You are on page 1of 6

მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)

0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ


ტელ: (995 32) 242 22 22

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები #TBCI/MTPL-DIGITAL-01/18

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის


პირობების შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები,
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები და სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს
დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. წინამდებარე დოკუმენტი დაზღვევის პოლისთან ერთად
წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების თავსართს.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის #TBCI/MTPL-DIGITAL-01/18 სრული პირობების ნახვა


შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე www.tbcinsurance.ge.

ვინ არის მზღვეველი?


მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ;
ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

რისგან ხართ დაზღვეული?


წინამდებარე დაზღვევა ფარავს პოლისში მითითებული ავტომობილის უფლებამოსილი
მძღოლის მიერ მართვის შედეგად მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების
დაზიანებით გამოწვეულ ზარალს.

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?


სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი
შენატანის გადახდისას, მაგრამ არაუადრეს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 24
საათისა და მოქმედებს პოლისში მითითებული ვადის ბოლო თარიღის 24 საათამდე.

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?


 არ გადააადგილოთ ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან (თუ არ იქნება მითითება
სამართალდამცავი ორგანოების ან სადაზღვევო კომპანიის მხრიდან);
 დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე (+995 32) 242 22 22 და
აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
 დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას.

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?


დაზღვევა ვრცელდება საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

რა არ ანაზღაურდება?
დაზღვევა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ:
 ავტომობილი გამოიყენებოდა კომერციული დანიშნულებით;

1/2
Digitally signed by TBC Insurance
Date: 2020.05.12 22:52:55 +04:00
Reason: EcommerceMTPL_Policy
Location: Tbilisi, Georgia
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

 ხარჯები გაწეულ იქნა მზღვეველთან შეუთანხმებლად;


 დაზღვეულ ავტომობილს მართავდა 21 (ოცდაერთის) წლამდე ასაკის ან/და მართვის
უფლებამოსილების არმქონე მძღოლი;
 სადაზღვევო შემთხვევა მოხდა უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური, ან
ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს.
 ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ავტომობილის ან/და მისი ცალკეული
ნაწილების/დეტალების გაუმართაობამ ან დაზღვეული ავტომობილი მართვისას
გამოუსადეგარ მდგომარეობაში იმყოფებოდა;
 თუ სადაზღვევო შემთხვევა შედეგად მოჰყვა ავტოტრანსპორტის, როგორც ტვირთის,
ტრანსპორტირებას, მის დატვირთვას, გადმოტვირთვას, ასევე, საზღვაო, სახმელეთო,
სარკინიგზო ან სხვა სახის ტრანსპორტით, მათ შორის ლაფეტით გადაზიდვას ან
ბუქსირით გადაადგილებას;
 დაზღვეული ავტომობილის მძღოლი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მძღოლის მსგავსი მოქმედება განპირობებულია მესამე მხარის სიცოხლისა და ქონების
გადარჩენის აუცილებლობით;
 ზარალი გამოწვეული იყო თვითმკვლელობის, თვითდასახიჩრების ჩადენისას ან/და
ასეთის მცდელობისას;
 პოლისში მითითებული ავტომობილი მონაწილეობდა ნებისმიერი სახის რბოლაში ან
სისწრაფის გამოცდაში (მათ შორის Off Road);
 ზარალი წარმოიშვა პოლისში მითითებული ავტომობილის აეროპორტში, აეროდრომზე,
ან აეროდრომის მინდვრის იმ მონაკვეთზე ყოფნისას, რომელიც გამოიყენება
თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად და გადასაადგილებლად, მათ სადგომად,
მომსახურეობისთვის განკუთვნილ გზად ან საბაჟო შემოწმებისათვის;
 დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება,
გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა ან რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება, გააყალბოს
რაიმე დოკუმენტაცია;
 როდესაც დამზღვევი დაზიანებული მესამე პირის ქონების აღდგენით-სარემონტო
სამუშაოებს განახორციელებს მზღვეველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების
გარეშე;
 თუ მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტს ადგილიდან დაძრავენ
(გარდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მიერ გაცემული მითითებების
არსებობის შემთხვევისა);
 იმ შემთხვევას, როდესაც დაზარალებული წარმოადგენს პირს, რომელიც საგზაო-
სატრანსპორტო შემთხვევის მომენტში მართავდა სადაზღვევო პოლისში მითითებულ
ავტომობილს ან დამზღვევი პირის (ასევე უფლებამოსილი მძღოლის) ოჯახის წევრს, ასევე,
დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მგზავრს;
 ნებისმიერი ქონებისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც წარმოადგენს უფლებამოსილი
მძღოლის საკუთრებას, მინდობილი საკუთრების სახით ინახება მასთან, გადაიზიდება
დაზღვეული ავტომობილით ან დაზღვეულ ავტომობილზე მიმაგრებული ნებისმიერი
მისაბმელით;
 მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას/გარდაცვალებას სადაზღვევო
შემთხვევის დადგომიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ;
 მოთხოვნილია ანაზღაურება ნებისმიერი ხასიათის მორალურ ზიანისთვის;
2/2
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

