ძველ ეგვიპტეში (ძვ. წ. IV ათასწლეული) შეიქმნა ქვისმთლელთა
ურთიერთდახმარების ფონდები. ძველ რომში სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებში
(ე.წ. კოლეგიები), ფართოდ იყო გავრცელებული ურთიერთდაზღვევა.
დაზღვევის ინსტიტუტს იცნობდა ქართული სამართალიც. დავით
აღმაშენებლის მეფობის დროს (XI ს.) სასნეულოების წამლებითა და სამედიცინო
ინვენტარით მომარაგება ხდებოდა სამეფო ხაზინის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს
თამაშობდა რელიგიური ინსტიტუტები. ეკლესია უზრუნველყოფდა მოსახლეობის
სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმების დანერგვას, რომლებიც
დაფუძნებული იყო ქრისტიანული თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებზე.

სადაზღვევო კომპანიები საქართველოში


საქართველოში მუშაობს შემდეგი სადაზღვევო კომპანიები:
„ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც
1990 წელს დააარსდა. 2006 წლის ბოლოს „ალდაგი“-ს აქციების 100% სადაზღვევო
კომპანია „ბისიაი“-მ შეიძინა.“ბისიაი“ 1998 წელს დაარსდა. მას „კორპორატიული
კლიენტებისთვის“ გააჩნია – ქონების დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა,
პასუხისმგებლობის დაზღვევა, ტრანპორტის დაზღვევა, პროცესის ხარჯების
დაზღვევა, ფინანსური რისკების დაზღვევა, საპენსიო ფონდი, აგრო დაზღვევა.
ხოლო „ინდივიდუალური პირებისათვის“ - ჯანმრთელობის დაზღვევა,
ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, საპენსიო
ფონდი, სამოგზაურო დაზღვევა, იურიდიული მომსახურების ხარჯების დაზღვევა.
„ჯი პი აი“ ჰოლდინგი, რომელიც დაარსდა 2001 წლის 8 მაისს.ეს კომპანია
სთავოზობს მომხმარებლებს ჯანმრთელობის დაზღვევას; ავტო დაზღვევას;
ქონების დაზღვევას, აგროდაზღვევას და საპენსიო დაზღვევას.
IC GROUP - დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს. მას გააჩნია შემდეგი
სერვისები: ავტოტრანსპორტის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა,
პასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა,
ტვირთების დაზღვევა, საჰაერო ტრანსპორტის დაზღვევა, საფინანსო
დანაკარგების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა.

ერთ-ერთი უახლესი სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ ქართულ სადაზღვევო


ბაზარზე გამოჩნდა 2011 წლის დასაწყისში. მას აქვს კორპორატიული
პირებისათვის დაზღვევა, ავტოტრანპორტის დაზღვევა, პასუხისმგებლობის
დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, ფინანსური რისკების
დაზღვევა, ქონების დაზღვევა. ინდივიდუალურ პირებს კი სთავაზობს – ქონების
დაზღვევას, ავტოტრანსპორტის დაზღვევას,სამოგზაურო დაზღვევას.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ასევე არსებობს სხვა სადაზღვევო კომპანიები
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. ესენია: „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“,
“სტანდარტ დაზღვევა საქართველო“ , „ირაო“ ,“კაპტო აიბისი“ , „კოურ ჯგუფი“ ,
მობიუსი“ ,“პარტნიორი“ ,„სავალდებულო დაზღვევის ბიურო“ , „ტაო“, „ქართუ“,
„არდი ჯგუფი“.

