You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 837. სხვა პირის უფლებები დაზღვევის ხელშეკრულებაში

1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა


ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის
უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან
შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს
სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.

I. ნორმის მიზანი
837 აწესრიგებს მესამე პირის დაზღვევის ხელშეკრულებით წარმოშობილი 1
უფლებების განხორციელების საკითხებს. ნორმის მიხედვით, აღნიშნულ
უფლებათა რეალიზაციის წინაპირობაა სადაზღვევო მოწმობის ფლობა.

II. ნორმის შინაარსი


მესამე პირის დაზღვევის მიზანი მისთვის სარგებლის მინიჭებაა (იხ. 836-ე მუხლის 2
კომენტ.). ლოგიკურად, დაზღვეულს უნდა შეეძლოს იმ უფლებების რეალიზაცია,
რომლებიც მას დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოეშვება. 837 I-ის მიხედვით,
სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც ამ
ხელშეკრულებიდან წარმოიშობა, ამ პირს ეკუთვნის. ამ უფლებებში
კანონმდებელი სადაზღვევო ანაზღაურების მიღებას უნდა მოიაზრებდეს.
აღნიშნული კი დაზღვევის სახეების მიხედვით სხვადასხვაგვარად გამოიხატება.
მაგალითად, ქონების დაზღვევის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დაზიანებული
ნივთის შეკეთების ან ახლით ჩანაცვლების მოთხოვნის უფლება; ჯანმრთელობის
დაზღვევის დროს - სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება და ა.შ.

III. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება


მნიშვნელოვანია, რომ მესამე პირის დაზღვევის ხელშეკრულებით წარმოშობილ 3
უფლებათა რეალიზაციას კანონმდებელი სადაზღვევო მოწმობის ფლობას
უკავშირებს. 837 II-ის თანახმად, დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი
უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების
განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ
სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა. ასეთი იმპერატიული დანაწესით
კანონმდებელი უფლების მართლზომიერად გამოყენების მიღწევას ცდილობს.
მესამე პირის მიერ სადაზღვევო მოწმობის ფლობა მისი უფლების ნამდვილობის
პრეზუმფციას წარმოადგენს. სადაზღვევო მოწმობაში კანონმდებელი უნდა
გულისხმობდეს დაზღვევის პოლისს, რომელიც იმავდროულად დაზღვეული
პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. დავის შემთხვევაში
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულებას, რომელიც დამზღვევ და
დაზღვეულ პირს ერთიმეორისაგან გარკვევით უნდა მიჯნავდეს.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

4 მზღვეველისაგან სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება მხოლოდ


დამზღვევს აქვს. აღნიშნულის შესახებ მკაცრად მიუთითებს 837 I 2. შესაბამისად,
დაზღვეულ პირს სადაზღვევო მოწმობა დამზღვევის მიერ გადაეცემა.

5 დავის არსებობისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რა ფორმით


გავიდა სადაზღვევო მოწმობა დამზღვევის მფლობელობიდან. 837-თი
გათვალისწინებული უფლების გამოყენება დაუშვებელია ისეთ შემთხვევაში,
როდესაც მესამე პირი დამზღვევის ნების საწინააღმდეგოდ ეუფლება სადაზღვევო
მოწმობას.

2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like