 წმინდა ფინანსურ ზარალს, როდესაც არ იკვეთება მესამე პირის ქონების და


ჯანმრთელობის დაზიანება/განადგურება;
 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად და დროულად არ იყო გადახდილი
პოლისში მითითებული თანხის/სადაზღვევო პრემიის შენატანი;
 დადგა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურებაზე
უარის თქმის სხვა საფუძვლები.

დაზღვევის გამონაკლისის მომწესრიგებელი პუნქტების სრულყოფილი ჩამონათვალი


მოცემულია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების მე-2 მუხლში.

ანაზღაურების ძირითადი პირობები


სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე მოთხოვნა მზღვეველს წარდგინება წერილობითი
ფორმით.

დაზღვევის პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება პოლისში


მითითებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ზარალის შესაბამისად,


ფრანშიზის და სადაზღვევო თანხის გათვალისწინებით.

მზღვეველის მიერ ზარალის დარეგულირება და ზარალის ანაზღაურებაზე საბოლოო


გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის ზარალის
რეგულირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მიწოდებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის
განმავლობაში.

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზიანი?


ზიანის ანაზღაურება მოხდება ჩვენს შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების
გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

ხელშეკრულების შეწყვეტა და სხვა ფინანსური ხარჯი


დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც დამზღვევის, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით,
ნებისემიერ დროს, ამასთან:

ა) დამზღვევის ინიციატივით პოლისის შეწყვეტისას:


- დამზღვევი ვალდებულია 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით მიმართოთ
სადაზღვევო კომპანიას გაუქმების მოთხოვნით;
- თუ შეწყვეტამდე ადგილი არ ქონია სადაზღვევო შემთხვევას, დამზღვევი ვალდებულია
გადაიხადოს გაუქმების თარიღისათვის გამომუშავებული პრემია და გამოუმუშავებელი
პრემიის 10%.
- თუ შეწყვეტამდე ადგილი ქონდა სადაზღვევო შემთხვევას, დამზღვევი ვალდებულია
სრულად გადაიხადოს პრემია.

ბ) მზღვეველის ინიციატივით პოლისის შეწყვეტისას:

3/2
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

- მზღვეველი ვალდებულია 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს


დამზღვევს შეტყობინების გაგზავნის გზით;
- დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს გაუქმების თარიღისათვის გამომუშავებული
პრემია და გამოუმუშავებელი პრემიის 10%.

გ) წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაზღვევა შეწყდება:


- თუ ამოიწურა სადაზღვევო პერიოდი;
- თუ ამოიწურა სადაზღვევო თანხით განსაზღვრული ანაზღაურების ლიმიტი;
- ავტომატურად მისი გაცემის თარიღით, თუ სრულად არ არის გადახდილი პოლისით
გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია სადაზღვევო
პერიოდის დაწყების თვის შემდგომი კალენდარული თვის 1 რიცხვამდე;
- თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას პოლისში მითითებული გადახდის გრაფიკის
შესაბამისად;
- თუ მზღვეველის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით ნაკისრი ვალდებულებები
მთლიანად შესრულებულია;
- თუ მზღვეველი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წყვეტს საქმიანობას;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

მზღვეველს აქვს უფლება დამზღვევის მხრიდან არსებული დავალიანება მიიღოს საქართველოს


კანონმდებლობით გათვალისწინებული გზებით.

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ


სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. #3

მომხმარებელთა უფლებების დაცვა


დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ,
ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 242 22 22 ან მოგვმართოთ ელექტრონული
ფორმით ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით: www.tbcinsurance.ge.

ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე:


- თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული;
- ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა #16;
- ფოთი, აღმაშენებლის #57;
- ბათუმი, ზუბალაშვილის #37;
- ზუგდიდი, გამსახურდიას #35.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების


დაფიქსირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!

4/2
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

ავტომობილის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი K/TMTPL/R/D/000883/20

წინამდებარე პოლისი, დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.