ეკოლოგიური დაზღვევა

ეკოლოგიური დაზღვევის ცნება და საფუძვლები


ბუნებრივი გარემოს დაცვისა და ეკოუსაფრთხოების უზრუნველყოფის
ეკონომიური მექანიზმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის წარმოებების, უწყებებისა და
მოქალაქეების ნებაყოფლობითი და აუცილებელი ეკოლოგიური დაზღვევა.
ეკოლოგიური დაზღვევა არის წარმოებების, უწყებებისა და მოქალაქეების
კუთვნილი ობიექტებისა და შემოსავლების, ქონების დაზღვევა ეკოლოგიური და
სტიქიური უბედურებების, ავარიებისა და კატასტროფების დროს.
• არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის
თავიდან აცილება (სადაზღვევო საზოგადოებაზე გადაცემა).
• კლიენტსა (დამზღვევი) და სადაზღვევო საზოგადოებას (მზღვეველი) შორის
დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებისას დამზღვევის მიერ ხდება რისკის
მზღვეველისათვის გადაცემა, რის შემდეგაც შესაძლო ზარალის დროს მზღვეველი
დამზღვევს სრულად აუნაზღაურებს ფინანსურ ზარალს იმ ოდენობით და იმ
პირობებით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებაშია ჩადებული.

ეკოლოგიურ დაზღვევაში იგულისხმება:


