You are on page 1of 5

ბიზნეს სამართალი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=121

სამართალი სწორი მოქმედებების სტანდარტი და მიზი უზრუნველყოფის ინსტრუმენტია . ის


ერთგვარი პრინციპები და წესებია რომლებიც ინდივითა თავისუფლების დაცვის
მექანიზმია.

იგი აწესრიგებს ინდივიდთა თანაცხოვრებას.

კერძო სამართლის სამი ძირითადი ელემენტია:


კერძო სამართალი არის დარგი რომელიც აწესრიგებს თანასწორუფლებიანობის
საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს.

პირი (სუბიექტი) - რომელსაც აქვს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება.

ქონება (ობიექტი) - არის მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე,


რომელთა ფლობა ან სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს. (სსკ მე -7
მუხლი) – (სსკ 147-ე მუხლი)

მოქმედება (მოქმედების თავისუფლება) თავისუფლება გულისხმობს როგორც


შეუზღუდავ მოქმედებას ასევე ბოჭვასაც, რადგან ინდივიდის შეუზღუდავი თავისუფლება
იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მთავრდება იქ , სადაც იწყება სხვა
ინდივიდის მოქმედების თავისუფლება.

უფლება

- აბსოლუტური

ისეთი უფლებებია რომლებიც მოქმედებს ყველა პირის მიმართ

- რეალისტური

ისეთი უფლებებია რომლებიც მხოლოდ ერთი ან შეზღუდული პირთა მიმართ


მოქმედებს.

ნორმა
- იმპერიული
მისი მიზანია მხარეთა ინტერესების დაბალანსება და ისეთი საფრთხეების აცილება ,
როგორიცაა მაგალითად ერთი-ერთი მხარის გამოუცდელობის გამო, მერე მხარის,
საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება . ამ
ნორმის გაუთვალისწინებლობა იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგს (სსკ მე -10
მუხლი III ნაწილი)

- დისპოზიციური

დისპოზიციური ნორმების მიხედვით მხარეთა შორის დადებული შეთანხმება


დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონსა და
კეთილსინდისიერების პრინციპს. მისი განვრცობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ
ის არ ხელყოფს მხარეთა თანასწორობას.

ვალდებულება
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის
ხელშეკრულება. (სსკ-ის 317-ე მუხლის I ნაწილი)

კონტრაჰირების იძულება
სილქნეტს არ აქვს უფლება უსაფუძვლოდ შესთავაზოს კონტრაჰენტს ხელშეკრულების
არათანაბარი პირობები (სსკ 319-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

ან და GWP არ აქვს უფლება დაუსაბუთებლად უთხრას უარი ხელშეკრულების დადებაზე იმ


პირს, რომელიც საარსებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იძენს ან სარგებლობს
მომსახურებით. (მე-3 ნაწილი)

ხელშეკრულების დადება
„ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე
შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. “ (სსკ 327-ემუხლის 1-ლი ნაწილი)

მის დასადებად საჭიროა:

- შეთანხმება ყველა არსებით პირობებზე (327,2)


- ფორმა (328)

მასში მონაწილეობენ ორი ურთიერთმფარავი ნება:

- ოფერტი - არის ცალმხრივი მიღება სავალდებულო ნების გამოვლენა, ხოლო


მიღება სავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის (როგორიც ამ
შემთხვევაში არის ხელშეკრულების დადებისაკენ მიმართული ნების გამოვლენა ) საჭიროა
მისი გაცხადება და მისვლა სსკ-ის 51-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.

- აქცეპტი -
ვადის გადაცილება
სსკ-ის 400-404 მუხლები

- მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება , თუ:


a) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება ;
b) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც
იგი არ ასრულებს ვალდებულება (სსკ მე-400)

ნაკლიანი შესრულება
სსკ-ის 487-489 მუხლები;

- გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან


თავისუფალი ნივთი (სსკ 487-ე)

შესრულების შეუძლებლობა

დამატებითი შესრულება
სსკ-ის 490-ე მუხლი

ნაკლის უნაკლოთი შეცვლა ან ნაკლის გამოსწორება

ფასის შემცირება
სსკ-ის 492-ე მუხლი;

ზიანის ანაზღაურება
სსკ-ის 394-ის I ნაწილი;

ხელშეკრულებიდან გასვლა
352 მუხლი

საკუთრების უფლების გადაცემა


ნასყიდობის ხელშეკრულება
- ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს
საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს
საქონელი.
- მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს
ნაყიდი ქონება. (სსკ 477-ე მუხლის I და II ნაწილები)

გაცვლის ხელშეკრულება
- გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების
ურთიერთგადაცემა
- გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად ,
რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. (სსკ 521-ე მუხლის I
და II ნაწილები)

ჩუქების ხელშეკრულება
- ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს
ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. (სსკ 524-ე მუხლი)

მფლობელობის გადაცემა

ქირავნობის ხელშეკრულება
- ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს
სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა
გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. (სსკ 531-ე მუხლი)

იჯარის ხელშეკრულება
- იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული
ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში
უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის
სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს
მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.
- საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს
შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც . (სსკ
581ე მუხლი)
თხოვების ხელშეკრულება
- თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას
გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის . (სსკ
615-ე მუხლი)

საქართველოს შრომის კოდექსი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=23

You might also like