სადაზღვევო შემთხვევისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს და თიბისი
დაზღვევას.

დაზღვევის პირობები: TBCI/MTPL-DIGITAL-01/18 სადაზღვევო პერიოდი:


განთავსებულია ვებგვერდზე: 12-05-2020 24:00 საათიდან
www.tbcinsurance.ge 12-05-2021 24:00 საათამდე

ინფორმაცია დამზღვევის შესახებ:


დამზღვევი თორნიკე სამარგულიანი
პირადი № 01008055899
საქართველო, ქალაქი თბილისი, III მასივი, X კვარტალი, კორპუსი
მისამართი
გ, ბინა 46
ტელ. № 599787979
ელ.ფოსტა tornike.samarguliani@gmail.com

ინფორმაცია ავტომობილის შესახებ


სარეგისტრაციო ნომერი: TO959MA გამოყენება: პირადი

სადაზღვევო დაფარვა: ავტომობილის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა


პასუხისმგებლობის ლიმიტი 10000 ლარი
წლიური სადაზღვევო პრემია 120 ლარი
ფრანშიზა ნულოვანი

ნებისმიერი პირი, არანაკლებ 21 წლის, რომელიც ფლობს


უფლებამოსილი მძღოლები:
შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მოქმედ მართვის მოწმობას.
დაზღვევის მოქმედების არეალი: საქართველო

სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი პრემიის გადახდის ჯერადობა: ყოველთვიური


12-07- 12-09-
გადახდის თარიღი 12-05-2020 12-06-2020 12-08-2020 12-10-2020
2020 2020
სადაზღვევო პრემია 10 10 10 10 10 10

12-01- 12-03-
გადახდის თარიღი 12-11-2020 12-12-2020 12-02-2021 12-04-2021
2021 2021
სადაზღვევო პრემია 10 10 10 10 10 10

5/2
მზღვეველი - სს თიბისი დაზღვევა (ს/კ 405042804)
0177, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
ტელ: (995 32) 242 22 22

პოლისი ხელმოწერილია ციფრულად, საერთაშორისო კომპანია Global Sign-ის მიერ თიბისი დაზღვევის
სახელზე გაცემული სერთიფიკატის საშუალებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- პოლისი ჩაითვლება ანულირებულად, თუ პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანის სრულად
გადახდა არ მოხდა პირველი ან ერთჯერადი შენატანისათვის პოლისით გათვალისწინებული გადახდის
დღის მომდევნო კალენდარული თვის 1 რიცხვამდე.
- თქვენს მიერ განხორციელებული გადახდა და დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ თქვენ
გაეცანით და დაეთანხმეთ სს თიბისი დაზღვევის ავტომობილის დაზღვევის პირობებს #TBCI/MTPL-
DIGITAL-01/18, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.tbcinsurance.ge
- დაზღვევის პირობების დედანი დეპონირებულია ნოტარიუსთან დ. ოყროშიძე (მის.: ქ. თბილისი,
ქეთევან წამებულის გამზ.22/4), რომლის დამოწმებული ასლის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს,
ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით.

თქვენ მიერ თიბისი დაზღვევის ვებგვერდის მეშვეობით ავტომატური გადახდების სერვისის


გააქტიურების შემთხვევაში სერვისი ირთვება შემდეგი პირობებით:
- ავტომატური გადახდების სერვისის საშუალებით სადაზღვევო პრემიის გადარიცხვა და მისი მიღება სს
„თიბისი დაზღვევის“ ანგარიშზე წარმოებს სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში პოლისით
გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკის შესაბამისად;
- საბარათე ანგარიშიდან ავტომატური გადახდის სერვისის საშუალებით გადარიცხვის
განსახორციელებლად აუცილებელია დამზღვევმა უზრუნველყოს ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის
თანხის არსებობა და ამავდროულად საბარათე ანგარიში და ბარათი უნდა იყოს აქტიური;
- ავტომატური გადახდის სერვისის საშუალებით გადარიცხვები შესრულდება საბარათე ანგარიშზე
გადასარიცხი თანხის სრულად არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით
არ განხორციელდება);
- უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული პრემიის გადახდა მოხდება ლარში, გადახდის დღეს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
- ავტომატური გადახდების სერვისი უქმდება პოლისის გაუქმების ან პოლისის დავალიანების სრულად
დაფარვის შემთხვევაში.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით


ცხელ ხაზზე: + 995 (32) 242 22 22

გაცემის ადგილი: online.tbcinsurance.ge გაცემის თარიღი: 12-05-2020

6/2

You might also like