–წარმოებების დაზღვევა, რომლებიც ფლობენ ეკოლოგიური საფრთხის
გაზრდილ წყაროს და მზღვეველთა მიერ ქონებრივი ინტერესების დაზღვევა,
რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივი გარემოს ავარიული დაბინძურების
(მოულოდნელი, არაგანზრახული) დროს. ის უზრუნველყოფს ამ დროს მიყენებული
ზარალის კომპენსაციას და ქმნის გარემოს დაცვითი ღონისძიებებისა და
ეკოუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაფინანსების დამატებით წყაროს;
–„ადრე დაბინძურებული“ ბუნებრივი ობიექტების მესაკუთრეთა
(მეპატრონეთა, მომხმარებელთა) პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლებიც ქმნიან
პოტენციურ ეკოლოგიურ საფრთხეს მოქალაქეთა თუ იურიდიულ პირთა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისადმი – ეკოლოგიური რისკების
რეტროსპექტიული დაზღვევა.
ეკოდაზღვევის ეკონომიკურ არსს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციათა
ფულადი სახსრების დაგროვება სადაზღვევო ორგანიზაციების ფონდებში ან
სპეციალურად შექმნილ სადაზღვევო ფონდში და მათი გადანაწილება მესამე პირთა
შორის მათზე მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის სადაზღვევო შემთხვევების
დადგომის დროს.
ეკოდაზღვევის ფუნქციებია:
– პრევენციული (პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება ავარიულობის
დაქვეითებასა და საგანგებო სიტუაციებში ზარალის შემცირებაში).
– საკონტროლო (სადაზღვევო ორგანიზაციის კონტროლი დამზღვევის მიერ
პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად).
– სოციალური (მოსახლეობის დაცვა: სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ
სახსრების გამოყოფა სადაზღვევო რეზერვების ან სოციალური უზრუნველყოფის
ფონდიდან მოსახლეობისა და წარმოების თანამშრომელთა სოციალური დაცვის
გაზრდისათვის).
– კომპენსაციური (ზიანისა და ზარალის კომპენსაცია, მესამე პირის ზარალის
კომპენსაციის ჩათვლით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას).
– ინვესტიციური (ინვესტიციური საქმიანობის დაფინანსება სადაზღვევო
რეზერვებისა ან სპეციალური სადაზღვევო ფონდებიდან).
– საინფორმაციო (დაზღვევის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტარდება
წარმოება – მზღვეველის (ეკოლოგიური საფრთხის პოტენციური წყარო)
ეკოლოგიური აუდიტი. ეკოლოგიური აუდიტის შედეგებს ღებულობს მზღვეველი
და დამზღვევი.
ამ ფუნქციების შესრულებისათვის სადაზღვევო კომპანიებს უნდა ჰქონდეთ
გარკვეული მატერიალური ბაზა, უპირველესად სადაზღვევო ფონდებში
დაგროვილი ფულადი სახსრები: საგანგებო სიტუაციებში ეკოლოგიური შედეგების
სადაზღვევო დაცვის ფონდი, სარეზერვო სადაზღვევო ფონდი, სოციალური
სადაზღვევო ფონდი, მზღვეველთა (სამეურნეო ორგანიზაცია, კერძო პიროვნება,
კომერციული სტრუქტურა) და ა.შ. ფულადი შენატანების ხარჯზე გროვდება ამ
ფონდებში დაგროვილი სახსრები.
კანონი დაზღვევის შესახებ გულისხმობს სამი სახის დამზღვევს:
1. იურიდიული პირები (ეკოლოგიურად საშიში წარმოება, დაწესებულება,
სახელმწიფო და ტერიტორიული მმართველობის ორგანოები, ვის კუთვნილებაშიც
არიან, ან ვის ტერიტორიაზეც იმყოფებიან ეკოლოგიურად საშიში ან
დაბინძურებული ბუნებრივი ობიექტები; ამ დროს შეიძლება იურიდიულ პირთა
ნებაყოფლობითი და სავალდებულო ეკოდაზღვევა, ეკოლოგიური ავარიების
შედეგად პირადი ზარალის დაზღვევა.
2. შეძლებული ფიზიკური პირები (მხოლოდ ნებაყოფილობითი დაზღვევა).
3. დაზღვევა კანონის ძალით (სავალდებულო დაზღვევა).
ეკოლოგიური რისკების ეტაპობრივი დაზღვევა უმეტესად მიზანშეწონილია
ნებაყოფილობითი და სავალდებულო დაზღვევის შეთავსებით.
სადაზღვევო კომპანიებს (მზღვეველები) შეუძლიათ განახორციელონ
თავიანთი საქმიანობა სადაზღვევო აგენტებისა და ბროკერების მეშვეობით.
ეკოლოგიური დაზღვევის მნიშვნელოვანი (შეუცვლელი) პირობაა
მზღვეველსა და დამზღვევს შორის ურთიერთკავშირის ეკონომიკური
დაინტერესება, ბუნებრივი გარემოს ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეკოლოგიური
ავარიების რისკთა შემცირება. ეკოლოგიური რისკის შემცირების მიზნით მზღვეველი
ღებულობს გარკვეულ გამაფრთხილებელ ღონისძიებებს (ატარებს წარმოების
ეკოლოგიურ აუდიტს, აფინანსებს ეკოლოგიურ მონიტორინგს და ა.შ.).
მოვლენები, რომლებიც განიხილება ეკოლოგიური რისკის ფარგლებში, კანონით
მოითხოვება მისი დადგომის ალბათობისა და გამოვლენის შანსის მახასიათებლები.
ქონების დაზღვევისას დამზღვევი იხდის სადაზღვევო გადასახადს
ანაზღაურების სახით, პიროვნების ან მესამე პირის დაზღვევის შემთხვევაში ხდება
სადაზღვევო უზრუნველყოფა.
სადაზღვევო ანაზღაურების მიმღები შეიძლება იყოს არა მარტო დამზღვევი,
არამედ მესამე პირიც, მაგალითად ქონების მეპატრონე, რომელმაც გასცა ქონება
იჯარით და დაზარალებულია ეკოლოგიური ავარიის შედეგად, თუ კი იჯარის
გადასახადში შეტანილია ეკოდაზღვევის გადასახადი.
სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ხელშეკრელუბით ან კანონით,
რის საფუძველზეც განისაზღვრება სადაზღვევო ქირის რაოდენობა და სადაზღვევო
ანაზღაურება.
სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევის შემთხვევაში დამზღვევსა და
მზღვეველს შორის ურთიერთპასუხისმგებლობის საფუძველი არის კანონი,
რომლითაც განისაზღვრება (დგინდება) ეკოლოგიურად საშიში წარმოება და
უწყებები, მავნე ნივთიერებები და ავარიის შედეგად პოტენციური
დაზარალებულები.
დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლები (ლიმიტი) დამოკიდებულია
გარკვეულ ფაქტორებზე: ფინანსურ შესაძლებლობებზე, დაზღვევის ფორმებზე,
სადაზღვევო პასუხისმგებლობის მოცულობაზე, დამზღვევთა წრეზე და ა.შ. ლიმიტის
ზევით მიყენებული ზარალი უნდა დაფაროს ზიანის მიმყენებლმა წარმოებამ.
მზღვეველს, კომპენსაციის ამნაზღაურებელს, უფლება აქვს წარუდგინოს
სარჩელი დამზღვევს, როცა ზარალის მიზეზი არის მისი გარკვეული ქმედება ან
უმოქმედობა.
ყველაზე ეფექტურია წინასწარ განსაზღვრული ეკოლოგიურად საშიში
ობიექტების სავალდებულო ეკოდაზღვევა. ეს განპირობებულია მესამე მხარის –
დაზარალებულის არსებობით, რომელიც დაინტერესებულია მიყენებული ზიანის
კომპენსაციის მიღებით. ამის გარანტიაა– სადაზღვევო პოლისები ყველა პოტენციური
ზარალის მიმყენებლებისა.

