You are on page 1of 12

მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)

0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ


ტელ: (995 32) 242 22 22

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები


ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები #MTPL-001/21

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის


პირობების შესახებ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სადაზღვევო პოლისი და
დაზღვევის პირობები წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სრული პირობების #MTPL-001/21


ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge.

დაზღვევა ეფუძნება დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის მიწოდებულ


ინფორმაციას. თუ მზღვეველს არ მიეწოდა ინფორმაცია ან/და ინფორმაცია შეიცავდა
არასწორ/არაზუსტ მონაცემებს, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება დაზღვევის ამ
ხელშეკრულებით ნაკისრი ყოველგვარი ვალდებულების შესრულებისაგან.

ვინ არის მზღვეველი?


მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804) ;
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ;
ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

რა არის დაზღვეული?
ჩვენ ავანაზღაურებთ ზარალს, რომელიც დაზღვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროს,
სადაზღვევო პერიოდში, უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად
მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას.

თქვენი ხარჯისა და ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:


დაზღვევის შესაძენად უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და
მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად , რაც ასახული იქნება პოლისში.

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლოა განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობით, რომლის


არსებობა და ოდენობა შერჩეული იქნება თქვენ მიერ და დაფიქსირდება პოლისში. ასეთ
შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება პოლისში
მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

რა არ ანაზღაურდება?
დაზღვევა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ:

 შემთხვევა, როდესაც დაზარალებულ პირს წარმოადგენთ თქვენ, მოსარგებლე, დაზღვეული


ავტოტრანსპორტის მესაკუთრე, მათი ან თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ი ან დაზღვეული
ავტოტრანსპორტის მძღოლი ან/და მგზავრები.
 ჩვენთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე მესამე პირ(ებ)ის წინაშე აღიარებთ
პასუხისმგებლობას ან/და გაწევთ ხარჯებს.
 მესამე პირ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან/და გარდაცვალება დადგა,
სადაზღვევო შემთხვევიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვის შემდეგ.

1
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

 ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, არის არასწორი, არაზუსტი, არასრული, ყალბი ან


შეცდომაში შემყვანი.
 თქვენ არ გვაცნობეთ სადაზღვევო პერიოდში პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის
გასხვისების, ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შესახებ.
 პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტი გამოიყენებოდა კომერციული დანიშნულებით.
 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სადაზღვევო პოლისში მითითებული
ავტოტრანსპორტის უფლებამოსილი მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული /
ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, ან უარი განაცხადა მდგომარეობის
დასადგენად საჭირო ტესტ(ებ)ის/სინჯების ჩაბარებაზე, არ მოგვაწოდეთ შესაბამისი ფაქტის
დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო პოლისში მითითებულ ავტოტრანსპორტს
მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი.
 ზიანი გამოწვეულია თქვენი ან სადაზღვევო პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის
მესაკუთრის ან სადაზღვევო შემთხვევისას სადაზღვევო პოლისში მითითებული
ავტოტრანსპორტის უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ქმედებით ან უხეში
გაუფრთხილებლობით ან ასეთის მცდელობით, ასევე, თვითმკვლელობით,
თვითმკვლელობის მცდელობით, საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებით ან
ზიანის მიყენების მცდელობით.
 თქვენ, მოსარგებლემ ან სადაზღვევო შემთხვევის დროს, სადაზღვევო პოლისში მითითებული
ავტოტრანსპორტის უფლებამოსილმა მძღოლმა გააყალბეთ ან შეეცადეთ გაგეყალბებინათ
სადაზღვევო შემთხვევასთან ან სადაზღვევო ანაზღაურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
ან/და დოკუმენტაცია.
 სადაზღვევო პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის მძღოლი გადაადგილდებოდა
საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამოიწვია
მესამე პირის სიცოცხლის/ქონების გადარჩენის აუცილებლობამ.
 დაზიანება დადგა პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის ბუქსირით გადაადგილებისას.
 სადაზღვევო შემთხვევა დადგა საჯარიმო სადგომზე ყოფნის დროს.
 სადაზღვევო პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტი მონაწილეობდა ავტოდრომზე ან მის
გარეთ ნებისმიერი სახის რბოლაში/სისწრაფის გამოცდაში/შეჯიბრში (მათ შორის, Off Road),
ნებისმიერი სახის ტესტირების (მათ შორის, Test Drive) ან სამაშველო მოქმედებების პროცესში.
 პოლისში მითითებულ ავტოტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა აღემატებოდა დასაშვებ
რაოდენობას ან გადაჭარბებული იყო დატვირთვის დასაშვები მაქსიმალური ზღვარი/წონა,
რამაც გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევა ან გაზარდა ზარალის მოცულობა.
 სადაზღვევო შემთხვევა დადგა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
 სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია ავტოტრანსპორტით, რომლის VIN კოდი/შასის ნომერი
არ ემთხვევა სადაზღვევო პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის VIN კოდს/შასის
ნომერს.
 სადაზღვევო შემთხვევა დადგა აეროდრომის ან აეროპორტის ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც
გამოიყენება თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად, გადასაადგილებლად, სადგომად,
აეროპორტის მომსახურებისთვის განკუთვნილ გზად ან აეროპორტში საბაჟო შემოწმებისთვის.
 სადაზღვევო შემთხვევა დადგა სამშენებლო ან/და ისეთ ტერიტორიაზე, რომელზეც
ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული ან აკრძალულია.
 სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია სადაზღვევო პოლისში მითითებული
ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობით.
 სადაზღვევო შემთხვევა დადგა საავტომობილო გზის, ეზოს, ავტოფარეხის გარდა სხვა
ტერიტორიაზე.
2
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

