You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 827. შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა

1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო


შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა),
მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო
ღირებულების შეფარდების შესაბამისადმზღვეველი
2. პირი,რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე
მზღვეველთან დააზღვია,მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს
თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის
ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა.
3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან
არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას
აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც თითოეული
მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი
იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები
მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე - როგორც სოლიდარული მოვალეები - იმ
თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული ხელშეკრულებით აქვთ
გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ
ზიანზე მეტი თანხა.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრა შემცირებული (არასრული) დაზღვევისას ....................... 2
III. ორმაგი დაზღვევის შემადგენლობა ........................................................................................................... 2
IV. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ................................................................................................ 3
V. ორმაგი დაზღვევის სამართლებრივი შედეგი ........................................................................................... 3

I. ნორმის მიზანი
827-ს მოწესრიგების საგანი ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი 1
სამართლებრივი პრობლემით გამოიხატება. პირველი უკავშირდება შემცირებული
(არასრული) დაზღვევისას სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის წესს. მეორე
კი, ორმაგი დაზღვევის სამართლებრივ შედეგსა და მზღვეველთა ვალდებულების
ფარგლებს ადგენს.

827 მოწოდებულია სადაზღვევო ანაზღაურების სამართლიანად განსაზღვრისა და 2


მხარეთა შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების
ჩამოსაყალიბებლად. ნორმათა სწორი სისტემური განლაგება მოითხოვს, რომ: 827 I
მოწესრიგდეს სადაზღვევო თანხის მარეგულირებელ ნორმებთან ერთად, ხოლო
827 II და III, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქონების დაზღვევაში
უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის მექნიზმების გვერდით აისახოს.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

II. სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრა შემცირებული (არასრული)


დაზღვევისას
3 სადაზღვევო თანხა დაზღვეული ობიექტის ეკონომიკური ღირებულების
მიხედვით განისაზღვრება (იხ. 823-ე მუხლის კომენტ.). აღნიშნული კი
გულისხმობს, რომ სადაზღვევო თანხა შეიძლება განისაზღვროს დაზღვეული
ობიექტის ეკონომიკურ ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის თანხით. ასეთ
შემთხვევას სკ შემცირებული (არასრული) დაზღვევის სახელით იცნობს და
მისთვის სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის სპეციალურ წესს ადგენს.
კერძოდ, 827 I-ის თანახმად, თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია დაზღვეული
ობიექტის ეკონომიკურ ღირებულებაზე (სადაზღვევო ღირებულებაზე),
სადაზღვევო ანაზღაურება განისაზღვრება სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო
ღირებულების შეფარდების მიხედვით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნორმით
გათვალისწინებული კონკრეტული მდგომარეობა — მიმართება სადაზღვევო
თანხასა და სადაზღვევო ღირებულებას შორის, სახეზე უნდა იყოს სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის მომენტისათვის.

III. ორმაგი დაზღვევის შემადგენლობა


4 827-ში დადგენილია უსაფუძლო გამდიდრების პრევენციის მექანიზმი ორმაგი
დაზღვევის დროს. ორმაგი დაზღვევის შემადგენლობის განსაზღვრისათვის
მნიშვნელოვანია მუხლში გამოყენებული ცალკეული ფორმულირების განმარტება.
827 II-ში მითითებაა დამზღვევის მიერ ერთი და იგივე ინტერესის ერთდროულად
რამდენიმე მზღვეველთან დაზღვევაზე. 827 III-ში კი ასეთი სიტყვათა წყობაა
მოცემული: თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისგან რამდენიმე
მზღვეველთან არის დაზღვეული. მოყვანილი ფორმულირებების სიტყვასიტყვით
განმარტების შემთხვევაში 827 II-ით გათვალისწინებული დანაწესი უხერხულობას
შექმნის პრაქტიკაში. თავისთავად ერთი და იგივე ინტერესის დაზღვევა რამდენიმე
მზღვეველთან არ ქმნის იმ რისკის დადგომის შესაძლებლობას, რომლის
პრევენციასაც კანონმდებელი წინამდებარე ნორმის მეშვეობით ცდილობს. ორმაგი
დაზღვევისათვის არსებითია, რომ ინტერესი ერთი და იმავე რისკისგან იყოს
დაზღვეული რამდენიმე მზღვეველთან. ამ თვალსაზრისით 827 III უფრო
სრულყოფილ დანაწესს შეიცავს. მაგალითად, საცხოვრებელი სახლი ხანძრის
შედეგად დაზიანდა. ორმა მზღვეველმა ხანძრის გამომწვევი ორი განსხვავებული
რისკ-ფაქტორი გაითვალისწინა პოლისით - ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის
მწყობრიდან გამოსვლა და ელექტროგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან
გამოსვლა. ასეთ შემთხვევაში მართალია, ერთი და იგივე ინტერესია დაზღვეული,
მაგრამ პოლისში განხვავებული პირობების არსებობის გამო ზიანი არ მოექცევა
ორივე მზღვეველის ვალდებულების ქვეშ. ზიანზე პასუხსმგებელი მზღვეველი
გამოვლინდება იმის მიხედვით, თუ რომელი რისკ-ფაქტორის რეალიზაცია
გახდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი. თუ მოცემულ მაგალითში რისკ-ფაქტორად
ერთი და იგივე ხდომილების დადგომის ალბათობა დასახელდებოდა, ზიანი
თავისთავად მოექცეოდა ორივე მზღვეველის მიერ გათვალისწინებული
სადაზღვევო დაფარვის ქვეშ. სწორედ ასეთ დროს დგება 827 III-ით დადგენილი
უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის განხორციელების საჭიროება. შესაბამისად,