ეკოლოგიური დაზღვევის განვითარების ისტორია

ევროპის ქვეყნებში ეკოლოგიური დაზღვევა გამოიყენება XX საუკუნის 60–იანი


წლებიდან. თავდაპირველად ხდებოდა მხოლოდ ავარიული, გაუთვალისწინებელი
მოვლენების დროს, მზღვეველის მიერ, რომელმაც მოულოდნელი და არაგანზრახ
ჩადენილი ქმედებით გამოიწვია პირადი და ქონებრივი ზარალი. იყო რამდენიმე
შემთხვევა, როცა კორპორაციებმა იკისრეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა
დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანისთვის.
დასაწყისში მზღვეველები ბუნებრივი გარემოს დანიბძურებას განიხილავდნენ,
როგორც „ნორმალურს“ და ამგვარად მომუშავე ორგანიზაციების ქმედებას კი –
როგორც შეგნებულს, სადაც გამორიცხული იყო წინასწარგანზრახვა. ეკოლოგიური
დაზღვევა წარმოადგენდა, როგორც „დაბინძურების ლიცენზირებას“.
1973 წლამდე სადაზღვევო პოლისი (მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ან
გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს განხორციელებული
დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს და დამზღვევს უფლებას აძლევს,
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება ან
სადაზღვევო თანხა) ითვალისწინებდა მხოლოდ მოულოდნელ და ავარიულ
შემთხვევებს, ამ წლის შემდეგ კი ის შეიცვალა. ამ დროს დამზღვევი გამორიცხავდა
პასუხისმგებლობას მუდმივი დაბინძურებისათვის, უზრუნველყოფდა მხოლოდ
ავარიული გადანაყარის გადაფარვას. თავის მხრივ ასეთ კომპრომისს ჰქონდა
ნეგატიური მნიშვნელობა შემდეგი მიზეზების გამო:
 რთულია იდენტიფიკაცია მუდმივი დაბინძურებისა და მისი ინტენსიობის
განსაზღვრა.
 დამზღვევს არ შეუძლია გაზარდოს სადაზღვევო ფონდი დაბინძურების
ინტენსიობის შესაბამისად.
 დამზღვევის (სამრეწველო საწარმოს) უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისას
ბუნებრივ გარემოზე, მუდმივი დაბინძურების (როგორც განზრახ) გადაფარვა
(დამალვა).

ყოველივე აღნიშნულმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ეკოლოგიური დაზღვევის


პრაქტიკაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ზარალის ანაზღაურება ხდებოდა გარემოს მუდმივ
დამბინძურებლებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ზარალი და მისი ოდენობა
აღმოჩნდებოდა მოულოდნელი.
გერმანიაში ბუნებრივი გარემოს დაბინძურების დაზღვევა მიმდინარეობს
გარემოს დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში: ავარიის შემთხვევაში, ან საგანგებო
სიტუაციების დროს დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს
ავარიის დროს მიყენებული ზარალის ოდენობა და მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, შემოსული განცხადების ან სასამართლო
ექსპერტიზის მიერ შეფასების საფუძველზე და მოპასუხეს ავალდებულებს
აუნაზღაუროს ზარალი ან მოახდინოს კომპენსაცია. ასე მაგალითად, 1992 წელს იყო
25 ათასზე მეტი სასამართლო პროცესი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იყო
გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევასთან.
ავარიული დაბინძურებით საერთო დაზღვევის ფარგლებში შედარებით
ნაკლებადაა გავრცელებული ნებაყოფლობითი დაზღვევა ბუნებრივ გარემოზე
მიყენებული ზიანისათვის ანუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა (ბელგია და სხვა).
ზოგიერთ სახელმწიფოში სადაზღვევო ფონდები ფუნქციონირებენ კომპანიების
სხვადასხვა ფონდებთან ერთად. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში დასაფარავი
მოცულობა არ არის უზრუნველყოფილი ანაზღაურებით ან კომპენსაციაით, ანუ
ავარიის შედეგად ზარალი აღემატება ცალკეული დამზღვევის ფინანსურ
პოტენციალს. ამიტომ 70–იანი წლების ბოლოს ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში,
იაპონიაში, შვეციაში და ა.შ., წარმოიშვა პრაქტიკა სადაზღვევო ორგანიზაციებისა,
რომელმაც გააფართოვა სადაზღვევო ბაზარი.
საჭიროა აღინიშნოს, რომ პასუხისგებაში შეიძლება იყვნენ მიცემული არა
მხოლოდ წარმოებები ამჟამინდელი და მანამდე არსებული მავნე ნივთიერებების
გამონაბოლქვის გამო, არამედ მათი ტრანსპორტით გადამტანებიც. მათ უნდა გასწიონ
ხარჯები დაბინძურების ლიკვიდაციისათვის და აღსადგენი სამუშაოების
ჩასატარებლად. შემდგომში ბუნებრივ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების
გათვალისწინებით შეიძლება დამატებით მოეთხოვოს მოპასუხეებს ზარალის
ანაზღაურება.
ზარალი, დაფარული უცხოური დაზღვევებისაგან, შეიძლება განიხილოს,
როგორც პირდაპირი ზარალი (სოფლის მეურნეობის კულტურების ზარალი, ტყეები
და სხვა ბიოლოგიური რესურსები, უძრავი ქონება, ადამიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა), ასევე არაპირდაპირი (თევზების საბინადრო ადგილის დაბინძურება,
ნადირობა, დასვენების ადგილების დაბინძურება, ნიადაგის მოსავლიანობის
შემცირება და ა.შ ). არაპირდაპირ ზარალში შეიძლება ჩაირთოს ნარჩენების გაწმენდა
და განადგურება, უბედური შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია ბოლნისლის
გამო ცუდი მხედველობით და სხვა.
მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა (აშშ, ინგლისი) წინააღმდეგია ავარიული
სიტუაციების დროს მიყენებული ზარალის პასუხისმგებლობის დაზღვევისა, რაც
შეიძლება აიხსნას მოსალოდნელი დიდი რაოდენობით სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემით. დღეისათვის ამ ქვეყნებში დაზღვევის ხელშეკრულების უმრავლესობა
გამორიცხავს პასუხისმგებლობას რისკების დროს ბუნებრივი გარემოს
დაბინძურებაში.
ზოგადად, ველური ბუნების კონსერვაციისა და გარემოს მართვის მექანიზმში
კომერციული, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თანხების მოზიდვის
მექანიზმი გარდაიქმნა ეკოლოგიური რისკების ეფექტურ, ეკონომიკურ მექანიზმად,
როგორც დამატებითი მექანიზმი ბუნებისსარგებლობის რეგულირების საქმეში.

ეკოლოგიური დაზღვევა
1. საქართველოში ხორციელდება ეკოლოგიური დაზღვევა, მათ შორის
ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების სავალდებულო
ეკოლოგიური დაზღვევა.
2. ეკოლოგიური დაზღვევით შემოსული თანხები გამოიყენება ეკოლოგიურიავარიისა
და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისა და მათი პროფილაქტიკისათვის.
3. ეკოლოგიური დაზღვევის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.

You might also like