 დაზიანდა თქვენს საკუთრებაში, მფლობელობაში ან მინდობილ საკუთრებაში არსებული


ქონება ან თქვენთვის შესანახად, სამეთვალყურეოდ ან სამართავად მობარებული ქონება.
 დაზიანდა ქონება, რომელიც გადაიზიდებოდა სადაზღვევო პოლისში მითითებული
ავტოტრანსპორტით ან მიმაგრებული იყო მასზე ნებისმიერი სახის მისაბმელით.
 სადაზღვევო პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტი იყო მართვისთვის /
ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში.
 ჩვენი წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტი გადაადგილებულია ან თქვენ ან
მძღოლს, რომელიც სადაზღვევო შემთხვევისას მართავდა სადაზღვევო პოლისში მითითებულ
ავტოტრანსპორტს, მიტოვებული გაქვთ შემთხვევის ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
ამისათვის არსებობს ჩვენი ან საპატრულო პოლიციის გაცემული მითითება.
 თქვენ, ან მძღოლი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დროს მართავდა სადაზღვევო
პოლისში მითითებულ ავტოტრანსპორტს არ ასრულებთ სადაზღვევო პოლისით ან/და
დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
 ზიანი გამოწვეულია ისეთი ქმედებით, რაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
გვაძლევს უფლებას უარი ვთქვათ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად და დროულად არ იყო გადახდილი
სადაზღვევო პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემია;
 წმინდა ფინანსური ზარალი, როდესაც არ იკვეთება მესამე პირ(ებ)ის ქონების ან/და
ჯანმრთელობის დაზიანება ან/და განადგურება.
 ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ჯარიმა, მათ შორის, საჯარიმო
სადგომზე დგომის ხარჯები, მიუღებელი შემოსავლები, მორალური ზიანი, სხვა
ავტოტრანსპორტის დაქირავების ღირებულება.

დაზღვევის გამონაკლისის მომწესრიგებელი პუნქტების სრულყოფილი ჩამონათვალი მოცემულია


ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების მე-3 მუხლში.

უფლებამოსილი მძღოლები
ზარალი ჩვენი მხრიდან ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისას, პოლისში მითითებულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი.

ამ დაზღვევის მიზნებისთვის, უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, ვინც არის


არანაკლებ 21 წლის და ფლობს შესაბამისი კატეგორიის ავტოტრანსპორტის მოქმედ მართვის
მოწმობას, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ პოლისში სხვაგვარად არ
არის მითითებული.

