You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის არადროულად


გადახდის გამო

თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს


შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის
თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

I. ნორმის მიზანი
818-ე მზღვეველის ინტერესს იცავს. დაზღვევა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. 1
შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობა ამცირებს მზღვეველის
ინტერესს ხელშეკრულების მიმართ. პრემიის გადახდის ვალდებულება
დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსის განმსაზღვრელი, დამზღვევის ძირითადი,
ვალდებულებაა. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებელი მზღვეველს
ხელშკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს. 818-ის განმარტებისას
მნიშვნელოვანია მისი მიმართების განსაზღვრა 817-თან (იხ. 817-ე მუხლის
კომენტ.).

II. ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენების წინაპირობები


818 დამზღვევის ვალდებულების დარღვევას სადაზღვევო პრემიის გადახდის 2
დაგვიანებით გამოხატავს. დამზღვევმა პრემია ხელშეკრულებით განსაზღვრულ
ვადაში უნდა გადაიხადოს. აღნიშნული შეეხება როგორც ერთჯერადი, ისე
არაერთჯერადი პრემიის გადახდის წესს.

დამზღვევის ვალდებულების დარღვევისას მზღვეველს ეკრძალება


ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენება გაფრთხილების გარეშე.
კანონმდებელი განსაზღვრავს სპეციალურ, ერთთვიან ვადას, ხელშეკრულების
მოშლის შესახებ დამზღვევის გასაფრთხილებლად. ასეთი დანაწესის მიღმა
სახელშეკრულებო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი დგას. კანონმდებლის
მიზანია, ხელშეკრულება შესრულდეს. შესაბამისად, გაფრთხილების სახით
დამზღვევს ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს ნაკლი და შეინარჩუნოს
მზღვეველთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. დამზღვევის მხრიდან პრემიის
გადახდის დაგვიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გაპირობებული.
ასეთია მაგალითად, ფინანსური მდგომარეობის გაუარესება,
ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვა და ა. შ.

III. სამართლებრივი შედეგი


თუ მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ 3
გავიდა, მზღვეველი უფლებამოსილია, მოშალოს იგი.

აღსანიშნავია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია 817-818-ე მუხლების 4


განმარტებისას, კერძოდ: „სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ არის
მავალდებულებელი, მაგრამ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს
მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და
სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის


გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება.“1

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის N ას-85-81-2013 განჩნება.


2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like