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ორმაგი დაზღვევის ცნებისთვის განმსაზღვრელი ელემენტი ერთი ინტერესის


ერთი და იგივე რისკისგან რამდენიმე მზღვეველთან დაზღვევაში გამოიხატება.

IV. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება


აღსანიშნავია, რომ, ნორმის მიხედვით, ერთი და იგივე ინტერესის დაზღვევა 5
ხდება ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან. მოყვანილი ფორმულირების
სიტყვასიტყვით განმარტება დაავიწროვებს იმ დაცვის მიზანს, რასაც
კანონმდებელი წინამდებარე ნორმით ისახავს. ერთი მხრივ, ტერმინი
ერთდროულად შეიძლება მიანიშნებდეს ხელშეკრულების დადების ეტაპზე.
თუმცა, ორმაგი დაზღვევის შინაარსში მხოლოდ ხელშეკრულების დადების ეტაპის
მოაზრება გაუმართლებელი იქნებოდა. პრაქტიკაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს
ისეთ შემთხვევას, როდესაც დამზღვევი გარკვეული პერიოდის შემდეგ
გადაწყვეტს სხვა მზღვეველთან ხელშეკრულების გაფორმებას. ამ თვალსაზრისით,
პირველ შემთხვევაში 827 II უნდა განიმარტოს 808-თან კავშირში, ხოლო მეორე
შემთხვევაში, განმარტება უნდა მოხდეს 813-თან ურთიერთკავშირში (იხ. 813-ე
მუხლის კომენტ.).

827 II საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ის ორმაგი დაზღვევისას დამზღვევის 6


ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას ადგენს. ნორმის თანახმად, თუ პირი
გადაწყვეტს ერთი და იგივე ინტერესი რამდენიმე მზღვეველთან დააზღვიოს, ის
ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს თითოეულ მზღვეველს. ასეთი
ტიპის ინფორმაცია მიეკუთვნება არსებით ინფორმაციას და მის ფლობას
მზღვეველისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წინამდებარე ნორმა ასევე
განსაზღვრავს მზღვეველის შეტყობინების შინაარსს და მიუთითებს, რომ
დამზღვევმა მზღვეველს უნდა აცნობოს სხვა მზღვეველის (მზღვეველების)
ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა თითოეული პოლისის მაგალითზე.

V. ორმაგი დაზღვევის სამართლებრივი შედეგი


827 III ადგენს ორმაგი დაზღვევისას სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის 7
წესს. მოცემულ შემთხვევაში, ქონების დაზღვევის მომწესრიგებელი სხვა ნორმების
მსგავსად, მოქმედებს მთავარი პრინციპი, დამზღვევისათვის status quos აღდგენის
თაობაზე. ორმაგი დაზღვევისას არსებობს რისკი, რომ სადაზღვევო თანხების ჯამმა
გადააჭარბოს სადაზღვევო ღირებულებას, ან იმ სადაზღვევო საზღაურთა ჯამმა,
რომელსაც მზღვეველი სხვა ხელშეკრულების არარსებობის პირობებში
გადაიხდიდა, გადააჭარბოს დამდგარი ზიანის ოდენობას. დამზღვევის
უსაფუძვლოდ გამდიდრების პრევენციისთვის დადგენილია წესი, რომლის
თანახმადაც ასეთ დროს მზღვეველები პასუხს აგებენ სოლიდარულად, როგორც
სოლიდარული მოვალეები. ამასთან, თითოეული მზღვეველი პასუხისმგებელია
იმ სადაზღვევო თანხის ფარგლებში, რაც უშუალოდ მასსა და დამზღვევს შორის
დადებული ხელშეკრულებითაა განსაზღვრული (821). დამზღვევმა კი,
საბოლოოდ, არ უნდა მიიღოს დამდგარ ზიანზე მეტი ოდენობის ანაზღაურება.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

8 ორმაგი დაზღვევის ინსტიტუტის ანალიზისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა


ფორმის დაზღვევისას მისი გამოყენების პრობლემის გათვალისიწინებაც (იხ. 801-ე
მუხლის კომენტ.).

4
ქეთევან ირემაშვილი

You might also like