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას


არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტოტრანსპორტი და არ მიატოვოთ შემთხვევის ადგილი
საპატრულო პოლიციის და ჩვენი წარმომადგენლის მოსვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
დაზღვეული ავტოტრანსპორტის გადაადგილება ან/და შემთხვევის ადგილის მიტოვება
შეთანხმებულია ჩვენთან ან მოითხოვა საპატრულო პოლიციამ.

დაგვიკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზზე (2 42 22 22) და მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია


სადაზღვევო შემთხვევის შესახებ:
დაუყოვნებლივ გამოიძეხოთ საპატრულო პოლიცია (112).

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია


3
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

ჩვენ უფლებამოსილი ვართ, არ ავანაზღაუროთ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი


ზარალი, თუ თქვენ არ წარმოადგენთ ქვემოთ განსაზღვრულ დოკუმენტაციას ან არასაპატიო
მიზეზით დაარღვევთ ქვემოთ განსაზღვრულ ვადას (მაგ.: არ გექნებათ საბუთის წარსადგენი
ვადის გადაცილების დასაბუთებული მიზეზი).
სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა თქვენ
ვალდებული ხართ წარმოგვიდგინოთ:
- წერილობითი განაცხადი ანაზღაურების მოთხოვნაზე, სადაზღვევო შემთხვევის
გარემოებების აღწერით.
- პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
- სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის
მძღოლის მართვისა და პირადობის მოწმობები, ასევე მძღოლის ალკოჰოლური თრობის
ფაქტის დასადგენი სამედიცინო შემოწმების ოქმი ან/და ალკოტესტით შემოწმების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დამადასტურებელი დოკუმენტები კომპეტენტური
ორგანოებიდან, შემდეგი დეტალების მითითებით: ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი და
თარიღი, შემთხვევის ყველა მონაწილის ვინაობა, შემთხვევის დადგომაზე პასუხისმგებელი
პირ(ებ)ის სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საგზაო
შემთხვევის სქემა.
- მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხოლო იურიდიული პირის
შემთხვევაში, დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი).
- ოფიციალური ან სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაცია და
დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია ზარალის დასარეგულირებლად.
- სხვა დამატებითი საბუთ(ებ)ი/ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც სადაზღვევო შემთხვევის
გარემოებებიდან გამომდინარე საჭიროა ზიანის გამომწვევი მიზეზების ან/და ზარალის
მოცულობის დასადგენად.
- ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის
ორიგინალები და მესამე პირ(ებ)ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
- შეტყობინება დაზარალებული მესამე პირ(ებ)ის მიერ თქვენთვის პრეტენზიის წაყენების
თაობაზე.
- მესამე პირ(ებ)ის ქონების/სიცოცხლის/ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან
დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
- მესამე პირ(ებ)ის ქონების/ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასა და მკურნალობასთან
დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია (დოკუმენტები სამედიცინო
დაწესებულებიდან – გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის
დამადასტურებელი დოკუმენტები, სამედიცინო ჩანაწერები (ფორმა N100) და გაწეული
მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები, სპეციალისტთა
კონსულტაციების, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების პასუხები/დასკვნები
და ა.შ.).
- ქონების დაზიანების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მესამე პირ(ებ)ის
საკუთრების უფლებას დაზიანებულ ქონებაზე.

მესამე პირ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში:


- მესამე პირ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნა გარდაცვალების შესახებ.

4
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარდაცვლილი მესამე პირ(ებ)ის მოსარგებლის მიერ


სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებამოსილებას (სამკვიდრო მოწმობა, რომელიც
განსაზღვრავს მემკვიდრის წილს მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში).
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენსა და დაზარალებულ მესამე პირ(ებ)ს შორის მიმდინარეობს
დავა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის
საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება,
რომელიც ადასტურებს თქვენს პასუხისმგებლობას მესამე პირ(ებ)ისთვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურებაზე. ამასთან, ჩვენ ვთავისუფლდებით სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემის ვალდებულებისგან, თუ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე თქვენ, ჩვენთან
წერილობითი შეთანხმების გარეშე, ცნობთ სარჩელს ან მის რომელიმე ნაწილს.

რამდენ დღეში რეგულირდება და გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება?


სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე მოთხოვნა მზღვეველს წარედგინება წერილობითი
ფორმით.
გადაწყვეტილებას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისა და მისი ოდენობის შესახებ ჩვენ
მივიღებთ სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების დადგენისა და ზარალის ოდენობის
განსაზღვრისათვის საჭირო საბუთების სრულყოფილად მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის
ვადაში.
სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მიერ ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური
ოდენობა შემოიფარგლება პასუხისმგებლობის ლიმიტით/ქველიმიტით და მცირდება ყოველი
ანაზღაურებული თანხ(ებ)ის ოდენობით.
სადაზღვევო ანაზღაურებას ჩვენ გავცემთ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის ორივე
მხარის მიერ ხელმოწერიდან ან დისტანციურად დარეგულირებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის
ვადაში.
სადაზღვევო ანაზღაურება გადაერიცხება დაზარალებულ მესამე პირს (ან მის კანონიერ
წარმომადგენელს).
სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

სადაზღვევო ანაზღაურების პროცედურის დეტალები იხილეთ დაზღვევის პირობების მე-6


მუხლში (სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და წესი).

სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება და როგორ აქტიურდება დაზღვევა?


დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის სადაზღვევო პოლისში მითითებული სადაზღვევო
პერიოდის საწყისი თარიღის 24:00 სთ-ზე და მოქმედებს მასში მითითებული ვადის ბოლო
თარიღის 24:00 საათამდე.

დაზღვევის ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად თქვენ ვალდებული ხართ:


 სრულად და დროულად გადაიხადოთ სადაზღვევო პრემიის ერთჯერადი ან პირველი
ტრანში, სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.
სადაზღვევო პოლისი და შესაბამისად სადაზღვევო პერიოდი ექვემდებარება იმავე პირობებით
ყოველი მომდევნო 12 (თორმეტი) თვით ავტომატურ განახლებას, თუ მიმდინარე სადაზღვევო
პოლისზე გაცხადებული არ არის ზარალი.

ჩვენი ინიციატივით სადაზღვევო პოლისის არ განახლების შემთხვევაში, ჩვენ შეგატყობინებთ


მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე 14 (თოთხმეტი) დღით ადრე.

5
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

თუ თქვენ არ გსურთ სადაზღვევო პოლისის ავტომატური განახლება, აღნიშნულის თაობაზე უნდა


შეგავტყობინოთ მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის ბოლო 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში.

თქვენ მიერ სადაზღვევო პრემიის ერთჯერადი ან პირველი ტრანშის გადახდამდე ჩვენ


თავისუფალი ვართ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება


თქვენ გაქვთ უფლება დაზღვევის ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის ვადაში უარი თქვათ ამ
ხელშეკრულებაზე ყოველგვარი გადასახადისა და ჯარიმის გარეშე. ასეთ შემთხვევაში თქვენ
დაგიბრუნდებათ თქვენ მიერ გადახდილი პრემია.
დაზღვევის ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის, თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ წერილობითი
განაცხადი შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის გამზირი 24 ბ. თბილისი, საქართველო. განაცხადის
ფორმა თან ერთვის წინამდებარე დოკუმენტს.
თქვენ ვერ იტყვით უარს დაზღვევის ხელშეკრულებაზე, თუ:
ა) სადაზღვევო პრემია არ აღემატება 30 ლარს;
ბ) სადაზღვევო პერიოდი ტოლია ან ნაკლებია 14 დღეზე;
გ) თქვენ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოითხოვეთ
მომსახურების მიღება.

