You are on page 1of 1

5.

ჯუმბერ გალაშვილი დაიბადა 1968 წლის 4 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ


დარბაზში. ამ მონაცემების მიხედვით, დაამთავრა სკოლა, ინსტიტუტი და იმუშავა
რამოდენიმე სამსახურში. 2020 წლის 8 აგვისტოს მას დაუკავშირდნენ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოდან და აცნობეს, რომ გადამოწმებული იქნა ჯუმბერ
გალაშვილის დაბადების რეგისტრაციასთან დაკვაშირებული დოკუმენტაცია და აღმოჩნდა,
რომ მისი დაბადების რეგისტრაცია პირველად მოხდა 1968 წლის 1მაისს და მისი სახელი და
გვარი განისაზღვრა ჯემალ გალაშვილით. მის დაბადებასთან დაკავშირებული განცხდება და
დოკუმენტაცია მაშინდელ ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში (მაჩჩის ბიუროში)
წარდგენილი იქნა ჯუმბერის ბიძის დავითის მიერ. მოგვიანებით 1 თვის შემდეგ იგივე
განცხადება და დოკუმენტაცია დმანისის მაჩჩის ორგანოში წარდგენილი იქნა ჯუმბერის
მამის მიერ. აღნიშნულის საფუძველზე მას მიენიჭა სახელი ჯუმბერი და დაბადების თარიღი
1968 წლის 4 მაისი. ანუ მოხდა მეორედ რეგისტრაცია. როგორც აღინიშნა, ამ მონაცემებით
სარგებლობდა ჯუმბერი 2020 წლამდე.

ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წელს აღმოაჩინა, რომ


არსებობდა ორი სარეგისტაციო ჩანაწერი ბოლნისისა და დმანისის, მან გააუქმა მეორე
დმანისის ჩანაწერი, ვინაიდან მის განხორციელებამდე უკვე არსებობდა ბოლნისის მაჩჩის
ორგანოს ჩანაწერი. დღევანდელი მდგოამრეობით ბოლნისისა და დმანისის მაჩჩის
ორგანოები გაერთიანებულია და ეწოდება ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის
სამსახური.

ჯუმბერმა ჯერ ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შედეგად


სასამართლოში გაასაჩივრა დმანისის მაჩჩის ორგანოს მისი ჩანაწერის გაუქმების თაობაზე
მიღებული ადმინისტრაციული აქტი. მან აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრება ატარებდა
იურიდიულად ჯუმბერის სახელს და ახლა მისთვის მიუღებელი იყო, რომ გამხდარიყო
ჯემალი.

აღნიშნული კაზუსის საფუძველზე დაწერეთ სარჩელი თავის ფორმულარში. მიუთითეთ


ფაქტები, მტკიცებულებები და სამართლებრივი მსჯელობა შესაბამის გრაფებში.

You might also like