You are on page 1of 7

ქირავნობის ხელშეკრულება

ქ. თბილისი _____________ 2022წ.

ერთი მხრივ, ___________________________, პ/ნ : ___________________________,

(შემდგომში-გამქირავებელი) მეორეს მხრივ ________________________________ ,

პ/ნ:_______________________ (შემდგომში–დამქირავებელი) ნების თავისუფალი

გამოვლენის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, გამქირავებელი მის საკუთრებაში არსებულ ფართს


მდებარეს ქ.თბილისი ____________________ (საკადასტრო კოდით: ___________________) და მის
მოძრავ ქონებას, რომელიც ფართთან ერთად სარგებლობაში გადაეცემა დამქირავებელს და
რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში „ა“, ქვემოთმოცემული ქირის
პირობების სანაცვლოდ დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს, ხოლო
დამქირავებელი იბარებს ფართს და მის შიგთავსს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად.

ქირავნობის საგნის გადაცემის მიზანია მისი გამოყენება მხოლოდ საცხოვრებელი მიზნით.

დანართი „ა“ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს

2.ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი

2.1 ფართის ქირა შეადგენს თვეში _____________ (________________) ლარი. დამქირავებელი


ქირის გადასახადს გადაიხდის აღნიშნულ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში
ყოველთვიურად _______________ რიცხვში , ნაღდი ან უნაღდო გადახდით გამქირავებელთან
შეთანხმებით;

2.2 მხარეთა შეთანხმებით, ქირავნობის ვადის დაწყების პირველ დღესვე, ხელშეკრულების


ხელმოწერის შემდეგ დამქირავებელი იხდის ერთდროულად ორი თვის ქირას _____________
(__________________)ლარი, პირველი თვის ქირას და ბოლო მეთორმეტე თვის ქირას საგარანტიო
გადახდის სახით. მომდევნო თვიდან დამქირავებელი აგრძელებს ქირის გადახდას
ხელშეკრულებაში დადგენილ ვადებში (პუნქტი 2.4.), ხოლო ბოლო თვის ქირას (მეთორმეტე
თვე) დამქირავებელი თანხას აღარ გადაიხდისნ.

2.3 ქირის გადახდა წარმოებს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების წესით, მხარეებს შორის
შეთანხმების საფუძველზე.

2.4. ქირა არ ექვემდებარება გაზრდას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების


გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმებისამებრ შეიტანონ
შესწორებები მის ნებისმიერ პუქტში.

3. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

3.1 გამქირავებელს უფლება აქვს:

3.1.1. მოითხოვოს ქირის გადახდა დადგენილ ვადებში;

3.1.2. გაასხვისოს დაქირავებული ნივთი დამქირავებლის თანხმობის გარეშე. ასეთ დროს,


შემძენი დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება
გაგრძელდება დათქმული ვადის განმავლობაში.

3.1.3 დამქირავებლის მიერ ხელშეკრულების 2.1, 2.2 პირობების დარღვევის შემთხვევაში, ასევე
2.4. პუნქტში თუ ქირის გადასახადის ვადის გადაცილება მიაღწევს 7 (შვიდი) კალენდარულ
დღეს, გამქირავებელს უფლება აქვს მოშალოს აღნიშნული ხელშეკრულება ცალმხრივად. ასეთ
შემთხვევაში ბოლო თვის საავანსო თანხა რჩება გამქირავებელს.

3.1.5. დამქირავებლის მხრიდან ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში


გამქირავებელს უფლება აქვს არ დაუბრუნოს დამქირავებელს ავანსად გადახდილი ბოლო თვის
ქირის თანხა.

3.1.6. ხელშეკრულების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში გამქირავებელს უფლება


ნებისმიერი არაბუნებრივი ცვეთის დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება
მოითხოვის დამქირავებლისაგან 3.4.9 პუნქტის მიხედვით.

3.2 გამქირავებელი ვალდებულია:

3.2.1. გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად უნაკლო ფართი.

3.2.2. ქირავნობის ვადის განმავლობაში არ გადასცეს ფართი დროებით სარგებლობაში მესამე


პირს.
3.2.4. უზრუნველყოს დამქირავებლის მიერ ფართის შეუფერხებელი სარგებლობა და ხელი არ
შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში.

3.2.5. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

3.3. დამქირავებელს უფლება აქვს:

3.3.1. მოითხოვის ფართის მისთვის გადაცემა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში.

3.3.2. დაიცვას თავისი მფლობელობა ნებისმიერი პირისგან, მათ შორის მესაკუთრისგან.

3.3.3. გამქირავებლის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევისა და კანონმდებლობით


დადგენილ შემთხვევაში წერილობით მოითხოვოს გამქირავებლისგან ხელშეკრულების
შეწყვეტა.