ხელშეკრულების შეწყვეტა და სხვა ფინანსური ხარჯი


დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:
 თქვენი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, ჩვენთვის დაზღვევის ხელშეკრულების
გაუქმებაზე წერილობითი მოთხოვნის მოწოდებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის
ვადაში.
 ჩვენი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თქვენთვის დაზღვევის ხელშეკრულების
გაუქმებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე თქვენთვის შეტყობინების
გამოგზავნის გზით.
 ჩვენი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თქვენთვის დაზღვევის ხელშეკრულების
გაუქმებაზე წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის გზით, თუ გამოვლინდება, რომ
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის არაზუსტი, არასრული, ყალბი ან შეცდომაში
შემყვანი.
 ჩვენი ინიციატივით, პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის გასხვისების შესახებ
ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, დაზღვევის ხელშეკრულების
გაუქმებაზე 1 (ერთი) თვით ადრე შეტყობინების გამოგზავნის გზით.
 ჩვენი ინიციატივით, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გამოგზავნის გარეშე, თუ:
- ჩვენი ჩვენი მხრიდან შესაბამისი სადაზღვევო პოლისით ნაკისრი ვალდებულებები
სრულადაა შესრულებული/ამოწურულია სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული
პასუხისმგებლობის ლიმიტი.
- პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტი აღარ არსებობს და ეს გამოწვეულია
სადაზღვევო რისკისგან განსხვავებული, ნებისმიერი სხვა მიზეზით.
- სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის ვადაგადაცილება
აჭარბებს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

დაზღვევის ხელშეკრულება ასევე შეწყდება:


 სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის დასრულებისას.
6
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

 თუ ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს საქმიანობას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.


 ჩვენს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

თუ სადაზღვევო პრემიის გადახდის 30 (ოცდაათი) დღიანი ვადაგადაცილების მიზეზით ჩვენ


გაგიუქმებთ დაზღვევის ხელშეკრულებას, თქვენ ვალდებული ხართ სრულად გადაიხადოთ
დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმების თარიღისთვის გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის
გადაუხდელი ნაწილი.
თუ თქვენ ვადაზე ადრე შეწყვეტთ დაზღვევის ხელშეკრულებას და დაზღვევის ხელშეკრულების
შეწყვეტამდე არ ფიქსირდება სადაზღვევო შემთხვევა, რომელზეც გაცემულია სადაზღვევო
ანაზღაურება ან მიმდინარეობს დარეგულირების პროცესი, თქვენ ვალდებული ხართ
გადაიხადოთ:
 დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმების თარიღისთვის გამომუშავებული სადაზღვევო
პრემიის გადაუხდელი ნაწილი;
 დაზღვევის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის პირგასამტეხლო,
გამოუმუშავებელი პრემიის 10%-ის ოდენობით.

თუ თქვენ ვადაზე ადრე შეწყვეტთ დაზღვევის ხელშეკრულებას და დაზღვევის ხელშეკრულების


შეწყვეტამდე, მიმდინარე დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ გავეცით სადაზღვევო
ანაზღაურება, თქვენ ვალდებული ხართ, სრულად გადაიხადოთ სადაზღვევო პოლისით
გათვალისწინებული ჯამური სადაზღვევო პრემია, ჩვენ მიერ ანაზღაურებული თანხის
ოდენობისა და დაზღვევის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდის მიუხედავად.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა


დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ,
ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 242 22 22 ან მოგვმართოთ ელექტრონული
ფორმით ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით: www.tbcinsurance.ge ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი
დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე:

თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. III სართული;


ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა #16;
ფოთი, აღმაშენებლის #57;
ბათუმი, ზუბალაშვილის #37;
ზუგდიდი, გამსახურდიას #35.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება,


შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

მონაცემთა დაცვა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული
მიზნებისთვის.

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ

7
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მისამართი: ქ.


თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. #3

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!

Digitally signed by TBC Insurance


Date: 2023.09.29 13:13:55 +04:00 8
Reason: MTPL_wording_001-21
Location: Tbilisi, Georgia
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

ავტომობილის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი


K/TMTPL/R/D/006772/23

წინამდებარე პოლისი, დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ერთიან


ხელშეკრულებას.
სადაზღვევო შემთხვევისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს
და თიბისი დაზღვევას.

დაზღვევის პირობები: MTPL-001/21 სადაზღვევო პერიოდი:


განთავსებულია ვებგვერდზე: 13-10-2023 24:00 საათიდან
www.tbcinsurance.ge 13-10-2024 24:00 საათამდე

ინფორმაცია დამზღვევის შესახებ:


დამზღვევი მურატ ტუსდერი
პირადი № 01891026525
მისამართი თბილისი აკაკი ხორავას ქ. N 22/12 ბ. 15
ტელ. № 596119925
ელ.ფოსტა tusder@gmail.com

ინფორმაცია ავტომობილის შესახებ


მარკა, მოდელი RENAULT DUSTER სარეგისტრაციო № VV760WV
ძარის ტიპი მაღალი გამავლობის საიდენტიფიკაციო № VF1HJD40066268150
გამოშვების წელი 2020 გამოყენება პირადი

სადაზღვევო დაფარვა: ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა


პასუხისმგებლობის ლიმიტი 10000 GEL
წლიური სადაზღვევო პრემია 144 GEL
ფრანშიზა ნულოვანი

უფლებამოსილი მძღოლები: ნებისმიერი პირი, არანაკლებ 21 წლის, რომელიც ფლობს


შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მოქმედ მართვის
მოწმობას.
დაზღვევის მოქმედების არეალი: საქართველო

სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი პრემიის გადახდის ჯერადობა: ყოველთვიური


გადახდის თარიღი 13-10-2023 13-11-2023 13-12-2023 13-01-2024 13-02-2024 13-03-2024
სადაზღვევო პრემია 12 12 12 12 12 12

გადახდის თარიღი 13-04-2024 13-05-2024 13-06-2024 13-07-2024 13-08-2024 13-09-2024


სადაზღვევო პრემია 12 12 12 12 12 12

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

9
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

- პოლისი ჩაითვლება ანულირებულად, თუ პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანის სრულად გადახდა


არ მოხდა პირველი ან ერთჯერადი შენატანისათვის პოლისით გათვალისწინებული გადახდის დღის მომდევნო
კალენდარული თვის 1 რიცხვამდე.
- უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული პრემიის გადახდა უნდა მოხდეს ლარში, გადახდის დღეს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
- დაზღვევის პირობების დედანი დეპონირებულია ნოტარიუსთან დ. ოყროშიძე (მის.: ქ. თბილისი, ქეთევან
წამებულის გამზ.22/4), რომლის დამოწმებული ასლის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნოტარიუსისათვის
მიმართვის გზით.

ვაცხადებ, რომ:
- გავეცანი და ვეთანხმები სს თიბისი დაზღვევის ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
დაზღვევის პირობებს #MTPL-001/21, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.tbcinsurance.ge, რასაც
ვადასტურებ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პრემიის გადახდით.

ვადასტურებ, რომ:
- პოლისთან ერთად გადმომეცა დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ელექტრონული
ფორმით;
- პოლისში მითითებული ყველა ინფორმაცია არის უტყუარი და სწორი;
- სადაზღვევო პოლისზე პრემიის გადახდა უთანაბრდება სადაზღვევო პოლისის, დაზღვევის პირობების,
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ხელმოწერას და გამოირიცხება დამატებითი წერილობითი
დოკუმენტის მხარეთა მიერ ხელმოწერის აუცილებლობა.