3.4. დამქირავებელი ვალდებულია:

3.4.1. გამქირავებელთან შეთანხმების და თანხმობის გარეშე არ მოახდინოს დაქირავებული


ფართზე ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს დაქირავებული ფართის ცვლილებებს, მათ შორის
კედლებზე სხვადასხვა ნივთის დამაგრება, რამაც შეიძლება კედლის დაზიანება გამოიწვიოს,
კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, ფასადის იერსახის შეცვლა და სხვა.

3.4.4. დამქირავებელი ვალდებულია მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში გადაიხადოს ქირა


დადგენილი წესით და ოდენობით და ასევე ყველა არსებული კომუნალური გადასახდელი
არსებული ტარიფებით ქონების სარგებლობის პერიოდში.

3.4.5. გამოიყენოს „იჯარის ობიექტი“ მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული


დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას „იჯარის ობიექტის“ ფუნქციის შეცვლა
გამქირავებელთან შეთანხმების გარეშე.

3.4.6. გამქირავებლის თანხმობის გარეშე არ გადასცეს ქვექირავნობის უფლებით მესამე პირებს


დაქირავებული ფართი ან მისი ნაწილი.

3.4.7. მოუაროს „იჯარის ობიექტს“, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური


მოთხოვნები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობები და ინვენტარი.
შეინარჩუნოს ფართი კარგ მდგომარეობაში და დაუბრუნოს გამქირავებელს დაზიანების გარეშე
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

3.4.9. აუნაზღაუროს გამქირავებელს ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება გაქირავებულ


ფართს დამქირავებლის არამართლზომიერი ქმედების შედეგად.

3.4.10. დაუბრკოლებლად შეუშვას გამქირავებელი ან მისი წარმომადგენელი გაქირავებულ


ფართში წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების, სანიტარული და ტექნიკური
პირობების კონტროლის და შემოწმების მიზნით.

3.4.10. ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტისას თუ ფართს ექნება მესაკუთრისთვის


არასასურველი გადაკეთებები (ბუნებრივი ცვეთის გამოკლებით) უკან დააბრუნოს
დაქირავებული ფართი იმ მდგომარეობაში, რაც მას გადაცემის მომენტში ჰქონდა ან
გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რაც საჭირო იქნება ამ ფართის პირვანდელ
მდგომარეობვაში დასაბრუნებლად და დაუბრუნოს გამქირავებელს ფართი მიღება–ჩაბარების
აქტის საფუძველზე, აქტის ხელმოწერიდან არა უმეტეს 5 დღეში.

3.4.11. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

3.5 განცხადებები და გარანტიები

3.5.1 გამქირავებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ იგი არის ფართისა და მისი
შიგთავსის ერთადერთი მესაკუთრე და აქვს ექსკლუზიური საკუთრების უფლება ფართზე (მისი
სარგებლობის უფლების ჩათვლით). გამქირავებელი ასევე აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ
მას აქვს შეუზღუდავი უფლება მიაქირავოს ფართი და მისი შიგთავსი დამქირავებელს
წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3.5.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ფართი არ დაგირავდება ან არ დაიტვირთება სხვა სახით


დამქირავებლის მიერ ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული ფართის სარგებლობის
პერიოდში.

3.5.3. გამქირავებელი ადასტურებს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს


სასამართლოს ან სხვა ოფიციალური ორგანოს გადაწყვეტილების ან დავის საგანს და რომ მასთან
დაკავშირებით სასამართლოში არ მიმდინარეობს რაიმე სახის წარმოება.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

1. მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან


არაჯეროვანი შესრულებისასთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ფორს–მაჟორი

5.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-


მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების
პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

5.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და


მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული
გამქირავებლის ან/და დამქირავებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც
გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.

5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა


მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,
დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი
გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ
მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ,
მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი
ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული
გარემოებების ზეგავლენისაგან.

6. დავა

მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების


მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

7. ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა


წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და

მოქმედებს _________________________________ განმავლობაში .

9. დასკვნითი დებულებები

9.1. ქირავნობასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება


წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.

9.2. ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და


ინახება მხარეებთან.

2021 წლის ______________ ქირავნობის ხელშეკრულების დანართი „ა“


მიღება-ჩაბარების აქტი

გამქირავებელი იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ხელშეკრულებაში


მითითებულ ფართის (საკადასტრო კოდით: ..............................................................) შიგთავსს
წარმოადგენს გამქირავებლის მოძრავი ქონება, რომელიც ფართთან ერთად სარგებლობაში
გადაეცემა დამქირავებელს და რომელიც მოიცავს:

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

მხარეთა ხელმოწერება

გამქირავებელი დამქირავებელი

______________________ ______________________

You might also like