თქვენ მიერ თიბისი დაზღვევის ვებგვერდის მეშვეობით ავტომატური გადახდების სერვისის გააქტიურების
შემთხვევაში სერვისი ირთვება შემდეგი პირობებით:
- ავტომატური გადახდების სერვისის საშუალებით სადაზღვევო პრემიის გადარიცხვა და მისი მიღება სს
„თიბისი დაზღვევის“ ანგარიშზე წარმოებს სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში პოლისით
გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკის შესაბამისად;
- საბარათე ანგარიშიდან ავტომატური გადახდის სერვისის საშუალებით გადარიცხვის განსახორციელებლად
აუცილებელია დამზღვევმა უზრუნველყოს ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის თანხის არსებობა და
ამავდროულად საბარათე ანგარიში და ბარათი უნდა იყოს აქტიური;
- ავტომატური გადახდის სერვისის საშუალებით გადარიცხვები შესრულდება საბარათე ანგარიშზე
გადასარიცხი თანხის სრულად არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით არ
განხორციელდება);
- თუ საბარათე ანგარიშზე არ არის საკმარისი ოდენობის თანხა, სისტემა ყოველ მეორე დღეს შეამოწმებს
ბარათზე თანხის არსებობას და თანხის არსებობის შემთხვევაში, ჩამოაჭრის თანხას.
- თქვენ შეგიძლიათ პოლისში მითითებული ნომრიდან დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე (+995 32) 242 22 22 და
მოითხოვოთ ავტომატური გადახდის სერვისის გაუქმება.
- დამზღვევი აცხადებს თანხმობას და მზღვეველს ანიჭებს უფლებას დამზღვევის პერსონალური მონაცემები
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი), დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ვინ კოდი და
ამ ხელშეკრულების ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევ(ებ)ის შესახებ მონაცემები/ინფორმაცია
(მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შემთხვევაზე გაიცა თუ არა სადაზღვევო ანაზღაურება) ასახოს შპს „სადაზღვევო-
საინფორმაციო ბიუროს“ ინფორმაციის გაცვლის სისტემაში („იგს“).
- შპს „სადაზღვევო-საინფორმაციო ბიურო“ (სკ: 204558433, იურ. მის: ქ. თბილისის, ძველი თბილისის რაიონი,
მტკვრის მარცხენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელი; ფაქტ. მის: ქ. თბილისის, ვაკის
რაიონი, ილო მოსაშვილის ქ. #24) ახორციელებს იგს-ს ადმინისტრირების ფუნქციას.
- იგს-ში ასახული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება იგს-ში ჩართული სხვა სადაზღვევო კომპანიებისათვის. იგს-
ს ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორციელებული
ავტოტრანსპორტის დაზღვევის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა. ინფორმაციის გაცვლა ხდება სადაზღვევო
რისკების შეფასების, სადაზღვევო პირობების განსაზღვრისა და ფასწარმოქმნის მიზნით.
- იგს-ში ჩართული არიან შემდეგი სადაზღვევო კომპანიები: 1. სს თიბისი დაზღვევა, ს/კ: 405042804, იურ./ფაქტ. მის:
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ, მე-3 სართული; 2. სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, ს/კ: 204426674,
იურ./ფაქტ. მის: თბილისი, საბურთალოს რაიონი, კოსტავას ქ., N67; 3. სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ს/კ:
404476189, იურ./ფაქტ. მის: თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 66ა, 4. სს დაზღვევის
10
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

საერთაშორისო კომპანია ირაო, ს/კ: 205023856, იურ./ფაქტ. მის: ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონი, მ. კოსტავას
ქუჩიდან, ვახუშტის ხიდზე გადამავალ გზასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის, (ნაკვეთი N12-13),
ბოჭორიშვილის ქ., N 88/15, (მე-5 სართული); 5. სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია, 204491344, იურ./ფაქ. მის:
თბილისი, ვაკის რაიონი, ილო მოსაშვილის ქუჩა, N24 ). ამასთან, გაცნობებთ, რომ სამომავლოდ იგს-ს შეიძლება
დაემატოს ან გამოკლდეს მონაწილე კომპანიები.
- ზემოხსენებული მიზნით მზღვევევლი, ასევე, უფლებამოსილია მიიღოს იგს-ში არსებული დამზღვევის
სადაზღვევო შემთხვევების ისტორიის შესახებ ინფორმაცია.
- დამზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს,
წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი
შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით


ცხელ ხაზზე: + 995 (32) 242 22 22

გაცემის ადგილი: on.tbcinsurance.ge გაცემის თარიღი: 29-09-2023

პოლისი ხელმოწერილია ციფრულად, საერთაშორისო კომპანია Global Sign-ის მიერ თიბისი დაზღვევის
სახელზე გაცემული სერთიფიკატის საშუალებით.

11
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

ხელშეკრულებაზე უარის თქმის დანართი:

სახელი, გვარი:----------------------------
პ/ნ:----------------------------

თარიღი:---------------------------
განცხადება დაზღვევის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ
(ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის ვადაში)

გაცნობებთ, რომ ჩემთვის მონიჭებული უფლების ფარგლებში, უარს ვაცხადებს დაზღვევის


ხელშეკრულებაზე, სადაზღვევო პოლისი #------------------.

გთხოვთ, დამიბრუნოთ აღნიშნული პოლისის ფარგლებში გადახდილი სადაზღვევო პრემია.

ხელმოწერა: ---------------------

12

You might also like